„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №23

2016 წლის 5 აგვისტო

ქ.ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016263) შეტანილ იქნეს  ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) ამ დებულებით დადგენილი წესით ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ე“ქვეპუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ1“ ქვეპუნქტი:

„ე.ვ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

გ) 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. გამგეობის  მოხელე, ამ დებულების მე-6 მუხლის მესამე ნაწილის  „ა“ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ბრძანება.

32. ამ დებულების მე-6 მუხლის მესამე ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი არიან, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.“.

დ) 42-ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42.  ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრება

1. გამგეობის თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.

2. გამგეობის თანამდებობის პირის და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ - სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, გამგეობის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს/გამგეობას − გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 31 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.08.2016.
როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.08.2016. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016269.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.08.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №23, 05.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016269 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3366954/