„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№155
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016658
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება
№155

2016 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 05.06.2015წ., 010340000.22.027.016580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მოხელეთათვის (დანართი №2);“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის უფროსი

უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხი (სასურველია − დასავლურ ქვეყნებში მიღებული ხარისხი);

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

საერთაშორისო საჯარო სამართლის ცოდნა;

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცოდნა;

ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ინგლისურ ენაზე სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება.

ნორმატიული აქტები, სხვა თემატიკა და დოკუმენტები:

„საქართველოს კონსტიტუცია“;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები http://www.echr.coe.int/Documents/Convention_ENG.pdf;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტური სამართლით დადგენილი ძირითადი სტანდარტები
http://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=caselaw/analysis&c=#n13693846752619364551309_pointer;
www.hudoc.echr.coe.int;

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის წესები

https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=999329;

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/execution/Documents/Doc_ref_en.asp;

საქართველოსთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა/განჩინებათა აღსრულებაზე ევროპის საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები

http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/144;

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (სტატუტი);

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

7. დეპარტამენტის მრჩეველი

უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია − მაგისტრის ხარისხი);

იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ, 1 წელი);

საერთაშორისო საჯარო სამართლის ცოდნა;

ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;

კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;

პროექტების მართვის გამოცდილება;

ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:

„საქართველოს კონსტიტუცია“;

„სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;

„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები გაერო-ს სისტემაში

http://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/HumanRightsBodies.aspx;

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ევროპის საბჭოში:

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო

http://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home&c.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართ №11-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის  41  პუნქტი:

„41. სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს მრჩეველი (სატელეფონო ოპერატორი)

უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) კარგად  ცოდნა;

სასურველია უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური).

ნორმატიული აქტები:

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება“.“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი