საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №53/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/07/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის, ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №53/2016
2016 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიული სიით წარდგენილმა და წინასწარი მონაცემებით სავარაუდოდ ამ სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა, რომლებიც იმავდროულად წარდგენილ იყვნენ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში და ვერ გაიმარჯვეს, შეუძლიათ აღარ გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ მიერ საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად წარმოდგენილი იყო ცესკოში.
მუხლი 2🔗
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საარჩევნო კომისიაში ერთ ცალად. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცნობის წარდგენის შემთხვევაში, კომისიის მიერ დამოწმებული ასლი ეგზავნება ცესკოს, ხოლო ცესკოში წარდგენის შემთხვევაში –
შესაბამის საოლქო სააარჩევნო კომისიას.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი