შპს მაგთიკომის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№F99
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ორგანიზაციის დასახელება და სამართლებრივი ფორმა (მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა)

ლიცენზიის №

ლიცენზიის გაცემის თარიღი

საქმიანობის სახე

სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები

ლიცენზიის გამცემი ორგანო (მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა)

 

2.

 

შპს მაგთიკომი

ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.7

 

ტელ: 2322331; 2321881

ფაქსი: 2321883

 

 

№F99

 

02/06/2016

 

 

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია

 

რეგისტრირებულია: ვაკის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 თებერვალს;

საიდენტიფიკაციო ნომერი:

5/4-385

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 ქ. თბილისი 0144, ქეთევან წამებულის გამზ. / ბოჭორმის ქ. 50/18

ტელ: 292 16 67

ფაქსი: 29216 25

ელ-ფოსტა: post@gncc.ge

 

 

 

 

 

 

ლიცენზიაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა

 

განახლება

 

გასაჩივრება

 

გაუქმება

 

შეჩერება

 

ცვლილებები/შენიშვნები

 

ლიცენზიის გაუქმება

ვახტანგ აბაშიძე- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

 

 

 

 

კომისიის 2016 წლის 2 ივნისის №349/1 გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომის“ სახელზე გაიცა რადიოსიშირული სპექტრით სარგებლობის №F99 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 801-806 მჰც და 842 -847 მჰც (სულ 10 (2x 5) მჰც);
ბ) გეოგრაფიული არეალი: საქართველო;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 2 ივნისიდან - 2031 წლის 2 ივნისის ჩათვლით;
დ) ტექნიკური პირობები:
დ.ა) ტექნიკური პირობები FDD საბაზო სადგურებისათვის:
დ.ა.ა) ბლოკის შიგნით EIRP-ს (ეკვივალენტური იზოტროპულად გასხივებული სიმძლავრე) ზედა ზღვრული მნიშვნელობა საბაზო სადგურისათვის - 64 დბმ/5 მჰც;
დ.ა.ბ) საბაზისო მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობა:
 ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები
მაქსიმალური საშუალო
EIRP ბლოკის გარეთ
გაზომვების ზოლის სიგანე
FDD აპლინკისათვის განკუთვნილი
სიხშირეები (832 მჰც-დან 862 მჰც-მდე) -49.5 დბმ 5 მჰც;
დ.ა.გ) გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე) FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი სიხშირეებისათვის (791 მჰც-დან 821 მჰც-მდე)
ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები
მაქსიმალური საშუალო
EIRP ბლოკის გარეთ
გაზომვების ზოლის სიგანე
-10 მჰც-დან -5 მჰც-მდე ბლოკის ქვედა საზღვრიდან 18 დბმ 5 მჰც -5 მჰც-დან 0 მჰც-მდე ბლოკის ქვედა საზღვრიდან 22 დბმ 5 მჰც 0 მჰც-დან +5 მჰც-მდე ბლოკის ზედა საზღვრიდან 22 დბმ 5 მჰც +5 მჰც-დან +10 მჰც-მდე ბლოკის ზედა საზღვრიდან 18 დბმ 5 მჰც FDD დაუნლინკისათვის განკუთვნილი დანარჩენი სიხშირეებისათვის 11 დბმ 1 მჰც; დ.ა.დ) გადასასვლელი მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები თითოეულ ანტენაზე (ანტენების რაოდენობა - ერთიდან ოთხამდე), რომლებიც გამოყენებულია, როგორც დამცავი ზოლი (guard band) ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ გაზომვების ზოლის სიგანე 790 მჰც-დან 791 მჰც-მდე 17.4 დბმ 1 მჰც 821 მჰც-დან 832 მჰც-მდე 15 დბმ 1 მჰც; დ.ა.ე) საბაზისო მოთხოვნები - საბაზო სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის გარეთ EIRP-ს ზღვრული მნიშვნელობები 790 მჰც-ს ქვემოთ მდებარე სიხშირეებისათვის ბლოკის გარეთ გასხივების შესაბამისი სიხშირეები პირობა EIRP-ზე საბაზო სადგურის ბლოკის შიგნით, P დბმ/10მჰც მაქსიმალური საშუალო EIRP ბლოკის გარეთ გაზომვების ზოლის სიგანე 470 მჰც-დან 790 მჰც-მდე P≥59 0 დბმ 8 მჰც 36≤P<59 (P-59) დბმ 8 მჰც P<36 -23 დბმ 8 მჰც დ.ბ) ტექნიკური პირობები FDD ტერმინალური სადგურებისათვის: ტერმინალური სადგურების ბლოკის საზღვრების მაფორმირებელი ნიღბის შიგნით გასხივების მაქსიმალური საშუალო მნიშვნელობა - 23 დბმ.

 ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ე.ა) უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად გამოყენება;

ე.ბ) უზრუნველყოს მობილურ/უსადენო ფართოზოლოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს იმ დასახლებული პუნქტებისათვის (მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა), სადაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის და შემდგომში – უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), შემდეგი გრაფიკით: მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების მინიმუმ: 1.30%-ისთვის ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში 2.50%-ისთვის ლიცენზიის მიღებიდან ორი წლის ვადაში 3.70% -ისთვის ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის ვადაში 4. 90%-ისთვის ლიცენზიის მიღებიდან ხუთი წლის ვადაში

ე.გ) წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული დასახლებული პუნქტებში უზრუნველყოს სპექტრალური ეფექტურობა (გაზომილი ერთეულებში - ბიტი/წმ/ჰერცი და ბიტი/წმ/ჰერცი/ფიჭა) ETSI TR 136 912 V.13.0.0 (2016-01) და TR 136 913 V.13.0.0 (2016-01) ტექნიკურ დოკუმენტებში მოყვანილი მახასიათებლების შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიის მფლობელი მომსახურებას მიაწოდებს LTE ტექნოლოგიის გამოყენებით. შენიშვნა: დასახლებულ პუნქტში მომსახურების ხელმისაწვდომობა არის განსაზღვრული ხარისხის მომსახურების სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოსახლეობის 100%-ისთვის; ე.დ) კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების რადიორეგლამენტის შესაბამისად საერთაშორისო კოორდინაციისათვის განსაზღვრული პირობებისა და კომისიის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრისპირა რეგიონებში რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების პირობების შესრულება;

 ე.ე) კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია საბაზო სადგურების განთავსების ადგილის (გეოგრაფიული კოორდინატები), ანტენის დაკიდების სიმაღლის, ანტენის ტიპის, დახრის კუთხისა და მიმართულების (აზიმუტი), ასევე თითოეული გადამცემი სადგურის ფარგლებში გამოყენებული სიხშირული ზოლის შესახებ;

ე.ვ) ხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს მომიჯნავე რადიოსიხშირული ბლოკით მოსარგებლე ლიცენზიის მფლობელთან ერთად რადიოსიხშირული რესურსის კოორდინირებულად გამოყენება;

ე.ზ) 827.955-831.645 მჰც და 872.955- 876.645 მჰც რესურსის ფარგლებში დანერგილი ქსელისათვის, ხელშეშლების შექმნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამგვარი ხელშეშლების აღმოფხვრა. ხელშეშლების აღმოფხვრის ვალდებულება ძალაშია კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 473 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე;

ე.თ) ლიცენზიის მიღებიდან 2 წლის ვადაში ლიცენზიით განსაზღვრული რესურსის გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მინიმუმ 50%-ის ხელმისაწვდომობა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე;

 ე.ი) ლიცენზიით განსაზღვრული რესურსისა და 800/900/1800/2100 მჰც დიაპაზონებში მის სარგებლობაში არსებული რესურსის ფარგლებში დანერგილი ერთი ან ერთზე მეტი უსადენო ტექნოლოგიის (მიწისზედა სისტემის) გამოყენებით, ერთობლივად, ლიცენზიის მიღებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მინიმუმ 90%-ის ხელმისაწვდომობა ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებზე;

ვ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დადგომისთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება დამატებითი ვადა და პირობები განუსაზღვროს ლიცენზიის მფლობელს დაფარვის ვალდებულების შესასრულებლად.