ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2016
ძალის დაკარგვა 22.08.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.170.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.08.2018
დოკუმენტის ტექსტი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის
განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის
და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2016 წლის 1 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 სექტემბრის №62 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თოდუა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის
განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის
და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი
მუხლი 1🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის პროცედურებს.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ურთიერთობა განისაზღვრება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ქალაქ ზუდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურში (შემდგომში სამსახური) აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას.
მუხლი 3🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ სამსახურში აღრიცხვისათვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინის ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით;
დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
ე) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინის ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით;
ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;
ზ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;
თ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“, „ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ი) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის თაობაზე, ხოლო ცვლილებების შემთხვევაში მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულისხვა შემთხვევები.
მუხლი 4🔗
ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5🔗
სამსახურის მიერ დაგეგმილ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში, ამხანაგობების მონაწილეობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ამხანაგობის შესახებ;
ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ექსპერტიზის დასკვნით.
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს);
მუხლი 6🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული იქნება შემდეგი ღონისძიებების თანადაფინანსება:
ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები;
ბ) პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია;
გ) საცხოვრებელი სახლების დაზიანებული წყალარინების კომუნიკაციების აღდგენა;
დ) შიდა წყალგაყვანილობის (საერთო სარგებლობის) რეაბილიტაცია;
ე) ეზოების კეთილმოწყობა;
ვ) ლიფტების რეაბილიტაცია;
ზ) სადარბაზოების კეთილმოწყობა;
თ) ატრაქციონებისა და ძელსკამების შეძენა;
ი) ფასადების კეთილმოწყობა -შელესვა, გამაგრება.
2. ამავე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ღონისძიებების თანადაფინანსება მოხდება 90 %-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 10 %-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში.
3. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრება ამხანაგობებისთვის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიების დაფიქსირებისათვის (ე.წ. წითელ ხაზებში მოქცევა) გაწეული ხარჯების 100 %-ით დაფინანსება.
მუხლი 7🔗
1. სამსახური საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სამსახურის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში, წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების გადახდის საბანკო ქვითარი.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი, დადებითად გადაწყვეტილი განცხადებების (აგრეთვე შუამდგომლობების) საფუძველზე შედგენილი ღონისძიებათა ნუსხა წარედგინება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს დასამტკიცებლად.
5. განცხადება არ დაკმაყოფილდება თუ:
ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია;
ბ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით;
გ) განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა განსაკუთრებული (სტიქიური მოვლენები) შემთხვევებისა.