სს „ხალიბის“ რიგგარეშე აქციონაერთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს ,,ხალიბის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს ,,ხალიბის“ აქციონერებს გაცნობებთ, რომ აქციონერ ვ. ჭეიშვილის მოთხოვნით დანიშნულია სს ,,ხალიბის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელიც გაიმართება 2016 წლის 30 აგვისტორს 17 საათზე, საერთო კრება ჩატარდება მისამართზე: ქ. რუსთავი, ჟ. შარტავას გამზირი №25-69, ნოტარიუს გიორგი გოლოშვილის სანოტარო ბიუროში.
სს ,,ხალიბის“ დირექტორის გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2016 წ. 1 აგვისტო.
კრების დღის წესრიგი:
1. სს ,,ხალიბის“ 2013, 2014, 2015 წლების ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა და განხილვა.
2. საზოგადოების სამართლებრივი ფორმის ცვლილება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნა.
3. სს ,,ხალიბის" დირექტორის გამოწვევა და ახალი დირექტორის დანიშვნა.
მითითება საერთო კრების პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) აქციონერს საერთო კრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირადობის მოწმობის და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე;
ბ) წარმომადგენლობა დასაშვებია მხოლოდ წერილობითი მინდობილობის საფუძველზე;
გ) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს მისი კრებაში მონაწილეობის უფლება აქციონერთა რეესტრში, სს „ხალიბის“ აქციათა დამოუკიდებელ რეგისტრატორთან „საქართველოს რეგისტრატორი“, მის: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №74ა/მოსაშვილის №11, ტელ: 2-22-53-51.
დირექტორის რეკომენდაციები
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით: მოხდეს საკითხის განხილვა.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით: ამ ეტაპზე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.
დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით: მოხდეს საკითხის განხილვა.
სს „ხალიბის“ დირექტორი აბესალომ მაისურაძე