„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №354 |
|
2016 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვას, სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნას, აღრიცხვიდან მოხსნილი პირის ხელახალ სამხედრო აღრიცხვას, რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვას, კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეული.“.
2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები იმყოფებიან შესაბამისი ორგანოს სპეციალურ აღრიცხვაზე.“.
3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურე;“.
4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამწვევ კომისიაზე წვევამდელთა გამოძახება ხდება როგორც პერსონალურად უწყების ჩაბარებით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეტყობინების განხორციელებით. წვევამდელს უწყება შეიძლება ჩაბარდეს რეგისტრაციის ადგილის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის მისამართებზე ან სტრუქტურული ერთეულისთვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე. წვევამდელთა გამოძახების ფორმის შერჩევისას, სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელობს მოქალაქის მიერ შევსებული საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადის ფორმაში (დანართი №7) მითითებული მონაცემებით.“.
5. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ წვევამდელის სამედიცინო შემოწმების შემდეგ სამხედრო ნამსახურების ბარათსა და წვევამდელთა სახელობით სიაში კეთდება აღნიშვნა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის მითითებით.
7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შერჩევის შემდეგ წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის მიერ წვევამდელთა სახელობით სიაში (დანართი №12) კეთდება სათანადო ჩანაწერი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №354. სარეგისტრაციო კოდი — 120160010.10.003.019419.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №354, 28.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 120160010.10.003.019419 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3353909/