იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმის დამტკიცებისა და მისი შედგენისთვის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 11.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №442
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.016560
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 626 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 23.02.2021 შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 13.07.2018 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 02.08.2016 წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 29.01.2024 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 23.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმის დამტკიცებისა და მისი შედგენისთვის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №442 2016 წლის 11 აგვისტო ქ. თბილისი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმის დამტკიცებისა და მისი შედგენისთვის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12/07/2016, 080080050.05.001.018196) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის თანდართული ფორმა. მუხლი 2🔗 1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის შედგენისთვის უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო დანაყოფების შემდეგი თანამდებობის პირები: ა.ა) ასეულის მეთაური; ა.ბ) ოცეულის მეთაური; ა.გ) ათეულის მეთაური; ა.დ) პატრულ-ინსპექტორი; ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს: ბ.ა)უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი; ბ.ბ) უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი გამოიცემა არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობისას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოძალადეს არ გააჩნია პირად საკუთრებაში არსებული ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღი. მუხლი 3🔗 1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმების დამზადებას და ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრულ სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფებზე განაწილებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. 2. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმებს გასცემს სათანადო მოთხოვნის საფუძველზე.  მუხლი 4🔗 ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირებმა უზრუნველყონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმაში მითითებული მონაცემების მათი გამოცემიდან/მიღებიდან 24 საათის განმავლობაში აღრიცხვა და აღნიშნული ორდერის თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ელექტრონულად ატვირთვა. მუხლი 5🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი დანართი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის  ორდერი №000000 1. ორდერის შედგენის თარიღი და ადგილი: -------------------------------------------------------- 2. შეტყობინების მიღების დრო:------------------------------------------------------------------------- 3. შემთხვევის ადგილზე მისვლის დრო: ------------------------------------------------------------- 4. შემთხვევის ადგილი (მისამართი): ------------------------------------------------------------------ 5. არასრულწლოვნის განცალკევებაზე გადაწყვეტილების მიმღები სოციალური მუშაკის სახელი, გვარი და თანამდებობა, აგრეთვე გადაწყვეტილების რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი): ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. არასრულწლოვნის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი და პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ---------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სამუშაო, საცხოვრებელი ადგილი და პირადი ნომერი, რომელსაც ეკრძალება ან ეზღუდება იარაღთან დაკავშირებული უფლებები: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. არასრულწლოვნის კავშირი მოძალადესთან (ნათესაური ან სხვა ურთიერთკავშირი):              --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. ძალადობის ფორმა (გაუსვით ხაზი): ა) ფიზიკური; ბ) ფსიქოლოგიური; გ) ეკონომიკური; დ) სექსუალური; ე) იძულება; ვ) უგულებელყოფა. 10. საქმის არსებითი გარემოებები:  ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მოძალადეს: ა) ეკრძალება იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება, აგრეთვე ამ მიზნით შესაბამისი ნებართვის მიღება; ბ) ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება (გაუსვით ხაზი), ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) დროებით ჩამოერთმევა იარაღი, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და შესანახად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ უფლებამოსილ დანაყოფს ან ორგანოს, რომელმაც აღნიშნულ იარაღს მიანიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი. 12. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობა (გაუსვით ხაზი): ა) შენახვის უფლებით; ბ) შენახვის და ტარების უფლებით; გ) სამსახურებრივ-საშტატო. 13. დროებით ჩამორთმეული იარაღის რეკვიზიტები (ნებართვის/სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოწმობის თარიღი და ნომერი ან იარაღის მარკა, მოდელი და იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 14. დროებით ჩამორთმეული იარაღის შენახვაზე უფლებამოსილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი ან ორგანო, რომელმაც აღნიშნულ იარაღს მიანიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი:-------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------              15. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი ძალაშია მისი გამოცემისთანავე და მოქმედებს (წელი, თვე და რიცხვი)-------------------------------- (ერთი თვე). 16. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში. 17. მოძალადის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ------------------------------------ 18. სოციალური მუშაკის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ------------------------- 19.  ორდერის გამომცემი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა----------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------- ----------------------------------------------------------                                                                                               (თანამდებობის პირის ხელმოწერა) შენიშვნა: ორდერის მე-12, მე-13 და მე-14  პუნქტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს პირად საკუთრებაში  არსებული ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღი.