,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.140.016231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2016 წლის 26 ივლისი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, ს/კოდი: 010260020.35.140.016105) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისი მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი ტექსტი:

,,ასევე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომისიებს, მათ შორის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.“.

2. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა”- ,,ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; გამგეობის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით /უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

3. დებულების 28- ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. გამგეობის ორგანოების, თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.“.

4. დებულების 28- ე მუხლის მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგეობის ორგანოების, თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:“.

5. დებულების 28- ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) გამგეობის კოლეგიური ორგანოს – კომისიის განკარგულება.

ვ) გამგეობის მოხელის ბრძანება.“.

6. დებულების 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. გამგეობის ორგანოების, თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება

1. გამგეობის ორგანოების და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით და კანონმდებლობის შესაბამისად.

2. გამგეობის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ - სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.07.2016.
როდის იქნა მიღებული „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.07.2016. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.140.016231.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №28, 26.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016231 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3350162/