„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010100000.62.074.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის

ბრძანება №2

2016 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016002) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.1. 111  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 111 . საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

1. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობების  მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

დ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, მსჯელობისა და დისკუსიის, პრეზენტაციის, დროის ეფექტური მართვის, ქართულ და უცხო ენაზე აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების  უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office applications);

ვ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

2. საკონკურსო თემატიკა:

„საქართველოს კონსტიტუცია; პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის №108 კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმი; საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 ივლისის №180 დადგენილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობისა და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. შეფასების კრიტერიუმები:

ა) განათლება/კვალიფიკაცია;

ბ) სამუშაო გამოცდილება;

გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა;

დ) პროფესიული  უნარები.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.07.2016.
როდის იქნა მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.07.2016. მიმღები ორგანო — პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010100000.62.074.016011.
რამდენი მუხლისგან შედგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №2, 26.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3350087/