„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება (ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)“
მიღების თარიღი 28.03.2016
ძალაში შესვლა 21.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016414
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/07/2016
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| კატეგორია | გამოყოფილი სესხის ოდენობა (აშშ დოლარში) |
| (3)ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო | 100,000 |
| (4) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრი ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადასახდელი | 0 |
| ჯამი | $40,000,000 |
| ძირითადი გადახდის თარიღი | შენატანების წილი (გამოსახული პროცენტებში ) |
| 2040 წლის 15 მარტი | 5,48% |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი)“ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი)" „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება (ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)“
სესხის ნომერი 8595-GEGE
სასესხო ხელშეკრულება
(ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)
საქართველოსა
და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD)
შორის
28 მარტი, 2016
წინამდებარე ხელშეკრულება, დათარიღებული 28 მარტი 2016 წლით, საქართველოსა (შემდგომში ”მსესხებელი”) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (შემდგომში ”ბანკი”). მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:
I მუხლი - ზოგადი პირობები, განმარტებები
1.01. ზოგადი დებულებები (წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მოყვანილი განსაზღვრებების შესაბამისად) წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.02. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ ითვალისწინებს, წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები გამოიყენება ზოგად დებულებებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მოცემული მნიშვნელობით.
II მუხლი - სესხი
2.01. ბანკი თანახმაა, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და მოთხოვნების შესაბამისად, მსესხებელს ასესხოს თანხა ორმოცი მილიონი აშშ დოლარის (40,000,000 აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც პერიოდულად კონვერტირებადია ვალუტის კონვერტაციის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულების (”სესხი”) 2.08 ნაწილის დებულებების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების (”პროექტი”) განრიგი 1-ში აღწერილი პროექტის დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით.
2.02 მსესხებელს შეუძლია სესხის თანხების გამოთხოვა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის შესაბამისად.
2.03 მსესხებელის მიერ დასაფარი ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო უნდა შეადგენდეს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).
2.04 მსესხებლის მიერ დასაფარი ვალდებულების გადასახადი უნდა შეადგენდეს წელიწადში აუთვისებელი სესხის ბალანსის ერთი პროცენტის მეოთხედს (0,25%).
2.05 მსესხებელის მიერ გადასახდელი პროცენტი ყოველი საპროცენტო პერიოდისთვის უნდა შეესაბამებოდეს სესხის ვალუტისთვის განსაზღვრული საბაზისო პროცენტის ეკვივალენტს, რომელიც დადგენილია სესხის ვალუტისათვის და რომელსაც დაემატება ცვლადი მარჟა. სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ოდენობის კონვერსიის შემთხვევაში, კონვერსიის პერიოდში მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი აღნიშნულ თანხაზე უნდა განისაზღვროს ზოგადი პირობების IV ნაწილის დებულებების შესაბამისად. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თუ ათვისებული სესხის ბალანსის ნებისმიერი ოდენობა რჩება დაუფარავი ვადის დადგომის მომენტში და ამგვარი გადაუხდელობა გრძელდება ოცდაათი დღის განმავლობაში, მსესხებლის მიერ გადასახადი პროცენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ზოგადი პირობების 3.02 (ე) პუნქტის შესაბამისად.
2.06 გადახდის თარიღებია 15 მარტი და 15 სექტემბერი ყოველწლიურად.
2.07 სესხის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 განრიგში მოცემული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.
2.08 (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშესაწყობად, მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი კონვერსია, კერძოდ: (i) სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი თანხის ვალუტის დამტკიცებული ვალუტით შეცვლა; (ii) საპროცენტო განაკვეთის ბაზისის შეცვლა: ა) ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვალებადი განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით, ან პირიქით შეცვლა, ან ბ) ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვალებად მარჟაზე და მითითებულ განაკვეთზე დაფუძნებული ცვალებადი განაკვეთის შეცვლა ფიქსირებულ განაკვეთზე და ცვალებად მარჟაზე დაფუძნებული ცვალებადი განაკვეთით; ან პირიქით; ან (გ) ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი თანხის ცვალებად საპროცენტო განაკვეთიდან, რომელიც დაფუძნებულია ცვალებად მარჟაზე ცვალებად საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც დაფუძნებულია ფიქსირებულ მარჟაზე; და (iii) ათვისებული და აუთვისებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ან მითითებულ განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე ან მითითებულ განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დაწესების გზით;
(ბ) წინამდებარე თავის (ა) ნაწილის თანახმად საჭირო ნებისმიერი კონვერსია, რომელიც დადასტურებულია ბანკის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც ”კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია ძირითად დებულებებში, და უნდა ამოქმედდეს ზოგადი პირობების IV ნაწილისა და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად;
(გ) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადახდის თარიღის დადგომისთანავე, რომლისთვისაც მსესხებელმა მოითხოვა ძირითადი თანხის სესხის თანხებიდან დაფარვა, ბანკმა, მსესხებლის სახელით, სესხის ანგარიშიდან უნდა გამოიტანოს და დაფაროს ის თანხები, რაც საჭიროა ნებისმიერი ძირი თანხის დასაფარად, ზოგადი პირობების 4.05 (გ) პუნქტის შესაბამისად, იმ ოდენობამდე, რაც პერიოდულად გამოიყოფა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილში ჩამოყალიბებული მიზნების განსახორციელებლად.
III მუხლი - პროექტი
3.01. მსესხებელი აღიარებს თავის ვალდებულებებს პროექტის მიზნების მიმართ. ამასთან დაკავშირებით, მსესხებელმა უნდა განახორციელოს პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით ზოგადი პირობების V მუხლის დებულებების თანახმად.
3.02. წინამდებარე ხელშეკრულების 3.01 ნაწილში მოცემული პირობების შეუზღუდავად და გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსესხებელი და ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მსესხებელი პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის დებულებების შესაბამისად.
IV მუხლი - ბანკის დამცავი მექანიზმები
4.01. ხელშეკრულების შეჩერების დამატებით პირობას წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) კანონმდებლობის ცვლილება, შეჩერება, გაუქმება, ანულირება ან უარის თქმა, რამაც შესაძლოა მატერიალურად იმოქმედოს და ზიანი მიაყენოს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შესაძლებლობებს განახორციელოს პროექტი.
4.02. აქსელერაციის დამატებითი პირობა მდგომარეობს, კერძოდ, იმაში, რომ თუ ადგილი ექნება წინამდებარე ხელშეკრულების 4.01 პუნქტში მითითებულ მოვლენას.
V მუხლი - ძალაში შესვლა; შეწყვეტა
5.01. ძალაში შესვლის დამატებით პირობას წარმოადგენს შემდეგი:
(ა) მსესხებელმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით, მიიღო პროექტის ოპერაციების სახელმძღვანელო იმ ფორმით, რაც მისაღებია ბანკისთვის.
(ბ) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) შეარჩია პროექტის კოორდინატორი, შესყიდვების სპეციალისტი, ფინანსური მართვის სპეციალისტი და გარანტიების სპეციალისტი, ყველა იმ ფორმითა და შინაარსით, რაც დამაკმაყოფილებელია ბანკისთვის; და
(გ) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) განაახლა საბუღალტრო სისტემა, რათა უზრუნველყოს პროექტის ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება ბანკისთვის მისაღები ფორმით.
5.02. ხელშეკრულების ძალაში შესვლის ვადად განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან ას ოცი დღე (120).
VI მუხლი - წარმომადგენლები, მისამართები
6.01. მსესხებლის წარმომადგენელია ფინანსთა მინისტრი.
6.02. მსესხებლის მისამართია:
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ.№16
0114, თბილისი,
საქართველო
ფაქსიმილე: 995322262423
6.03. ბანკის მისამართია:
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
1818 H Street, №W.
ვაშინგტონი, D.C. 20433
ამერიკის შეერთებული შტატები
ტელექსი: ფაქსიმილე:
248423 (MCI) ან 1-202-477-6391
. 64145 (MCI)
შეთანხმდნენ თბილისში, საქართველოში,ზემოთ მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი: ნოდარ ხადური
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი: მერსი ტემბონი
თანამდებობა: რეგიონული დირექტორი
განრიგი 1
პროექტის აღწერა
პროექტის ამოცანაა ფირმებისა და კერძო პირების ინოვაციურლი აქტივობების გაზრდა მსესხებლის ტერიტორიაზე და მათი მონაწილეობა ელექტრონულ (ციფრულ) ეკონომიკაში.
პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
ნაწილი 1: ინოვაციის ინფრასტრუქტურა
(ა) მსესხებლის შერჩეულ ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციის ჰაბებისა და ინოვაციის ცენტრების ქსელის განვითარება, როგორც ჩამოყალიბებულია პროექტის ოპერაციების სახელმძღვანელოში; (ბ)განვითარების პროგრამისთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურების დიზაინის შექმნა შესაფერისი ოჯახებისა და MSME-ის მიერ ფართომასშტაბიანი ინტერნეტმომსახურებისა და განვითარებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ადაპტაციისა და გამოყენებისთვის, რომელიც ფოკუსირებული იქნება სასოფლო ტერიტორიებზე, მათ შორის, BfD-ის ხარჯების, მასთან დაკავშირებული ტრენინგებისა და განვითარების პროგრამისთვის ციფრული მომსახურების სახელმძღვანელოს მომზადების უზრუნველყოფა; და (გ) პილოტირება და, როგორც მისაღებია, ციფრული მომსახურება განვითარების პროგრამისთვის განხორციელება და BfD-ის ხარჯების წარმოდგენა და მასთან დაკავშირებული ტრენინგების უზრუნველყოფა.
ნაწილი 2: საინოვაციო მომსახურება
საკომუნიკაციო და გავრცელების არეალის აქტივობების განხორციელება და ტრენინგისა და ტექნიკური დახმარების მიწოდება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: (ა) მსესხებლის ინოვაციის საზოგადოების მშენებლობა და ინოვაციური კონკურენციის ორგანიზება და განხორციელება; (ბ) ფირმების უნარების საჭიროების პერიოდული შეფასების წარმოება და კერძო პირების ციფრული ეკონომიკის უნარების განვითარება; და (გ) ინდივიდუალური პირებისა და ფირმების ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება.
ნაწილი 3: ინოვაციის დაფინანსება
(ა) თანმდევი გრანტების უზრუნველყოფა, თანმდევი გრანტებისთვის შესაფერისი MSME-ის შერჩევა და თანმდევი გრანტების ზედამხედველობა; (ბ) შესაფერისი MSME-ისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა და ქვეპროექტების მომზადება და განხორციელება და (გ) ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა ინოვაციის დაფინანსებისა და ციფრულ ეკონომიკაში ინვესტირების ალტერნატიული ფორმების წასახალისებლად.
ნაწილი 4: პროექტის განხორციელების მხარდაჭერა
პროექტის მართვისა და ზედამხედველობის, მონიტორინგისა და შეფასების მხარდაჭერა და შეფასების აქტივობებზე გავლენა.
განრიგი 2
პროექტის განხორციელება
ნაწილი I. განხორციელების ღონისძიებები
ა. ინსტიტუციონალური ღონისძიებები
1. მსესხებელმა უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ყოველოდღიური აქტივობების განხორციელებისთვის იმ შინაარსით, რესურსებითა და მოსამსახურე პერსონალით, რაც მისაღებია ბანკისთვის და შესაბამისია პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებული კრიტერიუმების.
2. მსესხებელმა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა მაღალი დონის სტრატეგიული ფუნქციები უნდა მიანიჭოს მის ეროვნული კვლევებისა და ინოვაციის საბჭოს, მათ შორის: (ა) მაღალი დონის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა პროექტის განხორციელებაზე; და (ბ) სააგენტოთაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა.
ბ. პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო
1. მეხუთე მუხლის ზოგადი პირობების დებულებების შეუზღუდავად, მსესხებელმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით უნდა განახორციელოს პროექტი ბანკისთვის მისაღები სახელმძღვანელოს შესაბამისად (პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს (POM)), რომელიც უნდა მოიცავდეს, მათ შორის, (ა) პროექტის კომპონენტებისა და მათი განხორციელების ღონისძიებების დეტალური აღწერას; (ბ) პროექტის ღირებულების დეტალურ გამოთვლას; (გ) დეტალურ ფინანსური მართვის ღონისძიებებს; (დ) პროექტზე მომუშავე პერსონალის ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს; და (ე)თანმდევი გრანტების სახელმძღვანელოს.
2. მსესხებელმა არ უნდა მოახდინოს ზემოხსენებული პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს (POM) ან მისი ნებისმიერი ნაწილის ცვლილება, გადასინჯვა ან დარღვევა, არც სხვას დართოს ნება, რომ იგი შეცვლილ, გადასინჯულ და დარღვეულ იქნეს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
3. POM-სა და აღნიშნულ შეთანხმებას შორის ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში აღნიშნული შეთანხმების დებულებები იქნება უპირატესი.
გ. განვითარების პროგრამისთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურების სახელმძღვანელო
1. ზოგადი პირობების მე-5 მუხლის დებულებების შეუზღუდავად, მსესხებელმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით, უნდა განახორციელოს პროექტის 1(გ) ნაწილი ბანკისთვის მისაღები სახელმძღვანელოს შესაბამისად (განვითარების პროგრამისთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურების (BfD) სახელმძღვანელო).
2. მსესხებელმა არ უნდა მოახდინოს ზემოხსენებული განვითარების პროგრამისთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურების (BfD) სახელმძღვანელოს ან მისი ნებისმიერი ნაწილის ცვლილება, გადასინჯვა ან დარღვევა, არც სხვას დართოს ნება, რომ იგი შეცვლილ, გადასინჯულ და დარღვეულ იქნეს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
3. განვითარების პროგრამისთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურების (BfD) სახელმძღვანელოსა და აღნიშნულ შეთანხმებას შორის ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში აღნიშნული შეთანხმების დებულებები იქნება უპირატესი.
დ.ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურება განვითარების პროგრამისთვის
პროექტის 1(გ) ნაწილის მიზნების განხორციელებისთვის მსესხებელმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით, უნდა:
ა. შეარჩიოს და დაიქირაოს ბანკისთვის მისაღები ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტი, ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურება განვითარების პროგრამისთვის სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებული კომპეტენციის ფარგლებში, და ამ განრიგის მესამე ნაწილში ჩამოყალიბებული დებულებების შესაბამისად, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერი აპლიკაციების მართვაზე და ნებისმიერი BfD-ის გადახდების ზედამხედველობაზე შესაბამისი ოჯახებისა და MSMS-სთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურება განვითარების პროგრამისთვის ფარგლებში.
ბ. ტრენინგების ზედამხედველობის უზრუნველყოფა ბანკისთვის მისაღები კომპეტენციის ფარგლებში და როგორც ჩამოყალიბებულია განვითარების პროგრამისთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურების (BfD) სახელმძღვანელოში და ამ განრიგის მესამე ნაწილში ჩამოყალიბებული დებულებების, შესაბამისი ოჯახებისა და შესაბამისი MSMS-სთვის, რომლებიც მონაწილეობენ განვითარების პროგრამისთვის ფართომასშტაბიან ციფრულ მომსახურებაში, შესაბამისად; და
გ. დადოს შესაბამისი შეთანხმებები მომსახურებისა და აღჭურვილობის მომწოდებლებთან, მათ შორის ნებისმიერ მისაღებ ელექტრონიკის მაღაზიებთან, საინფორმაციო ტექნოლოგიის მოწყობილობების მწარმოებლებთან, ინტერნეტმომსახურების მომწოდებლებთან და ტრენინგების მომწოდებლებთან, ბანკისთვის მისაღები ვადებისა და პირობების შესაბამისად და ამ განრიგის მესამე ნაწილში ჩამოყალიბებული დებულებების შესაბამისად, მსესხებლის დასახმარებლად განახორციელოს ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურება განვითარების პროგრამისთვის.
ე. ანტიკორუფციული სტრატეგია
მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტი განხორციელებული იყოს ანტიკორუფციული სტრატეგიის სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად.
ვ. ქვეპროექტები
1. მსესხებელმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით, უნდა გააკეთოს თანმდევი გრანტები შესაფერისი MSME-თვის საწყისი ქვეპროექტების ან ინოვაციის ქვეპროექტების განსახორციელებლად (თითოეული „ქვეპროექტი“), ბანკისთვის მისაღები კრიუტერიუმებისა და პროცედურების შესაბამისად, თანმდევი გრანტების სახელმძღვანელოს თანახმად.
2. ნებისმიერი მოცემული ქვეპროექტის დამტკიცების საფუძველზე, მსესხებელმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი გრანტები შესაბამისი შესაფერისი MSME-ისთვის ბანკის მიერ მოწონებული ვადებისა და პირობების საფუძველზე ქვესაგრანტო შეთანხმების შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს:
(ა) მსესხებელმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით, უნდა მოიპოვოს უფლებები დაიცვას მისი და ბანკის ინტერესები, მათ შორის უფლებები:
(i) შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესაბამისი გრანტების გამოყენების პროცედურა, ან მოახდინოს შესაბამისი გრანტის თანხის მთლიანი ან ნაწილის დაბრუნება შემდეგ ათვისება, შესაბამისი MSME-ის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი ქვესაგრანტო შეთანხმების ფარგლებში; და
(ii) მოთხოვოს თითოეულ MSME-ს:
(ა) განახორციელოს ეფექტურად და შესაბამისად შესაბამისი ქვეპროექტი ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი გამართული ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, მენეჯერული, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად, მათ შორის ანტიკორუფციული სტრატეგიის სახელმძღვანელოს შესაბამისად;
(ბ) დაუყოვნებლივ საჭიროებიდან გამომდინარე, მოთხოვნილი რესურსების უზრუნველყოფა მიზნებისთვის;
(გ) თანმდევი გრანტებისგან დამოუკიდებლად დასაფინანსებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა აღნიშნული შეთანხმების დებულებებისა და ამ განრიგის მე-3 ნაწილში ჩამოყალიბებული დებულებების შესაბამისად;
(დ) ისეთი პოლიტიკისა და პროცედურების შენარჩუნება, რაც მას მისცემს საშუალებას მოახდინოს მონიტორინგი და შეფასება, ბანკისთვის მისაღები ინდიკატორების, შესაბამისი ქვეპროექტის პროგრესისა და მისი მიზნების მიღწევების შესაბამისად;
(ე) (1) ფინანსური მართვის სისტემის უზრუნველყოფა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ბანკისთვის მისაღები მუდმივად გამოყენებული საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად, იმგვარად, რომ ასახულის იყოს ქვეპროექტთან დაკავშირებული ოპერაციები, რესურსები და დანახარჯები; და
(2) ბანკისა ან მსესხებლის შესაბამისი ინსტიტუტების, მათ შორის, GITA-ს მოთხოვნის საფუძველზე, ჰქონდეს ბანკისთვის მისაღები დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შემოწმებული ასეთი ფინანსური ანგარიშგებები ბანკისთვის მისაღები მუდმივად გამოყენებული აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად და შემოწმებიდან დაუყოვნებლივ მიაწოდოს ანგარიშგებები მსესხებელსა და ბანკს;
(ვ) საშუალება მისცეს მსესხებლის შესაბამის ინსტიტუტებს, მათ შორის GITA-ს და ბანკს მოახდინოს შესაბამისი ქვეპროექტის, მისი ოპერაციის, ნებისმიერი შესაბამისი ჩანაწერებისა და დოკუმენტების შემოწმება; და
(ზ) მსესხებლისა და ბანკის გონივრული მოთხოვნის საფუძველზე მოამზადოს და მიაწოდოს მსესხებელსა და ბანკს ყველა ამგვარი ინფორმაცია რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულთან.
3. მსესხებელმა, GITA-ს მეშვეობით, უნდა მოახდინოს მისი უფლებების გამოყენება და მოვალეობების შესრულება თითოეული ქვესაგრანტო შეთანხმების ფარგლებში იმგვარად, რომ დაცული იყოს მსესხებლისა და ბანკის ინტერესები და შესრულებული იყოს სესხის მიზნები. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკი სხვაგვარად შეთანხმდება, მსესხებელმა არ უნდა გამოყოს, შეცვალოს, გააუქმოს, უარი თქვას, შეწყვიტოს ან არ შეასრულოს ნებისმიერი ქვესაგრანტო შეთანხმება ან მისი ნებისმიერი დებულებები.
ზ. გარანტიები
(ა) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტი განხორციელებული იქნება ESMF-ის დებულებებისა და ამ ხელშეკრულების გათვალისწინებით მომზადებული ნებისმიერი გარემოსდაცვითი მართვის გეგმების (EMP) შესაბამისად;
(ბ) მსესხებელმა არ უნდა დანიშნოს, შეცვალოს, გააუქმოს ან დაარღვიოს ESMF, ნებისმიერი EMP ან ნებისმიერი დებულება, ბანკის წინასწარი დამტკიცების გარეშე.
ნაწილი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება
ა. პროექტის ანგარიშები
მსესხებელმა, GITA-ს მეშვეობით, უნდა განახორციელოს მონიტორინგი, შეაფასოს პროექტის მიმდინარეობა და უზრუნველყოს პროექტის ანგარიშების მომზადება ზოგადი პირობების 5.08 ნაწილის შესაბამისად და ბანკთან შეთანხმებული ინდიკატორების საფუძველზე. ყოველი ანგარიში უნდა მოიცავდეს ერთ კალენდარულ სემესტრს და უნდა იყოს მიწოდებული ბანკისთვის არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ასეთი პერიოდის დასრულების შემდეგ.
ბ. ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარიშები და აუდიტი
1. მსესხებელი დაიცავს ან უზრუნველყოფს ფინანსური მართვის სისტემის დაცვას ზოგადი პირობების 5.09 ნაწილის დებულებების შესაბამისად.
2. მსესხებელმა, GITA-ს მეშვეობით, ყოველი კალენდარული სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთი (45) დღის ვადაში უნდა მოამზადოს და წარუდგინოს ბანკს შუალედური, აუდიტის მიერ შეუმოწმებელი ფინანსური ანგარიშება, რომელიც ფარავს კალენდარულ სემესტრს, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით.
3. მსესხებელს, GITA-ს მეშვეობით, უნდა ჰქონდეს ფინანსური ანგარიშები აუდიტორულად შემოწმებული ზოგადი პირობების 5.09 (ბ) ნაწილის დებულებების მიხედვით. ამ ფინანსური ანგარიშების ყოველი აუდიტორული შემოწმება უნდა მოიცავდეს მსესხებლის ერთ ფისკალურ წელიწადს. თითოეული პერიოდის ფინანსური მონაცემები უნდა მიეწოდებოდეს ბანკს ამ პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
ნაწილი III. შესყიდვები
ა. ზოგადი
1. საქონელი, სამუშაოები და და არასაკონსულტაციო მომსახურება. პროექტისათვის საჭირო ყველა საქონელი, სამუშაოები და არასაკონსულტაციო მომსახურება, რომელთა დაფარვა მოხდება სესხიდან, იქნება შესყიდული შესყიდვების ინსტრუქციების პირველი ნაწილის მოთხოვნების და წინამდებარე ნაწილის დებულებების თანახმად.
2. საკონსულტაციო მომსახურება. პროექტისათვის საჭირო ყველა საკონსულტაციო მომსახურება, რომლის დაფარვა მოხდება სესხიდან, იქნება შესყიდული შესყიდვების ინსტრუქციების პირველი და IV ნაწილების მოთხოვნების და წინამდებარე ნაწილის დებულებების თანახმად.
3. განმარტებები. წინამდებარე ნაწილში გამოყოფილი ტერმინოლოგია, რომელიც აღწერს შესყიდვების კონკრეტულ მეთოდებს, ან ასოციაციის მიერ კონკრეტული კონტრაქტების შემოწმების მეთოდებს, უკავშირდება შესაბამის მეთოდებს, რომლებიც აღწერილია შესყიდვების სახელმძღვანელოს II და III ნაწილებში, ან საჭიროებისამებრ კონსულტანტების სახელმძღვანელოს II, III, IV და V ნაწილებში.
ბ. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები
1. საერთაშორისო ტენდერის ჩატარება. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მოცემულია ქვემოთ მე-2 პარაგრაფში, საქონელის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა მოხდება საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე.
2. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები. გარდა საერთაშორისო ტენდერისა, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში აღწერილია შესყიდვების მეთოდები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების მიმართ შესყიდვების გეგმით განსაზღვრული კონტრაქტებისთვის:
(ა) ეროვნული ტენდერი, ქვემოთ მოცემული დამატებითი პირობების გათვალისწინებით:
i. „ღია კონკურენტული პირობები: („საჯარო ტენდერი“) უნდა იყოს სტანდარტული წესი. ერთი კონვერტის პროცედურა უნდა იქნეს გამოყენებული საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურებებისათვის.
ii. ტენდერის შესახებ მიწვევა უნდა გამოქვეყნდეს მინიმუმ ერთ საყოველთაო გაზეთში, რომელიც საშუალებას მისცემს მინიმუმ ოცდაათი (30) დღით ადრე მოამზადონ და წარადგინონ წინადადებები. ინფორმაცია გამოქვეყნებული უცხოურ გაზეთებში ასევე უნდა ითვალისწინებდეს მინიმუმ 30 დღეს წინადადებების მოსამზადებლად და წარსადგენად.
iii. წინადადებების მიღება არ უნდა შეიზღუდოს წინასწარ დარეგისტრირებული ფირმებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა რეგისტრაცია, იგი არ უნდა იქნეს უარყოფილი წინადადებების წარმდგენებისთვის იმ მიზეზთა გამო, რომლებიც არ არის დაკავშირებული ფირმების შესაძლებლობასთან და რესურსებთან წარმატებით განახროციელონ კონტრაქტი (მაგ.: სავალდებულო წევრობა პროფესიულ ორგანიზაციებში, კლასიფიკაციები, ა.შ.). პოსტკვალიფიკაცია უნდა განხორციელდეს რათა შემოწმდეს, რომ წინადადებს წარმდგენს შეუძლია წარმატებით განახორციელონ კონტრაქტი.
iv. მსესხებლის საკუთრებაში არსებულ საწარმოებს საქართველოში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შეუძლია წარმოაჩნინონ, რომ ფინანსურად დამოუკიდებლები არიან, კომერციული კანონმდებლობით მოქმედებენ და არ არიან მთავრობაზე დამოკიდებული საააგენტო. მსესხებლის საკუთრებაში არსებულ საწარმოებზე ვრცელდება იგივე პირობები, რაც სხვა საწარმოებზე.
v. მომწოდებლებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი ბანკის სატენდერო დოკუმენტები, პრეკვალიფიკაციის დოკუმენტების ჩათვლით საქონლის, სამუშაოების და სხვა არასკონსულტაციო მომსახურებებისათვის, ამგვარი დოკუმენტები უნდა შეიცავდნენ კონტრაქტის პროექტს და კონტრაქტის პირობებს, კორუფციასთან დაკავშირებული დებულებების, აუდიტის და კონტრაქტის გამარჯვების ჩათვლით, ბანკის მისაღები პირობებით.
vi. სატენდერო წინადადებები უნდა გაიხსნას საჯაროდ, წარდგენის ბოლო ვადის გავლის შემდეგ დაუყოვნებლივ. წინადადებების წარმდგენების წარმომადგენლები დაშვებული უნდა იქნენ წინადადების გახნსაზე.
vii. წინადადების ვადის გადაწევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთხელ არაუმეტეს ოცდაათი (30) დღისა. სხვა გადაწევა არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ბანკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
viii. წინადადებების შეფასება უნდა განხორციელდეს რაოდენობრივი კრიტერიუმზე დაყრდნობით მონეტარული პირობებით, როგორც განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტებში, დამსახურების და საშინაო უპირატესობის სისტემა არ გამოიყენება წინადადების შეფასებისას. კონტრაქტები შეიძლება გაფორმდეს ტენდერში მონაწილეებთან, რომლებსაც წარდგენილი აქვთ უმცირესი ღირებულების წინადადება და არანაირი მოლაპარაკება არ უნდა წარიმართოს კონსტრაქტის გაფორმებადე.
ix. ხანგრძლივი პერიოდის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტები (მაგ., თვრამეტზე (18) მეტი თვით) უნდა შეიცავდეს შესაბამისი ფასის რეგულირების პუნქტს.
x. არ შეიძლება უარყოფილ იქნეს წინადადება მხოლოს იმის საფუძველზე, რომ წინადადების ფასი უფრო მაღალია ვიდე შეფასებითი ბიუჯეტი ამ შესყიდვისთვის. არ უნდა იქნეს უარყოფილი არც ერთი წინადადება და ახალი წინადადების შუამდგომლობა ბანკთან წინასწარი თანხმობის გარეშე.
(ბ) პირდაპირი დაკონტრაქტება
(გ) ფასთა კოტირება (შოფინგი)
(დ) შესყიდვა სესხებში შუამავალ საფინანსო ინსტიტუტებისა და ერთეულებისთვის (კომერციული პრაქტიკა) და;
(ე) საზოგადოების ჩართულობა შესყიდვისას.
გ. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები
1. შერჩევა ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ქვევით არის მოყვანილი მე-2 პარაგრაფში, კონსულტანტების მომსახურებების შესყიდვა მოხდება იმ კონტრაქტების ფარგლებში, რომელთა შერჩევა მოხდება ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით.
2. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები. ქვემოთ მოყვანილი მეთოდების, ხარისხისა და ფასის გათვალისწინების მეთოდის გარდა, გამოყენება შესაძლებელია საკონსულტაციო მომსახურებასთან მიმართებაში, ისეთი კონტრაქტებისთვის, რომლებიც ასახულია შესყიდვების გეგმაში: (ა) შესყიდვა ხარისხის გათვალისწინებით; (ბ) შერჩევა ფიქსირებული ბიუჯეტის გათვალისწინებით; (გ) შერჩევა ნაკლები ხარჯების გათვალისწინებით; (დ) შერჩევა კონსულტანტთა პროფესიონალური კვალიფიკაციის გათვალისწინებით; (ე) საკონსულტაციო ფირმების შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე; (ვ) ინდივიდუალური კონსულტანტებისათვის კონსულტანტის დირექტივების პარაგრაფი 5.1-ში და პარაგრაფი 5.5-ში მოცემული პროცედურები; (ზ) ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე; (თ) სესხებში კონსულტანტების შერჩევა შუამავალი ფინანსური ინსტიტუტებისა და ერთეულებისთვის(კომერციული პრაქტიკები).
დ. შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შემოწმება ბანკის მიერ
შესყიდვების გეგმაში დადგენილი იქნება ის კონტრაქტები, რომლებიც საჭიროებენ ბანკის წინასწარ შემოწმებას. ყველა სხვა კონტრაქტი საჭიროებს ბანკის შემდგომ შემოწმებას.
ნაწილი IV. სესხის თანხების გამოთხოვა
ა. ზოგადი.
1. მსესხებელი უფლებამოსილია გამოითხოვოს სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები ზოგადი პირობების II მუხლის, წინამდებარე ნაწილის მოთხოვნებისა და წარდგენილი დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად (2006 წლის მაისის „მსოფლიო ბანკის პროექტებისათვის ხარჯების ანაზღაურების ინსტრუქციები”, რომლის ცვლილებასაც ბანკი პერიოდულად ახორციელებს და რომელიც აღნიშნული ინსტრუქციების თანახმად გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულებაში), დაშვებული ხარჯების დასაფინანსებლად, როგორც მომდევნო მე-2 პარაგრაფის ცხრილშია მოყვანილი.
2. წინამდებარე ცხრილში ნაჩვენებია სესხის თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯების კატეგორიები („კატეგორია”), თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის ოდენობა და თითოეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი დაშვებული ხარჯების პროცენტული შეფარდება:
კატეგორია
გამოყოფილი სესხის ოდენობა
(აშშ დოლარში)
დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტულობა
(გადასახადების გათვალისწინებით)
(1) სამუშაოები, საქონელი და არასაკონსულტაციო მომსახურება და საკონსულტაციო მომსახურება, ტრენინგები და/ან საოპერაციო ხარჯები(როგორიც შეიძლება იყოს შემთხვევა) პროექტისთვის, მათ შორის თანმდევი გრანტები (პროექტის პირველი ნაწილის (გ) გამოკლებით)
31,016,000
100%
(2)საქონელი, არასაკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება, ტრენინგები და/ან საოპერაციო ხარჯები(როგორიც შეიძლება იყოს შემთხვევა) პროექტის 1 (გ) ნაწილისთვის, რომელიც მოიცავს BfD-ის გადახდებს
8,884,000
100%
(3)ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო
100,000
ზოგადი პირობების 2.07 (ბ) პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.03 პუნქტის თანახმად გადასახდელი თანხა
(4) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრი ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადასახდელი
0
წინამდებარე ხელშეკრულების 2.08 (გ) პარაგრაფით განსაზღვრული თანხის ოდენობა
ჯამი
$40,000,000
ბ. თანხის გამოთხოვის პირობები; თანხის გამოთხოვის პერიოდი
1. წინამდებარე ნაწილის „ა” პუნქტის დებულებების მიუხედავად, თანხის გამოთხოვა არ მოხდება:
(ა) იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ხარჯებისათვის თანხის გამოთხოვა საერთო ოდენობით, რომელიც არ აღემატება 2,000,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს, განხორციელებულს 2015 წლის 1 ნოემბრისა (წარმოდგენილია, რომ თანხების გამოთხოვა არ მოხდება გადახდებისთვის, რომლებიც განხორციელდა ერთზე მეტი წლის წინ აღნიშნული ხელშეკრულების თარიღამდე),პირველი კატეგორიის ფარგლებში განსახორციელებელ საოპერაციო ხარჯებისთვის.
(ბ) მეორე (2) კატეგორიის ფარგლებში, სანამ მსესხებელმა, GITA-ს მეშვეობით, მოამზადა და მიიღო განვითარების პროგრამისთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურების სახელმძღვანელო ბანკისთვის მისაღები ფორმით.
2. დახურვის თარიღია: 30 აპრილი, 2021 წელი.
განრიგი 3
ამორტიზაციის გრაფიკი
1. შემდეგი ცხრილი ადგენს სესხის ძირითადი გადახდის თარიღებს და თითოეული ძირითადი გადახდის თარიღისთვის („შენატანების წილი“) სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტს. თუ სასესხო თანხები სრულად იქნა ათვისებული პირველი ძირითადი გადახდის თარიღისთვის, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა თითოეული გადახდის თარიღისთვის უნდა განისაზღვროს ბანკის მიერ გადამრავლებით: (ა) პირველი გადახდის თარიღისთვის ათვისებულ სესხის ბალანსზე; (ბ) თითოეული ძირითადი გადახდის თარიღისთვის შენატანების წილზე, ამგვარად გადასახდელი თანხა დარეგულირებული იქნება საჭიროებისამებ, რათა გამოკლებული იყოს ნებისმიერი თანხები, რასაც ეხება აღნიშნული გრაფიკის მე-4 პარაგრაფი, რომელზედაც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.
ძირითადი გადახდის თარიღი
შენატანების წილი
(გამოსახული პროცენტებში )
თითოეულ 15 მარტი და 15 სექტემბერი
2031 წლის 15 სექტემბრის დასაწყისიდან
2039 წლის 15 სექტემბრამდე
5,56%
2040 წლის 15 მარტი
5,48%
2. თუ სესხის თანხები სრულად ვერ იქნა ათვისებული პირველი ძირითადი გადახდის თარიღისთვის, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა თითოეული გადახდის თარიღისთვის უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
(ა) იმ მოცულობით, რომ სესხის ნებისმიერი შემოსავალი ათვისებულია პირველი ძირითადი გადახდის თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ათვისებული სესხის ბალანსი ასეთი თარიღისთვის აღნიშნული განრიგის პირველი პარაგრაფის შესაბამისად.
(ბ) ნებისმიერი ათვისებელი თანხა პირველი ძირითადი გადახდის შემდეგ უნდა იქნეს გადახდილი თითოეული ძირითადი გადახდის თარიღისთვის, რომელიც დგება ამგვარი ათვისებული თანხების თარიღის შემდეგ, რომელიც განსაზღვრულია ბანკის მიერ თითოეული ასეთი ათვისებული თანხის გადამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველი არის თავდაპირველი შენატანების წილი, რომელიც ასახულია აღნიშნული განრიგის ცხრილით პირველ პარაგრაფში, ზემოხსენებული ძირითადი გადახდის თარიღისთვის („თავდაპირველი შენატანების წილი“) და რომლის მნიშვნელი არის ყველა დარჩენილი თავდაპირველი შენატანის წილების ჯამი ძირითადი გადახდის თარიღისთვის, რომელიც დგება ამგვარი თარიღისთვის ან შემდეგ, ამგვარი გადასახდელი თანხები დარეგულირებული უნდა იყოს, საჭიროებისამებრ, რათა გამოკლებული იყოს ნებისმიერი თანხები, რასაც ეხება აღნიშნული გრაფიკის მე-4 პარაგრაფი, რომელზედაც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.
3. (ა) სესხის თანხები ათვისებული ორი კალენდარული თვის განმავლობაში ნებისმიერ გადახდის თარიღამდე, მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომ გამოთვლილი იყოს ნებისმიერი ძირითადი გადახდის თარიღისთვის გადასახდელი ძირითადი თანხები, ჩათვლილი უნდა იყოს როგორც ათვისებული და გადაუხდელი მეორე ძირითადი გადახდის თარიღისთვის, რომელსაც მოჰყვება ათვისების თარიღი და გადასახდელი უნდა იყოს თითოეულ ძირითადი გადახდის თარიღისთვის, რომელიც იწყება მეორე ძირითადი გადახდის თარიღით, რომელსაც მოჰყვება ათვისების თარიღი.
(ბ) აღნიშნული პარაგრაფის (ა) ქვეპარაგრაფის დებულებების მიუხედავად, თუ ნებისმიერ დროს ბანკი მიიღებს დაანგარიშების სისტემის შესაბამისს თარიღს, რომლის ფარგლებში ინვოისები გამოცემულია შესაბამისს ძირითადი გადახდის თარიღისთვის ან შემდეგ, ამგვარი ქვეპარაგრაფის დებულებები აღარ უნდა გავრცელდეს ნებისმიერ ათვისებებზე, რომლებიც განხორციელებულია ამგვარი დაანგარიშების სისტემის მიღებამდე.
4. აღნიშნული განრიგის 1-ლი და მე-2 პარაგრაფების დებულებების მიუხედავად, ათვისებული სესხის ბალანსის ყველა ან ნებისმიერი წილის ვალუტის კონვერტაციის საფუძველზე მოწონებულ ვალუტაზე, თანხა ამგვარად კონვერტირებული იქნება მოწონებულ ვალუტაში, რომელიც გადასახდელია ნებისმიერი ძირითადი გადახდის თარიღისთვის, რომელსაც ადგილი აქვს კონვერტაციის პერიოდში, განსაზღვრული უნდა იყოს ბანკის მიერ ასეთი თანხის ღირებულების ვალუტაში დაუყოვნებლივ კონვერტაციამდე, გადამრავლებით: (i) გაცვლის კურსზე, რომელიც ასახავს ძირითად თანხებს ბანკის მიერ გადასახდელ მოწონებულ ვალუტაში კონვერტაციასთან დაკავშირებული ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში; ან (ii) თუ ბანკი განსაზღვრავს ამგვარად კონვერტაციის სახელმძღვანელოს, გაცვლითი კურსის შესაბამისად.
5. თუ ათვისებული სესხის ბალანსი დენომინირებულია ერთზე მეტ სესხის ვალუტაში, აღნიშნული განრიგის დებულებები უნდა გავრცელდეს ცალ-ცალკე თანხებზე, რომელიც დენომინირებულია თითოეულ სესხის ვალუტაში, იმგვარად რომ წამოქმნას ცალკე ამორტიზაციის განრიგი თითოეული ამგვარი თანხისთვის.
დანართი
ნაწილი I. განსაზღვრებები
1. „ანტიკორუფციული სახელმძღვანელო” ნიშნავს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობისა და კორუფციის აღმოფხვრის სახელმძღვანელო”, დათარიღებული 2006 წლის 15 ოქტომბრით და შესწორებული 2011 წლის იანვარში.
2. „BfD-ის გადახდები“ ნიშნავს გრანტს, რომელიც ხორციელდება სესხის შემოსავლებიდან დამოუკიდებლად შესაფერისი ოჯახებისა და MSME-თვის, მას შემდეგ რაც მსესხებელმა დაადასტურა, რომ არნიშნული ოჯახებმა და MSME-მა წარმატებულად მიიღეს მონაწილეობა განვითარებისთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურების პროგრამაში, იმ მიზნით რომ ნაწილობრივ დაეფინანსებინათ ელექტრონული მოწყობილობის შეძენა და/ან ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ კავშირთან და ინსტალაციის მომსახურებასთან, როგორც მისაღებია, ასევე ნებისმიერი მისარები ტრენინგი, ყველაფერი განვითარებისთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურების პროგრამის სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებული კრიტერიუმების შესაბამისად.
3. „ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურება განვითარების პროგრამისთვის“ ნიშნავს მსესხებლის პროგრამას, რომელსაც ეხება პროექტის 1(ბ) ნაწილი.
4. „განვითარების პროგრამისთვის ფართომასშტაბიანი ციფრული მომსახურების სახელმძღვანელო“ ნიშნავს ბანკისთვის მისაღებ სახელმძღვანელოს, რომელიც ადგენს, მათ შორის შესაბამისობის კრიტერიუმს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პრიგრამაში და განხორციელების ღონისძიებებს, აღნიშნული სახელმძღვანელო შეიძლება შეიცვალოს დრო და დრო ბანკთან შეთანხმებით.
5. „კატეგორია” ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის ცხრილში დადგენილ კატეგორიას.
6. „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელო” ნიშნავს „მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ კონსულტანტების შერჩევისა და დაქირავების სახელმძღვანელო ინსტრუქციებს, IBRD-ის სესხებისთვის და IDA-ს კრედიტების და გრანტებისთვის, დათარიღებულს 2011 წლის იანვრით (განახლებული 2014 წლის ივლისით).
7. „დასაშვები ოჯახები“ ნიშნავს იმ ოჯახებს (რომელიც შედგება ერთი ან მეტი წევრისგან), რომელიც აკმაყოფილებს განვითარებისთვის ინტერნეტმომსახურების პროგრამის სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, რათა მიიღოს სარგებელი პროექტისგან.
8. „დასაშვები MSME-ები“ გულისხმობს იმ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებიც აკმაყოფილებს განვითარებისთვის ინტერნეტმომსახურების პროგრამის სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, რათა მიიღონ სარგებელი პროექტისგან.
9. „ESMF” ნიშნავს მსესხებლის გარემოსდაცვით და სოციალური მართვის ჩარჩოს, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებულია 2016 წლის 6 იანვარს, ბანკისთვის მისარები ფორმითა და შინაარსით და ჩამოყალიბებულია POM-ში, რომელიც შეიცავს, მათ შორის: პოტენციურ გარემოსდაცვით და სოციალურ ზეგავლენას, გარემოსდაცვით და სოციალური გავლენის შემამსუბუქებელ ზომებს, რომელიც მიღებული უნდა იქნეს პროექტის განხორციელების პერიოდში პოტენციური უარყოფითი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტების შესასმცირებლად; და მსესხებლის ინსტიტუტებს, რომლებიც პასუხისმგებელია აქტივობების სკრინინგისა და მონიტორინგისთვის, არნიშნული ჩარჩო შეიძლება განახლებული იყოს დროდადრო ბანკისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებით.
10. „ზოგადი დებულებები” ნიშნავს 2012 წლის 12 მარტით დათარიღებულ „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების ზოგად პირობებს”, ამ დანართის II ნაწილში განხორციელებული მოდიფიკაციებით.
11. „საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტო, ან GITA, ნიშნავს მსესხებლის სააგენტოს, რომელიც შექმნილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში, მსესხებლის 2014 წლის 19 თებერვლის №172 რეზოლუციის თანახმად.
12. „საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოს კანონმდებლობა“ ნიშნავს მსესხებლის 2014 წლის 19 თებერვლის №172 რეზოლუციას, რომელიც შეიძლება დროდადრო შესწორებულ იქნეს და რომელიც არის აღნიშნული შეთანხმების 4.01 ნაწილის პირობების საგანი.
13. „ინოვაციის ცენტრი“ ნიშნავს მცირე სივრცეს, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერებითა და ინტერნეტკავშირით, სატრენინგო საშუალებებით და სხვადაკავშირებული მოწყობილობებისა და მომსახურებით როგორც ეს აღწერილია POM-ში.
14. „ინოვაციის ჰაბი“ ნიშნავს ფიზიკურ სივრცეს, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერებითა და ინტერნეტკავშირით, სხვა დაკავშირებულ საოფისე ტექნიკას და საკონფერენციო და სატრენინგო საშუალებებს, POM-ში ჩამოყალიბებული კრიტერიუმების შესაბამისად.
15. „ინოვაციის ქვეპროექტი“ ნიშნავს ინვესტირებასა და აქტივობას პროდუქტიული მიზნებისთვის, იმ მიზნით რომ უზრუნველყოფილი იყოს პროდუქციის, ტექნოლოგიური ან ბიზნესს ინოვაციის განვითარებას, ასევე ტექნოლოგიის ადაპტაციას, შესაბამისი MSME-ის მიერ და რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი გრანტების სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს.
16. „თანმდევი გრანტები“ ნიშნავს გრანტს ან არადასაბრუნებელ კონტრიბუციას (სუბსიდიას), რომელიც განხორციელებულია ან იქნება განხორციელებული სესხის თანხიდან დამოუკიდებლად შესაბამისი MSME-ისთვის, იმ მიზნით რომ დაფინანსებული იყოს საქონლის, არასაკონსულტაციო მომსახურების, საკონსულტაციო მომსახურების, ტრენინგის ღირებულების ნაწილი და საწყისი ქვეპროექტის ან ინოვაციის ქვეპროექტის საოპერაციო ხარჯები, როგორც აღწერილია POM-ში.
17. „თანმდევი გრანტების სახელმძღვანელო“ ნიშნავს ბანკისთვის მისაღებ სახელმძღვანელოს, (რომელსაც მოიცავს POM), რომელიც ადგენს ქვეპროექტის შერჩევის, შეფასების, მოწონებისა და ზედამხედველობის პროცედურებს და შესაბამისი გრანტების პირობებსა და ვადებს, მათ შორის თანმდევი გრანტების თანხებს და შესაფერისი MSME-ის შესაბამის თანხებს, სახელმძღვანელო შეიძლება განახლებული იყოს დროდადრო ბანკთან შეთანხმებით.
18. „MoESD” ნიშნავს მსესხებლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს.
19. „საოპერაციო ხარჯები“ ნიშნავს პროექტის განხორციელების ანგარიშზე გაწეულ გონივრულ მზარდ ხარჯებს, ოფისის აღჭურვისთვის და სხვა სამომხმარებლო საქონლისთვის, ოფისის ქირისთვის, ინტერნეტ კავშირისთვის და კომუნიკაციის ხარჯებისთვის, ინფორმაციული სისტემების მხარდაჭერა, თარგმნის ხარჯები, საბანკო საკომისიოები, კომუნალური გადასახადები, გონივრული სატრანსპორტო და მოგზაურობის ხარჯები, დღიური ანაზღაურება, საცხოვრებელი ხარჯები, და სხვა გონივრული დანახარჯები რაც პირდაპირ კავშირშია პროექტის განხორციელებასთან, როგორც ეს შეთანხმებულია მსესხებელსა და ბანკს შორის ბანკისთვის მისაღები ნახევარწლიური ბიუჯეტის საფუძველზე, მსესხებლის საჯარო მოხელეების ხელფასების გამოკლებით.
20. „შესყიდვების სახელმძღვანელო” ნიშნავს „სახელმძღვანელოს: საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვას მსოფლიო ბანის მსესხებლების მიერ რეკონსტურქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში”, დათარიღებული 2011 წლის იანვრით ( განახლებული 2014 წლის ივლისით).
21. „შესყიდვების გეგმა” ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესყიდვების გეგმას პროექტის მიზნებისათვის, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 29 იანვრით და მოხსენიებულია შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებების 1.18 პარაგრაფსა და კონსულტანტის სახელმძღვანელო დებულებების 1.25 პარაგრაფში, რომელიც დროდადრო შეიძლება გადაისინჯოს ზემოაღნიშნული პარაგრაფების დებულებების გათვალისწინებით.
22. „პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს სახელმძღვანელოს, რომელსაც ეხება აღნიშნული შეთანხმების განრიგი 2, I ბ ნაწილი, როგორც აღნიშნულია სახელმძღვანელო შეიძლება შესწორდეს დროდადრო, ბანკთან შეთანხმებით.
23. „კვლევებისა და ინოვაციის საბჭო“ ნიშნავს მსესხებლის საბჭოს, რომელიც ზედამხედველობს მსესხებლის კვლევებისა და ინოვაციის აქტივობებს, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და რომელიც შექმნილია მსესხებლის მთავრობის №32 რეზოლუციით, დათარიღებული 2015 წლის 3 თებერვლით და რომელიც მოიცავს მთავარ მინისტრებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
24. „საწყისი ქვეპროექტი“ ნიშნავს ინვესტიციასა ან აქტივობებს წარმოების მიზნებისთვის, იმ მიზნით, რომ წახალისებულ იქნეს ახალი ინოავაციური დამწყები შესაფერისი MSME-ის განვითარება და რომელიც აკმაყოფილებს შესაფერისი გრანტების სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს.
25. ქვესაგრანტო შეთანხმება“ ნიშნავს შეთანხმებას, რომელსაც ეხება აღნიშნული შეტანხმების 2 განრიგის I.F.2 ნაწილი, რომელიც შეიძლება დროდადრო შეიცვალოს ბანკთან შეთანხმებით.
26. „ქვეპროექტი“ ნიშნავს ინოვაციის ქვეპროექტს ან საწყის ქვეპროექტს.
27. „ტრენინგი“ ნიშნავს დანახარჯებს (გარდა საკონსულტაციო მომსახურებისა), რომელსაც ადგილი აქვს პროექტის განხორციელების პერიოდში, რომელიც დაფუძნებულია ბანკისთვის მისაღებ პერიოდულ ბიუჯეტზე, (i) გონივრული მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის, ყოველდღიური დანახარჯებისთვის, რომელიც გაწეულია ტრენერებისა და სატრენინგო ობიექტების მიერ დაკავშირებული მათ ტრენინგთან; (ii) კურსის საფასურეი; (iii) ტრენინგისა/ვორკშოფის მოწყობილობებისა და ტექნიკის ქირა; და (iv) სატრენინგო მასალის მომზადების, შეძენის, წარმოების და გავრცელების ხარჯები, რაც სხვაგვარად არაა დაფარული ამ განმარტების ფარგლებში.
ნაწილი II. ზოგადი პირობების შესწორებები
ზოგადი პირობები განახლებულია შემდეგნაირად:
შეთანხმების შინაარსში, მითითებები პუნქტებზე, პუნქტის სახელებსა და პუნქტის ნომრებზე განახლებულია იმგვარად რომ ასახოს პარაგრაფის ბოლოს მოცემული განახლებები.
პუნქტი 3.01. (ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო) განახლებულია და იკითება შემდეგნაირად:
„პუნქტი 3.01 ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო; ვალდებულების გადასახადი.
(ა) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს სესხის თანხაზე ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო იმ განაკვეთით, რაც მოცემულია სასესხო შეთანხმებაში („ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო“).
(ბ) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს აუთვისებელი სესხის ბალანსის ვალდებულების გადასახადი იმ საპროცენტო განაკვეთით, რაც მითითებულია სასესხო შეთანხმებაში („ვალდებულების გადასახადი“). ვალდებულების გადასახადი დაირიცხება სასესხო შეთანხმების ხელმოწერის თარიღიან 60 დღის შემდეგ შესაბამის თარიღებამდე, როდესაც თანხები ათვისებულია მსესხებლის მიერ სასესხო ანგარიშიდან ან გაუქმებულია. ვალდებულების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს ყოველწლიურად თითოეული გადახდის თარიღის შესაბამისად“.
დანართში, განსაზღვრებები, ყველა შესაბამისი მითითებები პუნქტების ნომრებსა და პარაგრაფებზე განახლებულია, საჭიროებისამებრ, რათა ასახოს ზემოაღნიშნულ პარაგრაფ 2-ში ჩამოყალიბებული განახლებები.
დანართი განახლებულია, მასში ჩასმულია ახალი პარაგრაფი 19, შემდეგი განმარტებით „ვალდებულების გადასახადი“ და შესაბამისად გადანომრილია მომდევნო პარაგრაფები:
„19. „ვალდებულების გადასახადი“ ნიშნავს ვალდებულების გადასახადს, რომელიც განსაზღვრულია სასესხო შეთანხმებაში 3.01 (ბ) პუნქტის მიზნებისთვის.
დანართის გადანომრილ პარაგრაფ 49-ში (ძირითადი პარაგრაფი 48) „ვალდებულების გადასახადის“ განსაზღვრება განახლებულია და პუნქტი 3.01 ჩანაცვლებულია პუნქტი 3.01 (ა) -თი.
დანართის გადანომრილ პარაგრაფ 68-ში (ძირითადი პარაგრაფი 67) „სასესხო გადასახდელის“ პირობები განახლებულია და იკითხება შემდეგნაირად:
„68. „სასესხო გადასახდელი“ ნიშნავს ბანკისთვის ნებისმიერ გადასახდელ თანხას სესხის მხარეების მიერ, სამართლებრივი შეთანხმებებისა ან ამ ზოგადი პირობების თანაბრად, მათ შორის (მაგრამ არაა შეზღუდული) ათვისებული სასესხო ბალანსის ნებისმიერი თანხა, საპროცენტო განაკვეთი, ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო, ვალდებულების გადასახადი, ძირითადი საპროცენტო განაკვეთის პროცენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნებისმიერი წინასწარი გადასახადის ზედა ზღვარი, ნებისმიერი ტრანზაქციის კონვერტაციის ან კონვერტაციის ვადამდლი შეწყვეტის საფასური, ცვლადი საპროცენტო განაკვეთი, ნებისმიერი გადასახდელის ზედა ზღვარი, რომელიც გადასახდელია საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვარის ან საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის საფუძველზე და მსესხებლის მიერ გადასახდელი ნებისმიერი თანხა“.
დანართის გადანომრილ პარაგრაფ 73-ში (ძირითადი პარაგრაფი 72), „გადახდის თარიღი“ განახებულია, წაშლილია სიტყვა „არის“ და ჩასმულია სიტყვები „და ვალდებულების გადასახადი არის“ სიტყვა „საპროცენტო განაკვეთის“ შემდეგ.