ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობებისა და მათი დადგენის წესის თაობაზე
მიღების თარიღი 08.08.2016
გამომცემი ორგანო ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ნომერი №11/075
სარეგისტრაციო კოდი 300380010.25.017.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი | სააგენტოს უფროსი |
| ტექნოლოგიური ოპერაციის დასახელება | განზ* ერთ. |
| გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი | შემოდგომა-ზამთრის პერიოდი |
| ნავთობის არაუმეტეს ერთი დღით შენახვა | (კგ/ტ) |
| ნავთობის ერთ თვემდე ვადით შენახვა | კგ/ტ დღეში |
| ნავთობის ერთ თვეზე მეტი ვადით შენახვა | კგ/ტ თვეში |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ „ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის - ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული
ოდენობებისა და მათი დადგენის წესის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის
ბრძანება №11/075
2016 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობებისა და მათი დადგენის წესის თაობაზე
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტისა და 81 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ტ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები და მათი დადგენის თანდართული წესი (დანართი №1).
2.
დამტკიცდეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში არსებულ სარეზერვუარო პარკში ნავთობის შენახვისას ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები და ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების და მათი დადგენის წესის პრაქტიკული მაგალითები სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში არსებულ სარეზერვუარო პარკთან მიმართებით (დანართი №2);
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი
დანართი №1
ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული
ოდენობები და მათი დადგენის წესი
მუხლი 1🔗. წესის მიზანი და რეგულირების ძირითადი პრინციპები
1. ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის და მათი დადგენის წესის (შემდგომში წესი) მიზანია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში რეზერვუარებში ნავთობის შენახვის დროს არსებულ დანაკარგებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.
2. წესი განსაზღვრავს ნავთობის დანაკარგებთან დაკავშირებულ ძირითად პროცედურებსა და პირობებს, რომლებიც თანაბრად გავრცელდება რეზერვუარებში ნავთობის შენახვის საქმიანობის განმახორციელებელ ყველა სუბიექტზე.
3. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ თითოეულ სარეზერვუარო პარკთან დაკავშირებით, ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დადგენა შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალურად, დაინტერესებული პირის წინადადებისა და მის მიერ წარმოდგენილი სათანადო გაანგარიშების, დოკუმენტაციის და დასაბუთების საფუძველზე. ობიექტებისათვის ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის დადგენის შემთხვევაში, მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს წესის მოთხოვნების გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნავთობი –
ნახშირწყალბადების ბუნებრივი ნაერთების კომპლექსი, რომელიც ნორმალური ატმოსფერული წნევისა და ტემპერატურის პირობებში შეიძლება იყოს თხევად მდგომარეობაში, ყავისფერი ან შავი ფერის, მომწვანო ან მომწვანო-ყვითელი შეფერილობით, ზეთისებრიდან ბლანტ ფისისებრამდე ცვალებადი კონსისტენციით. ნავთობი შედგება ორგანული ნივთიერებებისაგან, რომელთა ძირითად ნაწილს შეადგენენ ნახშირწყალბადები, გოგირდის, ჟანგბადის და აზოტის ნაერთების მინარევებით (სეს ესნ -ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2709 00 სასაქონლო ქვეპოზიციაში);
ბ) ნავთობის ბუნებრივი დანაკარგი –
ნავთობის ისეთი დანაკარგი, რომელიც გამოწვეულია კლიმატური ფაქტორებით, ნავთობის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების ცვლილებით, რეზერვუარებში ნავთობის შენახვის თანმხლები ფიზიკური პროცესებით და რომელიც გარდაუვალია ნავთობმრეწველობის პრაქტიკაში გამოყენებული ტექნოლოგიური დანადგარების ტექნიკური არასრულყოფილების (რაც გამოიხატება მათ არაგერმეტულობაში) გათვალისწინებით, რომლის გამოც ადგილი აქვს აორთქლებას;
გ) ნავთობის შენახვა –
ნავთობის მიღება და მისი რეზერვუარებში შენახვა მიღების დღიდან მისი გატანის დღის ჩათვლით. რეზერვუარში არსებული ნავთობის ოდენობის დამატების შემთხვევაში, ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის გამოყენების მიზნით ნავთობის შენახვის ვადის ათვლა იწყება თავიდან – რეზერვუარში ნავთობის ახალი ოდენობის მიღების მომდევნო დღიდან, ამ წესით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად. თუ განხორციელდება რეზერვუარიდან ნავთობის ნაწილის გატანა, ამ შემთხვევაში ნავთობის შენახვის საწყისი ვადა და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის გამოყენების წესი ცვლილებას არ განიცდის. ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის გამოყენება გაგრძელდება რეზერვუარში დარჩენილ ნაშთთან მიმართებით;
დ) ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა –
ნავთობის წონის კლების დასაშვები მაქსიმალური ოდენობა, გამოწვეული სასაწყობო ოპერაციების თანმხლები ფიზიკური პროცესებით, რომლის განსაზღვრა უნდა მოხდეს ლაბორატორიული კვლევების, ნავთობის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების, გამოყენებული ტექნოლოგიური დანადგარების ტექნიკური არასრულყოფილების (არაგერმეტულობის) და გარემო კლიმატური პირობების გათვალისწინებით. ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები ასევე მოიცავს ნავთობის მიღების და გატანის პროცესში არსებულ დანაკარგებსაც;
ე) ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარი (შემდგომში –
რეზერვუარი) –
ნავთობის შენახვისათვის განკუთვნილი მიწისზედა ჭურჭელი;
ვ) ნავთობის ტემპერატურა –
რეზერვუარში ნავთობის რაოდენობის განსაზღვრის დროს დაფიქსირებული ნავთობის ფაქტობრივი ტემპერატურა;
ზ) ნავთობის არაუმეტეს ერთი დღით შენახვა –
ნავთობის რეზერვუარში მიღების დღე;
თ) ნავთობის ერთ თვემდე ვადით შენახვა –
ნავთობის შენახვა რეზერვუარში მისი მიღების მომდევნო დღიდან 30კალენდარული დღის ჩათვლით (მაგალითად, თუ რეზერვუარში ნავთობის მიღება მოხდა 20 მარტს, ნავთობი ერთ თვემდე ვადით შენახულად ჩაითვლება 21 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით);
ი) ნავთობის ერთ თვეზე მეტი ვადით შენახვა –
ნავთობის შენახვა ამ მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;
კ) თვე –
30 კალენდარული დღე.
მუხლი 3🔗. ძირითადი პირობები
1. ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობა არის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, რომელიც გამოიყენება ნავთობის ფაქტობრივი დანაკარგის დადგენის შემთხვევაში. დაუშვებელია ნავთობის ჩამოწერა ნავთობის დანაკარგის ფაქტის დადგენამდე.
2. ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობა განისაზღვრება კილოგრამობით ტონაზე (კგ/ტ) შენახული ნავთობის მასასთან მიმართებით და გამოითვლება დადგენილი ზღვრული ოდენობის გამრავლებით შენახული ნავთობის მასაზე და შენახვის დროზე (დღეების, ან თვეების რაოდენობაზე).
3. ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები დგინდება წლის ორი პერიოდისათვის: შემოდგომა-ზამთრისათვის (რომელიც მოიცავს პერიოდს 1 ოქტომბრიდან 31 მარტის ჩათვლით) და გაზაფხული-ზაფხულისათვის (რომელიც მოიცავს პერიოდს 1 აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით).
4. ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობა ნავთობის არაუმეტეს ერთი დღით შენახვის დროს არ გამოიყენება ნავთობის შენახვის მეორე და მომდევნო დღეებისათვის.
დანართი №2
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“
ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში არსებულ სარეზერვუარო პარკში ნავთობის შენახვისას ნავთობის ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები
და
ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების და მათი დადგენის წესის პრაქტიკული მაგალითები
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში არსებულ სარეზერვუარო პარკთან მიმართებით
ტექნოლოგიური ოპერაციის დასახელება
განზ*
ერთ.
ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარები, მოცულობით 5000 მ3 და მეტი
გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი
შემოდგომა-ზამთრის პერიოდი
ნავთობის არაუმეტეს ერთი დღით შენახვა
(კგ/ტ)
0,51
0,34
ნავთობის ერთ თვემდე ვადით შენახვა
კგ/ტ
დღეში
0,18
0,12
ნავთობის ერთ თვეზე მეტი ვადით შენახვა
კგ/ტ
თვეში
0,77
0,31
მუხლი 1🔗. ნავთობის არაუმეტეს ერთი დღით შენახვა
1. თუ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ერთი კალენდარული დღის განმავლობაში ადგილი აქვს რეზერვუარში 500 ტონა ნავთობის მიღებას, ნავთობის მიღების დღეს ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის განსაზღვრული დღიური ზღვრული ოდენობა - 0,34 კგ/ტ, უნდა გამრავლდეს მიღებული ნავთობის რაოდენობაზე, 500 ტონაზე. შესაბამისად, ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა ამ დროის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 170 კგ-ს (500 x 0.34 = 170).
2. თუ 1 მაისიდან 3 მაისის ჩათვლით განხორციელდება რეზერვუარში 950 ტონა ნავთობის ეტაპობრივად მიღება, მაგალითად, პირველ მაისს მიღებული იქნება 400 ტონა, 2 მაისს - 350 ტონა და 3 მაისს - 200 ტონა, ამ შემთხვევაში ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის გამოანგარიშება უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით:
ა) 400 ტონა ნავთობის მიღების დღეს ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად გაზაფხული-ზაფხულის პერიოდისთვის განსაზღვრული დღიური ზღვრული ოდენობა - 0,51 კგ/ტ, უნდა გამრავლდეს მიღებული ნავთობის რაოდენობაზე, 400 ტონაზე. შესაბამისად, ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა 400 ტონა ნავთობის მიღების დღეს - პირველ მაისს,არ უნდა აღემატებოდეს 204 კგ-ს (400 x 0.51 = 204);
ბ) რეზერვუარში 2 მაისს მიღებული 350 ტონა ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დადგენა (მიღების დღეს) უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მოცემული მექანიზმის გამოყენებით - 350 x 0.51=178.5კგ. რაც შეეხება, რეზერვუარში 1 მაისს მიღებულ ნავთობს, 2 მაისისათვის აღნიშნული ნავთობის ფაქტობრივი ნაშთის - 399.796 ტონის (ამ მაგალითის მიზნებისათვის, ნავთობის მიღების დღეს 400 ტონა ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა - 204 კგ მიჩნეულია როგორც რეალური დანაკარგი) ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად გაზაფხული-ზაფხულის პერიოდისთვის ერთ თვემდე ვადით შენახვისთვის განსაზღვრული ზღვრული ოდენობა - 0.18 კგ/ტ დღეში, უნდა გამრავლდეს ნავთობის ფაქტობრივ ოდენობაზე. შესაბამისად, ხსენებული ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა რეზერვუარში მისი მიღების მომდევნო დღეს - 2 მაისს არ უნდა აღემატებოდეს 71.96 კგ-ს (399, 796 x 0.18=71.96). ჯამურად, 2 მაისს ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250.46 კგ-ს (178.5+71.96 = 250.46);
გ) რეზერვუარში 3 მაისს მიღებული 200 ტონა ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დადგენა (მიღების დღეს) უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მოცემული მექანიზმის გამოყენებით - 200 x 0.51=102 კგ. რაც შეეხება რეზერვუარში 1 და 2 მაისს მიღებულ ნავთობს, 3 მაისისათვის აღნიშნული ნავთობის ფაქტობრივი ნაშთის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად გაზაფხული-ზაფხულის პერიოდისთვის ერთ თვემდე ვადით შენახვისთვის განსაზღვრული ზღვრული ოდენობა - 0.18, უნდა გამრავლდეს ნავთობის ფაქტობრივ ოდენობაზე.
მუხლი 2🔗. ნავთობის ერთ თვემდე ვადით შენახვა
იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის 15 ნოემბერს რეზერვუარში მოხდა 500 ტონა ნავთობის მიღება, რომელიც სრულად იქნა რეზერვუარიდან გატანილი 30 ნოემბერს, ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობები გამოთვლილი უნდა იქნეს შემდეგი წესის მიხედვით:
ა) რეზერვუარში ნავთობის მიღების დღეს (15 ნოემბერი) ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის ნავთობის არაუმეტეს ერთი დღით შენახვისათვის განსაზღვრული დღიური ზღვრული ოდენობა - 0,34 კგ/ტ, უნდა გამრავლდეს მიღებული ნავთობის რაოდენობაზე, 500 ტონაზე. შესაბამისად, ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ოდენობა რეზერვუარში მისი მიღების დღეს არ უნდა აღემატებოდეს 170 კგ-ს (500 x 0.34 = 170). თუ ჩავთვლით, რომ ამ მაგალითის მიზნებისთვის რეალური ბუნებრივი დანაკარგი ნავთობის მიღების დღეს იყო 170 კგ, მაშინ მეორე დღისთვის რეზერვუარში არსებული ნაშთი იქნება 500 000კგ - 170კგ= 499 830 კგ (499.83 ტონა);
ბ) მომდევნო 14 დღის განმავლობაში, თითოეული დღისათვის ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის განსაზღვრული ზღვრული ოდენობა - 0,12 კგ/ტ დღეში უნდა გამრავლდეს რეზერვუარში არსებული ნავთობის ფაქტობრივ რაოდენობაზე/ნაშთზე, კერძოდ - 16 ნოემბერს (ნავთობის მიღების მომდევნო დღეს) რეზერვუარში არსებული ფაქტობრივი ნაშთი 499,830 ტონა უნდა გამრავლდეს 0.12-ზე, შესაბამისად, მეორე დღეს დანაკარგი არ უნდა აღემატებოდეს 499,830 x 0.12= 59,98 კგ. მესამე დღეს, არსებული ნაშთი 499,830.0-59,98=499,770 კგ (თუ ჩავთვლით, რომ მეორე დღეს რეალურად 59,98 კგ დანაკარგს ჰქონდა ადგილი) უნდა გამრავლდეს 0,12 კგ/ტ. ანალოგიურად უნდა დაითვალოს დანაკარგის ზღვრული ოდენობები ყოველი მომდევნო დღისათვის.
მუხლი 3🔗. ნავთობის ერთ თვეზე მეტი ვადით შენახვა
თუ ერთ რეზერვუარში 500 ტონა ნავთობი ინახება ერთ თვეზე მეტი ვადით (მაგალითად, პირველი იანვრიდან 10 თებერვლამდე) და აღნიშნულ ნავთობს 10 თებერვალს დაემატა 1000 ტონა ნავთობი, ამასთან, 600 ტონა ნავთობის გატანა მოხდება 5 აპრილს, ხოლო 800 ტონა ნავთობისა - 3 მაისს, რეზერვუარში შენახულ ნავთობთან დაკავშირებით ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დადგენა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა) რეზერვუარში ნავთობის მიღების დღეს ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის ნავთობის არაუმეტეს ერთი დღით შენახვისათვის განსაზღვრული დღიური ზღვრული ოდენობა - 0,34 კგ/ტ, უნდა გამრავლდეს რეზერვუარში არსებული ნავთობის რაოდენობაზე, 500 ტონაზე. შესაბამისად, ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა ამ დროის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 170 კგ-ს (500 x 0.34 = 170);
ბ) 2 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით თითოეული დღისათვის ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის ნავთობის ერთ თვემდე ვადით შენახვისათვის განსაზღვრული დღიური ზღვრული ოდენობა - 0,12 კგ/ტ, უნდა გამრავლდეს რეზერვუარში არსებული ნავთობის რაოდენობაზე (ნაშთზე). მაგალითად: თუ 2 იანვრისთვის რეზერვუარში არსებული ნაშთი იქნება 500 ტონა - 170კგ = 499,830 ტონა, დანაკარგის ზღვრული ოდენობა იქნება 59,98 კგ (499,830 x 0.12 = 59,98 კგ); ანალოგიურად გაგრძელდება დაანგარიშება ყოველი მომდევნო დღისათვის 31 იანვრის ჩათვლით;
გ) პირველი თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად გამოიყენება შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის ნავთობის ერთ თვეზე მეტი ვადით შენახვისათვის დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა. კერძოდ, აღნიშნული ზღვრული ოდენობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს დანაკარგის დღიური ზღვრული ოდენობა (განსახილველ შემთხვევაში 0.31 : 30 დღეზე = 0.0103 კგ/ტ დღეში), რომელიც უნდა გამრავლდეს 10 დღეზე და პირველ თებერვალს რეზერვუარში არსებულ ნაშთზე;
დ) 10 თებერვალს რეზერვუარში მიღებული 1000 ტონა ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის განსაზღვრული დღიური ზღვრული ოდენობა - 0,34 კგ/ტ, უნდა გამრავლდეს რეზერვუარში მიღებული ნავთობის რაოდენობაზე, 1000 ტონაზე. შესაბამისად, 1000 ტონა ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა მიღების დღეს არ უნდა აღემატებოდეს 340 კგ-ს (1000 x 0.34 = 340);
ე) 2016 წლის 11 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით (თუ თებერვალი 29 კალენდარული დღით არის), თითოეული დღისათვის ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის ნავთობის ერთ თვემდე ვადით შენახვისათვის განსაზღვრული დღიური ზღვრული ოდენობა - 0,12 კგ/ტ, უნდა გამრავლდეს რეზერვუარში არსებულ ნავთობის რაოდენობაზე (ნაშთზე);
ვ) 12 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად გამოიყენება ამ მუხლის,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული მექანიზმი;
ზ) 1 აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დასადგენად გამოიყენება ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული მექანიზმი, იმ განსხვავებით, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის ნავთობის ერთ თვეზე მეტი ვადით შენახვისათვის დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის ნაცვლად გამოყენებული უნდა იყოს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდისთვის ნავთობის ერთ თვეზე მეტი ვადით შენახვისათვის დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობა;
თ) რეზერვუარში 5 აპრილის შემდეგ დარჩენილი ნავთობის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის დადგენა გაგრძელდება - ამ მუხლის ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული მექანიზმის შესაბამისად.