„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი)“
მიღების თარიღი 11.05.2016
ძალაში შესვლა 29.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016417
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2016
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| კატეგორია | გამოყოფილი სესხის მოცულობა სესხის ვალუტაში გამოსახული |
| (1) პროექტის A ნაწილის (ა) კომპონენტისთვის შესაძენი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება | 26,730,000 |
| (2) ადმინისტრირების საკომისიო | 270,000 |
| ჯამი | 27,000,000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“ სასესხო შეთანხმება (საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის
თარიღი 12 ივლისი 2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ სასესხო შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი)“
(საოპერაციო ნომერი 47166)
სასესხო შეთანხმება
(თბილისის ავტობუსების პროექტი)
საქართველოსა
და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
შორის
დათარიღებულია
2016 წლის 11 მაისით
სარჩევი
მუხლი I - სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები......................... 2
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადების და პირობების გათვალისწინება........... 2
ნაწილი 1.02. განმარტებები..................................................................................... 3
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია................................................................................. 5
მუხლი II - სესხის ძირითადი პირობები................................................................. 5
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა............................................................................. 5
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები.................................................. 6
ნაწილი 2.03. თანხების ჩამორიცხვა...................................................................... 7
მუხლი III - პროექტის განხორციელება................................................................... 7
ნაწილი 3.01. პროექტის სხვა დამტკიცებული დებულებები............................. 7
მუხლი IV - შეჩერება, დაჩქარება.............................................................................. 7
ნაწილი 4.01. შეჩერება............................................................................................... 8
ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება............................................................. 9
მუხლი V - ეფექტურობა............................................................................................. 9
ნაწილი 5.01. ეფექტურობის წინაპირობა............................................................... 9
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები............................................................ 10
ნაწილი 5.03. შეწყვეტა ძალაში არ შესვლის გამო..................................................10
მუხლი VI - სხვადასხვა.............................................................................................. 11
ნაწილი 6.01. შეტყობინებები.................................................................................. 11
განრიგი 1 - პროექტის აღწერა.................................................................................... 1
განრიგი 2 - კატეგორიები და თანხების ჩამორიცხვები............................................ 1
სასესხო შეთანხმება
შეთანხმება დათარიღებულია 2016 წლის 11 მაისით და ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.
პრეამბულა
ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს;
ვინაიდან მსესხებელი აპირებს პროექტის განხორციელებას დანართ 1-ში აღწერილის თანახმად, რომელიც მიზნად ისახავს ახალი, დაბალძირიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შეძენას, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურების გაზრდის მიზნით;
ვინაიდან პროექტი განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებული და მოქმედი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში „მერია“) სრულ მფლობელობაში არსებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ („პროექტის ორგანიზაცია“) მიერ, მსესხებლისა და მერიის დახმარებით, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში (შემდგომში „პროექტის განხორციელების ხელშეკრულება“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც ამ შეთანხმებაში მითითებულ თარიღზე გაფორმდება ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის;
ვინაიდან მერია დახმარებას უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების პროცესში პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებაში (შემდგომში „პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რომელიც ამ შეთანხმებაში მითითებულ თარიღზე გაფორმდება ბანკსა და მერიას შორის;
ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისთვის;
ვინაიდან ბანკი (i) დათანხმდა, გამოეყო საგრანტო დაფინანსება პროექტის განხორციელების პროცესში დახმარების აღმოჩენის მიზნით იმ პირობების საფუძველზე, რომელიც განისაზღვრება აღმოსავლეთ ევროპის ენერგო-ეფექტურობისა და გარემოსდაცვის პარტნიორობის ხელშეკრულებაში, 7,000,000 ევროს ოდენობით (შემდგომში „გრანტი“) და (ii) იმ პირობებით, რომლებიც განისაზღვრება ცალკე შეთანხმებაში (შემდგომში „საგრანტო შეთანხმება“);
ვინაიდან ბანკი ამჟამად ახდენს ტექნიკური თანამშრომლობისთვის საგრანტო ფინანსური რესურსის მობილიზებას პროექტის განხორციელების პროცესის დასახმარებლად; და
ვინაიდან ბანკი მათ შორის თანახმაა, ზემოაღნიშნულის საფუძველზე სესხი გამოუყოს მსესხებელს 27,000,000 ევროს ოდენობით, წინამდებარე შეთანხმებაში, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებასა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების საფუძველზე (პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება და პროექტის განხორციელების ხელშეკრულება ორივე წარმოადგენს „პროექტის ხელშეკრულებას“).
შესაბამისად მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I – სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები
ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადების პირობების გათვალისწინება
ბანკის 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული სტანდარტული ვადები და პირობების ყველა დათქმა აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ შეთანხმებაში იქნებოდა განსაზღვრული, თუმცა ექვემდებარება შემდეგ სახეცვლილებებს (ხსენებული მეთოდით სახეცვლილი დათქმები შემდეგში მოიხსენიება როგორც „სტანდარტული ვადები და პირობებია“):
(ა) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილში 2.02 განმარტებული ტერმინები „ევრო“, „EUR” ან "€" წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
„ევრო“, „EUR” ან „€" გულისხმობს ევროკავშირის წევრი სახლმწიფოების კანონიერ ფულად ერთეულს, რომელიც ერთიან საგადამხდელო საშუალებად იქნა მიღებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მის ეკონომიკურ და ფულად-საკრედიტო კავშირში“.
(ბ) „სტანდარტული ვადები და პირობების“ ნაწილში 2.02 განსაზღვრული „აკრძალული პრაქტიკა“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
„აკრძალული პრაქტიკა“ გულისხმობს ნებისმიერ კორუფციულ, თაღლითურ, იძულებით, კონსპირაციულ ქმედებას ან ქურდობას“.
(გ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილში 2.02 განსაზღვრული „საორიენტაციო დღე“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:
„საორიენტაციო დღე“ გულისხმობს ნებისმიერ ისეთ თარიღს, როდესაც სრული, ევროპული, ავტომატიზირებული, რეალურ დროში მოქმედი ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების სისტემა ფუნქციონირებს ევროში გამოსახული ფულადი რესურსით ანგარიშსწორებისთვის“.
(დ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილში 2.02 დაემატოს შემდეგი ტერმინის განმარტება წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:
„ქურდობა“ გულისხმობს სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონების ხელყოფას“.
(ე) სტანდარტული ვადების და პირობების მიზნებისთვის პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ცალკეული ხელშეკრულებები მიიჩნევა საპროექტო ხელშეკრულებებად.
ნაწილი 1.02. განმარტებები
წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით) გამოყენებული ტერმინი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად მიეთითება ან კონტექსტი განსხვავებულ განმარტებას მოითხოვს, პრეამბულაში განსაზღვრული ტერმინები მითითებულის თანახმად განიმარტება, სტანდარტულ პირობებში განსაზღვრული ტერმინები მითითებულის თანახმად განიმარტება, ხოლო შემდეგი ტერმინები ამგვარად განიმარტება:
„მსესხებლის უფლებამოსილი
წარმომადგებელი“ გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ წერილობით დამტკიცებულ პირს.
„ავტობუსების მარშრუტის
რესტრუქტურიზაცია“ გულისხმობს შესწავლას, რომლითაც განისაზღვრება ავტობუსების ახალი სამარშრუტო ქსელი და გადასახადის შეგროვების ავტომატიზებული სისტემა(AFC) მერიისთვის. შესწავლა განხორციელდება 2 ფაზად, პირველი ფაზით განისაზღვრება ახალი ავტობუსების სისტემა და მეორე ფაზით – ავტობუსების მარშრუტები და (AFC) ტენდერისთვის.
„კორპორატიული განვითარების
პროგრამა“ გულისხმობს პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსულტანტების მიერ შესამუშავებელ და პროექტის ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ კორპორატიული განვითარების პროგრამას, რომელიც დონორ(ებ)ის მიერ დაფინანსდება და პროექტის განმახორციელებელ პირს დაეხმარება ინსტიტუციონალურ განვითარებაში ოპერაციული და ფინანსური გაუმჯობესების კუთხით, რათა ავტობუსების სერვისის მდგრადი მუშაობა იქნეს უზრუნველყოფილი და ასევე მოიაზრებს საზოგადოებრივი მომსახურების კონტრაქტის გაფორმებას მერიასა და პროექტის ორგანიზაციას შორის.
„ფისკალური წელი“ გულისხმობს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი ცალკეული წლის 1 იანვარს.
„თანხის გადაცემის
ხელშეკრულება“ გულისხმობს ხელშეკრულებას, ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, რომელიც გაფორმდება მერიასა და მსესხებელს შორის თანხების უსასყიდლოდ გადაცემისთვის საგრანტო შეთანხმების შესაბამისად; ამგვარი ხელშეკრულება დროდადრო შესაძლოა, შეიცვალოს.
„გენდერულ საკითხებზე
საკონსულტაციო
მომსახურების პროგრამა“ გულისხმობს საკადრო რესურსების განვითარების პროგრამას, რომელიც მომზადდება საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების მიერ, ხოლო განხორციელდება პროექტის ორგანიზაციის მიერ პროექტთან დაკავშირებით და დაფინანსდება დონორის ან დონორების მიერ. ხსენებული პროგრამა უნდა დაეხმაროს პროექტის ორგანიზაციას ინსტიტუციონალურ განვითარებაში, რაც გამოხატული იქნება საკადრო რესურსების პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების სახით. შედეგად თანაბარი შესაძლებლობები იარსებებს პროექტის ორგანიზაციის კოლექტივში, ქალი კანდიდატებისთვის გაუმჯობესდება დასაქმების და კადრების გადამზადების პირობები, საბოლოო ჯამში კი გაიზრდება დასაქმებული ქალების რაოდენობა.
„მწვანე ქალაქის
სამოქმედო გეგმა“ გულისხმობს გეგმას, რომელიც მომზადდება მერიის მიერ არაუგვიანეს ამ შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე წლისთავზე ბანკის მხარდაჭერით და რომელსაც განახორციელებს მერია. გეგმა გამოხატავს მერიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხედვას გარემოს დაცვის კუთხით თბილისისათვის და დაეხმარება მერიას უპასუხოს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრიორიტეტულ გამოწვევებს და შეასრულოს თავისი ხედვა. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შინაარსი შეიძლება შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
„საზოგადოებრივი
მომსახურების კონტრაქტი“ გულისხმობს ხელშეკრულების, რომელიც გაფორმდება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით პროექტის განმახორციელებელ პირსა და მერიას შორის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროექტის განმახორცილებელი კომპანიის არსებული ავტობუსებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების უზრუნველსაყოფად პროექტის ორგანიზაციასა და მერიას შორის არსებული ურთიერთობების რეგულირების პირობებს (სახელდობრ, მერიის მიერ პროექტის ორგანიზაციისთვის გადასახდელი მომსახურების საფასურის ფორმულას, პროექტის ორგანიზაციის მომსახურების რაოდენობას და ხარისხს), რაც ეფუძნება ფუნქციონირების საფუძველზე ანგარიშგების პრინციპს და ბანკისთვის მისაღები ფორმატისა და შინაარსის მქონე ხელშეკრულებას.
„ქვესასესხო ხელშეკრულება“ გულისხმობს ბანკისთვის მისაღები ფორმისა და შინაარსის მქონე ქვესასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება მერიასა და მსესხებელს შორის, რომელიც წარმოდგენილია ფინანსთა სამინიტროს მიერ, ნაწილ 3.01(ა)-ს შესაბამისად, რომელიც დროდადრო შეიძლება, დაექვემდებაროს ცვლილებებს.
„დაინტერესებული მხარეების
მონაწილეობის პროგრამა“ გულისხმობს პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსულტანტების მიერ შესამუშავებელ და პროექტის ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ პროგრამას, რომელიც დაფინანსდება დონორ(ებ)ის მიერ და რომელიც დაეხმარება პროექტის ორგანიზაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების წასახალისებლად საჯარო მფლობელობის პრინციპის გაძლიერებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების უზრუნველყოფის სფეროში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდაში და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოებრივი შემეცნების გაზრდაში.
ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია
სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან დანართზე მითითება გულისხმობს უშუალოდ ამგვარ მუხლზე, ნაწილზე ან დანართზე მითითებას.
მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები
ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა
ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს 27,000,000 ევრო წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მინიშნებული პირობების საფუძველზე.
ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები
(ა) თანხის გამოთხოვის მინიმალური ოდენობა არის 50,000 ევრო.
(ბ) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური ოდენობა არის 5,400,000 ევრო.
(გ) გაუქმების მინიმალური ოდენობა არის 5,400,000 ევრო.
(დ) საპროცენტო განაკვეთის გადახდის თარიღებია თითოეული წლის 16 ივლისი და 16 იანვარი.
(ე) (1) მსესხებელმა სესხი უნდა დაფაროს 14 თანაბარ (ან თანაბართან შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიახლოებულ) ნაწილად წელიწადში ორჯერ, თითოეული წლის 16 ივლისს და 16 იანვარს, ხოლო გადახდა დაიწყება ამ ორი თარიღიდან პირველ დღეს ან მის მომდევნო დღეს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან მესამე წლისთავის დადგომის დღეს ან ამ დღის შემდეგ და სესხის დაფარვის ბოლო ვადა იქნება 2026 წლის 16 ივლისი.
(2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ გაიტანს მთელ სასესხო რესურსს ნაწილში 2.02(ე) მითითებული სესხის დაფარვის პირველ ვადამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს ნაწილში 2.02(ვ) მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს სესხის დაფარვის პირველი ვადის შემდგომ, ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის დაფარვის პირველ ვადას თანაბრად გადანაწილდება სესხის დაფარვის დღეებზე თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწლების შესახებ.
(ვ) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა იქნება 2019 წლის 11 მაისი, ან ვადა, რომელსაც ბანკი საკუთარი დისკრეციით განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს.
(ზ) ვალდებულების საკომისიო წლიურად შეადგენს 0.5%-ს.
(თ) სესხი ექვემდებარება ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას. ყოველივე ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მსესხებელმა შეიძლება, მთლიან სესხზე ან მის გადასახდელ ნებისმიერ ნაწილზე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის გადახდის ალტერნატივის სახით აირჩიოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვარიანტი სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 3.04(გ) შესაბამისად.
ნაწილი 2.03. სესხის თანხის ჩამორიცხვა
(ა) ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგში 2 მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგის დასაფინანსებლად (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯების, თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ხარჯის დასაფარად და (2) ადმინისტრირების საკომისიო.
(ბ) მსესხებელი აქვე ანიჭებს უფლებამოსილებას ბანკს ხელმისაწვდომი თანხიდან გამოითხოვოს ადმინისტრირების საკომისიოს ტოლფასი ოდენობა და საკუთარ თავს მსესხებლის სახელით გადაუხადოს ხსენებული ადმინისტრირების საკომისიო.
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებითი პირობები
სტანდარტული ვადების და პირობების მუხლებში IV და V განსაზღვრული ზოგად ვალდებულებებზე დამატებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული წერილობით, მსესხებელი:
(ა) თანახმაა, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების თანახმად, მერიისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სასესხო რესურსი ბანკისთვის მისაღები პირობებით;
(ბ) ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ისარგებლებს საკუთარი უფლებებით იმგვარად, რომ დაიცვას მსესხებლისა და ბანკის ინტერესები, რათა შესაბამისობაში იყოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან და მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რისთვისაც გამოიყო სესხი;
(გ) არ გაასხვისებს, შეცვლის, გააუქმებს ან მოხსნის ქვესასესხო ხელშეკრულების რომელიმე დებულებას;
(დ) ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება შემდეგს:
(1) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.02 განსაზღვრული პროექტის ჯგუფის განსაზღვრა და ფუნქციონირება;
(2) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.03 განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა;
(3) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.04 განსაზღვრული გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხები;
(4) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.05 განსაზღვრული კონსულტანტების დაქირავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში;
(5) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.06 განსაზღვრული კორპორატიული განვითარების პროგრამის, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის პროგრამისა და გენდერულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის დამტკიცება;
(6) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 2.07 განსაზღვრულ პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა;
(7) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილით 3.01 განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, აუდიტი და ბანკში წარდგენა პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად;
(8) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილებით 3.04 და 3.05 განსაზღვრულ პროექტსა და პროექტის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური და საოპერაციო ასპექტების ყველა პირობასთან შესაბამისობა.
(ე) მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს მერიის მიერ ხელმოწერილი პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულება მერიის მიერ, მათ შორის, შემდეგ საკითხებთან მიმართებით:
(1) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ნაწილით 2.04 განსაზღვრული კონსულტანტების დაქირავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში დასახმარებლად;
(2) მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმისა და ავტობუსების რესტრუქტურიზაციის გეგმის დამტკიცება პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ნაწილის 2.01(15) შესაბამისად;
(3) პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების ნაწილებით 3.01 და 3.02 განსაზღვრული პროექტისა და მერიის ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებთან დაკავშირებული ყველა პირობის დაკმაყოფილება.
(ვ) პროექტის A ნაწილის (ბ) კომპონენტის დასრულებისთვის საჭირო შესაბამისი ყველა დამატებითი ქმედების განხორციელება ან განხორციელების უზრუნველყოფა.
მუხლი IV – შეჩერება, დაჩქარება
ნაწილი 4.01. შეჩერება
სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.01(ა) (xvii) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება:
(ა) მსესხებლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელ სისტემაში ცვლილებებია შესული, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე,
(ბ) პროექტის ორგანიზაციის სტატუსში ცვლილებებია შეტანილი, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე,
(გ) მერიამ ვერ შეძლო ქვესასესხო ხელშეკრულების, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების და/ან საზოგადოებრივი მომსახურების კონტრაქტის ფარგლებში, რომელიმეში ან ყველაში ერთად მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება,
(დ) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო პროექტის გნხორციელების ხელშეკრულების და/ან საზოგადოებრივი მომსახურების კონტრაქტის ფარგლებში თითოეულში ან ყველაში ერთად მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება,
(ე) ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე არ გასხვისებულა პროექტის ორგანიზაციის მფლობელობა სრულად ან ნაწილობრივ მერიისგან მესამე მხარეზე,
(ვ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილებში 7.01 (ა) (i)-(x) აღწერილი რომელიმე ქმედება განხორციელდა საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მასში შეტანილი ცვლილებებით.
ნაწილი 4.02. გადახდის ვადის დაჩქარება
სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 7.06 (ვ) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება: ნაწილში 4.01 განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც ევრობანკის მიერ მსესხებლისადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გამოუსწორებლად გრძელდება.
მუხლი V – ეფექტურობა
ნაწილი 5.01. ეფექტურობის წინაპირობები
სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილში 9.02(გ) განსაზღვრული საკითხების მიზნით შემდეგი საკითხები განისაზღვრება წინამდებარე და თითოეული საპროექტო ხელშეკრულების ამოქმედების დამატებითი პირობის სახით:
(ა) ქვესასესხო ხელშეკრულება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელმოწერილია და მიწოდებულია, ამოქმედების ყველა წინაპირობა ან თანხების გამოთხოვაზე მერიის უფლება – წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების გარდა ყველა სხვა შემთხვევაში – შესრულებულია;
(ბ) თითოეული საპროექტო ხელშეკრულება ხელმოწერილი და მიწოდებულია, ასევე თითოეული საპროექტო ხელშეკრულების ხელმოწერა და მიწოდება ჯეროვნად ავტორიზებული ან რატიფიცირებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო ქმედებით;
(გ) ბანკს მიღებული აქვს პროექტის ორგანიზაციის დებულების დამოწმებული ასლები;
(დ) გრანტი დამტკიცებულია;
(ე) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების ნაწილში 2.02 მითითებული პროექტის ჯგუფი ბანკისთვის მისაღები პირობებით დაფუძნებულია ადეკვატური რესურსით და დაკომპლექტებულია კვალიფიცირებული კადრებით და
(ვ) პროექტის ორგანიზაციიდან ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლის შერჩევა და პასუხისმგებლობის მინიჭება გარემოსდაცვის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე პროექტის ორგანიზაციის საქმიანობის მთელ სპექტრზე.
ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები
(ა) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები მსესხებლის სახელით უნდა გაიცეს იუსტიციის სამინისტროს მიერ და ბანკისადმი მიწოდებული ამგვარი დასკვნა ან დასკვნები უნდა მოიცავდეს შემდეგ დამატებით საკითხებს:
(1) ქვესასესხო ხელშეკრულება ავტორიზებული ან რატიფიცირებულია მსესხებლის მიერ და მიწოდებულია მსესხებლის სახელით და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღსრულდება.
(ბ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის, სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები გაიცემა პროექტის ორგანიზაციის სახელით უწყების იურისტის მიერ.
(გ) სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის, სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები უნდა გაიცეს მერიის სახელით მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს განისაზღვრება ბანკისადმი მიწოდებულ დასკვნ(ებ)ში გასათვალისწინებლად:
(1) ქვესასესხო ხელშეკრულება ავტორიზებული ან რატიფიცირებულია, ხელმოწერილი და მიწოდებულია მერიის სახელით, წარმოადგენს ქმედით და მერიისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ვალდებულებებს, რომელიც ძალაშია მისი პირობების თანახმად.
ნაწილი 5.03. შეწყვეტა ძალაში არ შესვლის გამო
წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 9.04 მიზნებისთვის.
მუხლი VI – სხვადასხვა
ნაწილი 6.01. შეტყობინებები
სტანდარტული ვადების და პირობების ნაწილის 10.01 მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:
მსესხებლისთვის:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,
გორგასლის ქ. №16,
საფოსტო ინდექსი: 0114, თბილისი
საქართველო
ადრესატი: სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი
ფაქსი: +995-32-2262-423
ბანკისთვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
საფონდო ბირჟის მოედანი №1,
ლონდონი, საფოსტო ინდექსი EC2A 2JN
გაერთიანებული სამეფო
ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ფაქსი: +44-20-7338-6100
ზემოთ ხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას სამ ეგზემპლარად, (ორი ბანკისათვის, ერთი – მსესხებლისათვის) ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში ზემოთ პირველად მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
ხელმომწერი: ______________________________
ნოდარ ხადური
ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი: ______________________________
სუმანტრა ჩაკრაბარტი
პრეზიდენტი
განრიგი 1 – პროექტის აღწერა
1. პროექტი მიზნად ისახავს მსესხებლის დახმარებას მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, დაბალძირიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსების პარკის დაახლოებით 175 ერთეულის შეძენაში.
2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რაც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებებს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე:
ნაწილი A: კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები)
ა) ახალი, თორმეტ მეტრიანი, დაბალძირიანი CNG ავტობუსების შეძენა.
ბ) თანამედროვე ავტობუსების სადგურის მშენებლობა CNG გასამართი სისტემის შესაძლებლობით, რაც დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ნაწილი B: ტექნიკური თანამშრომლობა (საკონსულტაციო მხარდაჭერა)
ა) გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა.
ბ) კორპორატიული განვითარების პროგრამა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის პროგრამა.
გ) მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა.
დ) ავტობუსების მარშრუტის რესტრუქტურიზაციის გეგმა.
3. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია 2019 წლის 11 მაისის.
განრიგი 2 –
კატეგორიები და თანხების ჩამორიცხვა
1. წინამდებარე განრიგს თან ახლავს დანართი, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, სესხის ცალკეულ კატეგორიებში გამოსაყოფი რესურსის ოდენობა და ყოველ ცალკეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული ნაწილი.
2. ზემოთ მოცემული პირველი პარაგრაფის დებულების მიუხედავად, თანხების ჩამორიცხვა არ მოხდება სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩამორიცხვა ჯამში არაუმეტეს 5,400,000 ევროს შეადგენს მხოლოდ ავტობუსების შეძენისთვის შეიძლება, გამოიყოს წინამდებარე სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების მიმართებით, მაგრამ 2016 წლის 15 იანვრის შემდგომ.
განრიგი 2-ის დანართი
კატეგორია
გამოყოფილი სესხის მოცულობა სესხის ვალუტაში გამოსახული
ხარჯების დასაფინანსებელი პროცენტული ნაწილი
(1) პროექტის A ნაწილის (ა) კომპონენტისთვის შესაძენი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება
26,730,000
საკონტრაქტო ღირებულების 100 პროცენტამდე, გადასახადების გამოკლებით
(2) ადმინისტრირების საკომისიო
270,000
100%
ჯამი
27,000,000