“ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან განთავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.08.2016
ძალის დაკარგვა 08.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №78/04
სარეგისტრაციო კოდი 220020040.18.011.016199
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან განთავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№78/04
2016 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
„ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის „ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-11, მე-13 და 32-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს „ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 25 მაისის №22 ბრძანება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან განთავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათაისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესი (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს ანგარიშვალდებული საწარმოს (შემდგომში – საწარმო) მიერ წლიური, ნახევარწლიური და მიმდინარე ანგარიშების შინაარსს და მათი საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარდგენის წესს, ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის, აგრეთვე საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან საწარმოს გათაისუფლების გარემოებებსა და საწარმოს მიერ ანგარიშგებისას წარმოდგენილი, მის მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის, ამ ინფორმაციის კონფიდენციალურად აღიარებისა და მისი საჯაროდ გამოცხადების პროცედურებს.
2. საწარმო წლიურ, ნახევარწლიურ და მიმდინარე ანგარიშებს ეროვნულ ბანკს წარუდგენს წინამდებარე წესში მითითებულ ვადებში დოკუმენტური და ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ანგარიშგება წარმოდგენილი უნდა იყოს MSExcel-ის ფორმატში და ასევე PDF ფორმატში.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. საწარმოს მიერ ეროვნულ ბანკში წარსადგენი ანგარიშგება
1. საწარმო ეროვნულ ბანკს წარუდგენს:
ა) წლიურ ანგარიშს;
ბ) ნახევარწლიურ ანგარიშს;
გ) მიმდინარე ანგარიშს.
2. საწარმოს მიერ წარდგენილი წლიური და ნახევარწლიური ფინანსური ანგარიში უნდა შეიცავდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებითა (ბასს) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) გათვალისწინებით შედგენილ ფინანსურ ანგარიშებსა (უწყისებს) და შენიშვნას.
3. საწარმომ ანგარიშები ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინოს როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული ფორმით.
4. ამ მუხლით და ასევე ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშებს ხელს აწერენ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღნიშნული პირები კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე.
მუხლი 3🔗. წლიური ანგარიში
1. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის და უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს;
ბ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშს, რომელიც შედგება:
ბ.ა) ბალანსისაგან;
ბ.ბ) მოგებისა და ზარალის ანგარიშგებისაგან;
ბ.გ) კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგებისაგან;
ბ.დ) ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებისაგან;
ბ.ე) ახსნაგანმარტებითი შენიშვნებისაგან.
2. წლიური ანგარიშის აუდიტი უნდა განხორციელდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
3. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს წლიური ანგარიში ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 15 მაისისა. აღნიშნულ წლიურ ანგარიშს წარადგენს ის საწარმოც, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში, ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით.
მუხლი 4🔗. ნახევარწლიური ანგარიში
1. ნახევარწლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) ბალანსს;
ბ) მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას;
გ) კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას;
დ) ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებას;
ე) ახსნაგანმარტებით შენიშვნებს.
2. ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ (30 ივნისის მდგომარეობით). აღნიშნული ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე. საწარმო, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ) ანგარიში ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით.
მუხლი 5🔗. საწარმოს მიერ ეროვნულ ბანკში წარსადგენი მიმდინარე ანგარიში
1. საწარმომ უნდა წარმოადგინოს მიმდინარე ანგარიში:
ა) აქციათა კონტროლთან (მნიშვნელოვან წილთან, მნიშვნელოვან შენაძენთან) დაკავშირებული ცვლილებების შესახებ; ამ ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის შეტყობინება უნდა მოხდეს ფასიანი ქაღალდების შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერის წარდგენის სახით;
ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების, ლიკვიდატორის დანიშვნისა და ლიკვიდატორის შესახებ ინფორმაცია;
გ) საწარმოს ქონებაზე გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნა/შეწყვეტა ან რეაბილიტაცია;
დ) საწარმოს საქმიანობის შეჩერების ან განახლების შესახებ;
ე) საწარმოს მიერ აუდიტორის შერჩევისა და მისი შეცვლის შესახებ;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შესახებ;
ზ) ინფორმაცია შერწყმის/გაყოფის, ფასიანი ქაღალდის დანაწევრების, მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დადების, სხვა ემიტენტის ფასიან ქაღალდებზე სატენდერო შეთავაზების შესახებ;
თ) ინფორმაცია საწარმოს შეფასებით საანგარიშგებო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენის შესახებ;
ი) ინფორმაცია ეროვნულ ბანკში წარდგენილ ანგარიშში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე.
2. საწარმომ ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს მიმდინარე შეტყობინება ამ მუხლში ჩამოთვლილი მოვლენის დადგომიდან 15 დღის განმავლობაში.
მუხლი 6🔗. ეროვნულ ბანკში კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენა
1. საწარმოს უფლება აქვს ეროვნული ბანკისთვის წარსადგენ ანგარიშებში არ შეიტანოს მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია. ანგარიშის იმ ნაწილში, რომელშიც უნდა ასახულიყო კონფიდენციალური ინფორმაცია, საწარმო აკეთებს მითითებას, რომ ინფორმაცია გამოტოვებულია საწარმოს მიერ მისი კონფიდენციალურად მიჩნევის გამო და ცალკე იქნება წარდგენილი.
2. საწარმოს მიერ არ შეიძლება კონფიდენციალურად იქნეს ცნობილი ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.
3. საწარმო ეროვნულ ბანკს ცალკე, კონფიდენციალურობის მითითებით, წარუდგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას. საწარმო ამ ინფორმაციას წარადგენს ეროვნულ ბანკში უშუალოდ თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, ან ანგარიშთან ერთად უგზავნის ეროვნულ ბანკს დაზღვეული ფოსტით.
4. ეროვნულ ბანკში წარდგენილ კონფიდენციალურ ინფორმაციას საწარმო თან ურთავს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, თუ რატომ მიიჩნევს საწარმო ინფორმაციას კონფიდენციალურად და რატომ არ არის მიზანშეწონილი ამ ინფორმაციის გამჟღავნება.
მუხლი 7🔗. ეროვნული ბანკის მიერ ინფორმაციის კონფიდენციალურად აღიარება
1. ეროვნული ბანკი ინფორმაციის კონფიდენციალურად აღიარების საკითხს განიხილავს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, რის შემდგომაც წერილობითი ფორმით აცნობებს საწარმოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
2. თუ ეროვნულმა ბანკმა არ აღიარა საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაცია კონფიდენციალურად, საწარმო უფლებამოსილია დამატებით ფაქტორებზე დაყრდნობით, წერილობითი ფორმით სთხოვს ეროვნულ ბანკს, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება. ასეთი წერილობითი მიმართვის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უნდა გადაამოწმოს თავისი ბოლო გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გადამოწმება შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
3. თუ ეროვნული ბანკი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ინფორმაცია არასწორად იყო ამოღებული წარდგენილი ანგარიშიდან, საწარმო, რომელმაც წარადგინა დოკუმენტები, ვალდებულია წარადგინოს შესწორებული დოკუმენტები, რომლებშიც ჩართული იქნება ადრე ამოღებული ინფორმაცია.
მუხლი 8🔗. კონფიდენციალური ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადება
1. საწარმოს შეუძლია ნებისმიერ დროს წერილობით მიმართოს ეროვნულ ბანკს კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადების თხოვნით. ინფორმაცია ღიად ჩაითვლება ეროვნული ბანკის მიერ საწარმოს თხოვნის მიღებისთანავე.
2. ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში საწარმო უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადების თაობაზე, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ:
ა) მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც კონფიდენციალურად იქნა აღიარებული;
ბ) კონფიდენციალური ინფორმაცია ცნობილი გახდა ისეთ პირთათვის, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ უნდა ჰქონოდათ აღნიშნული ინფორმაცია.
4. ეროვნული ბანკი ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობითი ფორმით აცნობებს საწარმოს, რომ აპირებს კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადებას და მიუთითებს ამ გადაწყვეტილების საფუძვლებს.
5. თუ საწარმო არ ეთანხმება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადების თაობაზე, იგი 5 დღის ვადაში წერილობითი ფორმით აცნობებს აღნიშნულის შესახებ ეროვნულ ბანკს შესაბამისი არგუმენტების მითითებით. თუ საწარმო აღნიშნულ ვადაში არ მიაწოდებს ეროვნულ ბანკს საკუთარ მოსაზრებას, ინფორმაცია ჩაითვლება ღიად.
6. საწარმოსაგან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წერილობითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ეროვნული ბანკი საბოლოო გადაწყვეტილებას კონფიდენციალური ინფორმაციის ღიად გამოცხადების თაობაზე იღებს 10 დღის ვადაში და წერილობითი ფორმით აწვდის საწარმოს. თუ ეროვნული ბანკი ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ინფორმაცია დარჩება კონფიდენციალურად.
7. საწარმო უფლებამოსილია ეროვნულ ბანკს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს ეროვნულ ბანკს. თუ საწარმო გაასაჩივრებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკი ვალდებულია ინფორმაცია კონფიდენციალურად შეინახოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
მუხლი 9🔗. საწარმოს საანგარიშო მოთხოვნებისაგან გათავისუფლება
1. წინამდებარე წესით განსაზღვრული საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან თავისუფლდება საწარმო:
ა) რომლის საქმიანობა შეჩერებულია საგადასახადო ორგანოში საწარმოს მიერ წარდგენილი სათანადო განცხადების საფუძველზე;
ბ) რომლის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესი ან რეაბილიტაცია, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
გ) რომლის ფასიან ქაღალდებსაც ჩანაწერით ფლობს 50-ზე ნაკლები მფლობელი;
დ) რომლის ფასიანი ქაღალდებით განხორციელებული გარიგება არ დაფიქსირებულა საფონდო ბირჟაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში;
ე) ლიკვიდაციის დაწყებისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საწარმოები თავისუფლდებიან ამ წესით დადგენილი წლიური და ნახევარწლიური ანგარიშების წარდგენის ვალდებულებებისაგან. ეს საწარმოები ვალდებულნი არიან ეროვნულ ბანკში წარმოადგინონ მიმდინარე ანგარიში ამ წესის შესაბამისად.
3. ვალდებულებისაგან გათავისუფლება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით საწარმოზე ვრცელდება იმ თარიღიდან, როდესაც ამის შესახებ იგი წერილობით აცნობებს ეროვნულ ბანკს.
4. ვალდებულებისაგან გათავისუფლება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საწარმოზე ვრცელდება იმ თარიღიდან, როდესაც ამის შესახებ იგი წერილობით აცნობებს ეროვნულ ბანკს და წარმოადგენს ამ გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ გაცემული სათანადო ამონაწერის სახით.
5. ვალდებულებისაგან გათავისუფლება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საწარმოზე ვრცელდება იმ თარიღიდან, როდესაც ამის შესახებ იგი წერილობით აცნობებს ეროვნულ ბანკს და წარუდგენს შესაბამისი კრების ან სასამართლო გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული საწარმოებისგან ნებისმიერ დროს გამოითხოვოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა იწვევს საწარმოს უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება საწარმოებზე, რომელთა მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდების სრულად დაფარვის ვადა ჯერ არ დამდგარა ან/და არ გასულა.
მუხლი 10🔗. რეგისტრატორის დანიშვნა
1. თუ ემიტენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, მას რეგისტრატორს უნიშნავს ეროვნული ბანკი ამ მუხლის შესაბამისად.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ იმ ემიტენტების ფასიანი ქაღალდების რეესტრი, რომელთაც ეროვნული ბანკი დაუნიშნავს რეგისტრატორს, ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინონ განაცხადი აღნიშნულის თაობაზე ყოველი კალენდარული წლის პირველი 30 დღის განმავლობაში.
3. განაცხადის ეროვნულ ბანკში წარდგენა ნებაყოფლობითია.
4. რეგისტრატორთა პირველადი რიგი ყალიბდება ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ განაცხადთა წილისყრის მიხედვით.
5. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი რეგისტრატორი არ გააკეთებს განაცხადს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ეროვნულ ბანკი რეგისტრატორების რიგს ჩამოაყალიბებს მის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორების წილისყრის მიხედვით.
6. ეროვნულ ბანკი ყოველი კალენდარული წლის პირველი 45 დღის განმავლობაში შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა სიას, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება ემიტენტისათვის რეგისტრატორის დანიშვნის დროს.
7. რეგისტრატორთა პირველადი რიგიდან იმ რეგისტრატორის შერჩევა, რომელიც ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილებით უნდა დაენიშნოს ემიტენტს, ხდება თანმიმდევრული როტაციის (ყოველი მომდევნო რეგისტრატორი იკავებს წინა რეგისტრატორის ადგილს) პრინციპით.
8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით შერჩეულ რეგისტრატორს, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არა აქვს მოცემული ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების უფლება, შერჩევა გაგრძელდება იმავე პრინციპით.
9. ემიტენტისათვის დასანიშნად შერჩეულ რეგისტრატორს არა აქვს უფლება უარი თქვას მოცემული ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებაზე, თუ მას საამისოდ არ გააჩნია სათანადო არგუმენტები, რასაც ეროვნულ ბანკი უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევს.
10. რეგისტრატორი შეიძლება ამოღებულ იქნეს პირველადი რიგიდან:
ა) საკუთარი სურვილით, ეროვნულ ბანკისადმი წერილობითი განაცხადის წარდგენის გზით;
ბ) ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეგისტრატორის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში.
11. რეგისტრატორის პირველადი რიგიდან ამოღებულ რეგისტრატორს არ აქვს უფლება ხელახლა განაცხადოს აღნიშნულ რიგში შეყვანის შესახებ რიგიდან მისი ამოღების დღიდან 90 დღის განმავლობაში.
მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებები
ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საფუძვლები საწარმოებზე ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს საფუძვლები წარმოიშვა ამ წესის ამოქმედებამდე.