საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურისა და სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის დებულებების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №241
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 13/06/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.06.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 21.07.2001
- სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონი 05.12.2000
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურისა და სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის დებულებების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"MS Sans Serif"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"MS Sans Serif","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"MS Sans Serif","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"MS Sans Serif","sans-serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"MS Sans Serif","sans-serif";} span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:"MS Sans Serif","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"MS Sans Serif","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"MS Sans Serif","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 87.5pt 56.7pt 92.15pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №241
2003 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურისა და სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის დებულებების დამტკიცების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი 1).
ბ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება (დანართი 2).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 ოქტომბრის №680 და 2001 წლის 31 მარტის №117 ბრძანებულებები.
3. მხედველობაში იქნეს მიღებული საქმიანობის ძირითად მიმართულებათა იდენტურობის, მინიჭებულ ფუნქციათა და უფლებამოსილებათა მსგავსების სპეციფიკა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით დადგენილი თანამდებობრივი რანგების ურთიერთშესაბამისობის გათვალისწინებით:
ა) სახელმწიფო კანცელარიის შემდეგი მთავარი საჯარო თანამდებობის პირები – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურისა და იურიდიული სამსახურის მთავარი საჯარო თანამდებობის პირები გაუთანაბრდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ საჯარო თანამდებობის პირებს, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების მიზნით;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურისა და იურიდიული სამსახურის სხვა მოხელეები დაკავებული თანამდებობებისა და ნამსახურევი წლების გათვალისწინებით გაუთანაბრდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი რანგის თანამდებობის პირებს.
4. მიმდინარე წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურისა და იურიდიული სამსახურის შესაბამის მოხელეთათვის საკლასო ჩინებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭება.
ე. შევარდნაძე
დანართი 1
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს პრეზიდენტისადმი დაქვემდებარებული ორგანო საქართველოს სახელმწიფო კანცეელარიის სტრუქტურაში, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა სრულფასოვნად განხორციელებაში, აღმასრულებელი ხელისუფლების კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციასა და პარლამენტთან ურთიერთობაში, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებაში.
2. თავის საქმიანობაში სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წინაშე.
4. სამსახურის ფუნქციები, უფლებამოსილებანი და სტრუქტურა განისაზღვრება „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. დაკისრებულ ფუნქციათა განხორციელებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და მის ორგანოებთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კანონშემოქმედებით სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქართველოს პარლამენტთან და მის ორგანოებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის კოორდინაცია;
ე) საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაცია, მისი განხორციელებისა და კონტროლის ხელშეწყობა.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო წინადადებების მომზადება;
ბ) საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს კონსტიტუციასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობისა და მათი მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება;
გ) საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონშემოქმედებითი პოლიტიკის საკითხებზე შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
დ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებანი
1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სამსახური:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს კანონშემოქმედებით სფეროში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ურთიერთობის კოორდინაციის მიზნით;
ბ) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასკვნას ამ კანონპროექტებზე ხელმოწერის მიზანშეწონილობის შესახებ;
გ) ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომზადებული იმ კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომლებიც განსახილველად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას ან სახელმწიფო კანცელარიას;
დ) უზრუნველყოფს აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაციასა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის ყოველწლიური გეგმის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;
ე) უზრუნველყოფს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომზადებული კანონპროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტებს მათი საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარდგენისათვის;
ვ) მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვაში, კოორდინაციას უწევს ამ პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და საპარლამენტო მდივნების მონაწილეობას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადებასა და სამართლებრივ ექსპერტიზას;
თ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისათვის ამზადებს დასკვნას მის წინაშე ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა აქტების გაუქმების აუცილებლობის შესახებ და ამ საკითხზე შეიმუშავებს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტებს;
ი) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონების გამოსაქვეყნებლად შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებში გაწეულ საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი კონტროლის განხორციელებას;
კ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში წარსადგენ დოკუმენტებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისა და დენონსაციის თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასასრულებლად;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების პარლამენტიდან გამოთხოვის მიზნით;
მ) განიხილავს სახელმწიფო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან შემოსულ საკანონმდებლო წინადადებებს და მათზე ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ნ) კოორდინაციასა და მეთოდურ დახმარებას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურების საქმიანობას. საჭიროების შემთხვევაში ისმენს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციებს;
ო) შეისწავლის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ან შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების დასაბუთებულობასა და საფუძვლიანობას, რეაგირებას ახდენს მათზე;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სახელზე შემოსულ მასალებს და მათთან დაკავშირებით ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ქ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველყოფას მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი ცალკეული დაწესებულებების მიერ გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან გამოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები და მათი პროექტები, სხვა დოკუმენტები და საჭირო ინფორმაცია;
ს) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ცალკეულ დავალებათა შესრულებას;
ტ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახური საქართველოს პრეზიდენტის დავალებით:
ა) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ;
ბ) საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად ამზადებს საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და კანონის ძალის მქონე დეკრეტის პროექტებს;
გ) ამზადებს დასკვნას შესაბამის წინადადებაზე თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულის სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის მიზანშეწონილობის შესახებ, სათანადო დოკუმენტებს ამ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თანხმობის მისაღებად.
მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
2. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თავის ფუნქციებს ახორციელებს „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელიც საპარლამენტო მდივნის არყოფნის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის მუშაობას უძღვება და მისი საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით.
5. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და უფლებამოსილებებს;
გ) ხელმოწერით ადასტურებს სამსახურიდან გასულ დოკუმენტებსა და სხვა მასალებს, სამსახურის სახელით გასცემს სამართლებრივ დასკვნებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობასა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში;
ვ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წინაშე.
2. სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით:
ა) შეიმუშავებს სამსახურის დებულებას საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
ბ) შეიმუშავებს სამსახურის საშტატო ნუსხას საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით;
გ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეებს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის შეთანხმებული წინადადების საფუძველზე.
4. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის ფუნქციებსა და მოვალეობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) კანონშემოქმედებითი საქმიანობის კანყოფილება.
2. საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის განყოფილება:
ა) ხელს უწყობს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კოორდინირებულ ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან და მის ორგანოებთან;
ბ) უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებათა წარმომადგენლების მონაწილეობას პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციებისა და პლენარულ სხდომებზე;
გ) მონაწილეობს კანონშემოქმედებით საქმიანობაში და ახორციელებს საქართველოს პარლამენტში მომზადებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
დ) ამზადებს დოკუმენტებს საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის ცალკეულ საკითხებზე, რომლებიც არ განეკუთვნება კანონშემოქმედებით სფეროს;
ე) ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა შესაბამის უფლებამოსილებებს და ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
3. კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილება:
ა) ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომზადებული კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;
ბ) სახელმწიფო კანცელარიის სხვა ქვედანაყოფებთან და საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატთან ერთად ამზადებს კანონპროექტებს მთავრობის სხდომებზე განსახილველად;
გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, განკარგულებისა და დეკრეტის პროექტებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტთა სამართლებრივ ექსპერტიზას;
დ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში წარსადგენ დოკუმენტებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისა და დენონსაციის თაობაზე;
ე) ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა შესაბამის უფლებამოსილებებს და ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
4. სამსახურის განყოფილებათა ფუნქციები და უფლებამოსილებანი ამ დებულებით განსაზღვრული ზოგადი კომპეტენციის ფარგლებში დგინდება შესაბამისი განყოფილების დებულებით, რომელიც სამსახურის უფროსის მიერ წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
5. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად სამსახურის სტრუქტურაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) სამსახურის უფროსის მოადგილე;
გ) სამსახურის განყოფილების უფროსი;
დ) სამსახურის რეფერენტი;
ე) სამსახურის სპეციალისტი.
6. სამსახურის მოხელეთა, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა კანდიდატურებს სამსახურის უფროსი უთანხმებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და დასანიშნად წარედგინება – შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ან სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს – სახელმწიფო კანცელარიის უფროსს.
7. სამსახურის მოხელეები, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დანართი 2.
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახური (შემდგომში –სამსახური) არის საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუცით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
2. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
3. სამსახურის ფუნქციები, სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. დაკისრებულ ფუნქციათა განხორციელებისას სამსახური თავის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სასამართლო ხელისუფლებასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებებთან, სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისათავის წინადადებების შემუშავება საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით'
ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების მომზადება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულია აქტებისა და განკარგულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
დ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებების პროექტების სამარლებრივი ექსპერტიზა;
ე) სახელმწიფოს, როგორც მხარის წარმომადგენლობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და სხვა საერთო სასამართლოებში საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სხვა სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებულ დავებში;
ვ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალური რეესტრის წარმოება;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება.
2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელზე შემოსული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
ბ) სამართლებრივი რეფორმის ცალკეული მიმართულებების შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ წარდგენილი წინადადებების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, აგრეთვე სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების განხილვა და მომზადება;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა ქვეყანაში კანოქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ;
დ) საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის საერთო სასამართლოებთან ურთიერთობის უზრუნველყოფისადმი ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებანი
1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად სამსახური თავის კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც განსახილველად წარედგინება პრეზიდენტს, მთავრობას, ან სახელმწიფო კანცელარიას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადებას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სახელმწიფო მინისტრის დავალებით ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებების პროექტების მომზადებას;
დ) ამზადებს დასკვნებს პრეზიდენტის წინაშე ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გაუქმების აუცილებლობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების პროექტებს;
ე) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულედ გამოცხადების საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს დასკვნებს და შეიმუშავეს პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებულების და განკარგულების პროექტებს;
ვ) განიხილავს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ სამართლებრივ საკითხებზე წარდგენილ წინადადებებს და მათზე ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ზ) განიხილავს და ამზადებს წინადადებებს სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე;
თ) საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა შესაბამის სამსახურებს აღმასრულებელ ხელისუფლების კანონქვემდებარე სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში სასამართლო დავებთან დაკავშირებით საქმიანობაში;
ი) საჭიროების შემთხვევეში ამზადებს წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფო მინისტრის სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს სახელით სარჩელის აღძვრის თაობაზე და უზრუნველყოფს ასეთ საქმეებზე წარმომადგენლობას;
კ) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ცალკეულ დავალებათა შესრულებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
მ) თავის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახური უფლებამოსილია სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და მიიღოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები, მათი პროექტები, სხვა დოკუმენტები და საჭირო ინფორმაცია;
ნ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ანგარიშს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გამოცემულ ნორმატიული აქტების კანონიერების თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს დასკვნებს ასეთი აქტების გაუქმების შესახებ.
მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის ოპერატიულ ხელმძღვანელობას უზრუნველყოფს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებს და უფლებამოსილებებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
დ) ხელმოწერით ადასტურებს სამსახურიდან გასულ დოკუმენტებსა და სხვა მასალებს, სამსახურის სახელით გასცემს სამართლებრივ დასკვნებს;
ე) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით შეიმუშავებს სამსახურის დებულების პროექტს საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით შეიმუშავებს სამსახურის საშტატო ნუსხს პროექტს და წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დასამტკიცებლად;
თ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვენელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოხელეთა წახალისებისა და მათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ი) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით შუამდგომლობს სამსახურის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
კ) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დავალებებს და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს;
ლ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს სამსახურის უფროსის მოადგილისა და განყოფილების უფროსების კანდიდატურებს დასანიშნად;
მ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს –საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსს დასანიშნად რეფერენტების კანდიდატურებს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
4. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის ფუნქციებს და მოვალეობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის სტრუქტურული ქვეგანაყოფებია:
ა) კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზის განყოფილება
ბ) სამართლებრივი რეფორმის უზრუნველყოფის განყოფილება.
2. სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის განყოფილება ახორციელებს:
ა) საქართელოს პრეზიდენტის და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების პროექტების, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსის ბრძანებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და წარუდგენს სამსახურის უფროსს ვიზირებისათვის ან დასკვნის პროექტის ხელმოსაწერად
ბ) იხილავს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელზე შემოსულ სამართლებრივი ხასიათის მასალებს და ამზადებს დასკვნის პროექტებს;
გ) ასრულებს და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
3. სამართლებრივი რეფორმების უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს:
ა) სამართლებრივი პოლიტიკის საკითხებზე წინადადებების განხილვას და მომზადებას;
ბ) სამართლებრივი რეფორმის ცალკეულ მიმართულებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრის წარმოებას;
დ) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და სამსახურის უფროსის სხვა დავალებებს.
4. სამსახურის მოხელეთა შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა კანდიდატურებს სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან შეთანხმებით დასანიშნად წარუდგენს შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ან სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს – სახელმწიფო კანცელარიის უფროსს.
5. სამსახურის მოხელეები, შტატგარეშე დამხმარე მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.