საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის შენარჩუნებისა და განვითარების 2003-2005 წლების კონცეფციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №246
სარეგისტრაციო კოდი 450.090.010.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 16/06/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.06.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის შენარჩუნებისა და განვითარების 2003-2005 წლების კონცეფციის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №246
2003 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის შენარჩუნებისა და განვითარების 2003-2005 წლების კონცეფციის დამტკიცების შესახებ
საქართველოში საბიბლიოთეკო ქსელში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემდგომში ამ დარგის განვითარების მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის შენარჩუნებისა და განვითარების 2003-2005 წლების კონცეფცია.
2. საქართველოს კულტურის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ ექვს თვეში ერთხელ წარუდგინონ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს წინადადებები საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის შენარჩუნებისა და განვითარების 2003-2005 წლების კონცეფციის რეალიზაციის შესახებ.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელის შენარჩუნებისა და განვითარების 2003-2005 წლების კონცეფცია
1. ქვეყნის საბიბლიოთეკო საქმეში არსებული მდგომარეობა 1991/92-2001წწ.
მსოფლიო პრაქტიკამ დაგვანახვა, თუ რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბიბლიოთეკებს საზოგადოების კულტურული ჩამოყალიბების, მისი განათლებისა და განვითარების საქმეში. საბიბლიოთეკო სისტემა აქტიურად უწყობს ხელს ქვეყნის ინტელექტუალური სიმდიდრის, ინფორმირებული პიროვნების პოტენციალის ზრდას.
საბიბლიოთეკო საქმის წარმოება განსაკუთრებულ ფაზაში შევიდა მეოცე საუკუნის 80-90-იან წლებში. დღეს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში წარმოუდგენელია ბიბლიოთეკის გარეშე სასწავლო-სამეცნიერო პროცესების განვითარება და წინსვლა.
საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის საბიბლიოთეკო ქსელი მნიშვნელოვნად დააზარალა. ამასთანავე, ბოლო წლებში ცენტრალიზებული დაფინანსების მოშლამ, სტიქიურმა უბედურებებმა სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა მთლიანად საბიბლიოთეკო ქსელი.
ჩვენი ინფორმაციით მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე განახევრებულია ბიბლიოთეკების რაოდენობა. ამ მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საქართველოს განათლების სამინისტროს სასკოლო საბიბლიოთეკო ქსელში, სადაც სასკოლო ბიბლიოთეკათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეინარჩუნა სტატუსი, ისევე როგორც ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებთან, საშუალო და სპეციალური განათლების დაწესებულებებთან არსებულმა ბიბლიოთეკებმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის რესპუბლიკურმა პედაგოგიურმა ბიბლიოთეკამ, როგორც განათლების სამინისტროს სისტემის მეთაურმა საბიბლიოთეკო დაწესებულებამ.
საბიბლიოთეკო საქმიანობაში შეინიშნება მთელი რიგი ხარვეზები:
1) სუსტია საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის იურიდიული ბაზა. ირღვევა კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ (11.06.1996), რის შედეგადაც ბევრი დასახლებული პუნქტი და სასწავლო დაწესებულება დარჩა ბიბლიოთეკების გარეშე. არ არის შემუშავებული კანონქვემდებარე აქტები, ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ნორმატიულ-იურიდიული დოკუმენტაცია;
2) ხარვეზებით ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 აპრილის დადგენილება „ბეჭდვითი სიტყვის არასაიდუმლო გამოცემათა უფასო საკონტროლო და ფასიანი ეგზემპლარების დაგზავნის მოწესრიგების შესახებ“; არ სრულდება საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №160 ბრძანებულება ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკების სავალდებულო ცალებით უზრუნველყოფის შესახებ; არ არის შემუშავებული კანონის პროექტი „სავალდებულო ცალებით ბიბლიოთეკების უზრუნველყოფის შესახებ“;
3) ბიბლიოთეკების აბსოლუტური უმრავლესობა და მათ შორის ი. გოგებაშვილის სახელობის რესპუბლიკური პედაგოგიური ბიბლიოთეკა და სასკოლო ბიბლიოთეკების აბსოლუტური უმრავლესობა არ კომპლექტდება ახლადგამოცემული ლიტერატურით, რის გამოც საფრთხე ექმნება, როგორც შედარებით პატარა, ისე დიდი ბიბლიოთეკების არსებობას.
რეგიონებში მოქმედი ბიბლიოთეკების დიდი ნაწილი, მათ შორის, სასკოლო ბიბლიოთეკებისაც, არ ღებულობს ადგილობრივ პრესასაც კი. ასეთ პირობებში ძნელია ბიბლიოთეკებმა შეასრულონ საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქცია;
4) გაუმართავია ბიბლიოთეკების დიდი ნაწილის ტექნიკურ-მატერიალური ბაზა. ბევრ რეგიონში ბიბლიოთეკები გადაიყვანეს ბიბლიოთეკებისათვის შეუფერებელ შენობაში. თბილისში პრივატიზაციას დაექვემდებარა 12 შენობა, სადაც საქალაქო ბიბლიოთეკები იყო განთავსებული. დიდ სივიწროვეს განიცდიან ახალქალაქის, ყაზბეგის (საერთოდ არა აქვთ საკუთარი შენობა), მარნეულის, მცხეთის, ახალციხისა და სხვა რაიონების ცენტრალური ბიბლიოთეკები;
5) ნელი ტემპით მიმდინარეობს მსხვილი სამეცნიერო-ტექნიკური თუ სამხარეო ცენტრებში მოქმედი ბიბლიოთეკების ტექნიკური გადაიარაღება. ბიბლიოთეკების კომპიუტერიზაციის გარეშე გაძნელებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ არსებული საბიბლიოთეკო ფონდების გაცნობა-გამოყენება. ამიტომ დაბალია მეცნიერთა და სპეციალისტთა საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული მომსახურების ხარისხი;
6) დაბალია ბიბლიოთეკებში დასაქმებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონე. 1992 წლიდან აღარ ფუნქციონირებს ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივი კურსები. უმაღლესი სასწავლებლები რაოდენობრივად ვერ აკმაყოფილებენ ბიბლიოთეკართა მოთხოვნას კადრებზე. უკანასკნელ წლებში შტატების პერმანენტული შემცირების გამო ვეღარ ხორციელდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ბიბლიოთეკართა სპეციალობით დასაქმება;
7) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც მეთაური მეთოდური ცენტრი, უსახსრობის გამო ფაქტობრივად მოწყვეტილია რეგიონებში მოქმედ ბიბლიოთეკებს. მართალია, კოორდინაციული მუშაობა თბილისის მასშტაბით უკანასკნელი წლების განმავლობაში შედარებით გამოცოცხლდა, მაგრამ კომპიუტერიზაციის გარეშე შეუძლებელია სათანადო დონის კოორდინირებული მუშაობა ბიბლიოთეკებს შორის.
მიუხედავად არსებული ვითარებისა, ბიბლიოთეკებში მომუშავე 7000-მდე ბიბლიოთეკარმა და მათთან ერთად სასკოლო ბიბლიოთეკების თანამშრომლებმა ჩვეული ენთუზიაზმით, პროფესიისადმი ერთგულებით დღემდე მოიტანეს ქვეყნის საბიბლიოთეკო ქსელი შედარებით ნაკლები დანაკარგებით.
2. საქართველოს საბიბლიოთეკო ქსელის შენარჩუნებისა და განვითარების 2003-2005 წლების კონცეფცია
საქართველოში საბიბლიოთეკო ქსელში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს საბიბლიოთეკო ქსელის შენარჩუნებისა და განვითარების კონცეფცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად პრიორიტეტებს:
1) საბიბლიოთეკო საქმის საკანონმდებლო საფუძვლების სრულყოფისათვის საქართველოს კულტურის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად შეიმუშაოს კანონის პროექტი „ბეჭდური და სხვა სახის გამოცემებით ბიბლიოთეკების სავალდებულო ცალებით უზრუნველყოფის შესახებ“.
2) საბიბლიოთეკო ქსელის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით:
ა) საქართველოს კულტურის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შეიმუშაოს დებულებები საბიბლიოთეკო საქმიანობის შესახებ;
ბ) ეთხოვოთ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს საბიბლიოთეკო ქსელის შემდგომი განვითარების მიზნით მეტი ყურადღება დაუთმონ რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო მუშაობას;
გ) ეთხოვოთ გამგეობებსა და საკრებულოებს სხდომებზე სისტემატურად განიხილონ საბიბლიოთეკო შენობების მოვლა-პატრონობის საკითხი, რათა მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ბიბლიოთეკების მატერიალური ბაზა;
დ) ეთხოვოთ საკრებულოებს შეიმუშაონ ამჟამად გაუქმებული ბიბლიოთეკების თანდათანობით აღდგენის პროგრამა არსებული კანონმდებლობის დაცვით დასახელებული პუნქტის გეოგრაფიული მდებარეობის, მოსახლეობის განსახლებისა და მატერიალური ბაზის გათვალისწინებით, რათა რაიონის მასშტაბით არ დარჩეს არც ერთი დასახლებული პუნქტი საბიბლიოთეკო მომსახურების გარეშე, განსაკუთრებული მზრუნველობა, დახმარება და თანადგომა აღმოუჩინონ სასკოლო ბიბლიოთეკებს;
ე) ქალაქის (რაიონის) აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და განათლების სამინისტროში წარადგინონ პროექტი საბიბლიოთეკო ქსელის ოპტიმიზაციის თაობაზე (ახალი ბიბლიოთეკის გახსნა, გამსხვილება-გაერთიანება, გაუქმება, სტრუქტურული ცვლილებები და სხვა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
3) საბიბლიოთეკო დოკუმენტების მოვლა-პატრონობისა და მათი ურთიერთგამოყენების მიზნით კულტურის რაიონულმა განყოფილებებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად:
ა) შექმნან სათანადო პირობები საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვისა და ორგანიზებული გამოყენების მიზნით;
ბ) უზრუნველყონ, რომ სოფლებში (დაბებში) გაუქმებული სახელმწიფო ბიბლიოთეკებიდან საბიბლიოთეკო ქონების რაიონულ ცენტრში გადატანა და მათი მიზნობრივი გადანაწილება მოხდეს მხოლოდ სახელმწიფო ბიბლიოთეკებს შორის;
გ) იზრუნონ საბიბლიოთეკო ფონდების ურთიერთგამოყენებისათვის; ამ მიზნით საკოორდინაციო მუშაობა აწარმოონ რეგიონისა და შეძლებისდაგვარად საქართველოს სხვადასხვა უწყების ბიბლიოთეკებთან.
4) საბიბლიოთეკო პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით:
საქართველოში სახელმწიფო ბიბლიოთეკების კომპიუტერიზაცია სასურველია წარიმართოს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან არსებული „საქართველოს ინტეგრირებული საბიბლიოთეკო-საინფორმაციო სისტემის კონცეფციასთან“ დაყრდნობით.
5) საბიბლიოთეკო კადრების მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და განუწყვეტელი განათლების მიზნით:
ა) საქართველოს კულტურის სამინისტრომ, საქართველოს განათლების სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად შეიმუშაონ ბიბლოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობის კურსდამთავრებულთა შრომითი მოწყობის პრაქტიკულ ღონისძიებათა გეგმა;
ბ) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად სისტემატური ხასიათი მიეცეს ბიბლიოთეკართა ატესტაციას.
6) ბიბლიოთეკების მართვა
აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ერთად:
ა) საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე შეიმუშაონ ბიბლიოთეკის წესდება, შინაგანაწესი, ბიბლიოთეკების ფუნქციონირების მარეგლამენტირებელი დოკუმენტაცია და უზრუნველყონ მათი კონტროლის განხორციელება;
ბ) საბიბლიოთეკო საქმის მართვაში დემოკრატიული საწყისების დამკვიდრების მიზნით აქტიური მონაწილეობა მიიღონ ბიბლოთეკარებმა, საბიბლიოთეკო აქტივმა;
გ) სახელმწიფო ბიბლიოთეკებმა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოონ საბიბლიოთეკო სტატისტიკა;
დ) აღდგეს და პრაქტიკაში დამკვიდრდეს ბიბლიოთეკების ანგარიშგება მკითხველი საზოგადოების წინაშე; ამაღლდეს ბიბლიოთეკების თვითმმართველობის დონე;
ე) ბიბლიოთეკების ხელმძღვანელმა პირებმა უფრო მეტად გაითვალისწინონ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები.
საქართველოს ბიბლიოთეკების განვითარების კონცეფცია
შეიძლება დაიყოს სამ ეტაპად:
პირველი ეტაპი: საბიბლიოთეკო სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების დახვეწა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენარჩუნება და არსებული დოკუმენტების აღრიცხვა;
მეორე ეტაპი: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
მესამე ეტაპი: ბიბლიოთეკარების პროფესიული დონის ამაღლება და ბიბლიოთეკების კომპიუტერიზაცია, მომსახურე პერსონალის პროფესიული პოტენციალის ამაღლება. არსებული ბიბლიოთეკების სისტემატიზაციაში მოყვანა.