სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №149 |
|
2016 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი |
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისია (შემდგომში –
„კომისია“) იქმნება სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში –
„სააგენტო“) ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისა და აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისების სამოქმედო ტერიტორიებზე.
|
2.
ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე კომისია იქმნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინიისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ორი წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისგან, ხოლო თითო-თითო წევრი –
საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, „იუსტიციის სახლისა“ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისგან, შესაბამისი უწყებების წარდგინებით.
|
3.
კომისიის წევრის სამსახურიდან გათავისუფლება იმ უწყებიდან, რომელსაც იგი წარმოადგენს კომისიაში, ავტომატურად იწვევს კომისიის წევრის სტატუსის შეწყვეტას.
|
4.
კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც არის სააგენტოს თანამშრომელი.
|
5.
კომისიის ერთ-ერთი წევრი (სააგენტოს თანამშრომელი) ასრულებს მდივნის მოვალეობას, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას.
|
6.
კომისიის სამართლებრივ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააგენტო.
|
7.
სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით.
|
8.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“?
- „სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 30.07.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №149. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.22.027.016653.
- სად არის „სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ“, №149, 30.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.027.016653 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3356269/