„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №371 |
|
2016 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
1. №1.1 დანართის (კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 703 800 ლარით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტი განისაზღვრება 903 800 ლარით.“.
2. №1.2 დანართის (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარების და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არა უმეტეს 4400 ვიზიტი, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად.“.
3. №1.3 დანართის (ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 850 000 ლარით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. წლის განმავლობაში ფინანსდება 5950 კურსი, ამასთან, ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 7 კურსისა. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება 2016 წლის პირველი იანვრიდან მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზე, რომელთაც 2016 წელს ამ პროგრამის ამოქმედებამდე მიღებული მომსახურების/ვაუჩერის რაოდენობა ჩაეთვლებათ ამ პუნქტით განსაზღვრულ ლიმიტში.“.
4. №1.5 დანართის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 290 000 ლარით.“.
5. №1.6.1 დანართის (სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 527 400 ლარით, მათ შორის, ელექტრო სავარძელ-ეტლებისთვის – 191 400 ლარი.“.
6. №1.6.2 დანართის (საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 518 000 ლარით.“.
7. №1.6.3 დანართის (სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი):
ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არანაკლებ 1 900 ციფრული სმენის აპარატის შეძენასა და გაცემას;“;
ბ) მე-3 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სმენის აპარატის საჭიროების მქონე სმენადაქვეითებული შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები და 5 წლამდე ასაკის ნებისმიერი ხარისხის სმენადაქვეითებული ბავშვები).“;
ბ.ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი, გარდა 5 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული ბავშვებისა, რომლებიც აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);“;
გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 475 000 ლარით.“.
8. №1.6.4 დანართის (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი):
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 33 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 290 200 ლარით.“;
გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ა(ა)იპ – სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი აი ია (ყოფილი ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი „პირველი თაობა“) (ს/კ: 404494935) და ა(ა)იპ – სმენადი (ს/კ: 405139906) სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“.
9. №1.8 დანართის (დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა):
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა, არასრულწლოვან შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;
ბ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 383 000 ლარით.“.
10. №1.9 დანართის (მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 640 000 ლარით.“.
11. №1.10 დანართის (მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 292 000 ლარით.“.
12. №1.11 დანართის (მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 685 000 ლარით.“.
13. №1.12 დანართის (სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა):
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 230-ს.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 192 000 ლარით.“.
14. №1.13 დანართის (მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის საჭიროებათა შეფასების და ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე. ამასთან, კომპონენტის ფარგლებში, ბინაზე მოვლის დაფინანსებული მომსახურების ლიმიტი ერთი ბენეფიციარისთვის თვეში ითვალისწინებს მომვლელის – 36 საათის, საშუალოდ, 4 საათი კვირაში ორჯერ, განვითარების სპეციალისტის – 5 საათის და მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტის (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) – თვეში 3 საათის მომსახურებას, სულ – არაუმეტეს 44 საათისა.“.
15. №1.14 დანართის (მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სათანადო კვებით უზრუნველყოფა;“.
|