ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №169
სარეგისტრაციო კოდი 450090050.22.027.016670
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2016
matsne.gov.ge 393 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 17.03.2015 უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ადმინისტრირების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება 87% 31.05.2025 დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ APOSTILLE (Convention de La Haye du 5 octobre 1961) 1. ქვეყანა /Country: საქართველო /Georgia     მოცემული ოფიციალური დოკუმენტი /This public document 2. ხელმოწერილია /has been signed by:--------------------------------- --------- ------------------ ------------------/----------------------------------------------------------------------- --- ----------   3. რომლის თანამდებობაც არის / acting in the capacity of: -------------- ------------------ ----- ----------------/-------------------------------------------------- -- ------------------------------------ ------------------------------------------------------------------ -- ------------------------------------- 4. დამტკიცებულია / bears the seal/stamp of ------------- ----------- ------------------------------ ---------------------------/---------------------------------- ---- --------------------------------------- ---------------------------------------------------------- ---- ------------------------------------------- ბეჭდით / შტამპით დამოწმებული /Certified 5. ადგილი /  at:                              6. თარიღი / the -------------------- 7. დამოწმებულია /by: 8. № ------------- 9. ბეჭდის / შტამპის ადგილი /Seal/stamp   10. ხელმოწერა/ signature 87% 18.08.2016 დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის − „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება 87% 21.02.2024 პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესის და პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 86% 01.03.2024

დოკუმენტის ტექსტი

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №169 2016 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები ადგენს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის (შემდგომში – დოკუმენტი) მუდმივად და განსაზღვრული ვადით შენახვაზე უფლებამოსილი დაწესებულების მიერ დოკუმენტის პირის გასხვისების საფუძველს, ფორმას, დოკუმენტის გასხვისებაზე უარის საფუძვლებს, გასხვისების ვადასა და საფასურს. მუხლი 2🔗. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისების საფუძველი დაწესებულებას შეუძლია დოკუმენტის პირი გაასხვისოს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირის გასხვისებაზე უარის საფუძველი. მუხლი 3🔗. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენა 1. დაინტერესებული პირი დაწესებულებას მიმართავს წერილობითი განცხადებით დოკუმენტის პირის გასხვისების თაობაზე. 2. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. მუხლი 4🔗. დოკუმენტის პირის გასხვისების ფორმა 1. დოკუმენტის პირის გასხვისება შესაძლებელია მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. 2. დოკუმენტის პირის მატერიალური ფორმით გასხვისება ხორციელდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული სახით. 3. დოკუმენტის პირის ელექტრონული ფორმით გასხვისება ხორციელდება წყლის დამცავი ნიშნის (დაწესებულების დასახელება) დართვით. 4. დოკუმენტის პირი გაიცემა თანდართულ წერილთან ერთად, სადაც მითითებული უნდა იყოს: ა) საარქივო ფონდის, ანაწერისა და საქმის ნომერი; ბ) დოკუმენტის შენახვის ადგილი ან/და მესაკუთრე. 5. დაუშვებელია დოკუმენტის პირის დამზადება, თუ: ა) არსებობს დოკუმენტის დაზიანების ან განადგურების საფრთხე; ბ) დოკუმენტი არ არის სამეცნიერო-ტექნიკურად დამუშავებული; გ) მიმდინარეობს დოკუმენტის რესტავრაცია; დ) დოკუმენტი დაზიანებულია და რესტავრაციას არ ექვემდებარება. 6. დაუშვებელია დოკუმენტის პირის დამზადება დაინტერესებული პირის მიერ საკუთარი ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მუხლი 5🔗. დოკუმენტის პირის გასხვისებაზე უარის საფუძველი 1. დოკუმენტის პირის გასხვისებაზე უარის საფუძვლებია: ა) შესაბამისი დოკუმენტის არქონა; ბ) სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური ინფორმაციის დაცვა; გ) ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი შემთხვევა. 2. დოკუმენტის პირის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 3. დოკუმენტის პირის გამსხვისებელი დაწესებულება ვალდებულია აწარმოოს დოკუმენტების გასხვისებული პირების რეესტრი. მუხლი 6🔗. დოკუმენტის პირის გასხვისების ვადა დოკუმენტის პირის გასხვისების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ ვადებში: ა) შესაბამისი დაწესებულების მიერ მომსახურების გაწევის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით დადგენილ ვადაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ საერთო ვადაში. მუხლი 7🔗. დოკუმენტის პირის გასხვისების საფასური დოკუმენტის პირის გასხვისებისათვის შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესდეს საფასური.