„2016 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის №2584 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1451
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021864
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1451

 2016 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 „2016 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის  №2584 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „2016 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბრის №2584 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;

ლევან რაზმაძე – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ბარაბაძე – სსიპ – კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ვარდიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ებრალიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი