,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 |
|
2016 წლის 1 აგვისტო ქ. ზუგდიდი |
ა) მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) ამ დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“;
ბ) მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე.ვ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ვ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;
გ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არსებული კანონმდებლობის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაცია,ბინათმესაკუთრეწთა ამხანაგობების აღრიცხვა და მათთვის ხელშეწყობის მიზნით პროგრამების შემუშავება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების განხილვა და შესაბამის გადაწყვეტილების მიღება. ყველა სახის ადგილობრივი შემოსავლების-მოსაკრებლების მობილიზაციის ხელშეწყობა და ადმინისტრირება, საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება. მუნიციპალური ქონების მართვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელების, და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადება. სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება.
დ) 36-ე მუხლის 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. მერიის მოხელე, ამ დებულების მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება.
32. ამ დებულების მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.“.
ა) „ბ“ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბ) „ა“ და „დ“ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 31 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
გ) „გ“ პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 01.08.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №50. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.170.016209.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №50, 01.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.170.016209 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3358343/