„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2016 წლის 29 ივლისი ქ. დედოფლისწყარო |
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის“ მე- 6 მუხლი (სოციალური ღონისძიებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სოციალური ღონისძიებები:
1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;
2. ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება და თანადაფინანსება;
3. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა;
4. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა;
5. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა და ზამთრის თვეებში (I, II, XII) გათბობის მიზნით ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად დამატებითი ხარჯით უზრუნველყოფა;
6. შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
7. ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება.“.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის“ მე- 10 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი:
ა) განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან;
ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.02.2016 წლის №04 დადგენილებით დამტკიცებული ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2016 წლის მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2016 წლის პროგრამის“ მე-12 მუხლი (სოციალური ღონისძიებების დაფინანსება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
2. ამბოლატორიულ-სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.
3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე.
4. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის მომსახურების დაფინანსება მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.
|
|