ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2016
ძალის დაკარგვა 12.09.2024
გამომცემი ორგანო №
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე | ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სანებართვო მოწმობის№ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 11.09.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 16.06.2011
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2016 წლის 1 აგვისტო
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261, 30-ე, 36-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისათვის ელექტრონული აუქციონის პირობები და ჩატარების პროცედურები /დანართი №1 დადგენილებას თან ახლავს/.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა /დანართი №2 დადგენილებას თან ახლავს/.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრი /დანართი №3 დადგენილებას თან ახლავს/.
მუხლი 5🔗
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრის წარმოება განახორციელოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
მუხლი 6🔗
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს სანებართვო მოწმობის ფორმის დაბეჭდვა-რეგისტრაცია.
მუხლი 7🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 ივნისის №26 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 22/06/2011).
მუხლი 8🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ელექტრონული აუქციონის პირობები და ჩატარების პროცედურები
მუხლი 1🔗
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის აუქციონის პირობებსა და ჩატარების პროცედურებს.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. ამ წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
4. აუქციონზე გამოტანილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსება ნებადართულია ერთ ლოტად.
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების გეგმას ლოტების მიხედვით (სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილის, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ამტკიცებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
6. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.
7. აუქციონში გამარჯვებულ პირს აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი სააუქციონო ფასი გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრისათვის, ერთ კალენდარულ წელზე, დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფისა და წერეთლის ქუჩაზე განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე 50 ლარის ოდენობით.
9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიმღები, გარე რეკლამის განთავსების საფასურს იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗
აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანო
აუქციონს ატარებს ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული პირი (აუქციონატორი).
2. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 3🔗
აუქციონის ორგანიზება
1.აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემის მიერ განსაზღვრული პირი (აუქციონატორი).
2. აუქციონის შესახებ ინფორმაცია განთავსდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე:WWW.esuction.ge.ინფორმაცია გამოქვეყნდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: WWW.kharagauli.ge და მუნიციპალიტეტის ა(ა).ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის ბეჭდვით გამოცემაში „ახალ ხარაგაული“.
3. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;
ე) სააუქციონო განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ვ) ბეს რაოდენობას, რომელიც შეადგენს ნებართვის მიღების საწყისი ფასის 30%-ს;
ზ) ბიჯის სიდიდეს, რომელიც შეადგენს ნებართვის მიღების საწყისი ფასის 10%;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
მუხლი 4🔗
აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან არანაკლებ მე-15 კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე.
2. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) ბეს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში;
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, აუქციონატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში და იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗
აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
2. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს.
3. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
4. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, იწყებს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას, აუქციონში გამარჯვებულად ითვლება აუქციონის მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
5. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მიმდინარეობა და შედეგები, სანებართვო პირობები, საფასურის გადახდის ვადები და ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული პირი და აუქციონატორი.
6. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
7. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:
ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
8. აუქციონის მონაწილესა და მონაწილეობის მსურველის მიერ შეტანილი ბე სრულად ირიცხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
9. აუქციონის ჩატარებიდან, 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა.
10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გადაეცემა ნებართვის გამცემს, რომელიც მას ამტკიცებს არა უმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში და აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არაუმეტეს ხუთ სამუშაო დღეში, დადგენილი სანებართვო ფორმის სახით, გასცემს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას.
11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები:
მიკროტექსტი, ნუმერაცია ექვსნიშნა დაცული საღებავით და გილიოშური ბადე.
მუხლი 6🔗
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ნებართვის გამცემის მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
საქართველო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა___________________________________________________________________________________
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
საფუძველი: ________________________________________________
ნებართვის მოქმედების ვადა:
--------------------------------დან
-------------------------------- -მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო ერთი ეგზემპლარი შეინახება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
სანებართვო პირობები: ___________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
ნებართვა გაცემულია 20-- წლის ________________________
-------------------------- --------------------------------
ნებართვის მიმღები ბ.ა. ნებართვის გამცემი
დანართი №3
№
სანებართვო მოწმობის№
ნებართვის გაცემის /ცვლილების, გაუქმების/ საფუძველი და თარიღი
ნებართვის გამცემი უფლებამო-სილი პირი (სახელი, გვარი)
ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის)
ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე – ფიზიკური პირისათვის
ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ