2016 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 18.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1440
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021859
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2016
matsne.gov.ge 773 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 14.08.2015 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 27.05.2016 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 29.09.2014 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 12.11.2015 ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 04.05.2017

დოკუმენტის ტექსტი

2016 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.apple-converted-space {} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1440 2016 წლის 18 ივლისი ქ. თბილისი წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ 1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 37 03 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო), მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის მწარმოებელი მეწარმე სუბიექტებისთვის (შემდგომში – ღვინის კომპანიები) ჩაბარებული 1 კგ ყურძნისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირზე (შემდგომში – ყურძნის ჩამბარებელი) გასცეს სუბსიდია შემდეგი ოდენობით: ა) კახეთის რეგიონში: ა.ა) 1 კგ რქაწითელისათვის – 0,45 ლარი; ა.ბ) 1 კგ კახური მწვანისათვის – 0,45 ლარი; ა.გ) 1 კგ საფერავისათვის – 0, 20 ლარი; ბ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ხვანჭკარის მიკროზონაში – 1 კგ ალექსანდროულისათვის/მუჯურეთულისათვის – 2,00 ლარი. 2. დაევალოს სააგენტოს, 2016 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში) ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა და კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით. 3. დაევალოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს  და სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში), ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის. 4. ეთხოვოთ ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, სააგენტოსთვის კანდიდატურების წარდგენა და ფიზიკურ პირებზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად, ყურძნის წარმოშობის შესახებ ცნობების გაცემა. 5. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების მიმდინარეობისას, უზრუნველყოს ყურძნის ჩაბარების პროცესზე კონტროლი, წესრიგის დაცვა, უსაფრთხოება. 6. ეთხოვოთ თვითმმართველი ქალაქების აღმასრულებელ ორგანოებს    2016 წლის რთველის პერიოდში, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ადგილების გამოყოფა. 7. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სუბსიდიის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს ყურძნის ჩაბარების თაობაზე ყურძნის ჩამბარებელსა და ღვინის კომპანიას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს/სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ყურძნის ჩამბარებელი და ღვინის კომპანია. 8. ამ განკარგულების მე-7 პუნქტში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულოა: ა) ყურძნის ჩაბარების დაწყებამდე ღვინის კომპანიების მიერ სამუშაო ჯგუფში რეგისტრაციის გავლა; ბ) ღვინის კომპანიების მიერ ყურძნის მიღება, სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული არანაკლებ 500 კგ-იანი ტონაჟის სასწორებით აღჭურვილ საწარმოში; გ) ყურძნის ჩამბარებლის მიერ, ყურძნის ჩაბარების პროცესში, ამ განკარგულების მე-4 პუნქტში მითითებული ცნობის წარდგენა. 9. ეთხოვოთ ღვინის კომპანიებს, მოახდინონ ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ჭაჭის გამოხდა, სხვა სახით გამოყენება/განადგურება და არ დაუშვან მისი ფიზიკური პირებისთვის გადაცემა. 10.  ყურძნის ჩამბარებელზე სუბსიდია გაიცემა ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ. 11. სააგენტომ ღვინის კომპანიებს ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება მისცეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფის მიერ რთველის პერიოდში აღრიცხული ყურძნისგან მიღებულ და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით წარმოებულ ღვინოებზე. 12. დაევალოს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, უზრუნველყოს მის მმართველობაში არსებული სს „აკურას“ (ს/კ: 231165583) მიერ, 2016 წლის რთველის პერიოდში, ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. 13. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები და  მიეცეს თანხმობა, რომ 2016 წლის პირველი აგვისტოდან 2016 წლის პირველ ნოემბრამდე  შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა,   „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის   №164 განკარგულებით განსაზღვრული შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობის გარდა,  დამატებით განსაზღვროს არა უმეტეს 100 (ასი) ერთეულით, რომელთა ანაზღაურება უნდა განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი:  37 03 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. პრემიერ-მინისტრი                   გიორგი კვირიკაშვილი