„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.037.016083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №37/ნ

2016 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12.01.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.037.016047) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:

1. მე-17 მუხლის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აუდიტორულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; სასურველი – საჯარო სექტორის შიდა აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება;“.

2. მე-19 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინსპექტირების, მონიტორინგის ან/და აუდიტორულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; სასურველი – საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრინოდარ ჯავახიშვილი