სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობების განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 05.08.2016
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016267
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2016
matsne.gov.ge 312 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 I ზონა
2 II ზონა
3 III ზონა
4 IV ზონა
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ზონა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 02.12.2014 კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 16.09.2014 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის), ასევე, სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 24.02.2026 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 30.12.2014 შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ 82% 02.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობების განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №21 2016 წლის 5 აგვისტო ქ. დუშეთი სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობების განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი“ 46-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს შესაბამისი ზონები და განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები დანართი №1-ის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ზურაბაშვილი დანართი №1 დადგენილ ზონებში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ 1 2 3 4 N ზონა ზონის აღწერა ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი  შენობა-ნაგებობის და არსებული არაფუნქციონირებადი/ მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 I ზონა ·      კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა, ·      ქ. დუშეთში შემავალი ცენტრალური ქუჩები: დავით აღმაშენებლის (ყოფილი სტალინის), შოთა რუსთაველის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, პლ. იოსელიანის ქუჩა. 0.5 ლარი 2 II ზონა ·      მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო საავტომობილო გზის ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 100 (ასი) მეტრიანი ზოლი, ·      საკურორტო-სარეკრეაციო ზონები, ·      დაბები (ჟინვალი, ფასანაური). 0.3 ლარი 3 III ზონა ·      დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 (ორმოცდაათი) მეტრიანი ზოლი. 0.2 ლარი 4 IV ზონა ·      დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სხვა ტერიტორია, რაც მოცემული არ არის I – III ზონებში. 0.1 ლარი