ა) პირადი განცხადება;

ბ) ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

გ) მოვალეობის სისტემატურად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიან პირად აღიარება;

ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება;

ვ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ზ) თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა იმ დაწესებულებაში, რომლის წარმომადგენელიცაა იგი;

თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ი) გარდაცვალება.

2. კომისიის წევრის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

3. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კომისიის წევრთა რაოდენობა  შემცირდება ნახევარზე მეტად ან ლუწი იქნება, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია, 5 დღეში დანიშნოს ახალი წევრ