„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19-56 |
|
2016 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი |
ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობის განხილვისა და მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის და სხვა მემორიალურ ობიექტის (გარდა მემორიალური დაფისა) განთავსების საკითხის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმების შემდგომ, კომისია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი რეკომენდაციით:
ა) განსახილველი ობიექტის ქ.თბილისის ტერიტორიაზე განთავსების საკითხის მიზანშეწონილად ცნობის შესახებ;
ბ) განსახილველი ობიექტის ქ.თბილისის ტერიტორიაზე განთავსების საკითხის მიზანშეუწონლად ცნობის თაობაზე.“;
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. მემორიალური დაფის განთავსება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, ხოლო მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსება შეიძლება განხორციელდეს პიროვნების გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ. ამ პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული ვადების შესაბამისად მემორიალური დაფისა და მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსება შესაძლებელია, თუ პიროვნების დაბადებიდან სრულდება 100 წელი.“;
გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის და სხვა მემორიალური ობიექტის (გარდა მემორიალური დაფისა) ესკიზის კონკურსით გამოვლენის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შემდგომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მასალებს წარუდგენს სამინისტროს შესათანხმებლად“.;
დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის ესკიზის კონკურსით გამოვლენის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევაში და სამინისტროსთან შეთანხმების შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ობიექტის განთავსებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით შესყიდვის შესახებ.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 02.08.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19-56. სარეგისტრაციო კოდი — 450050020.35.101.016313.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის N11-42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №19-56, 02.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 450050020.35.101.016313 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3358934/