,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №245
2003 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. V თავის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. მინისტრს ჰყავს ერთი პირველი და სამი მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი“.
2.VII თავის 26-ე პუნქტის „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება;
ე) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი დეპარტამენტი;
ზ) ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების განყოფილება;
თ) ლიცენზირების განყოფილება;
ი) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი.“.
3. 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის კოორდინაცია, განვითარება და სრულყოფა;
ბ) საერთაშორისო ინსტიტუტებთან საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა.
4. 32-ე პუნქტის პირველ აბზაცში „იურიდიული დეპარტამენტი“, შეიცვალოს სიტყვებით: „პარლამენტთან ურთიერთობის და კანონშემოქმედებითი დეპარტამენტი“.
5. 34-ე პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვა „დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვით „განყოფილება“.
6. 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. ლიცენზირების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების განთავსებისა და ექსპლუატაციის პირობების (გარდა ელექტროენერგეტიკული ობიექტების საექსპლუატაციო მზადყოფნის ლიცენზირებისა, რაც ეროვნული ელექტროენერგეტიკული მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება), ლიცენზირების განხორციელება;
ბ) სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების დაპროექტების, განთავსებისა და ექსპლუატაციის პირობების ლიცენზირების წესის შემუშავება“.
7. 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„36. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრო და თბოენერგეტიკის განვითარების მონიტორინგი, სარეალიზაციო პროექტების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ბ) ელექტროგადაცემისა და დისპეტჩერიზაციის სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონიტორინგი“.
ედუარდ შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.06.2003.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 07.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №245. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.05.002.002.
- სად არის „,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №245, 07.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/33676/