სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №347
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.019407
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/07/2016
matsne.gov.ge 1,586 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი
მუხლი 3
პრეტენდენტი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, წარადგენს განაცხადს
მუხლი 3
მონაწილე
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლის მონაწილეობაც პროგრამაში დადასტურებულ იქნა სააგენტოს მიერ და რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება
მუხლი 3
ხელშეკრულება
მონაწილეს, სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს  მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს
მუხლი 3
მიმწოდებელი
საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორების) მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (ლიცენზია, ნებართვა ან სხვა) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) აწყობისა და მიწოდების შესახებ
მუხლი 3
მოწყვლადი ჯგუფები
ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მოკლებულნი არიან გარკვეულ პრივილეგიებს ან ხელი არ მიუწვდებათ ისეთ საზოგადოებრივ ასპექტებზე, როგორებიც სხვებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია. ამ პროგრამის მიზნებისათვის მოწყვლად ჯგუფებად ითვლებიან დევნილები
მუხლი 3
ახალგაზრდა
ფიზიკური პირი, რომელიც არის 18-დან 35 წლამდე ასაკის.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 07.09.2015 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 18.05.2018 მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 26.01.2017 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 21.02.2023 რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 29.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №347 2016 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 01 05). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) აწყობის ხელშეწყობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის თანადაფინანსებით, გრანტის სახით გადაცემის გზით.    2.  პროგრამის მიზანია: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით (ტრაქტორით) აღჭურვის ხელშეწყობა; ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) შესყიდვის ხელმისაწვდომობის გაზრდა; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირება; დ) სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოებისათვის დადგენილი აგროვადების დაცვა; ე) წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (პროდუქტების) ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა; ვ) დამუშავებული ფართობების ზრდა; ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ჩართვის გზით, მოსახლეობის სამეწარმეო კულტურის დონის ამაღლება; თ) სამუშაო ადგილების შექმნა; ი) მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განხორციელების კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ბ) პრეტენდენტისასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, წარადგენს განაცხადს; გ) მონაწილე –  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლის მონაწილეობაც პროგრამაში დადასტურებულ იქნა სააგენტოს მიერ და რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება; დ) ხელშეკრულება – მონაწილეს, სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს  მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს; ე) მიმწოდებელი – საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორების) მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (ლიცენზია, ნებართვა ან სხვა) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) აწყობისა და მიწოდების შესახებ; ვ) მოწყვლადი ჯგუფები – ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მოკლებულნი არიან გარკვეულ პრივილეგიებს ან ხელი არ მიუწვდებათ ისეთ საზოგადოებრივ ასპექტებზე, როგორებიც სხვებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია. ამ პროგრამის მიზნებისათვის მოწყვლად ჯგუფებად ითვლებიან დევნილები; ზ) ახალგაზრდაფიზიკური პირი, რომელიც არის 18-დან 35 წლამდე ასაკის. მუხლი 4🔗.  პროგრამის ღონისძიებები და გეოგრაფიული არეალი 1. პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის)   შეძენისათვის  ფინანსურ მხარდაჭერას. 2. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა შეასრულოს პროგრამის მე-11 მუხლით დადგენილი ვალდებულებები. 3. პროგრამის არეალი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. მუხლი 5🔗.  საინფორმაციო კამპანია 1.   პროგრამის  შესახებ  მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მედიასაშუალებების, მოსახლეობასთან შეხვედრებისა თუ სხვა მექანიზმის გამოყენებით. 2. მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებთან/პოტენციურ წევრებთან სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ძირითადი დანიშნულებისა და პრინციპების, ასევე პროგრამის არსისა და მასში მონაწილეობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება. მუხლი 6🔗.  სუბსიდირების პირობები 1. პროგრამის ფარგლებში, თითოეული მონაწილისათვის სააგენტოს მიერ განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) ღირებულების სუბსიდირება შემდეგი პირობებით: ა) 13-30 ც/ძ სიმძლავრის ტრაქტორის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს დღგ-ის ჩათვლით, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ასევე იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის,  რომელთა  მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს  წარმოადგენენ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, ქალები და ახალგაზრდები, გამოყოფილი სუბსიდიის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 272  ლარს დღგ-ის ჩათვლით; ბ) 31-50 ც/ძ სიმძლავრის ტრაქტორის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 18 900 ლარს დღგ-ის ჩათვლით, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ასევე იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის,  რომელთა  მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს  წარმოადგენენ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, ქალები და ახალგაზრდები, გამოყოფილი სუბსიდიის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 22 090 ლარს დღგ-ის ჩათვლით; გ) 51-80 ც/ძ სიმძლავრის ტრაქტორის მოთხოვნის შემთხვევაში  სააგენტოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 28 000 ლარს დღგ-ის ჩათვლით, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა  და ასევე იმ სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებისათვის,  რომელთა  მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს  წარმოადგენენ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, ქალები და ახალგაზრდები, გამოყოფილი სუბსიდიის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 32 725 ლარს დღგ-ის ჩათვლით; დ) 81-105 ც/ძ სიმძლავრის ტრაქტორის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ლარს დღგ-ის ჩათვლით, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ასევე იმ სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებისათვის,  რომელთა  მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს  წარმოადგენენ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, ქალები და ახალგაზრდები, გამოყოფილი სუბსიდიის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 40 906 ლარს დღგ-ის ჩათვლით. 2. მონაწილის მიერ საქართველოში აწყობილი ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) შეძენისას დაფინანსდება ტექნიკის ღირებულების 30% (დღგ-ის ჩათვლით), მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობისა. 3. მონაწილის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში  ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს  წარმოადგენენ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, ქალები და ახალგაზრდები, საქართველოში აწყობილი ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) შეძენისას დაფინანსდება ტექნიკის ღირებულების 40% (დღგ-ის ჩათვლით), მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობისა. 4. პრეტენდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (ტრაქტორი). მუხლი 7🔗. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის  წარდგენისას აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს: ა) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, მინიჭებული აქვთ  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ბ) სააგენტოსაგან არ აქვთ მიღებული რეკომენდაცია, საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და განაცხადის  წარდგენამდე  წარადგენს  ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ  შესაბამის მტკიცებულებას;  გ) მეპაიეთა რაოდენობა იმ დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის  5-ზე  ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები; დ) იმ შემთხვევაში, თუ მეპაიეები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა რაოდენობა იმ დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები; ე)  არ გააჩნია  საგადასახადო დავალიანება. მუხლი  8🔗.  პროგრამაში მონაწილეობაზე  ელექტრონული განაცხადის წარდგენა 1. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება წარმოებს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, რომელიც არ უნდა იყოს 15  კალენდარულ დღეზე ნაკლები. 2. განაცხადის წარდგენა  შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (www.acda.gov.ge).   3. განაცხადის წარდგენის შემდეგ ხორციელდება პრეტენდენტის რეგისტრაცია. 4. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში მას სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი უგზავნის შეტყობინებას, ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არა უმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ძალაში შედის გაგზავნისთანავე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე პრეტენდენტის მიერ ხარვეზის არასათანადოდ აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი მას დამატებით უგზავნის შეტყობინებას, ხარვეზის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა თავდაპირველად დადგენილ ვადაში, განაცხადი დარჩება განუხილველი. 6. წარდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი იმ პრეტენდენტს, რომელიც ამ პროგრამით დადგენილი წესით წარადგენს უხარვეზო განაცხადს, უგზავნის დადასტურებას, პროგრამაში ჩართვის თაობაზე. პროგრამაში ჩართვის რიგითობა განისაზღვრება დადასტურების მომენტიდან (თარიღი, დრო) პროგრამისათვის განსაზღვრული ბიუჯეტის ამოწურვამდე.   7. პრეტენდენტის რეგისტრაციის  ფორმას განსაზღვრავს სააგენტო. მუხლი 9🔗.  სუბსიდიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია მონაწილემ სუბსიდიის მისაღებად სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) შესყიდვის ინვოისი ქართულ ენაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს: ა.ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) ტიპი; ა.ბ) ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) ღირებულება; ა.გ) მიწოდების პირობები; ა.დ) ინფორმაცია არანაკლებ 2-წლიანი (ორწლიანი) საგარანტიო მომსახურების შესახებ; ა.ე) ინფორმაცია სერვისული მომსახურების შესახებ; ა.ვ) მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტები; ბ) სსიპ – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შვილობილი კომპანიის – შპს „საქექსპერტიზის“ მიერ გაცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) საქართველოში აწყობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 10🔗. სუბსიდიის გაცემის პროცედურები 1. მონაწილის მიერ სააგენტოში ამ პროგრამის მე-9 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, სააგენტო 20 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს დოკუმენტაციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 2. სააგენტოს მიერ ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მონაწილეს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ მისამართზე ან/და მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე) ეცნობება ხარვეზის შესახებ და განესაზღვრება ვადა არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა, რათა გამოასწოროს ხარვეზი და ხელმეორედ მიმართოს სააგენტოს დაფინანსების (სუბსიდიის) მიღებაზე. 3. წარდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო პრეტენდენტსა და მიმწოდებელთან აფორმებს ხელშეკრულებას, დაფინანსების შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მხარეთა ურთიერთვალდებულებებს, მათ შორის, მიმწოდებლის მიერ არანაკლებ ორწლიან საგარანტიო მომსახურების უზრუნველყოფას და მიმწოდებლის ვალდებულებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ტრაქტორი) მომუშავე კადრების (ოპერატორების) საწყის ეტაპზე მომზადების პირობების შესახებ. 4. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მონაწილე ვალდებულია,  შესაბამისი თანამონაწილეობის თანხა, სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობების შესაბამისად, გადარიცხოს მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ინვოისში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 5. მონაწილე ვალდებულია, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო გადარიცხვის ქვითრები, დამოწმებული ბანკის სველი ბეჭდით) წარადგინოს სააგენტოში, რის შემდეგაც სააგენტო უზრუნველყოფს მიმწოდებლის ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სუბსიდიის თანხის გადარიცხვას. მუხლი 11🔗. მონაწილის  ვალდებულებები მონაწილე ვალდებულია,  ხელშეკრულების გაფორმებიდან 5  წლის განმავლობაში: ა) დაიცვას პროგრამის მე-7 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა; ბ)   არ დაუშვას მიღებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა სააგენტოს წინასწარი ნებართვით სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა; გ) არ დაუშვას მიღებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) ვალდებულებით დატვირთვა; დ) ყოველი წლის 20 დეკემბრამდე, წერილობით წარუდგინოს სააგენტოს ინფორმაცია, მიღებული ტექნიკით წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) წარუდგინოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია  სააგენტოს, მოთხოვნის შემთხვევაში; ვ) უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის) სწორი ექსპლუატაცია და გამართულად მუშაობა. მუხლი 12🔗. მონაწილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები 1. მონაწილის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სააგენტო მონაწილეს განუსაზღვრავს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6  თვეს. მონაწილე ვალდებულია, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა. 2. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, წყდება მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მიღებული სუბსიდიის (თანხის) სრულად დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში. მუხლი  13🔗.  პროგრამის მონიტორინგი 1. პრეტენდენტის პროგრამის მე-11 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს უზრუნველყოფს სააგენტო. 2. საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს მონაწილე ექვემდებარება პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, 5 წლის განმავლობაში.