📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.07.2016
ძალაში შესვლა 01.08.2016
გამომცემი ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,833 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2016 მიღება
01.08.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 94% 14.06.2017 კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 93% 14.12.2018 სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 24.12.2025 სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 31.12.2025 შპს საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 24.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №11 2016 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 20​3 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“; ბ) საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულა (დანართი). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №24 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ორ ეტაპად – ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენა მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით. 2. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის (შემდგომში – ორეტაპიანი ტენდერი) მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისად. 3. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ორეტაპიანი ტენდერის მიმართ გამოიყენება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“. 4. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. მუხლი 2🔗. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარება 1. შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების შესაბამისად, ორეტაპიანი ტენდერის ჩატარება შესაძლებელია შესყიდვის ნებისმიერი ობიექტის შესასყიდად. 2. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია. მუხლი 3🔗. სატენდერო დოკუმენტაცია 1. ორეტაპიანი ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია დამატებით უნდა შეიცავდეს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმებსა და მათ ხვედრით წონებს, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციაში ნათლად დააფიქსიროს სატენდერო წინადადების შეფასების გამოყენებული კრიტერიუმის განზომილების ერთეული, რითაც იხელმძღვანელებენ პრეტენდენტები სატენდერო წინადადებების წარდგენისას. მუხლი 4🔗. სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი ორეტაპიანი ტენდერის შემთხვევაში, განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადება. 2. პრეტენდენტების მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დაწესდეს მათი პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და საქმიანობის სხვა საჭირო საკითხებთან დაკავშირებით. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების შემდეგი ტიპები: ა) მოთხოვნები, რომლებსაც შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი, მისი სატენდერო წინადადება უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ბ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება მაღალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმის მნიშვნელობა ყველაზე მეტად აღემატება სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მინიმალურ მოთხოვნას. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაადგინოს ზღვრული ოდენობა, რომელზე მაღალი ციფრობრივი მაჩვენებლის მითითებაც აღარ ახდენს გავლენას პრეტენდენტის ჯამურ შეფასებაზე; გ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმის მნიშვნელობა ყველაზე მეტად სცილდება (მეტობიდან ნაკლებობისკენ) სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მაქსიმალურ მოთხოვნას. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაადგინოს ზღვრული ოდენობა (გარდა სატენდერო წინადადების ფასისა), რომელზე დაბალი ციფრობრივი მაჩვენებლის მითითებაც აღარ ახდენს გავლენას პრეტენდენტის ჯამურ შეფასებაზე; დ) კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი გარკვეული პირობის/პირობების შესრულებას და პრეტენდენტის მიერ ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობა არ იწვევს მის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობას/პირობებს, პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შეფასება კლებულობს სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრული პროცენტული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ თითოეულ კრიტერიუმზე არაუმეტეს სამი პროცენტისა. 4. სატენდერო წინადადების შეფასების თვლად კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს. ამასთან, სატენდერო წინადადების ფასის (რომელიც განეკუთვნება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ თვლად კრიტერიუმს და მისი გამოყენება სავალდებულოა ყოველ ორეტაპიან ტენდერში) ხვედრითი წონა შესაძლებელია შეადგენდეს არანაკლებ 0,3-სა და არაუმეტეს 0,7-ს. 5. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული ორეტაპიანი ტენდერის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის ჯამურად განსაზღვროს არაუმეტეს ხუთი კრიტერიუმი, ხოლო „დ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს სამი კრიტერიუმი. 6. შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან და შესყიდვის მიზნიდან გამომდინარე. მუხლი 5🔗. სატენდერო წინადადების წარდგენა 1. პრეტენდენტს სატენდერო წინადადების წარდგენა შეუძლია ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე. 2. სატენდერო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს სატენდერო პირობებს. 3. სატენდერო წინადადების წარდგენა (ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვა და სისტემის შესაბამის ველში სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობების მითითება) შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 4. პრეტენდენტების რანჟირების სისტემურად განსაზღვრის მიზნით, ორეტაპიან ტენდერში პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს თვითდეკლარირების პრინციპით, რაც გულისხმობს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობების სისტემის შესაბამის ველში პრეტენდენტის მიერ მითითებას. ამასთან, პრეტენდენტი აგრეთვე ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად. 5. სატენდერო წინადადების ფასის წარდგენის შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობები და ტექნიკური დოკუმენტაცია. 6. სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. 7. ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, საჯარო ხდება მხოლოდ საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. ორეტაპიან ტენდერში პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭების შემთხვევაში, სტატუსის მინიჭებისთანავე. 8. ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე აგრეთვე საჯარო ხდება იმ პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება, რომელიც ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 9. ხელშეკრულების დასადებად მოწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას სატენდერო წინადადებაზე. სატენდერო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს. მუხლი 6🔗. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა 1. პრეტენდენტების რანჟირების დადგენისა და, შესაბამისად, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოსავლენად გამოიყენება სატენდერო პირობებით განსაზღვრული სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმები და მათი ხვედრითი წონები. 2. ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, სისტემა ავტომატურად, სატენდერო პირობებით დადგენილი კრიტერიუმებისა და მათი წონების გათვალისწინებით, სისტემაში გენერირებული საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულის გამოყენებით, განსაზღვრავს პრეტენდენტების რანჟირებას და, შესაბამისად, გამოავლენს საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე პრეტენდენტი მიიღებს თანაბარ ქულას, სისტემა ავტომატურად მიანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა წარადგინა სატენდერო წინადადების ფასი. 3. საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, სატენდერო კომისია იხილავს სატენდერო წინადადების სატენდერო პირობებთან შესაბამისობას. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. 4. საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-5–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. სატენდერო კომისია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს მიმართავს სატენდერო წინადადების დაზუსტების მოთხოვნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს სატენდერო წინადადების არსებით ცვლილებას. დაზუსტებას აგრეთვე არ ექვემდებარება სატენდერო წინადადება, თუ პრეტენდენტი სისტემის შესაბამის ველში სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობებს მიუთითებს სატენდერო პირობებით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ, არასწორ განზომილებაში. 6. იმ შემთხვევაში, თუ: ა) პრეტენდენტის მიერ სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობები აღემატება ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემებს, სატენდერო კომისია ვალდებულია, მიმართოს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით; ბ) პრეტენდენტის მიერ სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობები ნაკლებია ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებზე, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და ასევე არ მიმართავს მას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა სატენდერო წინადადების ფასისა. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რის შედეგადაც, დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული ფასი არ უნდა აღემატებოდეს სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ფასს; გ) პრეტენდენტს სისტემის შესაბამის ველში მითითებული აქვს, რომ იგი ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ გარკვეულ პირობას/პირობებს (რომელთა შეუსრულებლობა არ იწვევს დისკვალიფიკაციას), ხოლო ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ იგი ვერ ასრულებს ამ პირობას/პირობებს, სატენდერო კომისია ვალდებულია, მიმართოს პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით; დ) პრეტენდენტს სისტემის შესაბამის ველში მითითებული აქვს, რომ იგი ვერ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ გარკვეულ პირობას/პირობებს (რომელთა შეუსრულებლობა არ იწვევს დისკვალიფიკაციას), ხოლო ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ იგი ასრულებს ამ პირობას/პირობებს, სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და ასევე არ მიმართავს მას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით. 7. სატენდერო კომისია საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს სატენდერო წინადადების დასაზუსტებლად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. 8. დაზუსტებულ სატენდერო წინადადებას სატენდერო კომისია აფასებს დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, სატენდერო კომისიის დასაბუთებული, სათანადო ობიექტური მიზეზ(ებ)ის შემცველი გადაწყვეტილების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ: ა)  საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება (დაზუსტებული სატენდერო წინადადების გათვალისწინებით) არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციით ვერ დაასაბუთებს სისტემის შესაბამის ველში მითითებული სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმების მნიშვნელობ(ებ)ის/პირობ(ებ)ის მართებულობას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ბ) საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი არ დააზუსტებს სატენდერო წინადადებას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს მას ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის სატენდერო წინადადებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 9. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ასეთი მოთხოვნის/მოთხოვნების არსებობისას) წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ მხოლოდ ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე. 10. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან მისი/მათი სატენდერო პირობებთან შეუსაბამობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. დაუშვებელია წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დაზუსტება. 11. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, ხოლო თუ ტენდერში არ მოითხოვება შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა – საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, სატენდერო კომისია ამ პრეტენდენტს ავლენს გამარჯვებულად და მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით (ასეთი მოთხოვნის არსებობისას). 12. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მოთხოვნილია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა – საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია, დადგენილი წესით, იწვევს გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების გასაფორმებლად. 13. თუ საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს სისტემის მიერ გამოვლენილ მომდევნო საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მონაცემებიც საჯარო ხდება ტენდერიდან წინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთანავე. მუხლი 7🔗. დისკვალიფიკაცია 1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ: ა) იგი უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე; ბ) მისი სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო პირობებს; გ) იგი არ დააზუსტებს სატენდერო წინადადებას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს მას ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის სატენდერო წინადადებას; დ) იგი არ წარადგენს შესყიდვის ობიექტის ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს (ასეთი მოთხოვნის/მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში); ე) იგი არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ვ) იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. 2. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე. 3. წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია არ ექვემდებარება დაბრუნებას, თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან ამ მუხლის „ა“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე თუ იგი ორეტაპიანი ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე.