ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1418
2016 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის – ტესტირების ჩასატარებლად მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით (კოდი: 10 02), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი