„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№105/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №105/ნ

2016 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვბრძანებ:


მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის  №127/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110725032, 28/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. ამ წესით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებსა და  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

,,თ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულების  ჩამონათვალი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანი/საგნობრივი ჯგუფის  მითითებით).“.

ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების პერიოდში არსებული საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის ფორმების  დასკანერებული ნიმუშები მათი მოქმედების ვადის მითითებით;“.

 

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ჩარიცხვის ფორმა, სწავლების საფასური, სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა; ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და საგნის გამოცდის შემთხვევაში – სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონკურსო ქულა/ქულა;

ა.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ და ,,გ2“ ქვეპუნქტები:

,,გ1) საგნის გამოცდა, რომლის ჩაბარებითაც მოხდა პირის ჩარიცხვა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდულები (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანი/საგნობრივი ჯგუფის  მითითებით), რომელზეც ჩაირიცხა პირი ჩაბარებული საგნის გამოცდის შესაბამისად, ჩარიცხვის ბრძანება და თარიღი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის ამორიცხვის შესახებ ინფორმაცია;

გ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია;“;

 

ა.გ) ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის დამთავრების საფუძველზეც პირი ჩაირიცხა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, დამთავრების წელი, ატესტატის/პროფესიული დიპლომის/დიპლომის ნომერი და ატესტატის/პროფესიული დიპლომის/დიპლომის გაცემის თარიღი;

ე) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით).“;

 

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში შეიტანება მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.08.2016.
როდის იქნა მიღებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №105/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.017178.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №105/ნ, 31.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017178 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3374355/