„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის ავტობუსების პროექტი) აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით“ საგრანტო შეთანხმება
მიღების თარიღი 11.05.2016
ძალაში შესვლა 29.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016418
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით) (საოპერაციო ნომერი 48098) საგრანტო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით თარიღი 12 ივლისი 2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი) „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (თბილისის ავტობუსების პროექტი) აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით“ საგრანტო შეთანხმება
(საოპერაციო ნომერი 47166)
საგრანტო შეთანხმება
(თბილისის ავტობუსების პროექტი)
საქართველოსა და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
შორის
აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის
საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით
დათარიღებულია 2016 წლის 11 მაისით
სარჩევი
მუხლი I – განმართებები; მითითებები და სათაურები......................................1
ნაწილი 1.01. განმარტებები....................................................................................... 2
ნაწილი 1.02. ინტერპრეტაცია .................................................................................. 6
მუხლი II – საგრანტო დაფინანსება...........................................................................6
ნაწილი 2.01. თანხა, ვალუტა და მიზანი ..................................................................6
ნაწილი 2.02. გადმორიცხვები......................................................................................7
ნაწილი 2.03. ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები........10
ნაწილი 2.04. გადანაწილება.......................................................................................10
ნაწილი 2.05. გაუქმება მიმღების მიერ.....................................................................10
ნაწილი 2.06.გადახდები..............................................................................................11
მუხლი III – პროექტის განხორციელება.....................................................................11
ნაწილი 3.01 თანამშრომლობა და ინფორმაცია.........................................................11
ნაწილი 3.02 პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები
...................................................................................................12
ნაწილი 3.03 გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა..................13
ნაწილი 3.04 მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები..........................................13
ნაწილი 3.05 პროექტის ჯგუფი.........................................................
..........................14
ნაწილი 3.06 შესყიდვა..........................................................................
..........................14
ნაწილი 3.07 ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები..........
......14
ნაწილი 3.08 თანხის გადაცემის ხელშეკრულება.....................................................
.......16
მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები.......................................16
ნაწილი 4.01 ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები..........................................16
ნაწილი 4.02 საქმის წარმოება და საქმიანობების განხორიელება..............................17
ნაწილი 4.03 გადასახადები........................................................................................18
ნაწილი 4.04 თაღლითობა და კორუფცია...................................................................18
მუხლი V - დონორთან დაკავშირებული დებულებები .............................................19
ნაწილი 5.01 ინტერესთა კონფლიქტი..........................................................................19
ნაწილი 5.02 მონაცემთა დაცვა.....................................................................................19
ნაწილი 5.03 საზოგადოების ინფორმირება.................................................................19
ნაწილი 5.04 გამორიცხვის ცენტრალური მონაცემთა ბაზა.........................................20
მუხლი VI – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება..........................................20
ნაწილი 6.01 შეჩერება...................................................................................................20 ..
ნაწილი 6.02 გაუქმება ბანკის მიერ..............................................................................23
ნაწილი 6.03 ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომელზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება ...................................................................................................24
ნაწილი 6.04 მიმღების ვალდებულებები....................................................................24
ნაწილი 6.05. თანხების დაბრუნების შემთხვევები....................................................24
მუხლი VII – განხორციელებადობა, დავის გადაწყვეტა..............................................25
ნაწილი 7.01 უფლებების გამოუყენებლობა................................................................25
ნაწილი 7.02 დავის გადაწყვეტა..................................................................................26
მუხლი VIII - ძალაში შესვლა; შეწყვეტა...................................................................26
ნაწილი 8.01 ძალაში შესვლის თარიღი...................................................................26
ნაწილი 8.02 ძალაში შესვლის წინაპირობები.........................................................26
ნაწილი 8.03 სამართლებრივი დასკვნები................................................................27
ნაწილი 8.04 შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო.....................................................28
ნაწილი 8.05 შესრულების შეწყვეტა........................................................................28
მუხლი IX – სხვადასხვა დებულებები......................................................................29
ნაწილი 9.01 შეტყობინებები.....................................................................................29
ნაწილი 9.02 მოქმედების უფლებამოსილება...........................................................30
ნაწილი 9.03 ცვლილება.............................................................................................30
ნაწილი 9.04 ინგლისური ენა.....................................................................................30
ნაწილი 9.05 ზარალის ანაზღაურება.........................................................................31
ნაწილი 9.06 გადაცემა.................................................................................................32
ნაწილი 9.07 უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები................................................................................................................32
ნაწილი 9.08 ინფორმაციის გამჟღავნება...................................................................32
ნაწილი 9.09 ეგზემპლარები.......................................................................................33
განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები .............................................1
დანართი 1 – ჩამორიცხვის მოთხოვნის ფორმა .......................................................1
დანართი 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა .......1
საგრანტო შეთანხმება
წინამდებარე საგრანტო შეთანხმება (შემდგომში „შეთანხმება“) გაფორმდა 2016 წლის 11 მაისს საქართველოს („მიმღები”), წარმოდგენილი ფინანსთა სამინიტროს მიერ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი” ან „EBRD”) შორის.
ვინაიდან:
(ა) EBRD საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1990 წლის 29 მაისით დათარიღებული „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების” („ბანკის დაფუძნების ხელშეკრულება”) საფუძველზე შეიქმნა.
ბ) მიმღებმა ითხოვა დახმარება პროექტის დაფინანსებაში (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ) ახალი, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტობუსების შესასყიდად თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურების გაზრდის მიზნით.
გ) ბანკი აპირებს, ხელი მოაწეროს სასესხო შეთანხმებას საქართველოსთან, როგორც მსესხებელთან, რომლის მიხედვით ბანკი, როგორც სესხის გამცემი თანახმაა გამოყოს სესხი 27,000,000 ევროს (ოცდაშვიდი მილიონი ევრო) ოდენობით პროექტის ნაწილის დაფინანსებისთვის, როგორც მითითებულია დანართში 1 („პროექტი”), სასესხო შეთანხმებაში განსაზღვრული პირობებისა და დებულებების საფუძველზე, რომელიც შესაძლოა, პერიოდულად შესწორდეს („სასესხო შეთანხმებას”).
დ) სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხებს მიმღები გადასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას („მერია”) პროექტის განხორციელების მიზნით მიმღებსა და ქალაქს შორის გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების პირობებისა და დებულებების შესაბამისად, რაც შესაძლოა პერიოდულად შესწორდეს („ქვესასესხო ხელშეკრულება”).
ე) პროექტს განახორციელებს შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია („პროექტის ორგანიზაცია”), რომელიც არის შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და სრულად ეკუთვნის მერიას, მიმღებისა და მერიის მხარდაჭერით პროექტის განხორციელების ხელშეკრულების საფუძველზე („პროექტის განხორციელების ხელშეკრულება”), რომელიც დაიდება ბანკსა და პროქტის ორგანიზაციას შორის.
ვ) მერია დაეხმარება პროექტის განხორციელებაში პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების საფუძველზე („პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება”), რომელიც გაფორმდება ბანკსა და მერიას შორის.
ზ) ბანკის დამფუძნებელი ხელშეკრულების მეოცე მუხლის თანახმად, ბანკმა დაარსა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდი („ფონდი”), რომლის მართვა და ადმინისტრირება ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის წესების საფუძველზე, რომელიც ბანკმა 2014 წლის 23 ივლისს დაამტკიცა და რომელიც შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს („ფონდის წესები”).
თ) ფონდის წესებით, ფონდის გამოყენება დასაშვებია საქართველოში განხორციელებული აქტივობებისათვის. საქართველო ერთ-ერთი კონტრიბუტორია ბანკსა და საქართველოს შორის 2014 წლის 5 დეკემბერს ხელმოწერილი კონტრიბუციის ხელშეკრულების საფუძველზე.
ი) ბანკის დამფუძნებელი ხელშეკრულების მეოცე მუხლის თანახმად, 2015 წლის 29 დეკემბერს ბანკმა ხელი მოაწერა თანადელეგირების ხელშეკრულებას („თანადელეგირების ხელშეკრულება”), რომელიც შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს ევროპის კავშირთან, რომლიც მიხედვითაც ევროკავშირი თანახმაა, ფონდში კონტრიბუცია შეიტანოს ევროპის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით.
კ) ფონდის წესების პირობებისა და დებულებების გარდა, E5P მონაწილეთა ასამბლეამ 2016 წლის 4 აპრილს წერილობით გამოხატა თანხმობა, გამოყოს გრანტი 7,000,000 (შვიდი მილიონი ევრო) ევროს ოდენობით ფონდის რესურსებიდან, წინამდებარე შეთანხმების განრიგში 1 განსაზღვრული კონკრეტული საქონლისა და სამუშაოების შესასყიდად. ამგვარი გრანტის თანხები მერიისთვის ხელმისაწვდომი გახდება მიმღებსა, რომელიც წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროს მიერ და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების („თანხის გადაცემის ხელშეკრულება”) საფუძველზე თანხების უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით.
ამგვარად, შეთანხმება მოხდა შემდეგზე:
მუხლი I – განმარტებები; მითითებები და სათაურები
ნაწილი 1.01. განმარტებები
სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც წარმოდგენილია ასომთავრულით (მათ შორის დანართებსა და განრიგებში), მაგრამ არ არის განსაზღვრული წინამდებარე შეთანხმებაში განიმარტება სასესხო შეთანხმებაში და/ან სტანდარტულ ვადებსა და პირობებში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობებით.
წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის დანართებსა და განრიგებში) გამოყენებულ ტერმინებს, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
„ცენტრალური გამორიცხვის
მონაცემთა ბაზა”
ნიშნავს მონაცემთა ბაზას იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისა, რომლებიც ვერ მიიღებენ ევროკავშირის დაფინანსებას. ბაზა შექმნილია ევრო კომისიის მიერ 2008 წლის 17 დეკემბრის რეგულაციების (Ec, Euratom) No.1302/2008 გამორიცხვის ცენტრალური მონაცემთა ბაზის შესახებ, ფარგლებში (OJ L344/12,20.12.2008,).
„კონტრაქტორები”
ნიშნავს სათანადო სტატუსისა და რეპუტაციის მქონე კონტრაქტორებს რომლებსაც დაიქირავებს პროექტის კომპანია და/ან ქალაქი პროექტისთვის საქონლისა და სამუშაოების მათ შორის გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესასყიდად, თითოეული ასეთი კონტრაქტორი და კონტრაქტორი უნდა შეირჩეს ნაწილი 3.06-ის შესაბამისად (შესყიდვა).
„კონტრაქტები”
ნიშნავს კონტრაქტებს, რომელიც გაფორმდება პროექტის კომპანიასა და/ან ქალაქს და ნებისმიერ კონტრაქტორს შორის ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, პროექტისთვის საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის, რომელიც უნდა დაფინანსდეს მთლიანად ან ნაწილობრივ საგრანტო დაფინანსებით.
„გადმორიცხვა”
ნიშნავს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის გადმორიცხვას პერიოდულად წინამდებარე შეთანხმების 2.02 ნაწილის (გადმორიცხვა) შესაბამისად.
„ძალაში შესვლის თარიღი”
ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს ნაწილი 8.01.-ის (ძალაში შესვლის თარიღი) შესაბამისად.
„ფონდი”
განიმარტება (ზ) შესავალ ნაწილში მოცემული მნიშვნელობით.
„გრანტით დაფინანსებული
ერთეულები” ნიშნავს პროექტისთვის საჭირო საქონელს, სამუშაოებს და მომსახურებებს, რომელიც დაფინანსდება გრანტით, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების განრიგში 1.
„საგრანტო დაფინანსება” განიმარტება წინამდებარე შეთანხმების 2.01(ა) ნაწილში (თანხა, ვალუტა და მიზანი) მითითებული მნიშვნელობით.
„საგრანტო დაფინანსების
გაცემის ბოლო თარიღი”:
ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.02.(ა) (საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი) ნაწილში განსაზღვრულ თარიღს.
„სასესხო შეთანხმება”განიმარტება შესავალ ნაწილში (გ) მითითებული მნიშვნელობით.
„სასესხო დაფინანსება” ნიშნავს საქართველოს ბანკის, როგორც მსესხებლის მიერ გამოყოფილ ან მომავალ დაფინანსებას სასესხო შეთAნხმების თანახმად, რომელიც გადაეცემა სესხად მერიას ქვე-სასესხო ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.
“შესყიდვის გეგმა”
ნიშნავს შესყიდვის გეგმას პროექტისათვის, მათ შორის გრანტით დაფინანსებულ ერთეულებისათვის, როგორც ეს მოცემულია პროექტის განხორციელების ხელშეკრულების განრიგში 1 (საინვესტიციო და განხორციელების პროგრამა) ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შემადგენლობით. აღნიშნული შესყიდვის გეგმა შესაძლოა, პერიოდულად შესწორდეს მიმღების მიერ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
„პროექტი”
განიმარტება შესავალ ნაწილში (გ) მითითებული მნიშვნელობით.
„პროექტის დასრულების
თარიღი”
ნიშნავს თარიღს, როდესაც შესრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:
(ა)
მიმღები ბანკს გაუგზავნის შეტყობინებას ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, რომელიც ხელმოწერილი იქნება მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ და რომელიც დაადასტურებს პროექტის დასრულებას და
(ბ) ბანკი მიმღებს გაუგზავნის შეტყობინებას, რომელიც დაადასტურებს, რომ ბანკი კმაყოფილია პროექტის დასრულებით.
“მიმღების უფლებამოსილი
წარმომადგენელი ”
გულისხმობს მიმღების ფინანსთა მინისტრს ან იმ პირს, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო წერილობით მიუთითებს.
„ანაზღაურების ვალდებულება”
ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილში (ანაზღაურების პირობითი ან უპირობო ვალდებულებები) მითითებულ ვალდებულებას, და შესაძლოა იყოს “ანაზღაურების პირობითი ვალდებულება” ან “ანაზღაურების უპირობო ვალდებულება”, როგორც აღნიშნული ტერმინები გამოიყენება ამ ნაწილში.
„ფონდის წესები”
განიმარტება შესავალ ნაწილში (ზ) მითითებული მნიშვნელობით.
„სტანდარტული ვადები და პირობები”
ნიშნავს EBRD–ის 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებულ სტანდარტულ ვადებსა და პირობებს.
ნაწილი 1.02. ინტერპრეტაცია
წინამდებარე შეთანხმებაში:
(ა) მხოლობით რიცხვში მითითებული სიტყვები გულისხმობს მრავლობით რიცხვსაც და პირიქით, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს;
(ბ) სათაურები და სარჩევი წარმოდგენილია მხოლოდ მითითებისთვის და გავლენას არ მოახდენს წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციაზე.
(გ) პირების აღმნიშვნელი სიტყვები გულისხმობს კორპორაციებს, ამხანაგობებს და სხვა იურიდიულ პირებს და მითითებები პირზე გულისხმობს მის სამართალმემკვიდრეებს და უფლებამონაცვლეებს; და
(დ) მითითება კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე, დანართზე ან განრიგზე, თუ სხვაგვარად არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში, უნდა განიმარტოს მითითებად წინამდებარე შეთანხმების ამ კონკრეტულ ნაწილზე, დანართზე ან განრიგზე.
მუხლი II – საგრანტო დაფინანსება
ნაწილი 2.01. თანხა, ვალუტა და მიზანი
(ა) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ბანკი თანახმაა, მიმღებს ფონდიდან გამოუყოს გრანტი 7,000,000 (შვიდი მილიონი ევრო) ევროს ოდენობით (“საგრანტო დაფინანსება”).
(ბ) საგრანტო დაფინანსების გამოყენება მოხდება მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების 3.06 ნაწილის (შესყიდვა) შესაბამისად შესასყიდი გრანტით დაფინანსებული ერთეულების შეძენის მიზნით.
(გ) წინამდებარე შეთანხმების 5.05 ნაწილის (თანხების დაბრუნების შემთხვევები) შესაბამისად საგრანტო დაფინანსება არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
(დ) ცალსახად დადასტურებული და შეთანხმებულია, რომ ბანკი არ იქნება ვალდებული, განახორციელოს თანხის გამოყოფა ან ნებისმიერი სხვა სახის გადახდა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ამ მიზნით ფონდში არსებული გამოყოფასთან ან გადახდასთან დაკავშირებული და ტოლი თანხის გარდა.
(ე) თუ ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდება, გრანტით დაფინანსებული ერთეულები თანადაფინანსებული უნდა იყოს საგრანტო დაფინანსებით და სასესხო დაფინანსებით იმ პროპორციით და ოდენობით, რომელიც განისაზღვრება შესყიდვის გეგმაში.
(ვ) მიმღებმა უნდა უზრუნველყოს საგრანტო დაფინანსების გადაცემა ქალაქისათვის პროექტის მიზნებისთვის წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
ნაწილი 2.02. გადმორიცხვა
წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება), 5.02. ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) და 8.02 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება ბანკმა უნდა გამოყოს პერიოდულად, ერთ ან მეტ გადმორიცხვად, შემდეგი პირობების საფუძველზე:
(ა) საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი
მიმღების უფლება, მოითხოვოს თანხის გამოყოფა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ძალაში შევა შეთAნხმების ძალაში შესვლის დღეს და შეწყდება 1) ბოლო ხელმისაწვდომ თარიღზე, როგორც ეს მითითებულია სასესხო შეთანხმების ნაწილში 2.02 (სესხის სხვა ფინანსური პირობები) ან (2) 2019 წლის 30 ნოემბერს (მას შემდეგ სხვა რომელიმე დღეს, რომლის თარიღიც გადაწყდება E5P მონაწილეთა ასამბლეაზე) იმ შემთხვევის გარდა, თუ ბანკი დათანხმდება უფრო გვიან ვადაზე და წერილობით შეატყობინებს მიმღებს ამგვარი გადავადების შესახებ.
(ბ) ნებადართული დანახარჯები
თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, თანხის გამოყოფა განხორციელდება მხოლოდ გრანტით დაფინანსებული ერთეულების გონივრულ ღირებულებებთან დაკავშირებული გაწეული ხარჯების (ან თუ ბანკი თანხმაა გასაწევი ხარჯები) დასაფინანსებლად იმ პირობით, რომ ხარჯები გაწეულია წინამდებარე შეთანხმების გაფორმების თარიღის შემდეგ.
(გ) გადმორიცხვის პირობები
2.02. ნაწილის ზოგადი პრინციპის დარღვევის გარეშე, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადმორიცხვა ერთ ან მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულთან დაკავშირებით, უნდა დაექვემდებაროს შესრულებას, ან ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით - უარს, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობების ან უპირობოდ იმ პირობის საფუძველზე, რომ მიმღების მიერ გადმორიცხვის მოთხოვნის დღეს:
(1) სასესხო დაფინანსების თანხა, რომელიც არის გამოყოფილი ტრანშის ან მიმღების, როგორც მსესხებლის, მიერ მოთხოვნილია ტრანშის გამოყოფის შესახებ დამაკმაყოფილებელი განცხადების საფუძველზე, მინიმუმ შეადგენს საგრანტო დაფინანსებით გამოყოფილი ან მიმღების მიერ ტრანშის გამოყოფის შესახებ დამაკმაყოფილებელი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი თანხის ტოლ თანხას; ან
(2) სასესხო დაფინანსების სრული თანხა, რომელიც განაწილებულია შესყიდვის გეგმით გათვალისწინებულ გრანტით დაფინანსებულ ერთეულებზე, გამოყოფილია, ან მოთხოვნილია ტრანშის გამოყოფის შესახებ დამაკმაყოფილებელი განცხადების საფუძველზე, სასესხო შეთანხმების შესაბამისად
(დ) თანხის გადმორიცხვის მოთხოვნა
(1) მიმღებს შეუძლია, მოითხოვოს თანხის გამოყოფა ბანკისთვის გადმორიცხვის შესახებ თავდაპირველი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ამ უკანასკნელის მიერ დანიშნული პირის მიერ. გადმორიცხვის შესახებ თითოეული მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს 1 დანართის ფორმით (თანხის გადმორიცხვის მოთხოვნის ფორმა) და უნდა მიეწოდოს ბანკს თანხის შეთავაზებულ ჩარიცხვამდე მინიმუმ თხუთმეტი (15) დღით ადრე. ასეთი მოთხოვნა, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, უნდა იყოს შეუქცევადი (საბოლოო) და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის.
(2) გადმორიცხვის თითოეულ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმის და შინაარსის დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები, რომ მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს ასეთი თანხის ჩარიცხვა და რომ ჩარიცხული თანხა გამოყენებული იქნება მხოლოდ გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის. ასეთი დოკუმენტები უნდა მოიცავდეს და არა მხოლოდ, კონტრაქტორის ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ას, რომელიც დამოწმებულია მიმღების მიერ ან მიმღების სახელით, ფაქტობრივი ანგარიშ-ფაქტურის ან ცალკე სერტიფიკატის ფორმით, რომელშიც მითითებულია მიმღების დასტური, რომ საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები დამაკმაყოფილებლად იქნა მიწოდებული და განხორციელებული წინამდებარე შეთანხმების და შესაბამისი კონტრაქტის მოთხოვნების თანახმად.
(ე) გადმორიცხვების ვალუტა
თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს ევროში, საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯების ექვივალენტი ოდენობით. ევროს გარდა სხვა ვალუტაში გაწეული ხარჯების შემთხვევაში, ექვივალენტური გადმოსარიცხი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
(1) თუ მიმღები მოითხოვს გადახდას ევროში, ჩასარიცხი თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლის ხარჯის საფუძველზე, რომელსაც გაწევდა ბანკი იმ შემთხვევაში, თუ შეისყიდდა აღნიშნულ ვალუტას ან ვალუტებს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
(2) თუ მიმღები მოითხოვს გადახდას ხარჯების ვალუტაში ან ვალუტებში, ბანკი, იმ პირობით, რომ ასეთი ხარჯები წარმოდგენილია ადვილად ხელმისაწვდომ ვალუტაში ან ვალუტებში, შეისყიდის ასეთ ვალუტას ან ვალუტებს იმ ფორმით, როგორც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის. ექვივალენტური ჩასარიცხი თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლითი ხარჯების საფუძველზე, რომელიც გაწია ან გაწევდა ბანკი ევროს გამოყენებისას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
(ვ) გადახდები სხვა ვალუტებში
გამონაკლის შემთხვევებში, ბანკს შეუძლია დააკმაყოფილოს მიმღების მოთხოვნა, რომ გადახდა განხორციელდეს ევროს გარდა სხვა ვალუტაში ან ვალუტებში ან ხარჯების ვალუტაში. ასეთ შემთხვევაში, ბანკი იყიდის ასეთ ვალუტას ან ვალუტებს იმ ფორმით, რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის. ექვივალენტური გამოყოფის თანხა უნდა განსაზღვროს ბანკმა გაცვლითი ხარჯების საფუძველზე, რომელიც გაწია ან გაწევდა ბანკი ევროს გამოყენებისას მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
(ზ) მინიმალური გადმოსარიცხი თანხა
ბოლო ჩარიცხვის გარდა ან თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 50,000 ევროს (ორმოცდაათი ათასი ევრო) ოდენობით.
ნაწილი 2.03. ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები
(ა) მიმღების მოთხოვნის საფუძველზე, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ბანკს შეუძლია, EBRD-ის თანხების გამოყოფის შესახებ სახელმძღვანელოს მოქმედი დებულებების (საჭირო ცვლილებებით) შესაბამისად, გამოუშვას ანაზღაურების პირობითი ან უპირობო ვალდებულებები ბანკების მიერ განხორციელებული გადახდების ასანაზღაურებლად აკრედიტივის საფუძველზე, საგრანტო დაფინანსებით დასაფინანსებელ ხარჯებთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი ანაზღაურება წარმოადგენს გადმორიცხვას.
(ბ) ანაზღაურების პირობითი ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულება ბანკის მიერ საგრანტო დაფინანსების შეჩერების ან გაუქმებისთანავე უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს, წინამდებარე შეთანხმების 5.01 ნაწილის (შეჩერება) ან 5.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად.
(გ) ანაზღაურების უპირობო ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერმა შემდგომმა შეჩერებამ ან გაუქმებამ.
ნაწილი 2.04. გადანაწილება
მიმღებს შეუძლია, მოთხოვოს ბანკს წინამდებარე შეთანხმების 1 დანართში მითითებული გრანტით დაფინანსებული ერთეულების თითოეული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხის გადანაწილება იმ პირობით, რომ ასეთი გადანაწილება მოხდება ფონდის პირობების შესაბამისად. ბანკს შეუძლია, დააკმაყოფილოს გადანაწილების მოთხოვნა მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. ამგვარი გადანაწილება უნდა განხორციელდეს შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
ნაწილი 2.05. გაუქმება მიმღების მიერ
მიმღებს შეუძლია, ნებისმიერ დროს, ბანკისთვის მინიმუმ ოცდაათი (30) სამუშაო დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსების გადაუხდელი ნაწილი. მიმღების მიერ გაუქმების შესახებ ნებისმიერი ასეთი შეტყობინება უნდა იყოს გამოუხმობი და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის.
ნაწილი 2.06. გადახდები
ა) თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გამოსაყოფი თანხები პირდაპირ უნდა იქნას გადახდილი შესაბამისი კონტრაქტორის ანგარიშზე, როგორც მიმღები განსაზღვრავს თანხის გამოყოფის შესახებ თავის მოთხოვნაში.
(ბ) იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის ვადა დაემთხვევა დღეს, რომელიც არ არის სამუშაო დღე, გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
(გ) ნებისმიერი თანხა, რომელიც შესაძლოა, გადასახდელი გახდეს ბანკისთვის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, უნდა იქნას გადახდილი ჩათვლის ან შემხვედრი მოთხოვნის გარეშე ევროში, ვალუტირებით გადახდის დღეს, ლონდონის (ინგლისი) ან სხვა ისეთი ქვეყნის ანგარიშზე, რომელსაც ბანკი პერიოდულად განსაზღვრავს მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01. თანამშრომლობა და ინფორმაცია
(ა) სტანდარტული ვადების და პირობების 4.01 ნაწილის (თანამშრომლობა და ინფორმაცია) დებულებები გამოყენებულ უნდა იქნას ისე, თითქოს ისინი წინამდებარე დოკუმენტში მითითებულია სრულად (საჭირო ცვლილებებით), მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:
(1)„
მსესხებელი” გულისხმობს “მიმღებს”
(2)„
გარანტორი” გულისხმობს “მიმღებს”
(3)„
სესხი” გულისხმობს „საგრანტო დაფინანსებას” და
(4)
მითითება „სასესხო შეთანხმებაზე” გულისხმობს მითითებას “წინამდებარე შეთანხმებაზე.”
(ბ) სასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების და/ან პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისას ბანკს შეუძლია, გამოიყენოს და დაეყრდნოს ნებისმიერ ასეთ ინფორმაციას, როგორც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების მომწოდებელი.
ნაწილი 3.02. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები
ა)
მიმღები მიიღებს ყველა ზომას რათა უზრუნველყოს, რომ, თუ ბანკთან სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, პროექტის ორგანიზაცია განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
(1) განახორციელებს პროექტს სათანადო გულმოდგინებითა და ეფექტურობით და სასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულების და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად; და
(2) განახორციელებს პროექტს შესყიდვის გეგმის შესაბამისად, ნებისმიერი მოდიფიკაცით, რომელზეც ბანკმა შესაძლოა წერილობითი თანხმობა განაცხადოს;
(3) განახორციელოს პროექტი გარემოსდაცვითი და მოქმედების სოციალური გეგმის და პროექტის განხორციელების მოთხოვნების შესაბამისად;
(4) უზრუნველყოს, რომ პროექტის დასრულების თარიღი დადგეს არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა ან სხვა რომელიმე დღეს, რომლის თარიღი გადაწყდება E5P მონაწილეთა ასამბლეაზე; და
(5) მიიღოს პროექტის წარმატებით განხორციელების ურუნველყოფისთვის საჭირო ყველა ზომა.
(ბ) მიმღები უზრუნველყოფს, რომ კომპანიის მიერ საგრანტო დაფინანსებიდან დაფინანსებული საქონელი, სამუშაო და მომსახურება გამოყენებული იქნება მხოლოდ პროექტის მიზნებისთვის.
(გ) სტანდარტული ვადების და პირობების 4.02 ნაწილის (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები) დებულებები გამოყენებულ უნდა იქნას ისე, თითქოს ისინი სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში, შესაბამისი ცვლილებებით, მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:
(ი)
მითითებები „მსესხებელზე” განიმარტება მითითებებად “მიმღებზე”; და
(იი)
მითითებები „სესხის შემოსავლებზე” განიმარტება მითითებებად “საგრანტო დაფინანსებაზე”.
ნაწილი 3.03. გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა
თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ საგრანტო დაფინანსებით დაფინანსებული პროექტის ნაწილი განხორციელდეს პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.04 ნაწილის (გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები) შესაბამისად.
ნაწილი 3.04. მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები
(ა) მიმღებმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაუშვას, რომ მისმა სააგენტოებმა ან შვილობილმა კომპანიებმა განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ან დააბრკოლებს პროექტის განხორციელებას ან საპროექტო ობიექტების ეფექტურ ფუნქციონირებას ან მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მიმღებმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი ქმედებები არ განხორციელდეს (ან არ იყოს დაშვებული) მისი ნებისმიერი პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული ქვედანაყოფებების ან ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს, ან რომელიც მოქმედებს მიმღების ან აღნიშნული ქვედანაყოფებების სასარგებლოდ.
(ბ) მიმღები ვალდებულია, თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა:
(1) შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით და სასესხო შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება;
(2) მხარი დაუჭიროს მერიას და პროექტის ორგანიზაციას წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის მიიღოს ყველა საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან სხვა ზომა, რომელიც საჭირო ან სასურველია და გაანაწილოს და დაამტკიცოს (ან უზრუნველყოს) ფულადი სახსრები და მხარი დაუჭიროს მერიას და პროექტის ორგანიზაციას, როგორც და როდესაც დასჭირდება მერიას და პროექტის ორგანიზაციას პროექტის დასრულებისთვის; და
(3) გააფორმოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და მიიღოს ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც ბანკი საჭიროდ ან მიზანშეწონილად ჩათვლის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად.
ნაწილი 3.05. პროექტის ჯგუფი
მიმღები ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ პროექტის ჯგუფების საქმიანობები და მოვალეობები, რომლებიც მითითებულია პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.02 ნაწილსა (პროექტის ჯგუფი) მოიცავდეს საგრანტო დაფინანსების განხორციელებას.
ნაწილი 3.06. შესყიდვა
(ა) თუ ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდება, გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვა უნდა დარეგულირდეს EBRD-ის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის წესების საფუძველზე.
(ბ) ყველა შეთანხმება უნდა დაექვემდებაროს EBRD–ის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის წესებში მითითებული წინასწარი განხილვის პროცედურებს.
ნაწილი 3.07. ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები
(ა)
მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაცია იზრუნებს, რომ კომპანიის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და კომპანიის მიერ წარმოებული ჩანაწერები კომპანიის ვალდებულებების, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.07 ნაწილის (ანგარიშგების სიხშირე და წარდგენის მოთხოვნები), ასევე სტანდარტული ვადების და პირობების დებულებების 4.04 ნაწილის (ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ) და 5.02 ნაწილის (ანგარიშგება) შესაბამისად:
(1)
მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას კონტრაქტების, კონტრაქტორების, თანხების ჩარიცხვის, საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების, გრანტით დაფინანსებული ერთეულების, ასევე წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული თითოეული ვალდებულების თუ პირობის შესრულების შესახებ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შემადგენლობით;
(2)
მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და
(3)
მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას მათ შორის პროექტის კომპანიასთან, პროექტთან და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ გარიგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს.
(ბ) შესაძლებლობისთანავე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო შეთანხმების დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მიმღებმა ბანკს უნდა მიაწოდოს (თუ ბანკი მოითხოვს, მიმღების უფლებამოსილი თანამდებობის პირის დამოწმებული) საბოლოო ანგარიში საგრანტო დაფინანსების შესახებ, რომელშიც დეტალურად მიეთითება ყველა კონტრაქტი, ყველა კონტრაქტორი, გრანტით დაფინანსებული ერთეულები და განრიგების შედგენა და გაფორმება და თავდაპირველ პროგნოზებთან შედარება.
(გ) შესაძლებლობისთანავე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტის დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მიმღებმა ბანკს უნდა მიაწოდოს (თუ ბანკი მოითხოვს, კომპანიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის დამოწმებული) საბოლოო ანგარიში პროექტთან დაკავშირებით, რომელშიც განსაზღვრულია საგრანტო დაფინანსების გამოყენება.
(დ) მიმღები, უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაცია ბანკის, ფონდის დონორების და მათი წარმომადგენლების მოთხოვნისამებრ, უზრუნველყოფს:
(1) პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შენობა-ნაგებობებსა და სამშენებლოს ობიექტებზე ვიზიტის შესაძლებლობას;
(2)
საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დაფინანსებული ნებისმიერი საქონლის, სამუშაოს და მომსახურების, ასევე ნებისმიერი საწარმოს, დამონტაჟებული მოწყობილობის, ობიექტის, სამუშაოს, შენობის, საკუთრების, დანადგარის, ჩანაწერის და დოკუმენტის შემოწმების შესაძლებლობა, რაც დაკავშირებულია მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან; და
(3)
აღნიშნული მიზნებისთვის, პროექტის ორგანიზაციის იმ წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა, რომელთაც ბანკი საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვლის.
(ე) ნებისმიერი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ბანკს შეუძლია გამოაქვეყნოს მისი აღწერილობა, კონტრაქტორის სახელი და მოქალაქეობა და საკონტრაქტო ფასი.
(ვ) მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ უზრუნველყოს, რომ ბანკს, დონორს და მათ წარმომადგენლებს ჰქონდეთ პროექტთან და საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით პროექტის ორგანიზაციის ბუღალტრულ წიგნებზე და ჩანაწერებზე წვდომა.
ნაწილი 3.08 თანხის გადაცემის ხელშეკრულება
მიმღები, თუ ბანკთან სხვაგვარად არ შეთანხმდა, უზრუნველყოფს:
(ა) საგრანტო დაფინანსების მერიისთვის უსასყიდლოდ გადაცემას თანხის გადაცემის ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები პირობებით;
(ბ) ისარგებლებს უფლებებით თანხის გადაცემის ხელშეკრულების შესაბამისად მიმღებისა და ბანკის ინტერესების დაცვით, ამ შეთანხმების დებულებებთან შესაბამისობით და საგრანტო დაფინანსების მიზნებთან შესაბამისობით; და
(გ) არ გადასცემს, არ შეცვლის და არ გააუქმებს ან უარს არ იტყვის თანხის გადაცემის ხელშეკრულების ნებისმიერ დებულებას.
მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები
ნაწილი 4.01 ფინანსური დოკუმენტაცია და ანგარიშები
(ა)
მიმღები უზრუნველყოფს, რომ მერიამ და პროექტის ორგანიზაციამ ცალკე აწარმოოს ჩანაწერები და ანგარიშები საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბანკისთვისათვის მისაღები და საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისი და თანმიმდევრული გამოყენებით.
(b)
მიმღები უზრუნველყოფს, რომ მერიამ და პროექტის ორგანიზაციამ იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციის და მერიის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და პროექტის ორგანიზაციის და მერიის მიერ წარმოებული ჩანაწერები პროექტის ორგანიზაციის ვალდებულებების, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 3.01 ნაწილის (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები) და მერიის ვალდებულებების შესაბამისად პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 3.01 ნაწილის (ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები), ასევე სტანდარტული ვადების და პირობების 5.02(გ)(i) ნაწილის (ანგარიშგება) შესაბამისად:
1.
მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების შესახებ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით.
2.
მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და
3.
მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას აღნიშნულ ჩანაწერებთან, ანგარიშებთან და ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს.
(გ) პროექტის დასრულების თარიღიდან მინიმუმ ხუთი (5) წლის მანძილზე, უფრო გვიანი ვადის შემთხვევაში, ფონდის წესების, ამ შეთანხმებისა თუ ნებისმიერი სხვა კონტრაქტის საფუძველზე შედგენილი ნებისმიერი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის თარიღამდე, მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაცია:
(1) შეინახავს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებსა და გრანტით დაფინანსებული აქტივობებთან დაკავშირებულ სხვა ჩანაწერებს, და
(2) მიაწოდებს ბანკს და/ან ფონდის დონორს მოთხოვნის შემთხვევაში ყველა შესაბამის ფინანსურ ინფორმაციას და წვდომას ნებისმიერ დოკუმენტებსა და კომპიუტერულ მონაცემებზე, მათ შორის პროექტთან დაკავშირებულ ანგარიშებიდან ამონაწერებს, ასევე უზრუნველყოფს პროექტთან დაკავშირებულ ადგილებსა და შენობა-ნაგებობებზე ვიზიტის შესაძლებლობას.
ნაწილი 4.02. საქმის წარმოება და საქმიანობების განხორციელება
მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ აიღოს ვალდებულება, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება:
(ა) სათანადოდ შეასრულოს თავისი წინამდებარე შეთანხმებით, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
(ბ) არ გაყიდოს, იჯარით არ გასცენ ან სხვაგვარად არ გაასხვისონ თავისი ძირითადი აქტივები, რომელიც საჭიროა საქმიანობების ეფექტური განხორციელებისთვის ან რომლის გასხვისებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მათ უნარს – დამაკმაყოფილებლად შეასრულონ თავისი წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
(გ) არ შეიტანოს ცვლილებები ან გასცეს უფლება ამგვარი ცვლილებების შესატანად თავის წესდებებში, თუ ეს ცვლილები წინააღმდეგობაში მოდის წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულებასთან ან შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროექტის ორგანიზაციას, იმოქმედოს ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, და
(დ) გააფორმოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და მიიღოს ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც ბანკი საჭიროდ ან მიზანშეწონილად ჩათვლის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად და
ნაწილი 4.03. გადასახადები
(ა) ამ მუხლის მომდევნო წინადადების თანახმად, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ მერიამ და/ან პროექტის ორგანიზაციამ გადახდის ვადის დადგომისას გადაიხადონ ყველა დაკისირებული გადასახადი, რომელიც გადასახდელია წინამდებარე შეთანხმების (მათ შორის საგრანტო დაფინანსების პირობების) ან წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის გაფორმებასთან, გამოშვებასთან, რეგისტრაციასთან ან ნოტარიულად დამოწმებასთან დაკავშირებით.
(ბ) საგრანტო დაფინანსების თანხების არცერთი ნაწილი არ უნდა იქნას გამოყენებული პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გადასახადის გადახდისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე ან სხვა ადგილას.
ნაწილი 4.04. თაღლითობა და კორუფცია
მიმღები, თავად არ მიიღებს მონაწილეობას და უფლებამოსილებას არ მისცემს ოფიციალურ პირებს, დირექტორებს, უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგენტებს ან წარმომადგენლებს, ჩაერთონ პროექტთან, საგრანტო დაფინანსებასთან ან ნებისმიერ ტრანზაქციასთან, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით, დაკავშირებულ აკრძალულ საქმიანობაში.
მუხლი V – დონორთან დაკავშირებული დებულებები
ნაწილი 5.01 ინტერესთა კონფლიქტი
მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაცია და მერია უზრუნველყოს და სადაც ეს შესაძლებელია, გადადგავს ყველა საჭირო ნაბიჯს, რომ მიმღებმა და/ან მერიამ და/ან პროექტის ორგანიზაციამ თავიანთი შესაბამისი რეგულაციების თანახმად, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ინტერესტთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა, როცა პროექტის ორგანიზაციის, მერიის ან მიმღების მიერ ამ შეთანხმების ფარგლებში ფუნქციების მიუკერძოებლად და ობიექტურად შესრულებას საფრთხე ემუქრება.
ნაწილი 5.02 მონაცემთა დაცვა
მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაცია და მერია, სადაც ეს შესაძლებელია, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიმღებმა და/ან მერიამ და/ან მოახდინონ პერსონალური მონაცემების დაცვა, მათ შორის, თავიანთი შესაბამისი რეგულაციებისა და წესების შესაბამისად, შესაფერისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების მიღების გზით იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც ახლავს ამგვარ ოპერაციებსა და ინფორმაციის ტიპს, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ პირებთან იმისათვის, რომ:
(ა)
თავიდან აიცილოს ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის წვდომა კომპიუტერულ სისტემებზე, რომლებიც აწარმოებენ ამგვარ ოპერაციებს და განსაკუთრებით კი, შენახული მონაცემებისა ნებართვის გარეშე წაკითხვას, ასლის გადაღებას, შეცვლას ან წაშლას, მათ შორის შენახულ ინფორმაციაში რაიმეს უკანონოდ დამატებას, ისევე როგორც გავრცელებას, გადაკეთებას ან წაშლას.
(ბ)
კომპიუტერული სისტემის უფლებამოსილ მომხმარებლებს წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელსაც უზრუნველყოფს მათი წვდომის უფლება.
(გ) მოხდეს მათი შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მათ შეძლონ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულება.
ნაწილი 5.03 საზოგადოების ინფორმირება
(ა)
თუ EBRD სხვაგვარად არ ურჩევს, ოფიციალური თუ საჯარო ინფორმაციის დოკუმენტებში, მიმღები თავად უზრუნველყოფს და იზრუნებს, რომ პროექტის ორგანიზაციამ და მერიამ, სადაც ეს რელევანტურია, ყოველთვის მიუთითონ და საჯაროდ განაცხადონ შესაბამის პუბლიკაციებში, კომუნიკაციის დოკუმენტებსა და მედიაში, რომ პროექტმა დაფინანსება მიიღო მათ შორის ფონდისგანაც და სათითაოდ აღნიშნონ ფონდის ინდივიდუალური შემომწირველები. მიმღები უზრუნველყოფს და იზრუნებს, რომ პროექტის კომპანიამ და ქალაქმა, თუ შესაძლებელია, პროექტთან დაკავშირებულ პრომოუშენის მასალაში მიუთითონ, რომ პროექტს მხარს უჭერს ფონდი და სათითაოდ გამოყონ და აღნიშნონ ფონდის ინდივიდუალური შემომწირველები.
(ბ)
მიმღები უზრუნველყოფს და იზრუნებს, რომ პროექტის კომპანიამ და მერიამ ნებისმიერ ანგარიშში, რომელიც პროექტის მიმდინარეობასთან იქნება დაკავშირებული და რომელსაც მოამზადებს მიმღები და/ან მერია და/ან პროექტის ორგანიზაცია ან პროექტის კონსულტანტები და/ან პრომოუტერები, ჩაიწეროს შემდეგი ფრაზა: `ეს დოკუმენტი მომმზადდა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის [ავტორის სახელი] და ამგვარად, არ ასახავს ფონდის შემომწირველების ან EBRD–ის ოფიციალურ პოზიციას.”
ნაწილი 5.04 გამორიცხვის ცენტრალური მონაცემთა ბაზა
თანადელეგირების ხელშეკრულების თანახმად, ბანკი ვალდებულია, ევროკავშირს აცნობოს, თუ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ის აღმოაჩენს, რომ პროექტის ორგანიზაციის ან მიმღების ან იმ პირების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ უფლება წარმოადგენდნენ, გადაწყვეტილებას იღებდნენ ან კონტროლს ახორციელებდნენ, მიღებული არის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება თაღლითობის, კორუფციის, კრიმინალურ ორგანიზაციასთან კავშირის, ფულის გათეთრებისა ან და სხვა უკანონო ქმედებებისათვის, რაც საზიანოა ევროპის კავშირის ფინანსური ინტერესებისათვის. ევროკავშირი ამ ინფორმაციას გამორიცხვის ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში შეიყვანს.
მუხლი VI – შეჩერება და გაუქმება; თანხების დაბრუნება
ნაწილი 6.01. შეჩერება
(ა) ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმღების უფლება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნებისმიერ შემდგომ ჩარიცხვაზე, თუ მოხდება და გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა:
(1) სასესხო შეთანხმებას, პროექტის განხორცილების ხელშეკრულებას, პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებას, თანხის გადაცემის ხელშეკრულებას ან ნებისმიერ ქვესასესხო ხელშეკრულებას დაეკარგება სრული იურიდიული ძალა ან შეწყდება, ან
(2) მიმღებმა ვერ შეასრულა ან ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმებით ან სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ან
(3) პროექტის ორგანიზაცია ვერ შეასრულა ან ვერ ასრულებს პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებს, ან
(4)
მერიამ ვერ შეასრულა ან ვერ ასრულებს პროექტის მხარდაჭერის ან თანხის გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან
(5)
მოხდა ალტერნატიული დაფინანსების წყაროს მოპოვების ფაქტის დადასტურება, რამაც წარმოვა ორმაგი დაფინანსება (სრულად ან ნაწილობრივ), ან
(6)
ბანკმა შეაჩერა, ან მოხდა ისეთი შემთხვევა, რამაც ბანკს მისცა უფლება, მთლიანად ან ნაწილობრივ შეეჩერებინა მიმღების, როგორც მსესხებლის უფლება, სასესხო შეთანხმების შესაბამისად, მოეთხოვა გადმორიცხვები, სტანდარტული ვადების და პირობებისა დებულებების 7.01. ნაწილის (შეჩერება) ან სასესხო შეთანხმების 4.01 ნაწილის (შეჩერება) შესაბამისად.
(7)
ბანკმა გააუქმა, ან მოხდა ისეთი შემთხვევა, რამაც ბანკს მისცა უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაეუქმებინა სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადების და პირობების 7.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად;
(8)
სტანდარტული ვადების და პირობების 7.06 ნაწილში (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) ან სასესხო შეთანხმების 5.02 ნაწილში (გადახდის ვადის შემცირება) მითითებული ნებისმიერი შემთხვევა მოხდა ან გრძელდება და ბანკმა სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილი გამოაცხადა გადასახდელად სტანდარტული ვადების და პირობების დებულებების 7.06 ნაწილის (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) შესაბამისად;
(9)
მომხდარი შემთხვევების შედეგად შეიქმნა საგანგებო სიტუაცია, რაც შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას ან მიმღების, მერიის და/ან პროექტის ორგანიზაციის მიერ პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით და პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ან
(10)
მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ან მერიის მიერ პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და/ან პროექტის ორგანიზაციის მიერ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული განცხადებები იქნება არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ნებისმიერ არსებით საკითხთან მიმართებაში.
(11)
პროექტის ორგანიზაციის წესდებები შესწორდება, შეჩერდება, გაუქმდება, ან უარყოფილ იქნება იმგვარად, რომ არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს პროექტის ორგანიზაციის საქმიანობებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან კომპანიის უნარზე განახორციელოს პროექტი ან შეასრულოს პროექტის განხორციელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ან
(12)
მიმღებმა, როგორც მსესხებელმა სასესხო შეთანხმების შესაბამისად, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმა სასესხო დაფინანსების გამოუყენებელი ნაწილი სტანდარტული ვადების და პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) შესაბამისად;
(13)
ფონდმა შეწყვიტა მოქმედება ფონდის წესების შესაბამისად/ ფონდის ხელშეკრულება შეწყდა ან მისი შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაცემულ იქნა ფონდის ხელშეკრულების თანახმად.
(14)
ფონდის დონორმა შეწყვიტა ჩარიცხვები ფონდის წესების საფუძველზე ან მან შეწყვიტა ფონდის წესების სრულად ან ნაწილობრივ განხორციელება ან ფონდის წესების ფუნქციონირება შეჩერდა ან გაიცა შეჩერების შესახებ შეტყობინება ფონდის წესების თანახმად, ან
(15)
სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღები, მერია, პროექტის ორგანიზაცია, კონტრაქტორი ან ნებისმიერი მათი თანამდებობის პირი, აგენტი ან წარმომადგენელი მონაწილეობდნენ ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში;
(ბ) მიმღების უფლება ნებისმიერ შემდგომ გადმორიცხვაზე შეჩერებული უნდა იქნას სრულად ან ნაწილობრივ, სიტუაციიდან გამომდინარე მანამ, სანამ არსებობას არ შეწყვეტს ისეთი მოვლენა ან მოვლენები, რომელიც იწვევს შეჩერებას, და თუ ბანკი არ შეატყობინებს მიმღებს, რომ აღდგენილია შემდგომი გადმორიცხვის უფლება; თუმცა იმ პირობით, რომ შემდგომი გადმორიცხვისს უფლება აღდგება მხოლოდ ასეთ შეტყობინებაში მითითებული პირობების და ფარგლების შესაბამისად, და ასეთი შეტყობინება გავლენას არ მოახდენს ან არ შელახავს ბანკის უფლებას ან სამართლებრივი დაცვის უფლებას, ამ ნაწილში აღწერილ ნებისმიერ სხვა შემდგომ შემთხვევასთან დაკავშირებით.
ნაწილი 6.02. გაუქმება ბანკის მიერ
(ა) თუ ნებისმიერ დროს ბანკი, მიმღებთან კონსულტაციის შემდეგ, განსაზღვრავს, რომ საგრანტო დაფინანსების თანხა არ იქნება საჭირო პროექტის ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც უნდა დაფარულიყო გრანტის თანხიდან, ბანკს შეუძლია მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსების ამგვარი თანხა. საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო დღეს, საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი ავტომატურად გაუქმდება, თუ ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდება.
(ბ) იმ შემთხვევაში, თუ მიმღების წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის ჩარიცხვის მოთხოვნა შეჩერდება წინამდებარე შეთანხმების 6.01 ნაწილის (შეჩერება) შესაბამისად ოცდაათი (30) უწყვეტი დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, მთლიანად ან ნაწილობრივ.
(გ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გააუქმებს, ან მოხდება ისეთი შემთხვევა, რომელიც ბანკს აძლევს უფლებას მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადების და პირობების დებულებების 7.02 ნაწილის (გაუქმება ბანკის მიერ) შესაბამისად, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, მთლიანად ან ნაწილობრივ.
(დ) თუ ნებისმიერ დროს, ბანკი განსაზღვრავს, რომ:
(1) ნებისმიერი გრანტით დაფინანსებული ერთეულის შესყიდვა არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებას;
(2) წინამდებარე შეთანხმებით გამოყოფილი ფულადი სახსრები გამოყენებულ იქნა არა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მიზნებისთვის; ან
(3) ნებისმიერ კონტრაქტთან დაკავშირებით, მიმღების, მერიის, პროექტის ორგანიზაციის ნებისმიერი წარმომადგენელი ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი მონაწილეობს აკრძალულ საქმიანობაში ამგვარი კონტრაქტის გაფორმების ან უზრუნველყოფის დროს, და მიმღებმა და/ან პროექტის ორგანიზაციამ არ მიიღო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი დროული და სათანადო ზომა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად;
ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
(ე) თუ ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღები, მერია, პროექტის ორგანიზაცია ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი მონაწილეობენ ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
ნაწილი 6.03. ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომელზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება
გაუქმება ან შეჩერება არ ვრცელდება თანხებზე, რომელიც ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილის (ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები) შესაბამისად ბანკის მიერ აღებულ ანაზღაურების უპირობო ვალდებულებას, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული ასეთ ვალდებულებაში.
ნაწილი 6.04. მიმღების ვალდებულებები
ნებისმიერი შეჩერების ან გაუქმების მიუხედავად, ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების ყველა დებულება, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ არის მითითებული ამ დოკუმენტში.
ნაწილი 6.05. თანხების დაბრუნების შემთხვევები
თუ მოხდება ან ქვემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, მაშინ ნებისმიერ დროს ასეთი შემთხვევის მიმდინარეობის პერიოდში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მოთხოვოს მიმღებს, მერიას და/ან პროექტის ორგანიზაციას საგრანტო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილის დაბრუნება (და წინამდებარე შეთანხმებით გადასახდელი ნებისმიერი სხვა თანხის გადახდა) და აღნიშნული თანხა დაუყოვნებლივ (წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო პირობის მიუხედავად) უნდა იქნას გადახდილი, ასეთი შემთხვევებია:
(ა) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 6.01(ა)(1) (შეჩერება) ნაწილში მითითებულ შემთხვევას.
(ბ) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 6.01(ა)(2), 6.01(ა)(3) ან 6.01 (ა) (4) (შეჩერება) ნაწილში მითითებულ შემთხვევას (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, საგრანტო დაფინანსების არასწორ გამოყენება ამ შეთანხმების 2.01(ბ) ნაწილის დარღვევით) და, გამოსწორებადობის შემთხვევაში, გაგრძელდა ბანკის მიერ აღნიშნულის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
(გ) ადგილი აქვს და გრძელდება სტანდარტული ვადების და პირობების დებულებებში ან სასესხო შეთანხმებაში მითითებულ ვადამდე დაფარვის ნებისმიერ შემთხვევას და ბანკი სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერ ნაწილს აცხადებს გადასახდელად სტანდარტული ვადების და პირობების დებულებების 7.06 ნაწილის (ვადამდე დაფარვის შემთხვევები) შესაბამისად.
(დ) ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღების, მერიის და/ან პროექტის ორგანიზაციის, ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორის წარმომადგენელი მონაწილეობს ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში.
(ე) საქართველომ, როგორც მსესხებელმა სასესხო შეთანხმების შესაბამისად მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმა სესხის გამოუყენებელი ნაწილი სტანდარტული ვადების და პირობების 3.08 ნაწილის (გაუქმება) შესაბამისად.
მუხლი VII – განხორციელებადობა, დავის გადაწყვეტა
ნაწილი 7.01 უფლებების გამოუყენებლობა
ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ნებისმიერი მხარისათვის მინიჭებული ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალებების დაგვიანებით გამოყენება ან გამოუყენებლობა, ზიანს არ მიაყენებს ასეთ უფლებებს, უფლებამოსილებას ან სამართლებრივ დაცვის საშუალებებს ან არ განიმარტება მათზე უარის თქმად ან ამგვარი შეუსრულებლობის დაშვებად; ნებისმიერ ასეთ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ასეთი მხარის ქმედება, ან თანხმობა, გავლენას არ მოახდენს ასეთი მხარის უფლებაზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, ნებისმიერ სხვა შემდგომ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
ნაწილი 7.02 დავის გადაწყვეტა
სტანდარტული ვადების და პირობების დებულებების 8.04 ნაწილის (დავის გადაწყვეტა) დებულებები გამოყენებულ უნდა იქნას, ისე თითქოს სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში (შესაბამისი ცვლილებებით), ზემოაღნიშნულის მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:
(i) მითითებები “სესხის შეთანხმებაზე”, განიმარტება მითითებად “ამ შეთანხმებაზე”. ეჭვის თავიდან ასაცილებლად, მითითებები “საგარანტიო შეთანხმებასა” ან “საპროექტო ხელშეკრულებაზე” სტანდარტული ვადების და პირბების 8.04 ნაწილში (დავის გადაწყვეტა) მხედველობაში არ მიიღება ნაწილი 6.03-ის მიზნებით და
(ii) მითითებები “მსესხებელზე” განიმარტება მითითებებად “მიმღებზე”.
მუხლი VIII - ძალაში შესვლა; შეწყვეტა
ნაწილი 8.01. ძალაში შესვლის თარიღი
თუ მიმღები სხვაგვარად არ გადაწყვეტს, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც ბანკი მიმღებს გაუგზავნის შეტყობინებას ბანკის მიერ მტკიცებულების მიღების შესახებ, რომელიც მოთხოვნილია წინამდებარე შეთანხმების 8.02 ნაწილით (ძალაში შესვლის წინაპირობები) და 8.03 ნაწილით (იურიდიული დასკვნები).
ნაწილი 8.02. ძალაში შესვლის წინაპირობა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა სანამ ბანკი არ დარწმუნდება, რომ არ ხდება და არ გრძელდება წინამდებარე შეთანხმების 6.01.(ა) ნაწილში (შეჩერება) ან 6.05 ნაწილში (თანხების დაბრუნების შემთხვევები) მითითებული შემთხვევები; და სანამ არ შესრულდება ქვემოთ მითითებული წინაპირობები ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ან უარყოფილი იქნება ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მთლიანად ან ნაწილობრივ და პირობების საფუძველზე ან უპირობოდ:
(ა) ბანკმა უნდა მიიღოს წინამდებარე შეთანხმების სათანადოდ გაფორმებული ორი ეგზემპლარი.
(ბ) სასეხო შეთანხმების ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა, სტანდარტული ვადების და პირობების დებულებების 9.02, ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) და სასესხო შეთანხმების 6.01 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად, მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის გარდა, შესრულდა ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით;
(გ) ბანკმა უნდა მიიღოს მტკიცებულება ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმება და მიწოდება მიმღების სახელით სათანადოდ არის ავტორიზებული ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო და ადმინისტრაციული ქმედებით;
(დ) თანხის გადაცემის ხელშეკრულება, ბანკისთვის მისაღები ფორმით, შესრულებულია და მიწოდებული და მისი ეფექტურობის ყველა პირობა, ასევე მერიის უფლება მოითხოვოს თანხის ჩამორიცხვა, გარდა ამ შეთანხმების ეფექტურობისა, შესრულდა;
(ე) ბანკმა მიიღო შეტყობინება ბანკისთვის მისაღები ფორმით, რომ თანხის გადაცემის ხელშეკრულება სათანადოდ შესრულებული და უფლებამოსილია მიმღების და მერიის მიერ ან რატიფიცირებულია ყველა სამთავრობო და ადმინისტრაციული აქტით; და
(ვ) ბანკს მიეწოდა მის მიერ მოთხოვნილი ყველა სხვა დოკუმენტი, რომელთა მოთხოვნათ მიზანშეწონილია.
ნაწილი 8.03. სამართლებრივი დასკვნები
(ა) წინამდებარე შეთანხმების 8.02 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობები) შესაბამისად მისაწოდებელი მტკიცებულების ფარგლებში, მიმღები მიაწვდის ბანკს იურიდიული დასკვნას ან უზრუნველყოფს მის მიწოდებას, მიმღების სახელით მიმღების იუსტიციის სამინისტროს მიერ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, წინამდებარე შეთანხმებით და თანხის გადაცემის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, და მიუთითებს, რომ წინამდებარე შეთანხმება და თანხის გადაცემის ხელშეკრულება სათანადოდ არის დამოწმებული ან რატიფიცირებული და გაფორმებული და წარმოდგენილი მიმღების სახელით და მოიცავს მიმღების, ქმედუნარიან და იურიდიულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელიც განხორციელებადია მისი პირობების შესაბამისად;
(ბ) წინამდებარე შეთანხმების 8.02 ნაწილის (ძალაში შესვლის წინაპირობა) შესაბამისად მერია გასცემს ან უზრუნველყოფს ბანკისთვის გაცემას სამართლებრივი დასკვნის მერიის სახელით მერიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ თანხის გადაცემის ხელშეკრულების მიზნებისთვის, ბანკისათვის მისაღები ფორმით, რაც აჩვენებს, რომ თანხის გადაცემის ხელშეკრულება უფლებამოსილია ან რატიფიცირებული და შესრულებული და წარმოდგენილია მერიის მიერ და წარმოადგენს მერიის სამართლებრივად მოქმედ ვალდებულებას, რაც შესრულებადია მისივე პირობების მიხედვით.
ნაწილი 8.04. შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო
იმ შემთხვევაში, თუ:
(ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა შეთანხმების გაფორმების თარიღიდან ასოთხმოცი (180) კალენდარული დღის განმავლობაში; ან
(ბ) სასესხო შეთანხმება ძალაში არ შევა სასესხო შეთანხმების 5.03 ნაწილში (შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო) მითითებულ დღეს ან ბანკის მიერ მიმღებისთვის, როგორც მსესხებლისთვის, სტანდარტული ვადების და პირობების 9.04 ნაწილის (შეწყვეტა ძალაში არშესვლის გამო) შესაბამისად, შეტყობინებულ ნებისმიერ მომდევნო თარიღზე;
ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეწყდება, თუ ბანკი, დაგვიანების მიზეზების გათვალისწინების შემდეგ, არ განსაზღვრავს მოგვიანებით თარიღს ამ ნაწილის მიზნებისთვის. ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმღებს, პროექტის კომპანიას და ქალაქს ამგვარი გვიანი თარიღი.
ნაწილი 8.05. შესრულების შეწყვეტა
(ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება მანამ, სანამ მიმღები არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას შეთანხმების დებულებების შესაბამისად, გარდა ვადამდე შეწყვეტისა შეთანხმების პირობების შესაბამისად იმ პირობით, რომ წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილის (დავის გადაწყვეტა) დებულებები ძალაში უნდა დარჩეს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ.
(ბ) წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმების 6.05.(დ) ნაწილის (თანხის დაბრუნების შემთხვევები) დებულებები ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, პროექტის დასრულების თარიღიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში.
მუხლი IX – სხვადასხვა
ნაწილი 9.01. შეტყობინებები
ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა, რომლის გაგზავნა ან გაკეთება მოითხოვება ან დაშვებულია წინამდებარე შეთანხმების, შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. თუ სხვაგვარად არ არის წარმოდგენილი წინამდებარე შეთანხმების 8.01 ნაწილში (ძალაში შესვლის თარიღი), ასეთი შეტყობინება ან მოთხოვნა სათანადოდ გაგზავნილად ჩაითვლება, როდესაც შეტყობინება ან მოთხოვნა მიეწოდება მხარეს, რომელსაც უნდა გაეგზავნოს, ასეთი მხარის ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ან სხვა ისეთ მისამართზე, რომელსაც აღნიშნული მხარე წერილობით მიუთითებს მეორე მხარეს (რომელიც აგზავნის შეტყობინებას ან მოთხოვნას). თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში ან EBRD-ის თანხების გამოყოფის შესახებ სახელმღვანელოში, შეტყობინების ან მოთხოვნის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს პირადად, ფოსტით ან ფაქსით. ფაქსით მიწოდებული შეტყობინებები ასევე უნდა დადასტურდეს ფოსტით.
მიმღებისთვის:
საქართველო
ფინანსთა სამინისტრო,
საქართველო,
ქ. თბილისი 0114,
გორგასალის ქუჩა # 16.
ვის: სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი
ფაქსი:
+995 32 2262 423
ბანკისთვის:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
საფონდო ბირჟის მოედანი N1,
ლონდონი, საფოსტო ინდექსი EC2A 2JN
გაერთიანებული სამეფო
ადრესატი:
საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ფაქსი:
+44-20-7338-6100
ნაწილი 9.02. მოქმედების უფლებამოსილება
ნებისმიერი ქმედება, რომლის განხორციელება მოითხოვება ან ნებადართულია და ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის გაფორმება მოთხოვნილია ან ნებადართულია, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მიმღების მიერ, უნდა განხორციელდეს ან გაფორმდეს მიმღების მიერ, მიმღების სხვა ისეთი თანამდებობის პირების მიერ, რომელსაც წერილობითი ფორმით დანიშნავენ ზემოაღნიშნული უფლებამოსილი წარმომადგენლები. მიმღებმა ბანკს უნდა მიაწოდონ მტკიცებულება ასეთი უფლებამოსილების და აღნიშნული თანამდებობის პირის დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში, არსებითად დანართი 2-ის ფორმით (უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა).
ნაწილი 9.03 ცვლილება
წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელისა და ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები ამ შეთანხმებაში ძალაში შევა იმავე პროცედურების გავლის შემდეგ, რაც გაიარა ამ შეთანხმებამ.
ნაწილი 9.04 ინგლისური ენა
წინამდებარე შეთანხმება მომზადდა და გაფორმდა ინგლისურ ენაზე. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტი ასევე შედგენილი იქნება ინგლისურ ენაზე. ბანკის თანხმობის არსებობის შემთხვევის გარდა, სხვა ენაზე შედგენილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც დამოწმებულია, როგორც დამტკიცებული თარგმანი და ასეთი თარგმანი უნდა იყოს საბოლოო.
ნაწილი 9.05 ზარალის ანაზღაურება
(ა) მიმღები სრულ პასუხისმგებლობას იღებს და თანახმაა, აუნაზღაუროს (და დაიცვას) ბანკს და მის თანამდებობის პირებს, დირექტორებს, აგენტებს და თანამშრომლებს ნებისმიერი და ყველა ვალდებულება, ზარალი, ზიანი (კომპენსირებადი, საჯარიმო თუ სხვა), ჯარიმა, მოთხოვნა, გადასახადი, სარჩელი, ხარჯი და დანახარჯი (მათ შორის ადვოკატის მომსახურების გონივრული საფასური და ხარჯი და გამოძიების ხარჯები), მათ შორის ზემოაღნიშნულის მთლიანობის დარღვევის გარეშე, რომელიც წარმოიქმნა შეთანხმების ფარგლებში ან სამოქალაქო სამართალდარღვევის (მათ შორის დაუდევრობის) ან მკაცრი პასუხისმგებლობის საფუძველზე ან სხვა შემთხვევებში, რომელიც ეკისრება ბანკს, გაცხადებულია ბანკთან მიმართებაში ან გაწია ბანკმა (მიუხედავად იმისა უკვე აანაზღაურა თუ არა ნებისმიერმა სხვა პირმა ნებისმიერი სხვა დოკუმენტის საფუძველზე) და რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება ან პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნება:
(1) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგების ან მისი გაფორმების ან შესრულების საფუძველზე;
(2) მიმღების ან მერიის ან პროექტის ორგანიზაციის ობიექტების ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების ან მიმღების ან მერიის ან პროექტის ორგანიზაციის მიერ მათი ფლობის, ან კონტროლის საფუძველზე; ან
(3) ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების და სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების საფუძველზე.
იმ პირობით, რომ ბანკს არ ექნება უფლება მოითხოვოს ანაზღაურება წინამდებარეთი, დაუდევრობის ან ვალდებულებების განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევაში.
(ბ) მიმღები ადასტურებს, რომ ბანკი აფორმებს წინამდებარე შეთანხმებას და მოქმედებს მხოლოდ, როგორც გრანტის პროვაიდერი და არა როგორც კონსულტანტი მიმღებისთვის. მიმღები, აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმებისას გამოიყენა საკუთარი იურიდიული, ფინანსური და სხვა პროფესიონალი კონსულტანტები და ეყრდნობა ასეთი კონსულტანტების მიერ მისთვის მიცემულ რჩევას და ის არ ეყრდნობა და მომავალშიც არ დაეყრდნობა მისთვის ბანკის მიერ მიცემულ ნებისმიერ რჩევას.
ნაწილი 9.06 გადაცემა
მიმღებს არ შეუძლია, გადასცეს თავისი წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლებების და მოვალეობები მთლიანდ ან ნაწილობრივ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ნაწილი 9.07 უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები
ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზიანი არ უნდა მიადგეს ისეთი აქტით, რომელიც ამ ნაწილის გარდა, ზიანს აყენებს აღნიშნულ უფლებებს ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებს. საქმიანობის ჩვეულებრივ პროცესში და ბანკის ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების დაგვიანებით გამოყენებამ ან გამოუყენებლობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ნებისმიერ ასეთ უფლებას, უფლებამოსილებას ან სამართლებრივი დაცვის საშუალებას ან არ უნდა განიმარტოს მათზე უარის თქმად. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ პირობაზე ან დებულებაზე უარის თქმა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს ბანკის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი უარყოფს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი გამოყოფის პირობას, უნდა ჩაითვალოს, რომ მიმღები, აღნიშნული გამოყოფილი თანხის მიღებით, ეთანხმება უარყოფის პირობებს და ბანკის უფლება - მოითხოვოს აღნიშნული პირობის დაცვა – გარკვევით დაცულ უნდა იქნას ნებისმიერი შემდეგი გამოყოფის მიზნებისთვის. წინამდებარე შეთანხმებაში და სხვა შეთანხმებაში მითითებული უფლებები და სამართლებლივი დაცვის საშუალებები არის კუმულაციური და არ გამორიცხავს მათ სხვაგვარ ან შემდგომ გამოყენებას, ან ნებისმიერი სხვა უფლების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას.
ნაწილი 9.08. ინფორმაციის გამჟღავნება
ბანკს შეუძლია, გაამჟღავნოს ისეთი დოკუმენტები, ინფორმაცია და ჩანაწერი მიმღების, პროექტის კომპანიის და ქალაქის და ამ გარიგების შესახებ (მათ შორის წინამდებარე შეთანხმების, ნებისმიერი სხვა აქ ხსენებული შეთანხმების ასლები), რომელსაც ბანკი მიზანშეწონილად ჩათვლის (ნებისმიერი მიზნით) ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობს მიმღები, პროექტის კომპანია და ქალაქი ბანკის წინამდებარე შეთანხმებით ან წინამდებარეთი განსაზღვრული ნებისმიერი შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების შენარჩუნების ან გამოყენების ან ბანკისთვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის ინკასირების და ფონდის წესების შესაბამისად ანგარიშგების მიზნით.
ნაწილი 9.09 ეგზემპლარები
წინამდებარე შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს ნებისმიერი რაოდენობის ეგზემპლარად, თითოეული მათგანი უნდა ჩაითვალოს ორიგინალად, მაგრამ ყველა მათგანი უნდა წარმოადგენდეს ერთსადაიმავე შეთანხმებას.
აღნიშნულის დასტურად, მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, უზრუნველყვეს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერა სამ ეგზემპლარად (აქედან ორი ბანკისათვის და ერთი მიმღებისთვის), ზემოთ პირველად მითითებულ დღეს.
საქართველო
______________________
ნოდარ ხადური
მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
_____________________
სუმანტრა ჩაკრაბარტი
პრეზიდენტი
განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები
წინამდებარე განრიგში წარმოდგენილი შესყიდვის გეგმა მიუთითებს გრანტით დაფინანსებულ ერთეულებს და თითოეული გრანტით დაფინანსებული ერთეულისთვის გამოყოფილ საგრანტო დაფინანსების თანხას.
გრანტით დაფინანსებული ერთეულები
საგრანტო დაფინანსების თანხა გამოყოფილი ევროში
ახალი, დაბალ-იატაკიანი კომპრესირებულ 7,000,000
ბუნებრივი აირზე მომუშავე ავტობუსები
დანართი 1 – თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმა
[უნდა დაიბეჭდოს მიმღების საფირმო ბლანკზე]
[თარიღი]
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
საფონდო ბირჟის მოედანი №1
ლონდონი EC2A 2JN
გაერთიანებული სამეფო
საოპერაციო მართვის დეპარტამენტის საყურადღებოდ
საოპერაციო Nო. 47166 (გრანტის კომპონენტი)
გამოყოფის მოთხოვნის No. [1]
საგანი: საგრანტო შეთAნხმება, დათარიღებული ------------, გაფორმებული [**] შორის.
ამგვარად, ჩვენ მოვითხოვთ თანხის გამოყოფას ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმების დებულებების შესაბამისად:
გრანტის ვალუტა:
[ევრო]
მოთხოვნილი გადახდის ვალუტა:
[2]
დაფინანსებული თანხ(ებ)ი/ვალუტა
[3]
ვალუტირების თარიღი:
[4]
გადასახდელია (მიმღებისთვის):
[5]
გადახდის ინსტრუქციები (მიმღების საბანკო რეკვიზიტები):
გადახდის ინსტრუქციები (მიმღების საბანკო რეკვიზიტები):
მიმღების ანგარიშის სახელი:
[6]
მიმღების ანგარიშის ნომერი:
[7]
მიმღების ბანკის სახელი:
[8]
მიმღების ბანკის მისამართი:
[9]
მიმღების საბანკო - საკორესპონდენტო რეკვიზიტები:
კორესპონდენტი-ბანკის სახელი:
[10]
მისამართი:
[11]
ანგარიშის სახელი:
[12]
ანგარიშის ნომერი:
[13]
გადახდის რეკვიზიტები:
[14]
ამგვარად, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენ წარსულში არ მოგვითხოვია საგრანტო დაფინანსებიდან თანხის გამოყოფა აღნიშნული ხარჯების დასაფარად და თანხის გამოყოფის ყველა წინაპირობა, რომელიც გაწერილია საგრანტო შეთAნხმების ნაწილში 2.02. (გ), შესრულებულია. ჩვენ არ ვიღებთ და არ ვგეგმავთ ფულადი სახსრების მიღებას აღნიშნული მიზნით ნებისმიერი სხვა გრანტის, კრედიტის ან სესხის შემოსავლებიდან.
ამ მოთხოვნაში გათვალისწინებული საქონელი და მომსახურება შესყიდულია (ან მათი შესყიდვა ხდება) საგრანტო შეთAნხმების პირობების შესაბამისად.
[გარანტიის დაცვით, რომ 2.02 ნაწილის (თანხის ჩარიცხვის წინაპირობა) მოთხოვნები შესაბამისი 2.02(გ) ნაწილის (1), (2) ან (3) პარაგრაფის სიტყვიერი ფორმულირების გამოყენებით.]
ამგვარად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ვუდასტურებთ, რომ (i) ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, რომლებიც მითითებულია საგრანტო შეთანხმებაში და სასესხო შეთანხმებაში და (ii) არ მომხდარა ისეთი შემთხვევა, რომელიც არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს საქმიანობებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან ჩვენს უნარზე – განვახორციელოთ პროექტი ან შევასრულოთ გრანტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
პატივისცემით,
--------------------------- მიერ
სახელი
თანამდებობა.
ჩანართები: - შემაჯამებელი ფურცლების საერთო რაოდენობა: [16].
- დოკუმენტების საერთო რაოდენობა: [17]
შენიშვნები თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმის შევსებასთან დაკავშირებით
[1] მიმღებმა უნდა დანომროს თითოეული მოთხოვნის ფორმა. გრანტის გამოყოფის პირველი მოთხოვნა იქნება ნომერი 1, შემდეგი მოთხოვნების ნომრები იქნება 2, 3 და ა.შ. მიმღების მოვალეობაა, სათანადოდ ჩაინიშნოს გრანტის გამოყოფის ყველა მოთხოვნის ნომერი, რომელიც მან განსაზღვრა მოცემული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე. მოთხოვნის ფორმებში დაცული უნდა იყოს თანმიმდევრული ნუმერაციის სისტემა, მიუხედავად იმისა, ისინი განსაზღვრულია პირდაპირი გადახდის გზით გამოყოფისთვის თუ ანაზღაურების ვალდებულების გაცემისთვის. აღნიშნული ნუმერაციის სისტემის გამოყენებით თავიდან იქნება აცილებული აღნიშნული ფორმების ერთმანეთში არევა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის ფორმები ინახება ფოსტაში, ან გაგზავნილია ფოსტით ერთ ჯერზე მეტად, და სხვ.
[2] გთხოვთ მიუთითოთ, მოთხოვნილი ფაქტობრივი გადახდის ვალუტა. ეს იქნება გრანტის ვალუტა ან დანახარჯების ვალუტა (იხილეთ [3] ქვემოთ). ალტერნატიულად, ზოგ შემთხვევაში ბანკი შესაძლოა თანახმა იყოს მესამე ვალუტაში, ასეთ შემთხვევაში ის იმოქმედებს მიმღების აგენტის უფლებამოსილებით აღნიშნული ვალუტის მიღების მიზნით.
თუ გადახდა მოთხოვნილია ერთზე მეტ ვალუტაში, მაშინ თითოეულ ვალუტასთან მიმართებაში გამოყენებულ უნდა იქნას სხვა განაცხადის ფორმა.
[3] დაფინანსებული თანხ(ები)ა არის თავდაპირველი დანახარჯები, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც დეტალურად მოცემულია შემაჯამებელ ფურცელში, და გამოთვლილია საგრანტო შეთანხმებაში მითითებული შესაბამისი პროცენტული პუნქტით გრანტით დაფინანსებული შესაბამისი ერთეულისთვის. მოცემული თანხ(ები)ა უნდა შეესაბამებოდეს შემაჯამებელი ფურცლის [15] ნაწილში მითითებულ თანხ(ებ)ას.
[4] ვალუტირების თარიღი არის თარიღი, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშზე დებეტირებულია ჩარიცხვის გადასახდელი თანხა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არ გასცემს გარანტიას, რომ მიმღების ანგარიში კრედიტირებული იქნება იმავე დღეს, რადგან ეს დამოკიდებულია კლირინგის სისტემის ან მიმღები ბანკის მიერ მიღებულ პროცედურებზე, მიმღების ქვეყანაში. EBRD–ის მიერ განცხადების და მიღების თარიღს და მოთხოვნილ ვალუტირების დღეს შორის უნდა იყოს მინიმუმ 15 სამუშაო დღე. თუ ფაქტობრივად გადახდა მოთხოვნილია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, სპეციალური ვალუტირების თარიღის ნაცვლად უმჯობესია არ იქნას მითითებული სპეციალური თარიღი და ამ ველში [4] მიეთითოს “შეძლებისდაგვარად მოკლე ვადა”. ასეთ შემთხვევაში EBRD განახორციელებს გადახდას 15 სამუშაო დღის განმავლობაში, თუმცა თუ შესაძლებელი იქნება უფრო ადრე. (გთხოვთ გაითვალისწინეთ, გადახდა შეიძლება გარანტირებული იყოს 15 სამუშაო დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყოფის მოთხოვნა არის სწორი და სრული).
[5] თანხა ჩვეულებრივ ირიცხება ფულის მიმღების ანგარიშზე. ეს, როგორც წესი, არის კონტრაქტორი, მაგრამ თუ თუ ბანკი თანახმობას გამოთქვამს წერილობითი ფორმით და თანდართული დოკუმენტაცია (იხილეთ შემაჯამებელი ფურცელი) წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მსესხებელმა უკვე გადაუხადა კონტრაქტორს, მაშინ გადახდა შეიძლება განხორციელდეს მიმღების ანგარიშზე.
[6] ფულის მიმღების ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება ბენეფიციარის სახელი.
[7] ფულის მიმღების ანგარიშის ნომერის მითითება აუცილებელია შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. სულ უფრო მეტ ქვეყანაში, ბანკები უარს განაცხადებენ გადახდაზე, თუ მიმღების ანგარიშის ნომერი არ არის მითითებული გადახდის ინსტრუქციებში.
[8] ფულის მიმღების ბანკი არის ბანკი, სადაც გახსნილია მიმღების ანგარიში. გთხოვთ მიუთითეთ ბანკის სახელი და ქალაქი.
[9] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს განყოფილების კოდი ან სვიფტ კოდი.
[10] ფულის მიმღების ბანკის კორესპონდენტი-ბანკის მითითება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდა არ უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნის ვალუტაში, სადაც მიმღების ბანკი მდებარეობს. ასეთ შემთხვევაში კორესპონდენტი-ბანკი არის ბანკი, რომელიც მდებარეობს გადახდის ვალუტის ქვეყანაში, სადაც მიმღების ბანკი ფლობს ანგარიშს.
[11] მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს კორესპონდენტი-ბანკის განყოფილების კოდი ან სვიფტ კოდი.
[12] ფულის მიმღების ბანკის ანგარიშის სახელი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ იქნება მიმღების ბანკის სახელი.
[13] მიმღების ბანკის ანგარიშის ნომერს არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მიმღები ბანკი ფლობს ერთზე მეტ ანგარიშს კორესპონდენტ-ბანკში, ან თუ ის არ არის სვიფტ-ის (ბანკთაშორისი ფულადი ანგარიშსწორების საერთაშორისო სისტემა) წევრი. სხვაგვარად აღნიშნული ნომერი არის სასარგებლო, თუმცა არა სავალდებულო. შესაბამის შემთხვევაშიუნდა მიეთითოს IBAN (საბანკო ანგარიშის საერთაშორისო ნომერი) ნომერი.
[14] გადახდის კოდი, რომელსაც EBRD გააგზავნის, ეხმარება მიმღებს დაადგინოს აღნიშნული გადახდა. თუ მოთხოვნილი არ იქნება სპეციალური კოდი, EBRD მიუთითებს მიმღების სახელს და შეთანხმების ნომერს.
[15] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელ ფურცელს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების მიერ ან მიმღების სახელით.
[16] შემაჯამებელი ფურცლები მიუთითებს თანდართული დოკუმენტაციის ყველა ერთეულს, გამოყოფის მოთხოვნის განცხადების დადასტურების მიზნით. ბევრი ასეთი ერთეულის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია თითოეული კატეგორიისთვის გამოყენებულ იქნას ცალკე შემაჯამებელი ფურცელი.
[17] დოკუმენტაციის ერთეულები (კონტრაქტები, ანგარიშ-ფაქტურები, ქვითრები და სხვ.) უნდა დაინომროს და წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლებში. მათი საერთო რაოდენობა მითითებული უნდა იყოს იმისათვის, რომ EBRD–თვის გამარტივებული იყოს მათი განხილვა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
მიმღების
სახელი: [1]
........................
ოპერაცია
No : [3]................
მოთხოვნა
No: [4] .................
ჩარიცხვა
(ნომერი./ სახელი/ %)
თარიღი: [2]
........................
შეჯამება No : [5]
.....................
გრანტით დაფინანსებული
ერთეულები: [6]
.........../................../.....
ერთეული
ერთეულის
კონტრაქტის
კონტრაქტორის
საქონლის,
კონტრაქტის
ვალუტა და
სათანადო ხარჯების
დაფინანსების თანხა
N
აღწერა
ნომერი და თარიღი
სახელი და მისამართი
სამუშაოების
მთალიანი თანხა
ვალუტა & თანხა
ხარჯების
მოკლე აღწერა
ვალუტაში
[7]
[8]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
ხელმოწერა
ჯამი (თითოეულ ვალუტაში)
[15]
[16]..............................
შენიშვნები თანხის გამოყოფის მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით
[1] სახელი. მიმღების სახელი. უნდა იყოს იგივე სახელი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.
[2] თარიღი. მოთხოვნის თარიღი. უნდა იყოს იგივე თარიღი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.
[3] საოპერაციო ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.
[4] მოთხოვნის ნომერი. უნდა იყოს იგივე ნომერი, რომელიც მითითებულია თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც აღნიშნული შემაჯამებელი ფურცელი ეკუთვნის.
[5] შემაჯამებელი ფურცლის ნომერი. თანხის გამოყოფის თითოეული მოთხოვნისთვის, შემაჯამებელი ფურცლების დანომვრა უნდა დაიწყოს 1-დან, და მათი საერთო ნომერი უნდა მიეთითოს თანხის გამოყოფის მოთხოვნის იმ ფორმაში, რომელსაც ისინი ეკუთვნის.
[6] გამოყოფა. გრანტით დაფინანსებული ერთეული. ეს არის გრანტით დაფინანსებული ერთეული პროექტისთვის, რომელიც უნდა დაფინანსდეს მოთხოვნილი გამოყოფის თანხებიდან. გთხოვთ იხილეთ საგრანტო შეთანხმება და მოძებნეთ გრანტით დაფინანსებული ერთეულის სახელი და რეგისტრაციის ნომერი, და დასაფინანსებელი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებელი (მაგალითად, “გრანტით დაფინანსებული ერთეული # (3ბ), მოწყობილობა, 60%”).
იმ შემთხვევაში, თუ თანხის გამოყოფის ერთი მოთხოვნა მოიცავს ერთზე მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულს, მაშინ თითოეული გრანტით დაფინანსებული ერთეულისთვის გამოყენებულ უნდა იქნას ცალკე შემაჯამებელი ფურცელი.
[7] ერთეულის ნომერი. დოკუმენტის ყველა ერთეული (ანგარიშ-ფაქტურები, კონტრაქტები, ქვითრები და სხვ) წარმოდგენილი უნდა იყოს იგივე რიგითობით, როგორც მითითებულია შემაჯამებელ ფურცლ(ებ)ში. იდენტიფიკაციის გასამარტივებლად, დოკუმენტები უნდა დაინომროს თანმიმდევრობით, რომლის ათვლა იწყება 1-დან და მოსდევს 2, 3 და ა.შ., თითოეული ახალი გამოყოფის მოთხოვნისთვის, და ეს ნომერი დოკუმენტზე მკაფიოდ უნდა აღნიშნული. ერთეულების საერთო ნომერი ყველა შემაჯამებელი ფურცლისთვის წარმოდგენილია თანხის გამოყოფის მოთხოვნის ფორმაზე.
[8] ერთეულის აღწერილობა. გთხოვთ აღწერეთ თითოეული ერთეული, მაგალითად, “ანგარიშ-ფაქტურა”, “ქვითარი”, “ინჟინრის სერტიფიკატი”, “[. . . .]-ის თარგმანი”, და სხვ.
[9] შეთანხმების რიგითი ნომერი და თარიღი. რეკომენდებულია შეთანხმებას ჰქონდეს ორიგინალი ნომერი მიმღებსა და კონტრაქტორს შორის შეთანხმების შედგენისას. EBRD მიიღებს აღნიშნულ ნომერს თავისი ჩანაწერების წარმოებისთვის. თუ შეთანხმებას არ მიენიჭება ორიგინალი ნომერი, EBRD მიანიჭებს შეთანხმებას ნომერს და აცნობებს მიმღებს დამტკიცების დროს. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებმა არ იცის ნომერი შემაჯამებელი ფურცლის შევსების დროს, ეს ნაწილი შესაძლოა შეავსოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.
შეთანხმების / შესყიდვის ბრძანების თარიღი ასევე უნდა მიეთითოს ამ სვეტში.
შენიშვნა: აღნიშნული შეთAნხმება შეიძლება მიეთითოს ერთზე მეტ გამოყოფის მოთხოვნაში, თუ საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მიწოდება (იხილეთ [11]), და აქედან გამომდინარე აღნიშნული საქონლისთვის, სამუშაოებისა და მომსახურებებისთვის გადახდა ხორციელდება ეტაპებად.
[10] კონტრაქტორის სახელი და მისამართი. მიმღების გარიგების მხარის (კონტრაქტორი) სახელი და მისამართი შეთანხმებაში / შესყიდვის ბრძანებაში, როგორც აღწერილია [9] პუნქტში.
[11] საქონლის, სამუშაოების ან მომსახურებების მოკლე აღწერილობა. აღნიშნული საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებაში ან სხვა წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულ დეტალებს, და უნდა მოხვდეს [6] პუნქტში მითითებული გრანტით დაფინანსებული ერთეულის ფარგლებში.
[12] შეთანხმების ვალუტა და საერთო თანხა. შეთAნხმების საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, მითითებული [9] პუნქტში.
[13] სანქცირებული დანახარჯების ვალუტა და ოდენობა. თითოეულ დანახარჯზე: გადასახდელი ან გადახდილი საერთო თანხა, თავდაპირველ ვალუტაში, რომელიც წარმოდგენილია ანგარიშ-ფაქტურებში ან [7] და [8] პუნქტებში მითითებულ სხვა დოკუმენტებში. თუ თითოეულ დანახარჯთან დაკავშირებით არსებობს ერთზე მეტი “ერთეული”, (მაგალითად, ანგარიშ_ფაქტურა, სერტიფიკატი და ქვითარი, ყველა მათგანი ერთიდაიმავე დანარჯთან დაკავშირებით), აღნიშნული ერთეულები ჩასმული უნდა იყოს ფრჩხილებში და მხოლოდ ერთი თანხა უნდა იყოს მითითებული ამ სვეტში.
[14] დაფინანსების თანხა. [13] სვეტში მითითებულ თითოეულ თანხასთან დაკავშირებით, [14] სვეტში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი თანხა, რომელიც გამოთვლილია პროცენტულად, რომელიც მითითებულია [6] სვეტში, აღნიშნული შემაჯამებელი ფურცლის კატეგორიის შესაბამისად. დაფინანსების თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს შეთანხმების და დანახარჯების თავდაპირველ ვალუტაში (12 და 13 მწკრივები). ეს შესაძლოა იყოს ან არ იყოს სესხის ვალუტა ან გადახდის ვალუტა.
[15] სულ. დაფინანსების თანხა, რომელიც მითითებულია [14] სვეტში, უნდა დაემატოს ერთ საერთო თანხას ვალუტის შესაბამისად. პირდაპირი გამოყოფის მოთხოვნებისთვის, მოცემული თანხ(ები)ა უნდა შეესაბამებოდეს პირდაპირი გამოყოფის მოთხოვნის ფორმის [9] პუნქტში მოცემულ თანხ(ებ)ას.
[16] ხელმოწერა. მოთხოვნის შემაჯამებელი ფურცელს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების მიერ ან მიმღების სახელით. იხილეთ მოთხოვნა თანხის გამოყოფის ფორმასთან დაკავშირებით, ხელმოწერასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად.
დანართი 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის ფორმა.
[უნდა დაიბეჭდოს მიმღების საფირმო ბლანკზე]
[თარიღი]
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
საფონდო ბირჟის მოედანი №1
ლონდონი EC2A 2JN
გაერთიანებული სამეფო
საოპერაციო მართვის დეპარტამენტის საყურადღებოდ
საგანი: საოპერაციო No. 47166 (გრანტის კომპონენტი)
უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილი7
ბატონო/ქალბატონო,
[*] და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (“ბანკი”) შორის --------------- (თარიღი) გაფორმებულ საგრანტო შეთAნხმებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერი იმ პირებიდან, რომელთა დამოწმებული ხელმოწერების ნიმუშები არის წარმოდგენილი ქვემოთ, არის უფლებამოსილი მიმღების სახელით მოაწეროს ხელი თანხის გამოყოფის მოთხოვნას და ნებისმიერ სხვა შეტყობინებას ან დოკუმენტს, რომელიც საჭირო ან ნებადართულია გაფორმდეს ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე.
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერის ნიმუში
_______________
_______________
_________________________
_______________
_______________
_________________________
_______________
_______________
_________________________
_______________
_______________
_________________________
ყველა წინა შეტყობინება, რომელიც ითვალისწინებს მიმღების სახელით ხელმოწერის უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერებს, ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარეთი გაუქმებულია.
პატივისცემით,
-თვის და --ს სახელით:
_____________________________ მიერ
სახელი:
თანამდებობა:
შენიშვნები: უფლებამოსილი ხელმომწერების დანიშვნის წერილის შედგენასთან დაკავშირებით
*
ზემოხსენებულ უფლებამოსილების წერილს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების სახელით მისი შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. [გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელლის განხორციელება მოითხოვება ან ნებადართულია საგრანტო შეთანხმების 2.02. ნაწილის ან 2.03 ნაწილის დებულებების საფუძველზე, უფლებამოსილების წერილს ხელი უნდა მოეწეროს მიმღების სახელით მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
*
იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ერთზე მეტმა თანამდებობის პირმა, უფლებამოსილების წერილში მკაფიოდ უნდა მიეთითოს ამის შესახებ, და შესაბამისად უნდა შესწორდეს პირველი წინადადება.
იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ხელმომწერები იყოფა ორ ჯგუფად, და საჭიროა თანამდებობის პირის ხელმოწერა თითოეული ჯგუფიდან, ასევე ეს მოთხოვნაც მკაფიოდ უნდა მიეთითოს.