შპს „ფერის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1466
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021879
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1466

2016 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „ფერის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „ფერი“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბა ყაზბეგის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 6 000 (ექვსი ათასი) მ3 საშენი მასალა (ღორღი) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

 

X

Y

1

471171

4725734

2

471228

4725718

3

471215

4725608

4

471238

4725449

5

471165

4725440

6

471141

4725606

S = 2.0 ჰა

WGS -1984.

 

2. შპს „ფერი“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დებულების 74 მუხლის 22 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებული თანხის - 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

დ) შპს „ფერმა“ წიაღითსარგებლობისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“ შეთანხმებით.

3. შპს „ფერის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. შპს „ფერმა“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                    გიორგი კვირიკაშვილი