ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მოსე გოგიბერიძის ქუჩისთვის საქართველოს სახალხო არტისტი რობერტ ბარძიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№215
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №215

2016 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მოსე გოგიბერიძის ქუჩისთვის საქართველოს სახალხო არტისტ რობერტ ბარძიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ჩუღურეთის რაიონში მოსე გოგიბერიძის ქუჩას მიენიჭოს საქართველოს სახალხო არტისტ რობერტ ბარძიმაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                  გიორგი ალიბეგაშვილი


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მოსე გოგიბერიძის ქუჩისთვის საქართველოს სახალხო არტისტი რობერტ ბარძიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მოსე გოგიბერიძის ქუჩისთვის საქართველოს სახალხო არტისტი რობერტ ბარძიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.07.2016.
როდის იქნა მიღებული „ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მოსე გოგიბერიძის ქუჩისთვის საქართველოს სახალხო არტისტი რობერტ ბარძიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“?
„ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მოსე გოგიბერიძის ქუჩისთვის საქართველოს სახალხო არტისტი რობერტ ბარძიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 22.07.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №215. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.101.016197.
სად არის „ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მოსე გოგიბერიძის ქუჩისთვის საქართველოს სახალხო არტისტი რობერტ ბარძიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.07.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მოსე გოგიბერიძის ქუჩისთვის საქართველოს სახალხო არტისტი რობერტ ბარძიმაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“, №215, 22.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016197 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3353192/