საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №93/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 762 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ APOSTILLE (Convention de La Haye du 5 octobre 1961) 1. ქვეყანა /Country: საქართველო /Georgia     მოცემული ოფიციალური დოკუმენტი /This public document 2. ხელმოწერილია /has been signed by:--------------------------------- --------- ------------------ ------------------/----------------------------------------------------------------------- --- ----------   3. რომლის თანამდებობაც არის / acting in the capacity of: -------------- ------------------ ----- ----------------/-------------------------------------------------- -- ------------------------------------ ------------------------------------------------------------------ -- ------------------------------------- 4. დამტკიცებულია / bears the seal/stamp of ------------- ----------- ------------------------------ ---------------------------/---------------------------------- ---- --------------------------------------- ---------------------------------------------------------- ---- ------------------------------------------- ბეჭდით / შტამპით დამოწმებული /Certified 5. ადგილი /  at:                              6. თარიღი / the -------------------- 7. დამოწმებულია /by: 8. № ------------- 9. ბეჭდის / შტამპის ადგილი /Seal/stamp   10. ხელმოწერა/ signature 93% 18.08.2016 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 90% 06.08.2021 დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ 1. ქვეყანა /Country: საქართველო /Georgia     მოცემული ოფიციალური დოკუმენტი /This public document 2. ხელმოწერილია /has been signed by:---------------------------------------------------- ------------------/------------------------------------------------------------------------------------ 3. რომლის თანამდებობაც არის / acting in the capacity of: ------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ---------------/---------------------------------------------------------------------------------------- 4. დამტკიცებულია / bears the seal/stamp of --------------------------------------------- --------------------------/------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------------- ბეჭდით /შტამპით დამოწმებული /Certი fied 5. ადგილი /at:                                 6. თარიღი / the ------------------------ 7. დამოწმებულია /by: 8. № ------------- 9. ბეჭდის/შტამპის ადგილი/Seal/stamp   10. ხელმოწერა/ signature 90% 18.08.2016 პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესის და პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება 90% 01.03.2024 საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 89% 28.10.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №93/ნ – №170 2016 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავასაქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი დანართი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესი არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის (შემდგომში – დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია) განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან (შემდგომში – ცენტრი) გამოთხოვისა და იმავე ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) მიწოდების პირობებსა და პროცედურას. მუხლი 2🔗. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად  საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების პირობები და პროცედურა 1. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველია სააგენტოში უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების რეგისტრაცია დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით. 2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, სააგენტო მიმართავს ცენტრს და მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს. 3. ცენტრი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ამოწმებს: ა) დოკუმენტებზე არსებული ბეჭდისა და ხელმოწერის ნიმუშების ნამდვილობას; ბ) დოკუმენტებზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას; გ) დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათ ავთენტურობას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს დოკუმენტის ფორმისა და შინაარსის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა. 5. ცენტრი ვალდებულია შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას. 6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ცენტრი ადასტურებს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის შესაძლებლობას და აღნიშნულის თაობაზე შესაბამის ინფორმაციას, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, აწვდის სააგენტოს. 7. თუ ცენტრში წარდგენილი დოკუმენტი არ ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას, ცენტრი, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, უგზავნის სააგენტოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის შესახებ დასაბუთებულ უარყოფით დასკვნას. 8. თუ აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციისთვის წარდგენილი დოკუმენტი ფორმითა და შინაარსით არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ცენტრი სააგენტოს აწვდის  დასაბუთებულ უარყოფით დასკვნას, სადაც, სხვა გარემოებებთან ერთად, მითითებული იქნება ინფორმაცია დადგენილი ფორმითა და შინაარსით საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი იურიდიული პირის შესახებ. 9. თუ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშები ან მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით ვერ დგინდება დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობა, ცენტრი მიმართავს შესაბამის დაწესებულებას დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების ან/და ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობის დასადგენად. თუ შესაბამისი დაწესებულებიდან მიღებული პასუხის შემდეგაც აღნიშნული მონაცემების დადასტურება შეუძლებელია, ცენტრის მიერ ამის შესახებ აღინიშნება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში. 10. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. ამ მუხლის მე-7-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დასკვნის მიღების შემდეგ, სააგენტო, ცენტრის დასკვნის გათვალისწინებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 3🔗. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების ვადები 1. სააგენტო ვალდებულია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება, მისი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, გაუგზავნოს ცენტრს. 2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს ცენტრი ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მისთვის წარდგენიდან მიღებიდან 8 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 4🔗. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე/ლეგალიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ხარჯების განაწილება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე/ლეგალიზაციაზე უარის თქმის გამო სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის აღძვრისა და ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების/ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტოსათვის წარმოშობილი სასამართლო ხარჯები სრულად ანაზღაურდება ცენტრის მიერ. მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულება ამ ბრძანების ამოქმედებამდე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით მიღებული განცხადებების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას განახორციელებს ცენტრი.