“ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №244
2003 წლის 7ივნისი
ქ. თბილისი
„ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1998 წ. №3, გვ. 88) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სპეციალური ვეტერინარული სასაზღვრო-შემზღუდავი და საკარანტინო ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოში ცოცხალი პირუტყვის (ფრინველის), ხორცისა და ხორცპროდუქტების, მეცხოველეობის პროდუქტების (მათ შორის ფრინველის), ცხოველური წარმოშობის ნედლეულის იმპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი იმ ქვეყნებიდან, სადაც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით გავრცელებულია საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსით გათვალისწინებული „ა“ და „ბ“ ჯგუფის დაავადებები დაუშვას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტინსპექტორების მიერ დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შემდგომ;
ბ) უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იმ ქვეყნების ნუსხის პერიოდული გამოქვეყნება, საიდანაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებების თანახმად იმპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი ექვემდებარება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონტროლს.“.
2. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 პუნქტი:
„8. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ძალაშია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.“.
ე.შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.06.2003.
- როდის იქნა მიღებული “ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- “ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №244. სარეგისტრაციო კოდი — 340.090.000.05.002.002.
- სად არის “ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №244, 07.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/33670/