წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 05.08.2016
ძალის დაკარგვა 30.08.2017
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.154.016270
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 581 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2016 მიღება
30.08.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარინა ხარხელაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2016 წლის 5 აგვისტო დაბა თიანეთი წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში. მუხლი 2🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა. მუხლი 3🔗. საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოიყოს სპეციალური  ადგილები დანართი №2 შესაბამისად. სპეციალური ადგილების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. მუხლი 4🔗. ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ, ადგილებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი  საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 5🔗. ამ დადგენილების პირველი-მე-3 პუნქტის გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა  დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემარინა ხარხელაური დანართი №1 2016 წელს ჩასატარებელ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია, შემდეგ ადგილებზე: 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკულტო ნაგებობებზე; (ეკლესია-მონასტრები). 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ადმინისტრაციული შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში; 3. დ.თიანეთში მდებარე სასამართლოს, პოლიციის და სოფ.ხევსურთსოფელში მდებარე პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში; 4. თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საგზაო ნიშნებზე.  დანართი №2 2016 წელს ჩასატარებელ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად მოხდეს  შემდეგი ადგილების გამოყოფა: 1. დაბა თიანეთსა და ზემო თიანეთს შორის დამაკავშირებელი გზის მარცხენა მხარეზე მდებარე ყოფილი მაუდის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია; 2. დაბა თიანეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პროფესიული სასწავლებლის მოპირდაპირე მხარეს დასასვენებელ სკვერთან არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი; 3. თბილისი-თიანეთის (ცხვარიჭამიის მიმართულებით) ცენტრალური გზის გვერდით დაბის შემოსასვლელში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი; 4. დ. სიონში თიანეთის ქუჩის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორია; 5. სოფ. ბოჭორმაში არსებული  ყოფილი კლუბის მიმდებარე ტერიტორია; 6. სოფ. ორხევში მგზავრთა მოსაცდელთან არსებული ცენტრალური გზის  მიმდებარე ტერიტორია; 7. სოფ. ჟებოტაში ცენტრალურ გზაზე არსებული ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 8. სოფ. ჩეკურაანთგორში ცენტრალურ გზაზე მდებარე საკრებულოს შენობიდან 50 მეტრში არსებული თავისუფალი ადგილი; 9. სოფ. ჩეკურაანთგორში სკოლის შენობიდან 70 მეტრში არსებული თავისუფალი ადგილი; 10. სოფ. სიმონიანთხევში ცენტრალური გზა, საკრებულოს ეზოდან აღმოსავლეთ  მხარეს არსებული ტერიტორია; 11. სოფ. გორანაში მდებარე ყოფილი მაღაზიის შენობის მარცხენა მხარეს  არსებული ტერიტორია; 12. სოფ. თოლენჯში ცენტრალურ გზაზე მდებარე სავაჭრო ობიექტის წინ არსებული თავისუფალი ადგილი; 13. სოფ. ზარიძეების სპორტული მოედნის მოპირდაპირე მხარეს არსებული მიწის ნაკვეთი; 14. სოფ. ჯიჯეთში ცენტრალურ გზასთან არსებული მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია; 15. სოფ. ქვემო ნაქალაქარის ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს არსებული ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორია; 16. სოფ. მაგრანეთში ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია; 17. სოფ. ახალსოფელში ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 18. სოფ გოჯიაანებში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია; 19. სოფ. ჩაბანოში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია; 20. სოფ. ჭიაურაში გზაჯვარედინზე არსებული ტერიტორია; 21. სოფ. ტუშურებში ცენტრალურ გზაზე არსებული მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია; 22. სოფ. ხევსურთსოფლის სკოლის შენობიდან 150 მეტრში არსებული ტერიტორია; 23. სოფ. ღულელების შესასვლელში არსებული ტერიტორია; 24. სოფ. ღულელების სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია; 25. სოფ. ღულელების საჯარო სკოლიდან 70-80 მეტრში არსებული ტერიტორია; 26. სოფ. არტნის ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს მდებარე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია; 27. სოფ. დულუზაურებში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს. 28. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტერიაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებში განთავსებულ ელექტრო ან სხვა დანიშნულების ბოძები.