საქართველოს სამხედრო ძალებში 2003 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ

მიღების თარიღი 22.05.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №230
სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 30/05/2003
matsne.gov.ge 1,063 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სამხედრო ძალებში 2003 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 45.0pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №230 2003 წლის 22 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სამხედრო ძალებში 2003 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სამხედრო ძალებში 2003 წელს მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით: 1. 2003 წლის გაზაფხულზე საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 7651 კაცით, მათ შორის: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში – 4280 ბ) საქართველოს შსს შინაგან ჯარებში – 2140 გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში – 1100 დ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში – 75 ე) საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში – 56 2. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყოს 2003 წლის 27 მაისს და დამთავრდეს 27 აგვისტოს. საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო ძალებში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება. 3. შეიქმნას ქალაქებსა და რაიონებში გამწვევი კომისიები შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით. 4. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიისა და მასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის შემადგენლობა თანდართული სიების მიხედვით (№1 და №2 დანართები). საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი დაევალოს ცენტრალურ გამწვევ კომისიას. 5. საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიები მუშაობას შეუდგნენ 2003 წლის 23 მაისიდან. 6. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების გამოქვეყნების დღიდან ვალდებული არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 7. სამხედრო ძალებისათვის ახალწვეულების ორგანიზებულად გადაცემისათვის შეიქმნას წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტები: ა) ქ. თბილისში: ყოფილი დიდუბის რაიონის სამხედრო კომისარიატის შენობის ბაზაზე, სადაც ამჟამად განთავსებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობისა და საორგანიზაციო-სამობილიზაციო მთავარი სამმართველო (ქ.თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი 2/ბ კორპუსი); ბ) ქ. ქუთაისში: ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების შენობაში; 8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) პირადი შემადგენლობისა და საორგანიზაციო-სამობილიზაციო მთავარი სამმართველოს შენობის პირველ სართულზე გამოყოს სათანადო სამუშაო ფართობი ქ. თბილისის შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის განთავსებისათვის. 9. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტების პირადი შემადგენლობის დროებითი შტატი და მუშაობის წესი განსაზღვროს თავისი განკარგულებით. 10. შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ. ამავე კომისიას დაევალოს რაიონებისა და ქალაქების გამწვევი კომისიების მიერ წვევამდელთა სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობაზე მიღებული გადაწყვეტილების კონტროლი. 11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე): ა) ქალაქების და რაიონების გამგეობებთან ერთად უზრუნველყოს წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კოორდინაცია ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე; ბ) უზრუნველყოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიები იმ სამედიცინო დაწესებულებათა ჩამონათვალით, სადაც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის; გ) კოორდინაცია გაუწიოს ქალაქებისა და რაიონების სამედიცინო კომისიების, აგრეთვე მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოების და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარული-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 12. ეთხოვოს განათლების სამინისტროს (ა.კარტოზია) უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების გამოსაშვები კურსებისათვის დიპლომების დაცვა და სახელმწიფო გამოცდების გამართვა უზრუნველყოს 2003 წლის 30 ივნისამდე. 13. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს ბრძანებულების გამოქვეყნებიდან ერთ თვეში. წვევამდელებს, რომლებმაც ამ ბრძანებულების გამოქვეყნებამდე გადაიხადეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, გაწვევა გადაუვადდეთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 14. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგებლებმა, სოფლის საკრებულოების თავმჯდომარეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის საქმეში, გამოუყონ სამხედრო განყოფილებებს საჭირო შენობები, ტექნიკური მუშაკები, ავტოტრანსპორტი ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე. 15. დათხოვნილ იქნენ სამხედრო ძალებიდან რეზერვში ვადიანი სამხედრო სამსახურის ეფრეიტორები, რიგითები, მატროსები, რომლებმაც კანონით დადგენილ ვადაში მოიხადეს სამხედრო სავალდებულო სამსახური. 16. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა პერიოდულად მომახსენონ მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობა. 17. ეთხოვოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფართოდ გააშუქონ საგაზაფხულო გაწვევისა და სამხედრო ძალებიდან ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში დათხოვნის მიმდინარეობა და ამ ღონისძიებათა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. 18. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ი. ბოჭორიძე). ე. შევარდნაძე საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე კობა უღრელიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სამხედრო სამსახურში გაწვევის საკოორდინაციო განყოფილების უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თვალავაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ლერი კვახაძე – მუდმივმომქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტოკომისიის თავმჯდომარე ინგა მაზანაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის რეგიონალური პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზირების საინფორმაციო განყოფილების ოპერატორი, კომისიის მდივანი ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ პაპიაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კორნელი სალია – სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი სესიაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციის, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ დირექტორი თამაზ ტატიშვილი – საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე გელა უღრელიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობისა და საორგანიზაციო-სამობილიზაციო მთავარი სამმართველოს უფროსი მერაბ ქორჩილავა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გია შერაძე – ქ. თბილისის პრემიერი შაქრო წინწკალაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა ლერი კვახაძე – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე ლევან კობახიძე – თერაპევტი დუგლას ომიაძე – ტრავმატოლოგი მალხაზ ელიავა – ნევროპათოლოგი ვახტანგ ჟორჟოლიანი – ფსიქიატრი გურამ სხირტლაძე – ფტიზიატრი ოლეგ ხაჩიძე – ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ქამუშაძე – ოფთალმოლოგი ზაურ ნემსაძე – ქირურგი თინათინ გასიტაშვილი – კომისიის მდივანი.