სს „საქცივპროდუქტის“ აქციონერთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქცივპროდუქტის“ დირექციის განცხადება
სს „საქცივპროდუქტი“ იწვევს საზოგადოების აქციონერთა კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 2 სექტემბერს, დღის 3 საათზე, თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №27-ში. სააქციო საზოგადოების მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2016 წლის 29 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. მეთვალყურეთა საბჭოს წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა.
დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიიღება საზოგადოების დირექციაში ზემოაღნიშნულ მისამართზე. ტელ.: 2 34 26 32.
განმარტებების მისაღებად მოგვმართეთ წერილობით დირექციაში კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე. კრების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააქციო საზოგადოების რეესტრში 2016 წლის 29 ივლისის მდგომარეობით და წარმოადგენენ რეგისტრატორის მიერ დამოწმებულ ამონაწერს, ასევე პირადობის მოწმობას.
აქციონერთა კრებაში მონაწილეობის უფლებას შეამოწმებს საზოგადოების რეგისტრატორი სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, მის.: მოსაშვილის 11. ტელ: 2 25 15 60
გენერალური დირექტორი ელდარ კობახიძე