საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალის და მათში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №391
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 706 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
სჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდება ეტაპი (წლების მიხედვით)
იუსტიციის სახლი შექმნილია სტრუქტურული დანაყოფის  სახით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 25.01.2018 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 24.03.2021 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის ბრძანება 89% 29.12.2025 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 20.04.2022 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 30.12.2022

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალის და მათში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №391 2016 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალის და მათში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის №4675-რს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს: 1. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალი, რომლებშიც იქმნება შიდა აუდიტის სუბიექტი (დანართი №1). 2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგია (დანართი №2). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი №1 იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალი, რომლებშიც იქმნება შიდა აუდიტის სუბიექტი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია; ბ) გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი; გ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; ბ) დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. 5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო. 6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ბ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; გ) იუსტიციის სახლი. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური. დანართი  №2 საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგია მუხლი 1🔗. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგია  განსაზღვრავს ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ იურიდიულ პირებში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და მისი განვითარების პრინციპებს. მუხლი  2🔗. ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შექმნილი შიდა აუდიტის სუბიექტები საქმიანობას  ახორციელებენ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების  და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: ა) დამოუკიდებლობა; ბ) კეთილსინდისიერება; გ) ობიექტურობა; დ) პროფესიონალიზმი; ე) კონფიდენციალურობა; ვ) კანონიერება; ზ) გამჭვირვალობა. მუხლი 3🔗 1. შიდა აუდიტის სუბიექტი ანგარიშვალდებულია  საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის წინაშე. 2. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება ვრცელდება იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სისტემაზე, სადაც ის არის ჩამოყალიბებული. 3. შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 4. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი წარმართავს შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს  კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. 5. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება: ა) ინფორმაცია, განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ; ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები, დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ; გ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში); დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად, შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია, შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ; ე) ინფორმაცია, შიდა აუდიტის მიმდინარეობისას, შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე; ვ) წინადადებები, შიდა აუდიტის განვითარების შესახებ. 6. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში, მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ  ჰარმონიზაციის ცენტრს. მუხლი 4🔗. ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შიდა აუდიტის სუბიექტები იქმნება/საქმიანობას ახორციელებენ შემდეგი  ეტაპების (გრაფიკის) შესაბამისად: სჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდება ეტაპი (წლების მიხედვით) 2016 2017 2018 1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.       2.  სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. 3. შემოსავლების სამსახური. შექმნილია სტრუქტურული დანაყოფის  სახით  განახორციელებს შიდა აუდიტორულ საქმიანობას   იუსტიციის სახლი შექმნილია სტრუქტურული დანაყოფის  სახით  განახორციელებს შიდა აუდიტორულ საქმიანობას 1. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. 2. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. 3. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 5. სურსათის ეროვნული სააგენტო. შეიქმნება სტრუქტურული დანაყოფის სახით და განახორციელებს შიდა აუდიტორულ საქმიანობას 1. სოციალური მომსახურების სააგენტო. 2.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. შეიქმნება სტრუქტურული დანაყოფის სახით და განახორციელებს შიდა აუდიტორულ საქმიანობას.