არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №110/ნ
სარეგისტრაციო კოდი 100060020.22.022.017183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,025 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 06.09.2022 საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 07.07.2020 პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 01.07.2024 პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 05.09.2016 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 11.01.2017

დოკუმენტის ტექსტი

არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანება №110/ნ/№124 2016 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 84-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებისა და 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესი თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავასაქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი დანართი არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღების წესსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – პენიტენციური დაწესებულება) მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ამ წესის მიზანია ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით (შემდგომში – ვ ეროვნული სასწავლო გეგმა) გათვალისწინებული საგნების სწავლების და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის გზით პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა. 3. ამ წესის მოქმედება ასევე ვრცელდება 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც რესოციალიზაციისა და ზოგადი განათლების მიღების მიზნით, პირადი განცხადებით დატოვებული იქნება სასჯელის მოსახდელად იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს.  მუხლი 2🔗. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განათლების უფლება 1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) მიიღოს სრული ზოგადი განათლება, რაც გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევასა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ბ) ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით დადგენილი წესით, ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. გ) მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში. 2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით ჩაბარების სურვილის შემთხვევაში,  პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაეხმაროს არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ექსტერნის გამოცდისათვის მომზადებაში. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების მიზნით ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ექსტერნატის გამოცდებზე, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი  1. პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულისათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეები (მასწავლებლები), იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც სწავლობდა  ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე, ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელით, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ. 2. პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთათვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებები, რომელთანაც/რომლებთანაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს  პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურე (მასწავლებელი) უზრუნველყოფს: ა)  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის/საგნების სწავლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მასწავლებლის მუშაობის გრაფიკის შესაბამისად; ბ) არასრულწლოვანი ბრალდებულის აკადემიური მიღწევების შეფასებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად; გ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად არასრულწლოვანი ბრალდებულის გაცდენების აღრიცხვას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში; დ) არაუგვიანეს შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან მეორე სამუშაო დღისა, ამ პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არასრულწლოვანი ბრალდებულის შეფასებისა და გაცდენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც სწავლობდა  ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე, ასევე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ; ე) სემესტრული, წლიური ან/და საშემოდგომო გამოცდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ)   შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, ამ პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამოცდებში არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ მიღებული შეფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც სწავლობდა  ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე, ასევე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც სწავლობდა  არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამდე,  ან ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ჩაირიცხა არასრულწლოვანი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყოფს: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულის გადაყვანას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ პირის შესახებ უთითებს ბრალდებულის სტატუსს;   ბ)  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვანი ბრალდებულის კლასიდან კლასში გადაყვანას; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი ბრალდებულის გადაყვანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სწავლებაზე, გამორიცხავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულის სწავლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის მიღების შესაძლებლობას. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს: ა) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანებით დადგენილი წესით არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას; ბ) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებით დადგენილი წესით არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას; გ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებასა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კლასიდან კლასში გადაყვანას; დ) შესაბამისი რაოდენობის პედაგოგების დასაქმებას, დასაქმებამდე მათი კანდიდატურების შეთანხმებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე მათი შრომის ანაზღაურებას ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად, რომელიც აისახება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში; ე) მასწავლებლის მუშაობის გრაფიკის დამტკიცებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც მის დამტკიცებამდე შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან; ვ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობების (ლიტერატურული საღამოები, ვიქტორინები, ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) განხორციელებას; ზ) ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. მუხლი 4🔗. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა/მობილობა 1. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების შეგროვებასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნის შესაბამისად დროულ მიწოდებას. 2. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვან მსჯავრდებულს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანების დანართი №1-ის პირველი პუნქტით და დანართი №2-ის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონიერი წარმომადგენლის განცხადების ნაცვლად, ასევე ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის 3​1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის ნაცვლად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას წარედგინება პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/მობილობის მოთხოვნით. მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში 1. პენიტენციურ დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით. 2. პენიტენციურ დაწესებულებებში სასწავლო კვირა ექვსდღიანია. 3. პენიტენციურ დაწესებულებებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 30 წუთით. 4. პენიტენციურ დაწესებულებებში გაკვეთილებს შორის  შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 წუთით. 5. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 6. პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ კლასს, რომელშიც ირიცხება მხოლოდ არასრულწლოვანი მსჯავრდებული შესაძლებელია არ ჰყავდეს დამრიგებელი. ამასთან, დამრიგებლის არსებობის შემთხვევაში, იგი გათავისუფლებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამრიგებლის მოვალეობებისაგან არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართებაში. 7. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად. მუხლი 6🔗. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება-მოვალეობები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების მიღების მიზნით უზრუნველყოფს: ა) არასრულწლოვანი ბრალდებულის შესახებ ამ წესის მე-7 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მიწოდებას; ბ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის/მობილობისათვის ხელშეწყობას; გ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობას; დ) არასრულწლოვან ბრალდებულთა  სწავლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შტატგარეშე მოსამსახურეების (მასწავლებლების) დაქირავებას, დაქირავებამდე მათი კანდიდატურების შეთანხმებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და მათი შრომის ანაზღაურებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის საფუძველზე; ე) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სწავლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას მასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამის საფუძველზე; ვ) არასრულწლოვანი ბრალდებულებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის/საგნების სწავლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეების (მასწავლებლების) მუშაობის გრაფიკის წინასწარ შეთანხმებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან; ზ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების მიწოდებას; თ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ მოსწავლეზე გათვლით ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერით; ი) არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე მასწავლებლების შესაბამისი გადამზადებისათვის ხელშეწყობას; კ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, მიმდინარე საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოს შექმნას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს შექმნამდე სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შეთანხმებას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, სათათბირო ხმის უფლებით, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 7🔗. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლება-მოვალეობები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების მიღების მიზნით უზრუნველყოფს: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის; ბ) „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად  წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის 16 აგვისტოს №675 ბრძანებით გათვალისწინებული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების შეგროვებასა და სკოლისათვის მოთხოვნის შესაბამისად დროული მიწოდებას; გ) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეების (მასწავლებლების), ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შეშვებასა  და მათი უსაფრთხოების დაცვას; დ) შესაბამისი სასწავლო ფართის, ინვენტარის გამოყოფას და ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნას; ე) ექსტერნატის გამოცდების, სკოლის გამოსაშვები გამოცდების და/ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველი არასრულწლოვანი ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაადგილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის სწავლისათვის აუცილებელი საკანცელარიო ნივთების, დამხმარე სასწავლო მასალებისა  და თვალსაჩინოებების, სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი  სხვა აღჭურვილობის გადაცემას; ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლების ხელმისაწვდომობისათვის გამიზნული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; თ) არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, მიმდინარე საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით  შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების/მოწვეული წევრების დაწესებულებების ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შეშვებას და მათი უსაფრთხოების დაცვას. მუხლი 8🔗. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვალდებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გადარიცხვის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდებისას გაითვალისწინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი. მუხლი 9🔗. მონიტორინგი 1. არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, მიმდინარე სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, სათათბირო ხმის უფლებით, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია: ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად დაესწროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესს; ბ) გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით მიმართოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; გ) განახორციელოს ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარვეზების აღმოფხვრის მონიტორინგი; დ) მოითხოვოს ჩატარებული გაკვეთილების შესახებ ანგარიშების წარდგენა ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეებისაგან (მასწავლებლებისაგან), ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისაგან. 3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეები (მასწავლებლები), ასევე ამავე მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და მასწავლებელი ვალდებული არიან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულონ სამეთვალყურეო საბჭოს მოთხოვნები.