წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 03.08.2016
ძალის დაკარგვა 31.08.2016
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.116.016311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 488 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2016 მიღება
31.08.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარ ყურაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2016 წლის 3 აგვისტო ქ. ცაგერი წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო  კოდექსი‘‘ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა ნაგებობებზე (დანართი№1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში. 2. მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალოს ასევე დანართი №2-ში განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. 3. ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა. 4.  მუნიციპალიტეტში გამოყოფილი იქნას საარჩევნო პლაკატების გასაკრავად მდებარე იმ შენობა ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება №3-ით განსაზღვრულ ადგილებზე. 5.    პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. 6.   ამ დადგენილების პირველი მე-4 პუნქტების  გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო  კოდექსი‘‘ 46-ე მუხლის პირველი  პუნქტის გათვალისწინებით. 7. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარ ყურაშვილი დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები,  სადაც  აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა: 1.   ცაგერ-ლენტეხის  ეპაქია – ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №63. 2.   ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და სასაფლაოს ტერიტორია-ქ. ცაგერი თავისუფლების ქ. №2. 3.    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოები. 4.    ცაგერის რაიონული სასამართლო – რუსთაველის ქ. №69 5.    პოლიცია – რუსთაველის ქ. №50 6.    ცაგერის მუნიციპალიტეტის პროკურატურა – რუსთაველის ქ. №57 7.    ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო-რუსთაველის ქ. №65 8.    ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა-რუსთაველის ქ. №56. 9.   ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. 10.  ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საგზაო ნიშნები. 11.  ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე  სახანძრო-სამაშველო განყოფილება – აღმაშენებლის ქ. №30. დანართი №2 ცაგერის მუნიციპალიტეტის ის ტერიტორია და  შენობა ნაგებობები,  სადაც  დამატებით აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა: 1. ცაგერის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი. 2. ცაგერის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი – ქ. ცაგერი, მ. კოსტავას ქ. №31 3. ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია – აღმაშენებლის ქ. №70 დანართი №3 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსება: 1.   კულტურის სახლი – ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ №43. 2.   სპორტული დარბაზი – ქ. ცაგერი, თავისუფლების №4. 3.   უმწეოთა სასადილოს შენობა – ქ. ცაგერი, კოსტავას ქ. №4. 4.   სამხატვრო გალერეა –  ქ. ცაგერი, აღმაშენებლის ქ. №32. 5.   ცაგერის ავტოსადგური – ქ. ცაგერი, აღმაშენებლის ქ. №37. 6.  ესთეტიკური აღზრდის ცენტრი – ქ.ცაგერი, აღმაშენებლის №71. 7. ცაგერის №2 საბავშვო ბაგა-ბაღი – ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №71. 8. ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა – ქ. ცაგერი, თამარ მეფისქ. №12. 9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო  სკოლები. 10. მუნიციპალიტეტში არსებული გარე განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები. 11. ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე მდებარე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები (კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები, კლუბები და სხვა). 12. ცენტრალური სტადიონი – ასათიანის ქ. №12.