⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.10.2018)
გაუქმებულია:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2016
ძალის დაკარგვა 03.10.2018
გამომცემი ორგანო 1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესახებ
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016319
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,273 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2016 მიღება
03.10.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ინფორმაციის დასახელება
1.1 მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურა და ფუნქცი­ების აღწერა
1.2 მუნიციპალიტეტის ორგანოების და მათი სტრუქტურუ­ლი ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების საქმია­ნო­ბის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დე­ბულება/წესდება, შინაგანაწესი)
1.3 მუნიციპალიტეტის ორგანოების  საქმიანობის შესახებ  წლიური ანგარიში
1.4 მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შემუშავებული სტრა­ტეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
1.5 მუნიციპალიტეტის ორგანოების  ხელმძღვანელის, მოად­გილეების, სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების  ხელმძღვანელების  შესახებ ინფორ­მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფო­ს­ტა,  სამსახურის ტელეფონის ნომერი
2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავ­შირებული სამართლებრივი აქტები
2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
2.4 მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის  წარდგენილი სა­ქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ან­გარიში
2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს
3.3 მუნიციპალიტეტის ორგანოებში  დასაქმებულ პირთა ოდე­ნობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენ­დე­რულ ჭრილში
4.1 მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №24 2016 წლის 1 აგვისტო დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 85​1 მუხლისა  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ  დადგენილების  გამოქვეყნებისთანავე  ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №14 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი №1 ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  ორგანოების  საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების  წესი . მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დადგენილება განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ორგანოების  საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, ფორმას და ადგილს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული კანონმდებლობით, რეგულირდება ამ დადგენილებით. 3. ამ დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს  კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი 1. მუნიციპალიტეტის  ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება როგორც ელექტრონული, ასევე წერილობითი ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ორგანოებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით  იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. 4. თუ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ აღემატება 2 ლარს, ინფორმაციის მომთხოვნი თავისუფლდება ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან. 5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მიერ წინასწარ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები უზრუნველყოფენ ამ დადგენილების დანართი №2-ით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას შესაბამის ელექტრონულ რესურსზე (ელექტრონული ფორმით ინფორმაციის გამოქვეყნება) მუნიციპალიტეტის  ორგანოების შენობებში და მუნიციპალიტეტის დასახლებებში  (წერილობითი ფორმით ინფორმაციის გამოქვეყნება). 2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოების  ვებგვერდსა და მათ მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით. 3. წერილობითი ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის  ორგანოების  შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის დასახლებებში წერილობითი ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო სტენდების გამოყენებით. 4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდის გამართულად ფუნქციონირებაზე და ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის  წარმომადგენელი. 5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების  შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი. 2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ტექნიკური, პროგრამული და სხვა საჭიროებების შესახებ გეგმის შემუშავება. დანართი №2 პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა `. 1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესახებ № ინფორმაციის დასახელება განახლების ვადები 1.1 მუნიციპალიტეტის ორგანოების სტრუქტურა და ფუნქცი­ების აღწერა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.2 მუნიციპალიტეტის ორგანოების და მათი სტრუქტურუ­ლი ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების საქმია­ნო­ბის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დე­ბულება/წესდება, შინაგანაწესი) განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.3 მუნიციპალიტეტის ორგანოების  საქმიანობის შესახებ  წლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 1.4 მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ შემუშავებული სტრა­ტეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.5 მუნიციპალიტეტის ორგანოების  ხელმძღვანელის, მოად­გილეების, სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების  ხელმძღვანელების  შესახებ ინფორ­მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.6 მუნიციპალიტეტის ორგანოების  სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერთეულების/ადმინისტრაციული ერთეულების მისა­მა­რ­თი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფო­ნის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი 2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფო­ს­ტა,  სამსახურის ტელეფონის ნომერი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავ­შირებული სამართლებრივი აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.4 მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის  წარდგენილი სა­ქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ან­გარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალურად 3.    ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების  საკადრო უზრუნველყოფის შესახებ 3.1 მუნიციპალიტეტის ორგანოების  მიერ გამოცხადებული ვა­კან­ტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედე­გები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინა­ობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პრო­­ცე­დურა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.3 მუნიციპალიტეტის ორგანოებში  დასაქმებულ პირთა ოდე­ნობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენ­დე­რულ ჭრილში ქვეყნდება კვარტალურად 4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული შესყიდვების და  ქონების პრივატიზების შესახებ 4.1 მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება კვარტალურად 4.2 მუნიციპალიტეტის მიერ  შეს­ყი­დვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციე­ლე­ბული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია  მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუ­ალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარი­ც­ხული თანხების მითითებით ქვეყნდება კვარტალურად 4.3 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქვეყნდება კვარტალურად 4.4 რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები ქვეყნდება კვარტალურად 5.    ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების  დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ 5.1 მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და და­ზუსტებული ბიუჯეტები ქვეყნდება კვარტალურად 5.2 ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნა­ზა­რ­დი ჯამით) ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად 5.3 ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრე­მიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდე­ბო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ქვეყნდება კვარტალურად 5.4 ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გა­წეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გა­რეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) ქვეყნდება კვარტალურად 5.5 მუნიციპალიტეტის   ბალანსზე რიცხული ავ­ტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მო­დე­ლის მითითებით ქვეყნდება ყოველწლიურად 5.6 ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.7 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსა­ხურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია  ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.8 მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი ქვეყნდება ყოველწლიურად 5.9 ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბ­რებზე   გა­წეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამუ­რად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.10 უცხო სახელმწიფოთა მთავრობების,  საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეუ­ლე­ბის  მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყო­ფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ყოველწლიურად 5.11 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა ქვეყნდება ყოველწლიურად 5.12 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების  შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალურად 5.13 სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კო­დექსით გათვალისწინე­ბუ­ლი ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების  შე­სა­ხებ ქვეყნდება აქტის მიმღები ორ­­განოს მიერ ძალაში შესვ­ლიდან 10 დღეში 6. სამართლებრივი აქტები 6.1 ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ორგანოების  საქმი­ანობასთან ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღეში 6.2 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომ­ლე­ბიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, სა­ზო­გადოებრივი ინტერესის შემცველია ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღეში 7. ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია 7.1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს (საკრებულოს თავმჯდომარის) სამართლებრივი აქტები, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი და ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში 7,2 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში; 7.3 დასახლების საერთო კრების ოქმები გამგეობის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში 7.4 ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში 7.5 მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში 7.6 პეტიცია მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში 7.7 წერილობითი ინიციატივა მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში 8.    სხვა საჯარო ინფორმაცია 8.1 მუნიციპალიტეტის ორგანოების  სერვისების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 8.2 ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფა­სურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რო­მელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის  მიერ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში