„საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“

მიღების თარიღი 07.05.2016
ძალაში შესვლა 03.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016420
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2016
matsne.gov.ge 4,868 სიტყვა · ~24 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2016 მიღება
03.08.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (9)
კატეგორიები გამოყოფილი სესხის ოდენობა (აშშ დოლარში)
(1)  საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება  და ტრენინგი 8,797,500
(2)  საოპერაციო ხარჯები 180,000
(3)ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო 22,500
(4) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და  საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის  გადასახდელი 0
სულ ჯამი 9,000,000
ძირითადი გადახდის თარიღი შენატანების წილი (გამოსახული პროცენტებში )
თითოეულ 1 აპრილი და 1 ოქტომბერი დასაწყის  2034 წლის 1 ოქტომბერი 2036 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით 16.67%
2037 წლის 1აპრილი 16.65%
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება (ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 28.03.2016 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 10.02.2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 18.03.2022 „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 23.01.2025 (საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 12.07.2016

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ სესხის ნომერი 8607-GE სასესხო შეთანხმება  (მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება) საქართველოს,  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისთვის)  შორის თარიღი  7 მაისი, 2016 წელი სესხის ნომერი 8607-GE სასესხო შეთანხმება შეთანხმება, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 7 მაისით, საქართველოს („მსესხებელი”), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა („ბანკი”) ძირითადი პროექტის დამატებითი დაფინანსების  უზრუნველყოფის მიზნით (როგორც მითითებულია ამ ხელშეკრულების დანართში) და მასთან დაკავშირებული საქმიანობების განსახორციელებლად, და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას („ასოციაცია“) განრიგი 4-ის მიზნებისთვის,  შორის. მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი I – ზოგადი პირობები; განმარტებები 1.01. ზოგადი პირობები (წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მოყვანილი განსაზღვრებების შესაბამისად) წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 1.02. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ ითვალისწინებს, წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც  ზოგად პირობებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართში. მუხლი  II – სესხი 2.01 ბანკი თანახმაა, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და მოთხოვნების შესაბამისად, მსესხებელს ასესხოს თანხა ცხრა მილიონი აშშ დოლარის (9,000,000 აშშ დოლარი) („სესხი”) ოდენობით, („პროექტი”), რომელიც პერიოდულად კონვერტირებადია ვალუტის კონვერტაციის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულების („სესხი”) 2.08 ნაწილის დებულებების შესაბამისად, განრიგი 1-ში აღწერილი  პროექტის  დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით („პროექტი”). 2.02 მსესხებელს შეუძლია სესხის თანხების გამოთხოვა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის შესაბამისად. 2.03 მსესხებელის მიერ გადასახდელი ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო უნდა  შეადგენდეს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%). 2.04 მსესხებლის მიერ გადასახდელი ვალდებულების გადასახადი უნდა შეადგენდეს წელიწადში აუთვისებელი სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0,25%). 2.05 მსესხებელის მიერ გადასახდელი პროცენტი ყოველი საპროცენტო პერიოდისთვის უნდა შეესაბამებოდეს სესხის ვალუტისთვის განსაზღვრული საბაზისო პროცენტის ეკვივალენტს, რომელიც დადგენილია სესხის ვალუტისათვის და, რომელსაც დაემატება ცვლადი მარჟა. სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ოდენობის კონვერსიის შემთხვევაში, კონვერსიის პერიოდში მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი აღნიშნულ თანხაზე უნდა განისაზღვროს ზოგადი პირობების IV ნაწილის დებულებების შესაბამისად. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თუ გამოთხოვილი სესხის ბალანსის ნებისმიერი ოდენობა რჩება დაუფარავი ვადის დადგომის მომენტში და ამგვარი გადაუხდელობა გრძელდება ოცდაათი დღის განმავლობაში, მსესხებლის მიერ გადასახადი პროცენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ზოგადი პირობების 3.02 (ე) პუნქტის შესაბამისად. 2.06 გადახდის თარიღებია ყოველი წლის 1 აპრილი და 1 ოქტომბერი. 2.07 სესხის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 განრიგში  მოცემული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად. 2.08 (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშესაწყობად, მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობების ქვემოთ მოცემული ნებისმიერი კონვერსია, კერძოდ: (i) სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი თანხის ვალუტის  დამტკიცებული ვალუტით შეცვლა; (ii) საპროცენტო განაკვეთის ბაზისის შეცვლა: ა) ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვალებადი განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით, ან პირიქით შეცვლა, ან ბ) ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვალებად მარჟაზე და მითითებულ განაკვეთზე დაფუძნებული ცვალებადი განაკვეთის შეცვლა ფიქსირებულ განაკვეთზე და ცვალებად მარჟაზე დაფუძნებული ცვალებადი განაკვეთით; ან პირიქით; ან გ) ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი თანხის ცვალებად საპროცენტო განაკვეთიდან, რომელიც დაფუძნებულია ცვალებად მარჟაზე ცვალებად საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც დაფუძნებულია ფიქსირებულ მარჟაზე; და (iii) ათვისებული და აუთვისებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ან მითითებულ განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე ან მითითებულ განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დაწესების გზით;  (ბ) წინამდებარე თავის (ა) ნაწილის პარაგრაფის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ბანკის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც ”კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია ზოგად პირობებში, და უნდა ამოქმედდეს ზოგადი პირობების IV ნაწილისა და კონვერსიის სახელმძღვანელოს  შესაბამისად; (გ) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადახდის თარიღის დადგომისთანავე, რომლისთვისაც მსესხებელმა მოითხოვა ძირითადი თანხის სესხის თანხებიდან დაფარვა, ბანკმა, მსესხებლის სახელით, სესხის ანგარიშიდან უნდა გამოიტანოს და დაფაროს ის თანხები, რაც საჭიროა ნებისმიერი ძირითადი თანხის დასაფარად, ზოგადი პირობების 4.05 (გ) პუნქტის შესაბამისად, იმ ოდენობამდე, რაც პერიოდულად გამოიყოფა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილში ჩამოყალიბებული მიზნების განსახორციელებლად. მუხლი III – პროექტი 3.01. მსესხებელი აღიარებს თავის ვალდებულებებს პროექტის მიზნების მიმართ. ამასთან დაკავშირებით, მსესხებელი პროექტს განახორციელებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით ზოგადი პირობების მეხუთე მუხლისა და საპროექტო ხელშეკრულების დებულებების თანახმად. 3.02. წინამდებარე ხელშეკრულების 3.01 პუნქტში მოცემული პირობების შეუზღუდავად და გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსესხებელი და ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმებიან, მსესხებელი პროექტის განხორციელებას უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის დებულებების შესაბამისად. მუხლი  IV – ბანკის დამცავი მექანიზმები 4.01. ხელშეკრულების შეჩერების დამატებით გარემოებას წარმოადგენს: პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის კანონმდებლობის ცვლილება, შეჩერება, გაუქმება, ანულირება ან უარის თქმა, რამაც შესაძლოა მატერიალურად იმოქმედოს და ზიანი მიაყენოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეასრულოს საპროექტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. 4.02. აქსელერაციის დამატებითი პირობა შემდეგში მდგომარეობს:, თუ ადგილი ექნება წინამდებარე ხელშეკრულების 4.01 პუნქტში მითითებულ მოვლენას და იგი გაგრძელდება სამოცი (60) დღის მანძილზე მას შემდეგ, რაც ბანკი ამ მოვლენის შესახებ შეატყობინებს მსესხებელს. მუხლი V – ძალაში შესვლა; შეწყვეტა 5.01. ძალაში შესვლის დამატებით პირობას წარმოადგენს: (ა) პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, გაფორმებული მსესხებელის სახელით,  ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ; (ბ) პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო განახლებულ და დამტკიცებულ იქნა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით. 5.02. დამატებითი იურიდიული საფუძველი შემდეგში მდგომარეობს, კერძოდ, პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება დროულად იქნება დადასტურებული ან რატიფიცირებული მსესხებელსა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ და მსესხებლისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია იურიდიულ ვალდებულებებს აიღებენ ასეთი შეთანხმების პირობების თანახმად. 5.03. ხელშეკრულების ძალაში შესვლის ვადად განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან ოთხმოცდაათი (90) დღე.  მუხლი VI – წარმომადგენელი; რეკვიზიტები 6.01.  მსესხებელს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო. 6.02.  მსესხებლის მისამართია: ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქ. №16 0114, თბილისი, საქართველო  ფაქსიმილე 995-32 -2262423 6.03. ბანკის მისამართია: რეკონსტრუქციისა და განვითარების  საერთაშორისო ბანკი საერთაშორისო განვითარების ასოციაცია             1818 H Street, N.W.             ვაშინგტონი D.C. 20433             ამერიკის შეერთებული შტატები  ტელექსი: 248423 (MCI) ან 64145 (MCI)  ფაქსიმილე:1-202-477-6391 შეთანხმებულია თბილისში, საქართველოში, ხელშეკრულების პირველ გვერდზე აღნიშნულ თვესა და წელს.                                                                                                                                           საქართველო              უფლებამოსილი წარმომადგენლი    სახელი, გვარი: ნოდარ ხადური თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი                                                                                                                                              რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას განრიგი 4-ის მიზნებისთვის უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი გვარი: მერსი ტემბონი თანამდებობა: რეგიონული დირექტორი განრიგი 1 პროექტის აღწერა პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურების და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება იმერეთის რეგიონში ტურიზმთან დაკავშირებული ადგილობრივი ეკონომიკის  მხარდასაჭერად. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ნაწილი ა:  ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო ქვეპროექტების განხორციელების დაფინანსების პირობები: (1) წყალტუბოს ურბანული რეგენერაცია, რაც მოიცავს: (ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კომუნალური საშუალებების რეაბილიტაციას; (ბ) საჯარო ადგილების და სკვერების აღდგენა და თვალსაჩინო ტურისტული ადგილების მშენებლობას; და (გ) საჯარო დაწესებულებების აღდგენას ტრადიციული არქიტექტურის შესაბამისად; და (2) ტურიზმის მარშრუტების განვითარება, რაც მოიცავს: (ა) ურბანული ლანდშაფტის და საზოგადოებრივი ავტოსადგომების ადგილების გაუმჯობესებას; (ბ) საინფორმაციო კიოსკების, კაფეების და საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობას; (გ) ვანის მუზეუმის ექსტერიერის და ასევე ინტერიერის რეკონსტრუქციას, აღდგენას და/ან რეაბილიტაციას; (დ) მისასვლელი გზების გაუმჯობესებას; და (ე)ი კულტურის შერჩეულ ძეგლების კონსერვაციას. ნაწილი ბ: ინსტიტუციონალური განვითარება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA), საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (ACHP), ეროვნული მუზეუმის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის და სხვა ადგილობრივი და რეგიონული უწყებების ინსტიტუციონალური გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შემდეგი ღონისძებების განხორციელება: (1) წყალტუბოს, როგორც დანიშნულების ადგილის მართვის და განვითარების ოფისის შექმნა; (2) მდგრადი განვითარება და პოპულარიზაცია; გეოტურების მარშრუტების და ტურისტული პორტალების და ასევე ადგილობრივი გავრცელების ზღვარის კამპანიის შექმნა; (3) ვიზიტორებისათვის მართვის გეგმის მომზადება კულტურული მემკვიდრეობის ადგილების განვითრებისათვის; (4) კვალიფიციური სამუშაო ძალის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება; (5) ღონისძიებების მონიტორინგის და შეფასების განხორციელება; და (6) მშენებლობის ზედამხედველობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. განრიგი 2 პროექტის განხორციელება ნაწილი I.  განხორციელების ღონისძიებები ა. ინსტიტუციონალური ღონისძიებები       1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ განახორციელოს პროექტი აღნიშნული ხელშეკრულების, საპროექტო ხელშეკრულების, პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების და პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად და არ უნდა შეცვალოს, შეაჩეროს, გააუქმოს, ან უარი თქვას ზემოხსენებულ სახელმძღვანელოზე ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.      2. პროექტის სათანადო კოორდინაციისა და განხორციელების მიზნით, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტს ზედამხედველობა გაუწიოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭომ. ზემოთ ხსენებული საბჭოს ფუნქციები უნდა მოიცავდეს მათ შორის: (ა) პროექტის განხორციელების საერთო ზედამხედველობას; (ბ) სააგენტოებს შორის კოორდინაციას პროექტის მიზნების მისაღწევად; და (გ) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მუშაობისთვის წლიური სამუშაო პროგრამების ბიუჯეტებისა და ანგარიშების შემოწმებას და დამტკიცებას. ბ.   პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება 1. პროექტის განხორციელებისათვის, მსესხებელმა უნდა გახადოს სესხის თანხა ხელმისაწვდომი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის, გრანტის საფუძველზე, პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდება მსესხებელს, მისი ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის, ბანკის მიერ დამტკიცებული ვადებისა და პირობების თანახმად („პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება“). 2. მსესხებელმა უნდა განახორციელოს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მინიჭებულ უფლებები ისე, რომ  დაცული იქნეს მსესხებლისა და ბანკის ინტერესები და უზრუნველყოფილ იქნეს სესხის მიზნების შესრულება. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, მსესხებელი არ დაადგენს, შეცვლის, გააუქმებს, ან გააუქმებს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ან მის ნებისმიერ  დებულებას. g.   ანტიკორუფციული სტრატეგია მსესხებელმა უნდა უზრუნველყოფს პროექტის განხორციელება ანტიკორუფციული სახელმძღვანელოს პირობების შესაბამისად.   დ. საინვესტიციო ქვეპროექტები 1. პროექტის ა ნაწილის მიზნებისთვის, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ განახორციელოს ბენეფიციართა სასარგებლოდ საინვესტიციო ქვეპროექტები, თითოეულ შემთხვევაში თითოეულ ბენეფიციართან საინვესტიციო ქვეპროექტის შეთანხმების ფარგლებში, ბანკისთვის მისაღები, პროექტის საოპერაციო სახელძღვანელოში ჩამოყალიბებული დასაშვებობის კრიტერიუმისა და პროცედურების შესაბამისად და საპროექტო ხელშეკრულების შესაბამისად. 2.  მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ გააფორმოს საინვესტიციო ქვეპროექტის შეთანხმება ბანკის მიერ დამტკიცებული ვადებისა და პირობების ფარგლებში, მათ შორის ასევე პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს უფლებები და მოვალეობები მისი ინტერესების, მსესხებლისა და ბანკის ინტერესების ადეკვატურად შესასრულებლად, როგორც ჩამოყალიბებულია საპროექტო შეთანხმებაში. 3. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ გამოიყენოს მისი უფლებები თითოეულ საინვესტიციო ქვეპროექტის შეთანხმების ფარგლებში იმგვარად, რომ დაიცვას მისი, მსესხებლისა და ბანკის ინტერესები და დაასრულოს სესხის მიზნები. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკი სხვაგვარად შეთანხმდება, მსესხებელმა არ უნდა მოახდინოს საინვესტიციო ქვეპროექტის შეთანხმების განსაზღვრა, შეცვალა, დარღვევა ან მასზე უარის თქმა. ე.      გარანტიები 1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტი ხორციელდება პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ EMF-ის, EA(ებ)-ის, EMP(ებ)-ის, RPF-ისა და RAP(ებ)-ის დებულებების შესაბამისად. მსესხებელმა არ უნდა მიიღოს, შეცვალოს, დაარღვიოს ან უარყოს EMF, EA(ებ)-ი, EMP(ებ)-ი, RPF და  RAP(ებ)-ი ან მისი ნებისიერი დებულება ბანკის წინასწარი თანხმობის  გარეშე. 2. პროექტის ნაწილი ა-ს მიზნებისთვის მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ: (ა) თითოეული საინვესტიციო ქვეპროექტისათვის ქვეპროექტის მოკლე ანგარიშის (SAR) მომზადებამდე, წარუდგინოს ბანკს მისი დამტკიცებისთვის: (i) ხსენებული საინვესტიციო ქვეპრიექტის შემოთავაზებული დიზაინი და ხედი; (ii) შემოთავაზებული გარემოსდაცვითი  შეფასების კატეგორია და მინიჭებული რისკის რანგი; (iii) შემოთავაზებული მოსამზადებელი გარემოსდაცვითი ინსტრუმენტი: და (iv)  შეფასება იმისა ხსენებული საინვესტიციო ქვეპრიექტისთვის საჭირო იქნება, თუ არა RAP-ის მომზადება; (ბ) საინვესტიციო პროექტის დაფინანსების ბანკისთვის წარდგენისას, ბანკს უნდა წარუდგინოს SAR, ბანკისთვის მისაღები ფორმით, რომელიც მოიცავს: (i) შემოთავაზებული საინვესტიციო ქვეპროექტის აღწერა და  მოსალოდნელი ხარჯები, რაც უნდა დაფინანსდეს სესხი თანხიდან; (ii) მასთან დაკავშირებული EA, ადგილისთვის დამახასიათებელი გამოცალკევებული EMP და RAP, როგორიც შეიძლება იყოს შემთხვევა, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით; (iii) შემოთავაზებული საინვესტიციო პროექტების ტექნიკური, ფინანსური და ეკონომიკური ანალიზი; და (iv) საინვესტიციო ქვეპროექტის დაფინანსების ხელშეკრულებით შემოთავაზებული ვადები და პირობები, რაც გამოყენებული იქნება საინვესტიციო ქვეპროექტებისათვის;   (გ)  თითოეული საინვესტიციო პროექტისათვის სატენდერო დოკუმენტაციის გაცემამდე სამუშაოებისთვის, მომზადება და ბანკისთვის წარდგენა დასამტკიცებლად: (i) სატენდერო დოკუმენტაციის პროექტი, ადგილისთვის დამახასიათებელი გამოცალკევებული EMP-ის დებულებების ჩათვლით; და (ii) შეტყობინება, რომ ხსენებული EMP-ის წარდგენილია და კონსულტაცია გავლილია საინვესტიციო ქვეპროექტის ფარგლებში დაზარალებულ პირებთან; და (დ), თუ საინვესტიციო ქვეპროექტი მოითხოვს მიწის შესყიდვას ან განსახლებას, სამუშაოების დაწყებამდე ამგვარი საინვესტიციო ქვეპროექტის ფარგლებში, უზრუნველყოფა, რომ მიწის მესაკუთრეები და მომხმარებლები ან ხსენებული შესასრულებელი სამუშაოების გამო სხვა დაზარალებული საკუთრება  სრულად კომპენსირდება RAP(ებ)-ის დებულებების შესაბამისად. 3. მსესხებელმა უნდა (ა) უზრუნველყოს პროექტის განხორციელების მიზნით ყველა შესასრულებელი აქტივობა ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და სახელმძღვანელოს შესაბამისად; (ბ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ქვეპროექტის შერჩევა პროექტის ნაწილი ა-ს ფარგლებში განხორციელებული იყოს EMF-ის დებულებების შესაბამისად; (გ) უზრუნველყოს EMP(ებ)-ის შესრულება ბანკისთვის მისაღები ფორმით, მათ შორის ყველა საჭირო ზომების მინიმიზაციით და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებით, რაც გამოწვეულია პროექტის განხორციელებით; და (დ) შეინარჩუნოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აპარატი  კომპეტენტური სამუშაო პერსონალით ბანკისთვის მისაღები სათანადო რაოდენობით, პასუხისმგებლობებითა და ფუნქციებით, რაც პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას საშუალებას მისცემს მართოს, კოორდინაცია გაუწიოს და მონიტორინგი განახორციელოს EMP(ებ)-ის შესრულებას.  4. საინვესტიციო ქვეპროექტის განხორციელებამდე, რომელიც მოითხოვს მიწის შესყიდვას ან განსახლებას, ბანკის მოსაზრებით, მსესხებელმა უნდა: (ა) უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ მომაზადოს RAP(ებ)-ი RPF-ის შესაბამისად; (ბ) უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უზრუნველყოს და გამოაქვეყნოს საჩივრების პროცედურების მოსმენის, RAP(ებ)-ის განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა საჩივრის ხელმისაწვდომობა და განსაზღვროს იგი სამართლიანად RPF-ის შესაბამისად და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა განხორციელებული იქნეს ამგვარი საჩივრების პროცედურის ფარგლებში გაკეთებული განსაზღვრებები; (გ) უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ განიხილოს RAP(ებ)-ის შემადგენლობა RPF-თან  და დაადასტუროს RAP(ებ)-ის განხორციელება თითოეულ საინვესტიციო ქვეპროექტის ფარგლებში სამუშაოების დაწყებამდე, რომლისთვისაც მომზადდა RAP; (დ) უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ აიყვანოს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი განსახლების ექსპერტი, განხორციელებული RAP(ებ)-ის განხილვის საწარმოებლად; და (ე) უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ  დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბანკს ყოველი ასეთი განხილვის შედეგად მიღებული რეკომენდაციები და კვლევის შედეგები შემდგომი ქმედებისთვის; და (ვ) უზრუნველყოს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ როგორც ბანკთანაა შეთანხმებული განახორციელოს ყველა ასეთი რეკომენდაცია შემდგომი ქმედებისათვის. ნაწილი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება ა. პროექტის ანგარიშები მსესხებელმა უნდა განახორციელოს პროექტის მონიტორინგი, შეაფასოს პროგრესი და მოამზადოს ანგარიში ზოგადი პირობების პუნქტ 5.08-ით განსაზღვრული პირობების და ბანკთან შეთანხმებული ინდიკატორების შესაბამისად. პროექტის თითოეული ანგარიში უნდა მოიცავდეს 1 კალენდარული სემესტრის პერიოდს და უნდა მიეწოდოს ბანკს თითოეული ანგარიშით მოცული პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. ბ. ფინანსური მენეჯმენტი ფინანსური ანგარიშები და აუდიტი. 1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს ფინანსური მენეჯმენტის სისტემის განვითარებას ზოგადი პირობების 5.09 პუნქტის შესაბამისად. 2. მსესხებელი პროექტის განმახორციელებელის მეშვეობით ვალდებულია მოამზადოს და ბანკს წარუდგინოს, ყოველი კალენდარული სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთი (45) დღისა, პროექტის შუალედური შეუმოწმებელი ფინანსური ანგარიშები, რომელიც მოიცავს ნახევარ წელს, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით. 3. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელს  უნდა გააჩნდეს ზოგადი პირობების 5.09 (ბ) პუნქტის შესაბამისად პროექტის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშები. ფინანსური ანგარიშის თითოეული აუდიტი უნდა მოიცავდეს მსესხებლის ერთ (1) ფისკალურ წელს. ყოველი ასეთი აუდიტირებული ფინანსური განაცხადი უნდა მიეწოდოს ბანკს, მასში მითითებული პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი (6) თვისა. ნაწილი III. შესყიდვები ა.  ზოგადი 1. საქონელი, სამუშაოები და არასაკონსულტაციო მომსახურება.  პროექტისთვის საჭირო ნებისმიერი საქონლის, სამუშაოს და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, რომელთა დაფინანსება გათვალისწინებულია დაფინანსების თანხებით, უნდა განხორციელდეს შესყიდვების სახელმძღვანელოს ნაწილი I-ში განსაზღვრული მოთხოვნებისა და წინამდებარე ნაწილის პირობების შესაბამისად. 2. საკონსულტაციო მომსახურება. პროექტისთვის საჭირო ყველა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, რომლის დაფინანსება გათვალისწინებულია დაფინანსების თანხებით, უნდა განხორციელდეს საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს I და IV ნაწილებში განსაზღვრული მოთხოვნებისა და წინამდებარე თავის პირობების შესაბამისად. 3. განმარტებები.  წინამდებარე ნაწილში გამოყენებული ტერმინები, რომლებიც მოცემულია მთავრული ასოებით, განსაზღვრავს შესყიდვების კონკრეტულ მეთოდებს ან ასოციაციის მიერ კონკრეტული კონტრაქტების შემოწმების მეთოდებს, რომლებიც შეესაბამება შესყიდვების სახელმძღვანელოს II და III ნაწილებში ან საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს II, III, IV და V ნაწილში აღწერილ შესაბამის მეთოდს. ბ. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები 1. საერთაშორისო კონკურენტული ტენდერი.  თუ ქვემოთ მოცემულ პუნქტი 2-ით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქონლისა და სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო კონკურენტული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში. 2. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები.  ქვემოთ მოცემულ ცხრილში აღწერილია შესყიდვის მეთოდები, გარდა საერთაშორისო კონკურეტნული ტენდერისა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საქონლისა და სამუშაოების შესყიდვის მიზნით. შესყიდვების გეგმა უნდა განსაზღვრავდეს იმ შემთხვევებს, რომლებშიც შესაძლებელია ამგვარი მეთოდების გამოყენება: (ა)     შეზღუდული საერთაშორისო ტენდერი; (ბ) კონკურენტული სახელმწიფო ტენდერი, რომელიც ექვემდებარება ქვემოთ ჩამოთვლილ დამატებით მოთხოვნებს: (i)  ღია კონკურენტული პროცედურები“ (მაგ., „საჯარო ტენდერი“) უნდა წარმოადგენდეს უპირობო წესს. გამოყენებული უნდა იქნეს ერთი კონვერტის პროცედურა საქონლის, სამუშაოებისა ან არასაკონსულტაციო მომსახურების წარდგენისას. (ii) ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე ერთ ფართოდ გავრცელებად ყოველდღიურ სახელმწიფო გაზეთში, სატენდერო წინადადებების მომზადებისა და წარდგენის სულ მცირე 30-დღიანი პერიოდის გათვალისწინებით. უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული განცხადებები უნდა შეესაბამებოდეს ანალოგიურ მინიმუმ 30-დღიან პერიოდს სატენდერო წინადადებების მომზადებისა და წარდგენისათვის. (iii) ტენდერში მონაწილეობა არ უნდა შეეზღუდოთ წინასწარ დარეგისტრირებულ ფირმებს. რეგისტრაციის საჭიროების შემთხვევაში, აკრძალვა არ უნდა შეეხებოდეს ტენდერში მონაწილე უფლებამოსილ კომპანიებს კონტრაქტის წარმატებით შესასრულებლად საჭირო შესაძლებლობებსა და რესურსებთან არადაკავშირებულ მიზეზთა (მაგ., სავალდებულო წევრობა პროფესიულ ორგანიზაციებში, კლასიფიკაცია და სხვ.) გამო. უნდა ჩატარდეს პოსტსაკვალიფიკაციო შეფასება, რათა დადასტურდეს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიას გაჩნია შესაბამისი შესაძლებლობები და    რესურსები კონტრაქტის წარმატებით განსახორციელებლად. (iv)  მთავრობის მფლობელობაში არსებული საწარმოები ან მსესხებელის ქვეყნის ინსტიტუტები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ტენდერში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებენ, რომ არიან იურიდიულად და ფინანსურად დამოუკიდებელნი, მოქმედებენ კომერციული სამართლის ფარგლებში და არ წარმოადგენენ მსესხებელზე დამოკიდებულ უწყებას. მთავრობის მფლობელობაში არსებული საწარმოები ან მსესხებელის ქვეყნის ინსტიტუტები  ექვემდებარებიან სატენდერო წინადადების უსაფრთხოებისა და შესრულების გარანტიის იმავე მოთხოვნებს, რომლებსაც ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიები. (v) შემსყიდველმა ერთეულებმა საქონლის, სამუშაოების ან არასაკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად უნდა გამოიყენონ ბანკის შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის ნიმუში, მათ შორის, წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტები, და უნდა მოიცავდეს/შეიცავდეს კონტრაქტის პროექტსა და    კონტრაქტის   პირობებს, მათ შორის ასოციაციისთვის მისაღებ, თაღლითობისა და კორუფციის, აუდიტორული შემოწმებისა და კონტრაქტის მინიჭების გამოქვეყნების პუნქტებს. (vi) სატენდერო წინადადებების გახსნა უნდა მოხდეს საჯაროდ, სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის გასვლისთანავე. ტენდერში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს უფლება აქვთ დაესწრონ სატენდერო წინადადებების გახსნას. (vii) ტენდერის ვადის გაგრძელება დაშვებულია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 30 დღით. ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ვადის შემდგომი გაგრძელების მოთხოვნა. (viii) სატენდერო წინადადებების შეფასება უნდა დაეფუძნოს სავალუტო ტერმინოლოგიით გამოხატულ რიცხობრივ კრიტერიუმებს, როგორც ეს განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციაში; დაუშვებელია ქულებობრივი შეფასების ან ადგილობრივი კომპანიებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველზე სატენდერო წინადადებების შეფასება. კონტრაქტები უნდა მიენიჭოს იმ კვალიფიციურ კომპანიებს, რომლებმაც წარმოადგინეს ყველაზე დაბალი ფასისა და წაყენებული მოთხოვნების მნიშვნელოვნად დამაკმაყოფილებელი წინადადება; კონტრაქტის მინიჭებამდე დაუშვებელია ნებისმიერი სახის მოლაპარაკება. (ix) სამოქალაქო სამუშაოების გრძელვადიანი კონტრაქტები (მაგ., თვრამეტ (18) თვეზე მეტი) უნდა მოიცავდეს შესაბამისი ფასის  შესწორების პუნქტს. (x)  დაუშვებელია, რომელიმე სატენდერო წინადადების დაწუნება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შემოთავაზებული სატენდერო ფასი აღემატება შესყიდვებით გათვალისწინებულ ბიუჯეტს. დაუშვებელია ყველა სატენდერო წინადადების დაწუნება და ახალი სატენდერო წინადადებების მოძიება ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე. (გ)  შოპინგი; და (დ)  პირდაპირი დაკონტრაქტება. გ. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები 1. ხარისხზე და ფასზე დაფუძნებული შერჩევა., თუ მე-2 პუნქტში სხვა რამ არის გათვალისწინებული, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს ხარისხზე და ფასზე დაფუძნებული შერჩევის შედეგად მინიჭებული კონტრაქტების ფარგლებში. 2. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები.  ქვემოთ მოცემულ ცხრილში განსაზღვრულია შესყიდვის მეთოდები, გარდა ხარისხზე და ფასზე დაფუძნებული შერჩევისა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად. შესყიდვების გეგმა უნდა განსაზღვრავდეს იმ შემთხვევებს, რომელთა დროსაც შესაძლებელია ამგვარი მეთოდების გამოყენება: (ა) ხარისხის საფუძველზე შერჩევა; (ბ) ფიქსირებული ბიუჯეტის საფუძველზე შერჩევა; (გ) მინიმალური ფასის საფუძველზე შერჩევა; (დ) კონსულტანტის კვალიფიკაციის საფუძველზე შერჩევა; (ე) საკონსულტაციო ფირმების შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე; (ვ) ინდივიდუალური კონსულტანტებისათვის კონსულტანტის დირექტივების მუხლი 5🔗.2-ში და მუხლი 5🔗.3-ში მოცემული პროცედურები; (ზ) ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე. დ.           ბანკის მიერ შესყიდვების გადაწყვეტილებების გადასინჯვა  შესყიდვების გეგმა მოიცავდეს კონტრაქტებს, რომლებიც ექვემდებარება ბანკის წინასწარ განხილვას. ყველა სხვა კონტრაქტი ექვემდებარება ბანკის მიერ შემდგომ განხილვას. ნაწილი IV. დაფინანსების თანხების ჩამორიცხვა ა.  ზოგადი ნაწილი 1. მსესხებელი უფლებამოსილია გამოითხოვოს სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები ზოგადი პირობების II მუხლის, წინამდებარე ნაწილის მოთხოვნებისა და იმ დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად (2006 წლის მაისის „მსოფლიო ბანკის პროექტებისათვის ხარჯების ანაზღაურების ინსტრუქციების“ ჩათვლით, რომლის ცვლილებასაც ბანკი პერიოდულად ახორციელებს და, რომელიც აღნიშნული ინსტრუქციების თანახმად გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში), როგორც ამას ბანკი განსაზღვრავს მსესხებლისთვის შეტყობინებით, დაშვებული ხარჯების დასაფინანსებლად, ქვემოთ მოყვანილი მე-2 პარაგრაფის ცხრილის შესაბამისად.     2. წინამდებარე ცხრილში ნაჩვენებია სესხის თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯების კატეგორიები („კატეგორია”), თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის ოდენობა და თითოეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი დაშვებული ხარჯების პროცენტული შეფარდება: კატეგორიები გამოყოფილი სესხის ოდენობა (აშშ დოლარში) დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტულობა (გადასახადების გათვალისწინებით) (1)  საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება  და ტრენინგი                    8,797,500 100% (2)  საოპერაციო ხარჯები 180,000 100% (3)ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო 22,500 ზოგადი პირობების 2.07 (ბ) პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.03 პუნქტის თანახმად გადასახდელი თანხა (4) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და  საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის  გადასახდელი 0 წინამდებარე ხელშეკრულების 2.08 (გ) პარაგრაფით განსაზღვრული თანხის ოდენობა სულ ჯამი 9,000,000 ბ. თანხის გამოთხოვის პირობები; თანხის გამოთხოვის პერიოდი 1. წინამდებარე ნაწილის „ა“ პუნქტის დებულებების მიუხედავად, თანხის გამოთხოვა არ მოხდება იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ხარჯებისათვის თანხის გამოთხოვა საერთო ოდენობით, რომელიც არ აღემატება 900,000 აშშ დოლარს, განხორციელებულს  2016 წლის 25 თებერვლიდან  ან შემდგომ, პირველი კატეგორიის ფარგლებში განსახორციელებელ ნებადართული  ხარჯებისთვის.          2. დახურვის თარიღია 2018 წლის 30 დეკემბერი. განრიგი 3 ამორტიზაციის გრაფიკი 1.     წინამდებარე ცხრილი განსაზღვრავს  სესხის ძირითადი გადახდის თარიღებს და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის გადასახდელ პროცენტს ყოველ ძირითადი გადახდის თარიღისათვის („დარიცხული პროცენტი“)., თუ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად გამოთხოვილია პირველი ძირითადი გადახდის თარიღის შესაბამისად, მსესხებლის  მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა ყოველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის უნდა განისაზღვროს ბანკის მიერ გამრავლებით: (ა) ათვისებული სესხის ბალანსზე პირველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის; (ბ) დარიცხული პროცენტზე თითოეული ძირითადი გადახდის თარიღისათვის, ასეთი გადასახდელი თანხა ექვემდებარება შესწორებას, საჭიროებისამებრ, ნებისმიერი იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მოხსენიებულია აღნიშნული განრიგის მე-4 პარაგრაფში, რომელსაც ემატება კურსის კონვერტაცია. ძირითადი გადახდის თარიღი შენატანების წილი (გამოსახული პროცენტებში ) თითოეულ 1 აპრილი და 1 ოქტომბერი დასაწყის  2034 წლის 1 ოქტომბერი 2036 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით 16.67% 2037 წლის 1აპრილი 16.65% 2., თუ სასესხო შემოსავალი  სრულად ვერ  იქნა ათვისებული პირველი ძირითადი გადახდის თარიღისთვის, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა თითოეული გადახდის თარიღისთვის უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: (ა)  იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად გამოთხოვილია ძირითადი გადახდის თარიღისათვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ათვისებული სესხის ნაშთი ასეთი თარიღისათვის აღნიშნული განრიგის 1 პარაგრაფის შესაბამისად.  (ბ)  ნებისმიერი გამოთხოვილი თანხა  ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღის შემდეგ უნდა დაიფაროს ყოველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის ბანკის მიერ განსაზღვრული თანხის ასეთი გამოთხოვის თარიღის დადგომის შემდეგ  თითოეული ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველი არის ძირითადი დარიცხული პროცენტი, რომელიც განსაზღვრულია ამ განრიგის 1 პარაგრაფის ცხრილში ხსენებული ძირითადი გადახდის თარიღისათვის („ძირითადი დარიცხული პროცენტი“) და, რომლის მნიშვნელი არის ყველა დარჩენილი ძირითადი დარიცხული პროცენტების ჯამი ძირითადი გადახდის თარიღის დადგომისას ან ასეთი თარიღის შემდეგ, ასეთი გადასახდელი თანხები ექვემდებარება შესწორებას, საჭიროებისამებრ, ნებისმიერი თანხის გამოკლებით, რაც მოხსენიებულია აღნიშნული განრიგის მე-4 პარაგრაფში, რომელსაც კურსის კონვერტაცია ემატება. 3. (ა) სესხის თანხები გამოთხოვილი ორი კალენდარული თვის განმავლობაში ნებისმიერი ძირითადი გადახდის თარიღის დადგომამდე უნდა განიხილებოდეს, როგორც ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხის მეორე  გადახდის თარიღისათვის შემდეგი ათვისების  თარიღამდე, მხოლოდ ძირითადი გადასახდელი თანხის გამოთვლის მიზნით ძირითადი გადახდის თარიღისათვის, და უნდა იყოს გადასახდელი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის, რომელიც იწყება  ძირითადი თანხის  მეორე გადახდის თარიღისათვის ათვისების შემდეგ თარიღამდე. (ბ) წინამდებარე პარაგრაფის (ა) ქვე-ქვეპარაგრაფის მოთხოვნების მიუხედავად, თუ ბანკი ნებისმიერ მომენტში შეიმუშავებს საგადასახადო განრიგის სისტემას, რომლის მიხედვითაც ანგარიშფაქტურების გაცემა ხდება სესხის გადახდის ძირითადი თარიღის დადგომის დღეს ან მის შემდეგ თანხის გამოტანისას ამ  ქვეპარაგრაფის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იქნება სავალდებულო ზემოხსენებული სისტემის შემოღების შემდეგ. 4. წინამდებარე განრიგის პირველ და მე-2 პარაგრაფებში განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება განაღდებული სესხის სრული ან ნაწილობრივი კონვერტაცია იმ ვალუტაში, რომელშიც სესხი დამტკიცდა, კონვერტირებული თანხის იმ ნაწილის ოდენობა, რომელიც გადასახდელია სესხის ძირის დაფარვის თარიღისთვის, თუ ეს თარიღი ემთხვევა კონვერტაციის პერიოდს, დადგინდება ბანკის მიერ ამ თანხის გამრავლებით დენომინირებულ ვალუტაში უშუალოდ კონვერტაციამდე ნებისმიერი მხარის მიერ: (i) ვალუტის კურსი, რომელიც ასახავს სესხის ძირითად თანხებს დამტკიცებულ ვალუტაში და, რომელიც გასაცემია ბანკის მიერ კონვერტირებადი თანხის სავალუტო ჰეჯირების ტრანზაქციის მეშვეობით; ან (ii) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ასე დაადგენს ბანკის განაკვეთების ვალუტის კურსის ნაწილში განმარტებული კონვერტაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად. 5. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ათვისებული სესხის ბალანსის დენომინაცია ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, წინამდებარე განრიგის მოთხოვნები სავალდებულოა თითოეულ სასესხო ვალუტაში დენომინირებული  თანხის შემთხვევაში ცალ-ცალკე იმ მიზნით, რომ მოხდეს თითოეული ამგვარი თანხის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ამორტიზაციის განრიგის შემუშავება. განრიგი 4 ძირითადი დაფინანსების შეთანხმების ცვლილებები ა. მსესხებელი და ასოციაცია თანხმდებიან შეცვალონ ძირითადი დაფინანსების შეთანხმება შემდეგნაირად: 1. ძირითადი დაფინანსების შეთანხმების განრიგი 1 შეიცვალა და ჩანაცვლდა წინამდებარე ხელშეკრულების  განრიგით 1. 2. ძირითადი დაფინანსების შეთანხმების განრიგი 2-ის ნაწილი IV (ბ)-ს პარაგრაფი 2 შეიცვალა და იკითხება შემდეგნაირად:   „2. დახურვის თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 30 დეკემბერი. 3. შემდეგი განსაზღვრებები, რაც მოცემულია ძირითადი დაფინანსების შეთანხმების დანართში, შეიცვალა და იკითხება შემდეგნაირად: „საკონსულტაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს „სახელმძღვანელოს: მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში”, დათარიღებული 2011 წლის იანვრით (განახლებული 2014 წლის ივლისით). „შესყიდვების სახელმძღვანელო“ ნიშნავს „სახემძღვანელოს: საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვას მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ რეკონსტურქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში”, დათარიღებული 2011 წლის იანვრით (განახლებული 2014 წლის ივლისით). 4. შემდეგი განმარტება დამატებულია დაფინანსების შეთანხმების დანართის პირველ ნაწილს, ანბანის მიხედვით და დანარჩენი განსაზღვრებები გადანომრილია შესაბამისად შემდეგნაირად: „საპროექტო შეთახმება“ ნიშნავს შეთანხმებას საერთაშორისო განვითარების ასოციაციასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, დათარიღებული 2012 წლის 9 ნოემბრით, რომელიც მოხსენიებულია აღნიშნული შეთანხმების 3.01 ნაწილში, რომლის თანახმადაც პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს პროექტი“. დანართი ნაწილი I. განსაზღვრებები 1. „ანტიკორუფციული სახელმძღვანელო” ნიშნავს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობისა და კორუფციის აღმოფხვრის სახელმძღვანელოს”, დათარიღებული 2006 წლის 15 ოქტომბრით და შესწორებული 2011 წლის იანვარში. 2. „ბენეფიციარი“ ნიშნავს შესაბამის ინსტიტუტს, რომელიც სარგებლობს საინვესტიციო ქვეპროექტიდან და, რომელიც მოცემულია პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოში. 3. „კატეგორია“ ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის ცხრილში დადგენილ კატეგორიას. 4. „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელო“ ნიშნავს „მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ კონსულტანტების შერჩევისა და დაქირავების სახელმძღვანელო ინსტრუქციებს, IBRD-ის სესხებისთვის და IDA-ს კრედიტების და გრანტებისთვის, დათარიღებულს 2011 წლის იანვრით (შესწორებული ივლისი, 2014). 5. „EA(ებ)” ან „გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება“ ნიშნავს პროცესების თავისებურებების ანალიზს, მასშტაბებს და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ EMP(ებ)-ის მოსამზადებლად საინვესტიციო პროექტების ზეგავლენას გარემოზე იმ საინვესტიციო ქვეპროექტებთან მიმართებაში, რომლებიც ხასიათდება მაღალი რისკით, რისკების შეფასების პროცედურების შესაბამისად, როგორც ეს გაწერილია EMF-ში. 6. „EMF” ან „გარემოსდაცვითი მართვის ჩარჩო“ ნიშნავს მსესხებლის გარემოსდაცვითი მართვის ჩარჩოს, დათარიღებულს 2012 წლის 21 სექტემბრით, და განახლებულს 2016 წლის 25 თებერვლით, რომელიც მისაღებია ბანკისთვის და განსაზღვრავს: (ა) საინვესტიციო ქვეპროექტების სკრინინგს ამ პროექტებით ბუნებრივ, სოციალურ გარემოზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე მოსალოდნელ გავლენის შედეგების გათვალისწინებით; (ბ) მათი რისკების შეფასებას; (გ) როგორც EMP(ებ)-ის მომზადების ნაწილს, განსაზღვრავს გარემოსდაცვითი შეფასების საჭიროებას; (დ) საჯაროობას; (ე) პროექტის ფარგლებში საინვესტიციო ქვეპროექტების შერჩევასთან და განხორციელებასთან დაკავშირებულ მართვას. 7. „EMP(ებ)-ი” ან „გარემოსდაცვითი მართვის გეგმა(ები)” ნიშნავს მსესხებლის გარემოსდაცვითი მართვის გეგმ(ებს)ას, რომელიც მომზადებულია ან უნდა მომზადდეს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პროექტის განხორციელების პერიოდში EMF-ის მიხედვით და დამტკიცდეს ბანკის მიერ და, რომელიც აღწერს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას, მონიტორინგის და ინსტიტუციონალურ ზომებს პროექტის ფარგლებში საინვესტიციო ქვეპროექტებისათვის. 8. „ზოგადი პირობები” ნიშნავს 2012 წლის 12 მარტით დათარიღებულ ”რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების ზოგად პირობებს”, ამ დანართის II ნაწილში განხორციელებული მოდიფიკაციებით. 9. „საინვესტიციო ქვეპროექტების შეთანხმება” ნიშნავს შეთანხმებას, რომელიც დაიდება პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციასა და ბენეფიციარს შორის  პროექტის ნაწილი ა მიზნებისათვის საოპერაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად. 10. „საინვესტიციო ქვეპროექტები” ნიშნავს ქვეპროექტებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმერეთის რეგიონში ბენეფიციარების სასარგებლოდ სესხის თანხების გამოყენებით აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 განრიგის დ ნაწილის, საპროექტო შეთანხმების განრიგის გ, დ.2 და დ.4 ნაწილის შესაბამისად.   11. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“ ნიშნავს მსესხებლის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს. 12. „ფინანსთა სამინისტრო” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს. 13. „ეროვნული მუზეუმი“ ნიშნავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697  დადგენილების შესაბამისად შექმნილ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. 14. „საოპერაციო ხარჯები ნიშნავს” საჭირო და აუცილებელ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მსესხებლის მიერ პროექტის განხორციელებასთან, მართვასთან და მონიტორინგთან, პერსონალის ხელფასების ჩათვლით (სამხელწიფო სექტორის მოხელეების ხელფასების გარდა), კომუნიკაციასთან, სარედაქციო, ბეჭდვითი და გამოქვეყნების ხარჯებთან, თარგმნის, ავტომობილის გამოყენების და მოვლა-შენახვის ხარჯებთან, საბანკო ხარჯებთან, ადგილობრივი მგზავრობის ხარჯებსა და სამუშაო ადგილზე მისასვლელ ხარჯებთან, საოფისე ქირასთან, კომუნალურ ხარჯებთან, აღჭურვილობის და მომარაგების ხარჯებთან. 15. „ძირითადი დაფინანსების შეთანხმება” ნიშნავს შეთანხმებას რეგიონული განვითარების მეორე პროექტისათვის, გაფორმებულს 2012 წლის 9 ნოემბერს საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის (Credit No. 5178-GE). 16. „ძირითადი პროექტი“ ნიშნავს პროექტს, რომელიც აღწერილია ძირითად დაფინანსების შეთანხმებაში. 17. „ძირითადი საპროექტო შეთანხმება“ ნიშნავს საპროექტო შეთანხმებას საერთაშორისო განვითარების ასოციაციასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, დათარიღებულს 2012 წლის 9 ნოემბრით(Credit No. 5178-GE).   18. „შესყიდვების სახელმძღვანელო” ნიშნავს „სახელმძღვანელოს: საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვას მსოფლიო ბანის მსესხებლების მიერ რეკონსტურქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში”, დათარიღებული 2011 წლის იანვრით (განახლებული 2014 წლის ივლისში). 19. „შესყიდვების გეგმა” ნიშნავს მსესხებლის შესყიდვების გეგმას პროექტისათვის, დათარიღებულს 2016 წლის 25 თებერვლით, რომელიც აღნიშნულია შესყიდვების დირექტივების 1.18 პუნქტში და კონსულტანტის დირექტივების 1.25 პუნქტში. გეგმა შესაძლოა შეიცვალოს დროდადრო აღნიშნული პუნქტების პირობების შესაბამისად; 20. „საპროექტო შეთანხმება” ნიშნავს საპროექტო შეთანხმებას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, რომელსაც ეხება აღნიშნული შეთანხმების 3.01 ნაწილი, რომლის თანახმადაც პროექტის განმახორციელებელმა ორგანიაციამ უნდა განახორციელოს პროექტი.   21. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია” ნიშნავს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილების საფუძველზე შექმნილ მუნიციპალური განვითარების ფონდს. 22. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის კანონმდებლობა” ნიშნავს  მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებას, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით. 23. „საოპერაციო სახელმძღვანელო” ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ საოპერაციო სახელმძღვანელოს (როგორც შემდგომშია განსაზღვრული)მისაღებს ბანკისთვის,  დათარიღებულს 2012 წლის 21 სექტემბრით, და, რომელიც განსაზღვრავს: (ა) პროექტის განხორციელებისა და კოორდინაციისათვის ძირითად ინსტრუმენტებს, რომელიც მოიცავს: I) პროექტის განხორციელებისათვის მართვის, ფინანსურ, ადმინისტრაციულ, საინჟინრო და გარემოსდაცვით პოლიტიკას და პროცედურებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის (როგორც ეს შემდგომშია განსაზღვრული); II) შესყიდვებისა და ფინანსური მენეჯმენტის პროცედურებს; III) საინვესტიციო ქვეპროექტის შერჩევის კრიტერიუმებს; IV) საინვესტიციო ქვეპროექტის ხელშეკრულების პირობებსა და ვადებს; V) შესყიდვებს და საინვესტიციო ქვეპროექტის განხორციელებას; VI) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, შტატებით დაკომპლექტებას, მართვის და პასუხისმგებლობის საკითხებს; და (ბ) მათ შორის ასევე მოიცავს მის IV დანართს, (“Environmental Management Framework”). აღნიშნული სახელმძღვანელო შესაძლოა განახლდეს დროდადრო, მიმღებსა და ბანკს შორის შეთანხმების საფუძველზე; 24. „RAP” ან “განსახლების სამოქმედო გეგმა” ნიშნავს მსესხებლის განსახლების სამოქმედო გეგმას ბანკისათვის მისაღები ფორმით, რომელიც უნდა მომზადდეს და განხორციელდეს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პროექტის ფრაგლებში ღონისძიებების განსახორციელებლად RPF-ის (როგორც შემდგომშია განსაზღვრული) შესაბამისად. მათ შორის მოიცავს პრინციპებსა და მიზნებს პროექტის ზეგავლენის ქვეშ მყოფ პირთა კომპენსაციის, დახმარებისა და რეაბილიტაციის, ისევე როგორც განსახლების ჩარჩოპოლიტიკის შესაბამისად (როგორც შემდგომში განსაზღვრულია) მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმებს. 25. „RPF” ან „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო“ ნიშნავს ბანკისათვის მისაღებ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის 2012 წლის 21 სექტემბრის განსახლების ჩარჩოდოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს პროექტის ფარგლებში განსახლების ღონისძიებებს, რომელიც ადგენს პროცედურებს ჩარჩოდოკუმენტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც ბანკის წინასწარი თანხმობით უნდა შეიცვალოს დროდადრო. 26. „ქვეპროექტის შეფასების ანგარიში“ ნიშნავს ქვეპროექტის შეფასების ანგარიშს, რომელსაც ეხება აღნიშნული შეთანხმების განრიგი 2-ის I.E.2 ნაწილი. 27. „ქვეპროექტის შემაჯამებელი ანგარიში“ ნიშნავს ქვეპროექტის შემაჯამებელ ანგარიშს, რომელსაც ეხება აღნიშნული შეთანხმების განრიგი 2-ის I.E.2 ნაწილი. 28.     „დამატებითი შეთანხმება“ ნიშნავს შეთანხმებას, რომელიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის I.ბ ნაწილში და, რომლის თანახმადაც მსესხებელი უზრუნველყოფს სესხის სახსრების ხელმისაწვდომობას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის. 29. „ტრენინგი” ნიშნავს მსესხებლის მიერ პროექტის ბ ნაწილის ფარგლებში სასწავლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯებს, რომლებიც მოიცავს სამგზავრო და  სამივლინებო ხარჯებს სწავლების მონაწილეებისთვის, ასევე სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების და ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო ფართის, მასალებისა და საჭირო ხელსაწყოების იჯარით აღების ხარჯებს. ნაწილი II. ცვლილებები ზოგად პირობებში ზოგადი პირობები შეცვლილია შემდეგნაირად: 1.  სარჩევში, წყაროების მითითების ნაწილში, ნაწილის სახელები და ნომრები შეცვლილია ქვემოთ მოყვანილ პარაგრაფში ჩამოყალიბებული ცვლილებების შესაბამისად. 2. 3.01 (ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო) ნაწილი შეცვლილია შემდეგნაირად:          „ნაწილი 3.01 ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო;  ვალდებულების გადასახდელი (ა) მსესხებელმა ბანკს უნდა გადაუხადოს სესხის თანხის ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო სასესხო შეთანხმებაში განსაზღვრული კურსის მიხედვით („ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო“). (ბ) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს ვალდებულების გადასახდელი აუთვისებელ სესხის ნაშთზე იმ კურსით, რაც განსაზღვრულია სასესხო შეთანხმებაში („ვალდებულების გადასახდელი“). ვალდებულების გადასახდელის გადახდა ხდება სასესხო ხელშეკრულების თარიღიდან  60 დღის შემდეგ, როცა თანხები ჩამორიცხულია მსესხებლის მიერ სასესხო ანგარიშიდან ან გაუქმებულია. ვალდებულების გადასახდელის გადახდა ხდება ნახევარწლიურად ყოველ გადახდის თარიღისათვის“. 3. დანართში განმარტებები, ყველა შესაბამისი ნაწილის ნომრები და პარაგრაფები შეცვლილია საჭიროებისამებრ, რომელიც ასახავს  ზემოთ ხსენებულ  მეორე პარაგრაფში არსებულ ცვლილებებს. 4. დანართი შეცვლილია მასში ახალი  პარაგრაფი 19-ის ჩართვით „ვალდებულების გადასახდელის“  შემდეგი განმარტებით და მომდევნო პარაგრაფების გადანომრვის შესაბამისად: „19. „ვალდებულების გადასახდელი“  ნიშნავს სასესხო შეთანხმებაში განსაზღვრულ ვალდებულების გადასახდელს  ხელშეკრულების 3.01(ბ)  მიზნებისათვის.“. 5. დანართის გადანომრილ პარაგრაფ 49-ში (ძირითადი პარაგრაფი 48) „ერთჯერადი ადმინისტრირების  გადასახდელის“ განსაზღვრება შეცვლილია და  3.01  ნაწილი ჩანაცვლებულია პუნქტი 3.01 (ა) ნაწილით. 6. დანართის გადანომრილ  პარაგრაფში 68 (თავდაპირველი პარაგრაფი 67) „სესხის გადახდის“ ტერმინის განმარტება შეცვლილია და იკითხება შემდეგნაირად: „68.  „სესხის გადახდა“ ნიშნავს სესხის მხარეების მიერ  ბანკისთვის გადასახდელ თანხას სამართლებრივი შეთანხმებისა ან ამ ზოგადი პირობების შესაბამისად, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) გამოთხოვილი სესხის ნებისმიერ თანხას, პროცენტს, ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელს, ვალდებულების გადასახდელს, პროცენტს ძირითადი საპროცენტო განაკვეთით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნებისმიერ წინასწარ გადახდებს, კონვერტაციის ან კონვერტაციის ვადამდე ადრე  შეწყვეტისათვის ნებისმიერ საკომისიოს,  ცვალებადი მარჟის ფიქსირებულ გადასახდელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნებისმიერი წინასწარი გადასახდელი საპროცენტო განაკვეთის ზედა ან ქვედა ზღვარის წარმოშობისას და მსესხებლის მიერ გადასახდელ ნებისმიერ გაუთვალისწინებელ გადასახდელს“. 7. დანართის გადანომრილ  პარაგრაფში 73 (თავდაპირველი პარაგრაფი 72), „გადახდის თარიღის“ განმარტება შეცვლილია, წაშლილია სიტყვა „არის“ და მის ნაცვლად ჩასმულია სიტყვები „და ვალდებულების გადასახადი არის“ სიტყვა „პროცენტის“ შემდეგ“.