საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.08.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190040000.18.011.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,764 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2016 მიღება
01.01.2019 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
ანდერაიტერი
საბროკერო კომპანია, რომელთანაც ემიტენტს დადებული აქვს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება
მუხლი 2
განთავსება
ობლიგაციების  გასხვისება ემიტენტის, ანდერაიტერ(ებ)ის ან კანონმდებლობით განსაზღვრული (უფლებამოსილი) სხვა პირის მიერ საჯარო ან კერძო შეთავაზებით. ამასთან, განთავსებად მიიჩნევა ის შემთხვევაც, როცა შეთავაზებაში შეიტანება მეორად ბაზარზე შეძენილი ან კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის ფასიანი ქაღალდები, გამოშვებული ამავე ემიტენტის მიერ
მუხლი 2
შეთავაზების განმახორციელებელი სხვა პირი (შემდგომში: შეთავაზების განმახორციელებელი)
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი
მუხლი 2
ობლიგაცია
სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ემიტენტის ფინანსურ ვალდებულებას, საემისიო პირობების შესაბამისად, გადაუხადოს ობლიგაციის მფლობელს ნომინალური ღირებულება და ობლიგაციის სარგებლი, ხოლო დისკონტური ობლიგაციის შემთხვევაში მხოლოდ ნომინალური ღირებულება.
მუხლი 2
უზრუნველყოფილი ობლიგაცია
ობლიგაცია, რომლის ნომინალური ღირებულება და სარგებელი უზრუნველყოფილია შესაბამისი ღირებულების აქტივებით ან საბანკო ან/და სხვა პირის გარანტიით
მუხლი 2
ობლიგაციის საკლასო თვისებები
სახეობა (კონვერტირებადი, დისკონტური და სხვ.), ვადიანობა, ნომინალური ღირებულებისა და სარგებელის ოდენობანი, გაანგარიშების მეთოდი, გადახდის პერიოდულობა და ვადები, ასევე ობლიგაციის ყოველი ის მახასიათებელი, რაც განსაზღვრავს მოცემული კლასის ობლიგაციის მფლობელის უფლება-მოვალეობებსა და მათი რეალიზაციისა და გარანტირებულების სპეციფიკას
მუხლი 2
კერძო შეთავაზება
ფასიანი ქაღალდების ანაზღაურებით შეძენის შეთავაზება იმ 100-ზე ნაკლები პირისათვის, რომელთა ჩამონათვალი ემიტენტის მიერ წინასწარაა განსაზღვრული შეთავაზებისას ან/და შეთავაზება გათვითცნობიერებული ინვესტორებისთვის
მუხლი 2
კონვერტირებადი ობლიგაცია
ობლიგაცია, რომლის საემისიო პირობებით განსაზღვრულია მისი გადაცვლა ამავე ობლიგაციის ემიტენტის მიერ გამოშვებულ (ან გამოსაშვებ) სხვა კლასის ფასიან ქაღალდ(ებ)ზე
მუხლი 2
ობლიგაციის განაღდება (განაღდება)
ემიტენტის მიერ ობლიგაციონერისათვის ნომინალური ღირებულების და სარგებლის გადახდა საემისიო პირობებით განსაზღვრულ ვადაში (განაღდების ვადა) და ამ პირობების შესაბამისად
მუხლი 2
ობლიგაციის ნომინალური ღირებულება (ნომინალური ღირებულება)
ის ფიქსირებული თანხა, რომლითაც ემიტენტმა ობლიგაცია განაღდების ვადის დადგომისას უნდა გაანაღდოს. ნომინალურ ღირებულებაში სარგებელი არ შედის (გარდა დისკონტური ობლიგაციისა)
მუხლი 2
ობლიგაციის სარგებელი (სარგებელი)
ემიტენტის მიერ ობლიგაციონერისათვის შესაბამისი ემისიით გათვალისწინებული ოდენობით და ვადაში, პერიოდულად ან ერთჯერადად გადასახდელი ფულადი თანხა (პროცენტი, დისკონტი) ან/და შესასრულებელი სხვა ვალდებულება
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (12)
1 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის სახელწოდება:
2 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის იურიდიული მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები:
3 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის ძირითადი ოფისის (მართვის ადგილის) მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
4 ემისიის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:
5 განთავსების დაწყების თარიღი:
6 განთავსების დასრულების თარიღი:
7 განთავსებული ობლიგაციების რაოდენობა:
8 მთლიანი თანხა, რომლითაც განთავსდა ობლიგაციები:
9 შემძენთა რაოდენობა:
10 მომსახურე რეგისტრატორის სახელწოდება
11 ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრების მიერ შეძენილი ობლიგაციები:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №79/04 2016 წლის 5 აგვისტო ქ. თბილისი „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის „ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის,  საჯარო შეთავაზების  და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესი თანდართულ დანართებთან ერთად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საწარმოთა ობლიგაციების ემისიის პროსპექტებისა და განთავსების ანგარიშების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 1 ივლისის №3 ბრძანება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე  საწარმოთა ობლიგაციების ემისიის,  საჯარო შეთავაზების  და განთავსების ანგარიშების შესახებ წესი  მუხლი 1🔗. წესის საფუძველი, მიზანი და გავრცელების სფერო 1. „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის,  საჯარო შეთავაზების  და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით და მისი მიზანია განსაზღვროს მოთხოვნები გამოსაშვები ან/და გამოშვებული ობლიგაციების ემისიის პროსპექტის შემცველობასთან, პროსპექტში ცვლილებების შეტანასა და ობლიგაციების განთავსების ანგარიშთან დაკავშირებით. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ობლიგაციების საჯარო შეთავაზებაზე და  არეგულირებს ობლიგაციების საჯარო განთავსებას. 3. თუ ემიტენტი რამდენიმე კლასის ობლიგაციებს უშვებს, მაშინ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები თითოეულის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ცალ-ცალკე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონით (შემდგომში - კანონი) განსაზღვრული მნიშვნელობები. გარდა ამისა, ქვემოთ მოცემული ტერმინები შემდეგი მნიშვნელობებით გამოიყენება: ა) ანდერაიტერისაბროკერო კომპანია, რომელთანაც ემიტენტს დადებული აქვს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება; ბ) განთავსება – ობლიგაციების  გასხვისება ემიტენტის, ანდერაიტერ(ებ)ის ან კანონმდებლობით განსაზღვრული (უფლებამოსილი) სხვა პირის მიერ საჯარო ან კერძო შეთავაზებით. ამასთან, განთავსებად მიიჩნევა ის შემთხვევაც, როცა შეთავაზებაში შეიტანება მეორად ბაზარზე შეძენილი ან კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის ფასიანი ქაღალდები, გამოშვებული ამავე ემიტენტის მიერ; გ) შეთავაზების განმახორციელებელი სხვა პირი (შემდგომში: შეთავაზების განმახორციელებელი) – ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი; დ) ობლიგაცია – სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ემიტენტის ფინანსურ ვალდებულებას, საემისიო პირობების შესაბამისად, გადაუხადოს ობლიგაციის მფლობელს ნომინალური ღირებულება და ობლიგაციის სარგებლი, ხოლო დისკონტური ობლიგაციის შემთხვევაში მხოლოდ ნომინალური ღირებულება.   ე) უზრუნველყოფილი ობლიგაციაობლიგაცია, რომლის ნომინალური ღირებულება და სარგებელი უზრუნველყოფილია შესაბამისი ღირებულების აქტივებით ან საბანკო ან/და სხვა პირის გარანტიით; ვ) დისკონტური ობლიგაცია - ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლები ფასით განსათავსებელი ობლიგაცია; ზ) ობლიგაციის საკლასო თვისებები – სახეობა (კონვერტირებადი, დისკონტური და სხვ.), ვადიანობა, ნომინალური ღირებულებისა და სარგებელის ოდენობანი, გაანგარიშების მეთოდი, გადახდის პერიოდულობა და ვადები, ასევე ობლიგაციის ყოველი ის მახასიათებელი, რაც განსაზღვრავს მოცემული კლასის ობლიგაციის მფლობელის უფლება-მოვალეობებსა და მათი რეალიზაციისა და გარანტირებულების სპეციფიკას; თ) კერძო შეთავაზება – ფასიანი ქაღალდების ანაზღაურებით შეძენის შეთავაზება იმ 100-ზე ნაკლები პირისათვის, რომელთა ჩამონათვალი ემიტენტის მიერ წინასწარაა განსაზღვრული შეთავაზებისას ან/და შეთავაზება გათვითცნობიერებული ინვესტორებისთვის; ი) კონვერტირებადი ობლიგაციაობლიგაცია, რომლის საემისიო პირობებით განსაზღვრულია მისი გადაცვლა ამავე ობლიგაციის ემიტენტის მიერ გამოშვებულ (ან გამოსაშვებ) სხვა კლასის ფასიან ქაღალდ(ებ)ზე; კ) ობლიგაციის განაღდება (განაღდება) – ემიტენტის მიერ ობლიგაციონერისათვის ნომინალური ღირებულების და სარგებლის გადახდა საემისიო პირობებით განსაზღვრულ ვადაში (განაღდების ვადა) და ამ პირობების შესაბამისად; ლ)  ობლიგაციის ნომინალური ღირებულება (ნომინალური ღირებულება) – ის ფიქსირებული თანხა, რომლითაც ემიტენტმა ობლიგაცია განაღდების ვადის დადგომისას უნდა გაანაღდოს. ნომინალურ ღირებულებაში სარგებელი არ შედის (გარდა დისკონტური ობლიგაციისა); მ) ობლიგაციის სარგებელი (სარგებელი) – ემიტენტის მიერ ობლიგაციონერისათვის შესაბამისი ემისიით გათვალისწინებული ოდენობით და ვადაში, პერიოდულად ან ერთჯერადად გადასახდელი ფულადი თანხა (პროცენტი, დისკონტი) ან/და შესასრულებელი სხვა ვალდებულება; ნ)  ობლიგაციონერი - ობლიგაციის რეგისტრირებული მფლობელი. მუხლი 3🔗. ობლიგაციების შეთავაზების ზოგადი წესები 1. ემიტენტს, ან/და შეთავაზების განმახორციელებელს შეუძლია შესთავაზოს და განათავსოს პროცენტიანი, დისკონტური, კონვერტირებადი ან/და სხვა კლასის ობლიგაცია.  2. ობლიგაციის საკლასო თვისებები, წესდება მისი საემისიო პირობებით, რომელთაც განსაზღვრავს ემიტენტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 4🔗. ობლიგაციების ემისიის  პროსპექტი, საჯარო შეთავაზების განაცხადი 1. ობლიგაციების საჯარო შეთავაზება ხორციელდება ემიტენტის ან/და შეთავაზების განმახორციელებლის მიერ, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.   2. საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ობლიგაციების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად ემიტენტმა ან/და შეთავაზების განმახორციელებელმა  ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს საჯარო შეთავაზების განაცხადი, რომელშიც შეიტანება, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) განაცხადი – ამ წესის დანართი 1-ით გათვალისწინებული ფორმით; ბ) წინასწარი პროსპექტის 3 ასლი - კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამასთან: ბ.ა) თანდართული ფინანსური ანგარიშგება უნდა შეიცავდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებითა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილ ფინანსურ ანგარიშგებებსა (უწყისებს) და შენიშვნებს; ბ.ბ) აუცილებელი არაა იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეტანა, რომელიც ემიტენტს ან/და  შეთავაზების განმახორციელებელს ეროვნულ ბანკში მანამდე უკვე წარდგენილი აქვს, მაგრამ უნდა მიეთითოს მისი წარდგენის თარიღი, დასახელება და, საჭიროების შემთხვევაში, გვერდი და აბზაცი; ბ.გ) პროსპექტში უნდა შევიდეს ინფორმაცია ბრუნვაში არსებული ობლიგაციების გაუნაღდებელი ნომინალური ღირებულებისა და გადასახდელი სარგებლის შესახებ; ბ.დ) პროსპექტში უნდა შევიდეს ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა გამოსაშვები ობლიგაციები უზრუნველყოფილი; ბ.ე) საემისიო ობლიგაციებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს მათი ყოველი საკლასო თვისება, განთავსების პროცედურა და წესები, მიმოქცევის პირობები, განაღდებისა (მათ შორის, ვადამდელი, თუ ასეთი პირობა განისაზღვრება) და სარგებლის გადახდის წესები და ადგილ(ებ)ი, აგრეთვე, თუ არსებობს, დამატებითი ან სხვაგვარი უზრუნველყოფის სახე, პირობები და მისი რეალიზაციის პირობები; გ) ემიტენტის სადამფუძნებლო დოკუმენტები და მათში შეტანილი ცვლილებები, გარდა ამ პუნქტის “ბ.ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; თუ შეთავაზებას ახორციელებს შეთავაზების განმახორციელებელი პირი, მაშინ მას ევალება აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა. დ) ობლიგაციების ემისიის შესახებ ემიტენტის პარტნიორთა (აქციონერთა) კრებისა და, მის საფუძველზე, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების ასლები. ამასთან, თუ კანონმდებლობით ან ემიტენტის წესდებით ემიტენტის ხელმძღვანელობას შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა მოეთხოვება, მაშინ ეს თანხმობა მის გადაწყვეტილებას წერილობით უნდა დაერთოს; ე) რეორგანიზაციის ამსახველი დოკუმენტები, თუ რეორგანიზაცია გახდა ემისიის მიზეზი (ამ მიზეზის დასაბუთებით); ვ) თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა, რომელსაც წარდგენილი არ აქვს ან არასრულად (არაზუსტად) აქვს წარდგენილი წლიური, ნახევარწლიური ან მიმდინარე ანგარიში უკანასკნელი 2 სამეურნეო წლისა და იმ წლის შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხდება პროსპექტის ეროვნულ ბანკში წარდგენა, მაშინ მან ეს ხარვეზი პროსპექტის წარდგენისას უნდა გამოასწოროს. ამასთან, ეს მოთხოვნა აღნიშნული პერიოდის იმ მონაკვეთზე არ ვრცელდება, როცა კანონით ემიტენტი ანგარიშვალდებულ საწარმოდ არ ითვლებოდა; ზ) ყოველი წინა ემისიის ჩამონათვალი, გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საკლასო თვისებების, აგრეთვე განთავსებული და განაღდებული (გამოსყიდული) რაოდენობების მითითებით; თ) თუ ემიტენტი  კომერციული ბანკია, ის ვალდებულია ეროვნულ ბანკში ემისიის წინასწარი პროსპექტის დასამტკიცებლად წარდგენამდე მიიღოს ეროვნული ბანკისგან თანხმობა ობლიგაციების გამოშვების თაობაზე საბანკო ზედამხედველობის მოთხოვნების გათვალისწინებით და აღნიშული თანხმობის შესახებ გააკეთოს სპეციალური მითითება ემისიის პროსპექტში. ი) ინფორმაცია იმის შესახებ მოხდება თუ არა მოზიდული სახსრებით ზარალის ან ვალის დაფარვა, მათ შორის მანამდე გამოშვებული ობლიგაციების ნომინალური ღირებულების ან სარგებლის დაფარვა. 3. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის N16/01 ბრძანებით დამტკიცებულ „განვითარებული ქვეყნების ნუსხაში“ შემავალ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტს, საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებისას ევალება იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომელსაც ის წარადგენს შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან. 4. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის N16/01 ბრძანებით დამტკიცებულ „განვითარებული ქვეყნების ნუსხაში“ შემავალ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტს რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მსგავს საქმიანობას,   შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ინგლისურ ენაზე. 5. თუ, ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ წინასწარი პროსპექტი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს ან/და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, არ უზრუნველყოფს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაძლო რისკების სრულფასოვნად დახასიათებას, ეროვნულმა ბანკი უფლებამოსილია განაცხადოს წერილობითი უარი ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე. 6. ემისიის პროსპექტის დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ემიტენტმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია. 7. ემისიის საბოლოო პროსპექტში შეტანილი ფინანსური ინფორმაციისა და ტექსტში მოყვანილი აღწერების ვადიანობა განისაზღვრება კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით.  მუხლი 5🔗. საბოლოო პროსპექტის რეგისტრაცია საბოლოო პროსპექტი რეგისტრირდება „ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭებისა და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანების  მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  მუხლი 6🔗. ემისიის საბოლოო პროსპექტში შეტანილი ინფორმაციის ცვლილება საჯარო შეთავაზების პერიოდში 1. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის, კერძოდ, ემისიის საბოლოო პროსპექტში ემიტენტის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული პირის მიერ ფასიანი ქაღალდების რაოდენობის, შეთავაზების ბოლო ვადის ან სხვა არსებითი ფაქტის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში  ემიტენტმა ან/და შეთავაზების განმახორციელებლმა უნდა მიმართოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ პროცედურებს 2.  საჯარო შეთავაზების პერიოდში არაარსებითი ფაქტის (მოვლენის) შესახებ ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ემიტენტმა ან/და შეთავაზების განმახორციელებლმა ამ ცვლილების პროსპექტში შეტანამდე: ა)  ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ცვლილების შესახებ განცხადება (ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმით) და 3 ასლად ცვლილების ამსახველი დოკუმენტი; ბ)  ყველა ანდერაიტერს ცვლილების შესახებ უნდა აცნობოს წერილობით; გ) ცვლილების შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ყველა იმ ინვესტორსა და პოტენციურ ინვესტორს, რომლებთანაც მას მოლაპარაკება ჰქონდა ობლიგაციების შეძენაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი ეთანხმება წარმოდგენილ ცვლილებებს, ემიტენტი ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეთავაზების განმახორციელებელი პირი ვალდებულია წარმოადგინოს ახალი ემისიის საბოლოო პროსპექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა ცვლილება. ეროვნული ბანკის მიერ განახლებული საბოლოო პროსპექტის დამტკიცების და რეგისტრაციის შემდეგ, პროსპექტი მიეწოდებათ ინვესტორებს. მუხლი 7🔗. ობლიგაციების ემისიის განთავსების ანგარიში 1.  ობლიგაციების საჯარო შეთავაზების დასრულებიდან 1 თვის ვადაში ემიტენტმა ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულმა შეთავაზების განმახორციელებელმა სხვა პირმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ობლიგაციების ემისიის განთავსების ანგარიში. საჯარო შეთავაზების დასრულებად ჩაითვლება შემდეგიდან ყველაზე ადრე დამდგარი ფაქტი: ა)  ემისიის პროსპექტის მოქმედების ვადის გასვლა; ბ)  საჯაროდ შეთავაზებული ობლიგაციების სრულად ვადამდე განთავსება; გ) საჯარო შეთავაზების შეწყვეტა. 2. განთავსების ანგარიში უნდა შედგეს ამ წესის დანართი 3-ით გათვალისწინებული ფორმით. 3. განთავსების ანგარიშს ხელს უნდა აწერდნენ: ა) ემიტენტის ან/და შეთავაზების განმახორციელებლის ხელმძღვანელი პირ(ებ)ი; ბ)  ყოველი ანდერაიტერის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. დანართი №1 საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი ობლიგაციების ემისიის პროსპექტის დამტკიცების შესახებ  .......... ........................................, 20.... წ. გთხოვთ რეგისტრაციაში გაატაროთ შემდეგი მონაცემების ობლიგაციების ემისია: 1 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის სახელწოდება: 2 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა: 3 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი: 4 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის ძირითადი ოფისის (მართვის ადგილის) მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები: 5 საემისიო ობლიგაციების საკლასო თვისებები: ა. ბ. გ. დ. ე. ვ. ზ. 6 საემისიო ობლიგაციების რაოდენობა: 7 საემისიო ობლიგაციების მთლიანი ნომინალური ღირებულება: 8 ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება: განაცხადს თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (ასლებისა და ფურცლების რაოდენობის მითითებით): ხელმოწერა:  ........................................................................... თანამდებობა:  ...........................................................................  დანართი №2 საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი საჯარო შეთავაზების პერიოდში საბოლოო პროსპექტში  ცვლილების შეტანის შესახებ  .......... ........................................, 20.... წ. 1 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის სახელწოდება: 2 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა: 3 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის იურიდიული მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები: 4 ემიტენტისდა არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის  ძირითადი ოფისის (მართვის ადგილის) მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები 5 რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღი: 6 ცვლილების შინაარსი: 7 ცვლილების მიზეზი (საფუძველი): 8 ცვლილების სავარაუდო შედეგები: განაცხადს თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (ასლებისა და ფურცლების რაოდენობის მითითებით): ხელმოწერა: .............................................. თანამდებობა: ............................................ დანართი №3 საქართველოს ეროვნულ ბანკს ანგარიში ობლიგაციების ემისიის განთავსების შესახებ ......... ........................................, 20.... წ. 1 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის სახელწოდება: 2 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის იურიდიული მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები: 3 ემიტენტის და არსებობის შემთხვევაში შეთავაზების განმახორციელებლის ძირითადი ოფისის (მართვის ადგილის) მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები 4 ემისიის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი: 5 განთავსების დაწყების თარიღი: 6 განთავსების დასრულების თარიღი: 7 განთავსებული ობლიგაციების რაოდენობა: 8 მთლიანი თანხა, რომლითაც განთავსდა ობლიგაციები: 9 შემძენთა რაოდენობა: 10 მომსახურე რეგისტრატორის სახელწოდება 11 ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრების მიერ შეძენილი ობლიგაციები: რაოდენობა: გადახდილი თანხა: ხელმოწერები: 1.                                                                     ემიტენტის მხრიდან: ხელმოწერა: ............................................................................................. თანამდებობა: ........................................................................................... 2.   ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მხრიდან: ხელმოწერა: ............................................................................................. თანამდებობა: ........................................................................................... 3.   ანდერაიტერის მხრიდან: ხელმოწერა: ............................................................................................. თანამდებობა: ...........................................................................................