2. ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო მოსამსახურედ არ ჩაითვლება საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გამონაკლისებისა.
3. ამ კანონის მიზნებისთვის მრჩეველი არის პირი, რომლის უფლებამოსილება ძირითადად/არსებითად მოიცავს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელისთვის, იმ საწარმოს ხელმძღვანელისთვის, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელისთვის მისი უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით რჩევების მიცემას.
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №836 - ვებგვერდი, 30.06.2025