შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15527-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/15527-16

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2016 წლის 5 აგვისტო

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი - შპს ,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთე”

წარმომადგენლები -  აკაკი ჩარგეიშვილი, უჩა ქირია

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე

მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

2016 წლის 17 ივნისს შპს ,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს” წარმომადგენლებმა აკაკი ჩარგეიშვილმა და უჩა ქირიამ განცხადებით მომართეს სასამართლოს შპს ,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა2016 წლის 5 აგვისტოს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილ იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. კრედიტორთა პირველმა კრებამ დღის წრესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა სრულად ვერ განახორციელა, რის გამოც შპს ,,ქართული საინვესტიციო ჯგუფი ოცდამეერთეს” წარმომადგენლის და მეურვის - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ კრება შეწყდეს და გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.   

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

   დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2016 წლის 28 სექტემბერს 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12, კმ. №6) სხდომის დარბაზი №1.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

მოსამართლე                            თამარ ჭუნიაშვილი