,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016395
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება
№49

2016 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით (ვებგვერდი, 110721021, 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.01.6061) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება სადისციპლინო წესდებით და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით.”.

2. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე მოვალეობის შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი/თანამდებობრივი სარგო.”.

მუხლი 2🔗

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №44 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდეს  2016 წლის 27 ივლისიდან.

მუხლი 3🔗

1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 4 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ებრალიძე